ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი თანამდებობას ტოვებს. აღნიშნული განცხადება მან „რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ გააკეთა. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, „რესპუბლიკელები“ კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობას იკავებენ, ნენსი პელოსს კი დიდი ალბათობით, კევინ მაკარტი შეცვლის.

მეტი...

,,სენატორი შაჰინი 2012 წლამდე იყო „ნაცმოძრაობის“ მეგობარი და სამწუხაროდ დღემდე რჩება ” – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორ შაჰინს „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრად მოიხსენიებს და სწორედ ამით ხსნის მის განცხადებებს როგორც საქართველოსთან თანამშრომლობის, ისე, დაფინანსების გადახედვაზე. „ერთადერთი იყო სენატორი შაჰინი, რომელმაც ისაუბრა გადახედვაზე, სხვას არავის უსაუბრია. შაჰინი 2012 წლამდე იყო „ნაცმოძრაობის“ მეგობარი და დღემდე რჩება, სამწუხაროდ“ – აცხადებს ირაკლი კობახიძე. მისივე შეფასებით, ამერიკული დაფინანსების დიდი წილი სწორედ არასამთავრობო სექტორზე მოდის და მათ ამ თანხას არავინ ჩამოაჭრის. „გადახედვის თემაზე თქვა მხოლოდ ერთმა სენატორმა, ეს იყო შაჰინი.  სხვას არ უსაუბრია არავის. ის დღემდე რჩება „ნაცმოძრაობის“ მეგობრად. ეს არის რეალობა.  რაც შეეხება დაფინანსების გადახედვას, ეს არ…

მეტი...

,,ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი” – ევროკავშირის ელჩი

,,12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებით, ევროკომისარმა ძალიან მკაფიოდ უთხრა ყველას, ვისაც შეხვდა, რომ საჭიროა ეროვნული კონსენსუსი, რაც ნიშნავს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ ჩართულობას ოპოზიციის მხრიდან“ – განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. დიპლომატის შეფასებით, ახლა ჯერი საქართველოზეა, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ მზადაა გახდეს კანდიდატი. „მას შემდეგ, რაც ზაფხულში ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭეს, ევროკავშირის კარი გაიღო და ახლა საქართველომ უნდა დაამტკიცოს, რომ ის მზადაა შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად. საქართველოში ვიზიტისას ევროკომისარმა ვარჰეიმ ორ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება, ესენია – ევროკომისიის 12 პრიორიტეტი (რეკომენდაცია) საქართველოსთვის და ევროპის საინვესტიციო გეგმა. 12 პრიორიტეტის…

მეტი...

„სენატორის შეურაცხყოფის მიზანი არ მქონია, სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან“ – ირაკლი ზარქუა

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა სენატორ ჯინ შაჰინზე გაკეთებულ კომენტარზე განმარტებას აკეთებს. „დღევანდელ ფაქტს მინდა გამოვეხმაურო: 1. დღეს გავრცელდა ჩანაწერი, რომელშიც ჩანს თითქოს შევურაცხყოფ აშშ-ის სენატორს. რეალურად სენატორის შეურაცხყოფის მიყენების მიზანი ნამდვილად არ მქონია და აბსოლუტურად სხვა კონტექსტში ვხუმრობდი ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარის გაკეთებამდე, ვიდრე კამერებს ჩართავდნენ. მანამდე დაწყებული ხუმრობის გაგრძელებასთან რომ გვქონდა საქმე, ეს იქ მყოფმა ჟურნალისტებმაც კარგად იციან. 2. ნებისმიერ შემთხვევაში ვწუხვარ, თუკი ვინმემ ისე გაიგო ჩემი გამონათქვამი, რა კონტექსტით და მიზნითაც ნაცმედიამ გაავრცელა. P. S. როგორც წესი ასეთი შავი, არაოფიციალური მასალის გამოყენებას ჟურნალისტები არ კადრულობენ-ხოლმე, თუმცა, როგორც ჩანს,…

მეტი...

,,უკრაინას უფლება აქვს თავი დაიცვას” – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

,,რუსეთი არის მხარე, რომელიც საბოლოო ჯამში პასუხისმგებელია პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტაზე” – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, 15 ნოემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილ რაკეტასთან დაკავშირებით. მისივე განცხადებით, რუსეთი ყოველდღიურად ბომბავს უკრაინას რაკეტებით. „რუსეთი რაკეტებით, ცდილობს უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გაანადგუროს, დაარღვიოს ქვეყნის შესაძლებლობა უზრუნველყოს ელექტრომომარაგება, თბო მომარაგება”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

მეტი...

კიევში რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები ჩამოაგდეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, კიევის ოლქში ოთხი რუსული რაკეტა და ხუთი კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი, „შაჰედი“ ჩამოაგდეს. ორი უპილოტო საფრენი აპარატის განეიტრალება კი უშუალოდ კიევის თავზე მოხდა. უკრაინულმა ძალებმა ექვსი რაკეტა ოდესის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

მეტი...

,,ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმის მიმდებარე ტერიტორია აიღეს” – უკრაინის გენ.შტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილეს, ალექსეი გრომოვის განცხადებით, კიევმა დროებით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა. მისივე ინფორმაციით, უკრაინის არმიამ უკვე დნეპრის სანაპირომდე მიაღწია. „ჩვენმა სამხედროებმა მართლაც მიაღწიეს მდინარე დნეპრის სანაპიროს, რაც საშუალებას გვაძლევს გავაკონტროლოთ ტერიტორია დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულთან. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მტერს მაქსიმალურად შეუტიონ“, – აცხადებს გრომოვი.  

მეტი...

,,შუქისა და სითბოს ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია” – პესკოვი

,,შუქისა და სითბოს ნაკლებობა უკრაინის ხელისუფლების ქმედებების შედეგია, რომელსაც პრობლემის გადაჭრა არ სურს” – აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. პესკოვის განცხადებით, რუსეთი თავს დაესხა მხოლოდ იმ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, რომლებიც „პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება უკრაინის სამხედრო პოტენციალს და უკრაინის რეჟიმს“. შეგახსენებთ, უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმისას 15 ნოემბერს, რუსეთმა იერიშები ძირითადად ენერგეტიკულ ობიექტებზე მიიტანა, რის შედეგადაც, დაახლოებით 10 მილიონი უკრაინელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მეტი...

„ჩათლახი“ – დეპუტატი ზარქუა ამერიკელ სენატორზე

საქართველოს პარლამენტის წევრი, მმართველი გუნდის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა ამერიკელ სენატორს „ჩათლახს“ უწოდებს. ჯინ შაჰინი სწორედ ის პოლიტიკოსია, ვინც დეპუტატ ირაკლი ზარქუას მსგავსი შეფასება დაიმსახურა. ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ჯინ შაჰინის საქართველოსთან დაკავშირებულ განცხადებას ეხებოდა, ზარქუამ კითხვა არ დაასრულებინა და შაჰინის გვარის ხსენებაზე ასე უპასუხა: „ჩათლახი“… რომელი პარტიიდანაა ეგ ტიპი, იცი?.. ვინ არის წონიანი?.. დემოკრატი იქნება, გაგიმაზავ…” შეგახსენებთ, რომ 16 ნოემბერს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა თქვა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, ქვეყნის ქმედებებს დაუკავშირონ: „საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით. მათ…

მეტი...

საკონსტიტუციო სასამართლომ ლონდა თოლორაიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიასა და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელები ნაწილობრივ დააკმაყოფილა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის  განმარტებით, სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ან ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს. „კონსტიტუციური სარჩელებით სადავოდ გამხდარი ნორმები ადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმების წესსა და მის თანმდევ შედეგებს. კერძოდ, სადავო ნორმების მიხედვით, 2022 წლის პირველი მარტიდან გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური…

მეტი...

ჰააგამ დაადასტურა, რომ დონბასში მალაიზიის თვითმფრინავი რუსული რაკეტით ჩამოაგდეს

ჰააგის სასამართლომ დონბასში “მალაიზიის ავიახაზების” რეის MH17-ის ჩამოგდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, დადასტურდა, რომ მისი ჩამოგდება  რუსული რაკეტით მოხდა. Reuters-ის ინფორმაციით, როგორც ჰააგის სასამართლოში აცხადებენ,  2014 წელს „მალაიზიის ავიახაზების” რეის MH17-ის ჩამოსაგდებად, რაკეტის გაშვება უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე, რუსეთის მიერ კონტროლირებადი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიიდან მოხდა. „სასამართლოს მიაჩნია, რომ MH17 ჩამოგდებულ იყო პერვომაისკთან მდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის მონაკვეთიდან გაშვებული “ბუკის” რაკეტით, რის შედეგადაც, 283 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი გარდაიცვალა”, – აცხადებს ჰააგის სასამართლოს მოსამართლე ჰენდრიკ სტეინჰაუსი. სასამართლო ასევე ადასტურებს, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების დროს,  ე.წ. “დონეცკის სახალხო რესპუბლიკას” რუსეთის ფედერაცია აკონტროლებდა.

მეტი...

მარცვლეულის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა

შავი ზღვის პორტების საშუალებით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. მათივე ცნობით, რუსეთი ვარაუდობს, რომ მისი შეშფოთება, რომელიც დაკავშირებულია საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის გამარტივებასთან დაკავშირებით, უახლოეს პერიოდში სრულად იქნება გათვალისწინებული. ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ალექსანდრ კუბრაკოვმა განაცხადა, რომ მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა.

მეტი...

,,საქართველომ უნდა გადახედოს აშშ-სთან პარტნიორობის ფორმას”- დიმიტრი ხუნდაძე

,,საქართველომ უნდა გადახედოს აშშ-სთან მიმართებით არა სტრატეგიულ არჩევანს, არამედ მათთან პარტნიორობის ფორმას,”- ამის შესახებ მოძრაობა ”ხალხის ძალის”წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. მისი თქმით, უნდა შეიცვალოს დღეს არსებული ”არასწორი ურთიერთობები აშშ-სთან და ამან მიიღოს ღირსეული, თანასწორული და ორმხრივი პარტნიორობის სახე“. „ჩვენ უკვე მიგვაჩვიეს, რომ ევროპიდან თუ ამერიკიდან რიგი პოლიტიკოსების შეურაცხმყოფელ შეფასებებს უნდა ვუსმინოთ, შემდეგ ფრთხილი კომენტარები ვაკეთოთ და ბოლოს, როგორც ყოველთვის, მობოდიშებით წარსულს ჩავაბაროთ. ამ ქმედების ახსნას კი „მორჩილები“  შემდეგნაირად გვთავაზობენ: – ჩვენ  პატარა ქვეყანა ვართ და პასუხის გაცემის უფლებაც კი არ გვაქვს, აღარაფერს ვსაუბრობ შელახული ღირსების დაცვაზე. მოძრაობა „ხალხის ძალა“ სწორედ…

მეტი...

,,არანაირი დაფინანსება არ ღირს იმად, რომ საქართველო ომში ჩაერთოს”- სოზარ სუბარი

,,არანაირი დაფინანსება არ ღირს იმად, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, თუ შეამცირებენ იმ მავნებლური პროექტების დაფინანსებას, რომლებიც საქართველოში რევოლუციების მოწყობას გულისხმობს, ეს მხოლოდ უკეთესი იქნება,” – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, ”თუ ამერიკელი ინსტრუქტორები არ დაიწყებენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების  დატრენინგებას, ოპოზიციის წარმომადგენლების, როგორ უნდა მოაწყონ რევოლუცია, მაშინ გაცილებით მაღალი იქნება ეკონომიკური ზრდა საქართველოში.” „ჩვენ პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველო ომში არ ჩაერთოს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ასე მოხდეს. არანაირი საუბარი არ ყოფილა სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვაზე, თუმცა იყო დაფინანსების გარკვეული მოდელების გადახედვაზე. არანაირი დაფინანსება არ ღირს იმად, რომ…

მეტი...

ფინეთი უკრაინას 55 მილიონი ევროს ღირებულების დახმარებას უგზავნის

ფინეთი უკრაინას დამატებით,  55,6 მილიონ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. ომის დაწყებიდან დღემდე, საერთო ჯამში, ფინეთმა უკრაინას 160,4 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება გაუწია. ,,უკრაინას კვლავ სჭირდება დახმარება საკუთარი ქვეყნის დასაცავად. თავდაცვის ტექნიკის ეს ნაკრები ყველაზე დიდია მათ შორის რაც ჩვენ უკრაინისთვის გაგვიგზავნია,” – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიოკენმა.  

მეტი...

,,2023 წელს გვექნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა”- ირაკლი კოვზნაძე

„არსებული გამოწვევების მიუხედავად,  ვფიქრობ, რომ 2023 წელს გვექნება უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა,  ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი  შეიძლება კიდევ შევამციროთ.“- ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია განიხილეს.  ირაკლი კოვზანაძემ ბიუჯეტის დაგეგმვის კონსერვატიულ სცენარზე გაამახვილა ყურადღება: „არსებული გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ვეცადოთ შეძლებისდაგვარად რეალისტური სცენარი ავიღოთ. ჩემი აზრით,  ჩვენ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას დეფიციტი კიდევ უფრო შევამციროთ”- აღნიშნა თანამომხსენებელმა და    ბოლო წლების გამოცდილება გაიხსენა:  „გასული 2021 წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში ვამბობდი რომ ორნიშნა ზრდა გვექნებოდა, ასევე ვამბობდი და ვითხოვდი დეფიციტის…

მეტი...

,,გლობალური ვითარება დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის და როგორ დასრულდება რუსული აგრესია”- ზელენსკი

,,ტერორის რაც უფრო მეტ ფორმას გამოიყენებს რუსეთი ამ ომში, მით მეტ ფულს გამოიყენებს მსოფლიო იარაღზე და ისეთი თავდასხმების პოტენციური განმეორებისგან თავის დასაცავად, როგორსაც ჩვენ განვიცდით,” ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, გლობალური ვითარება პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის და როგორ დასრულდება რუსული აგრესია. „რუსეთის მორიგი ტერაქტი ახლახან მოხდა, მთავარი სამიზნე სამოქალაქო ობიექტებია. რუსეთი ებრძვის ხალხისთვის განკუთვნილ ელექტროენერგიას და გათბობას, აფეთქებს ელექტროსადგურებს და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებს. ეს არის ახლა უკრაინაში ყოველდღიური ცხოვრება რუსული ტერორის გამო. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამხელა ძალისხმევას ვწევთ ჩვენი პარტნიორებისგან თანამედროვე საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო…

მეტი...

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს ეწვია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოქსფორდში „ოქსფორდის კავშირში” „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექციის” ყოველწლიური სერიის ფარგლებში, ლექციას წაიკითხავს. „ოქსფორდის კავშირში” საქართველოს პრეზიდენტს დახვდება და უმასპინძლებს კავშირის პრეზიდენტი აჰმედ ნავაზი. „ოქსფორდის კავშირის „ბენაზირ ბჰუტოს მემორიალური ლექცია“ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ დააფუძნა და ციკლის ფარგლებში ლექციები წაკითხული აქვს თავად მას და დევიდ კამერონს. ამასთან, კავშირის ერთ-ერთი პრეზიდენტი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ბორის ჯონსონიც იყო. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ლონდონის საერთაშორისო კონფერენციაში “Globalize UK 2022“. პრეზიდენტი ქალაქ კარდიფში,…

მეტი...

,,უკრაინელ სპეციალისტებს პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნის გამოძიების უფლება მიეცათ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გარემოებების გამოძიებაში უკრაინელი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას. მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსული რაკეტის ნაწილები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ვარდება. ,,გუშინ მივიღეთ დადასტურება, რომ ჩვენი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას გამოძიებაში. გამოძიების დასრულებამდე ჩვენ ვერ ვიტყვით ზუსტად რომელი რაკეტები ან მათი ნაწილები ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ჩვენ ვნახეთ კრატერის დიამეტრის სურათები. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ნარჩენები”, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ უნდა გაიგოს, რომ იმ დღეს რუსეთმა უკრაინაში 100-მდე რაკეტა ისროლა.  

მეტი...

,,უკრაინა მშვიდობის ფორმულას გთავაზობთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინა მშვიდობის ფორმულას გთავაზობთ, უბრალო ცეცხლის შეწყვეტით არაფერი გადაწყდება,”- ამის  შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-ის ახალი ეკონომიკის ფორუმზე სიტყვით მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, სტაბილურობის აღდგება  მხოლოდ რუსეთის მიერ პროვოცირებული კრიზისების შერბილებით ვერ მოხდება. ,,უკრაინა მშვიდობის ფორმულას გთავაზობთ. ეს ნამდვილად არის მშვიდობის ფორმულა არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის. როდესაც საფრთხე რთულია, მაშინ პასუხიც რთული უნდა იყოს. უბრალო ცეცხლის შეწყვეტით არაფერი გადაწყდება. ეს არის ზუსტად ჩვენი ფორმულა. ჩვენ უნდა აღვადგინოთ მშვიდობა – საიმედოდ, გრძელვადიან პერსპექტივაში. თქვენ ვერ აღადგენთ სტაბილურობას მხოლოდ რუსეთის მიერ პროვოცირებული კრიზისების შერბილებით. ყოველი საფრთხე მთლიანად უნდა იყოს განეიტრალებული”,-…

მეტი...

გორში სავარაუდოდ, მოსწავლეების გატაცება სცადეს

გორში, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების სავარაუდო გატაცების მცდელობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. არასრულწლოვნების განცხადებით, სკოლების ტერიტორიაზე ჩერდებიან უცნობი პირები და მათ ავტომობილებით გაყოლას ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ. სკოლის მოსწავლეების განცხადებით, საეჭვო ადამიანები თეთრი ფერის მანქანით გადაადგილდებოდნენ და ბავშვებს ფულს სთავაზობდნენ. ამასთან, მოზარდის სავარაუდო გატაცების ფაქტები გორის 12- ე სკოლასა და სკრაშიც დაფიქსირდა. სკოლის მოსწავლეების ადევნებასა და შესაძლო გატაცების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

მეტი...

,,ისევ „რაკეტების ცა“ მთელი უკრაინის თავზე, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის წინააღმდეგ დღეს განხორციელებულ კიდევ ერთ მასობრივ სარაკეტო დარტყმას ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. „ისევ „რაკეტების ცა“ მთელი უკრაინის თავზე. რუსეთი აგრძელებს მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. უკრაინა იმეორებს: რუსმა სამხედრო დამნაშავეებმა უნდა წააგონ და აღმოჩნდნენ განსასჯელის სკამზე. მშვიდობის სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს“, – წერს პოდოლიაკი.

მეტი...

წებოვანი ლენტი – 295$, ბალიში – 1450$, თეფშების ნაკრები – 1200$ – ბალენსიაგამ საჩუქრების ხაზი შექმნა

მოდის სახლმა ”BALENCIAGA”, რომლის კრეატიული დირექტორიც, ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა საჩუქრების ხაზი შექმნა. ბრენდი მომხმარებელს შემდეგ პროდუქტებს სთავაზობს: წებოვანი ლენტი – 295$; სამგზავრო ჭიქა – 295$; თეფშების ნაკრები – 1200$; საპნის ყუთი – 230$; ბალიში – 1450$; გასაღების საკიდი – 590$; ძაღლის ყელსაბალი -890$.

მეტი...

,,საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის”- შალვა პაპუაშვილი

„საქართველო მზად არის გააგრძელოს შუამავლის ფუნქციის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონი გადაიქცეს მშვიდობის და თანამშრომლობის მაგალითად. იმედი მაქვს, რომ ყველას და უპირველეს ყოვლისა ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ვაჩვენებთ,  რომ ყველაზე რთული პრობლემების წინაშეც კი, სამხრეთ კავკასიის ხალხებს შეგვიძლია ბრძნულად და ურთიერთთანამშრომლობით მშვიდობიანი მომავლის მშენებლობა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა  სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე  ალენ სიმონიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  პარლამენტის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების მანძილზე, ხალხებს შორის არსებული კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.  „ბატონი სიმონიანის  ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან წელს სრულდება საქართველოსა…

მეტი...

რუსეთმა უკრაინაში გაზის მწარმოებელი კომპანია დაბომბა

რუსულმა ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში გაზის მწარმოებელი კომპანია Naftogaz Ukrainy დაბომბეს. განადგურებულია რამდენიმე ობიექტი, ზოგი კი დაზიანებულია. ხანძარი საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა ჩააქრო. Naftogaz Ukrainy-ის გამგეობის თავმჯდომარის, ოლექსი ჩერნიშევის ინფორმაციით, დაზიანებულ ობიექტებზე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებიც თავდასხმის შედეგებსა და მასშტაბებს შეაფასებენ და დადგინდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

მეტი...

„დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს“- კახა ოქრიაშვილი

„დღევანდელი დღის შემდეგ, „ქოცების“ „ჩარეცხვის“ საქმეში ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხიც დაუჭერს მხარს“-ასე ეხმიანება პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი  სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს. მისი თქმით, მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს, რათა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიეღო. ,,ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა მოსმენა, კავკასიის, მათ შორის საქართველოს საკითხებზე. მოკლედ რომ შევაჯამოთ, დაიდო დასკვნა, რომ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაა, ყველა მიმართულებით. შეფერხებულია ყველა დემოკრატიული რეფორმა და დღევანდელი მთავრობის ბრალია, რომ ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. დავამატებ, რომ მთავრობამ და ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთეს,…

მეტი...

,,არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა „ნაცმოძრაობის“ გამასხარავება”- მამუკა მდინარაძე

,,არ ვიცი, ვინ გადაწყვიტა „ნაცმოძრაობის“ შიგნით თავად ამ პარტიული ორგანიზაციის გამასხარავება, თორემ სხვანაირად ასეთი შიდა კონკურენცია ვერ იქნებოდა,”– ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდიანარაძემ უპასუხა  კითხვას, ვინ უფრო ძლიერი კონკურენტია „ქართული ოცნებისთვის“, ნიკა მელია თუ ლევან ხაბეიშვილი. „ბოლო სამი დღეა, ვიძახი და პასუხს ვაგებ ამ სიტყვებზე, რომ „ნაცმოძრაობა“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, არ არსებობს, ის არის მედიაპროდუქტი. ერთი თვის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ არც ერთმა ტელევიზიამ რომ არ ახსენოს, გარანტიას გაძლევთ, ეს ორგანიზაცია პრაქტიკულად აღარ იარსებებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მეტი...

,,უნდა გადავლახოთ ეს ზამთარი და გაზაფხულზე უფრო ძლიერები ვიყოთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უნდა გადავლახოთ ეს ზამთარი და გაზაფხულზე უფრო ძლიერები ვიყოთ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. ,,რაც არ უნდა სურდეს ტერორისტებს, რის მიღწევასაც არ უნდა ცდილობდნენ, ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს ზამთარი და გაზაფხულზე უფრო ძლიერები ვიყოთ, ვიდრე ახლა ვართ, კიდევ უფრო მზად ჩვენი ტერიტორიის განთავისუფლებისთვის, ვიდრე ახლა ვართ”,- წერს ზელენსკი.

მეტი...

რუსეთის პატრიარქი ევროკავშირში არ შეუშვეს

რუსეთის პატრიარქი კირილი ევროკავშირში არ შეუშვეს. კირილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას უპრეცედენტოს უწოდებს. ,,მიღებული იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება: არ შეუშვან პატრიარქი ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს ასე არ იყო არც ცივი ომის დროს. ჩნდება კითხვა: რატომ? თუ ისინი მართლები არიან და მე ვცდები, დამპატიჟეთ ტელევიზიაში, დაიწყეთ ჩემთან დიალოგი, დაამტკიცეთ თქვენი საქმე. მათ ამის ეშინიათ, რადგან სიმართლე ჩვენს მხარეზეა და არა მათ”, – განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.  

მეტი...

,,უკრაინის ეკონომიკის აღდგენის ძირითადი წყარო გაყინული რუსული აქტივები იქნება”- დენის შმიგალი

,,ომის შემდეგ, უკრაინის ეკონომიკის აღდგენის ძირითადი წყარო გაყინული რუსული აქტივები იქნება,”- ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა კიევის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთის აგრესიამ დაანგრია და გაანადგურა ქვეყნის ინდუსტრიული საწარმოები და უმსხვილესი ქარხნები, რომელთა აღდგენასაც დრო დასჭირდება. ,,პრეზიდენტი, მთავრობა, დიპლომატები ახლა აქტიურად მუშაობენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ გაყინული რუსული აქტივები – 300 მილიარდ დოლარზე მეტი, პლუს ოლიგარქების აქტივები, რუსული ბიზნესის აქტივები – მოხმარდეს ჩვენს აღდგენას. ეს იქნება ხერხემალი და ჩვენი აღდგენის მთავარი წყარო და რესურსი, მათ შორის ახალი საცხოვრებლების, ხიდების, ახალი ქალაქების, ყველაფრის მშენებლობაში“, – აღნიშნა შმიგალმა.…

მეტი...

სოფლის ექიმებსა და ექთნებს ხელფასები 100 ლარით გაეზრდებათ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი,  რომლის ფარგლებშიც, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი მატება. ასევე, სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა. მინისტრის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება, ასევე, რიგი მიმართულებებით განხორციელდება დაფინანსების ახალი – ე.წ. DRG მოდელის დანერგვა. „ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, გამოყოფილია 97 მილიონი ლარი. კორონავირუსთან დაკავშირებული ხარჯები მცირდება თითქმის 500 მლნ ლარით და ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 63 მლნ ლარამდე. მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 85 მილიონ ლარს.  ჯანდაცვის სხვა…

მეტი...

,,სისულელეა, შტერობაა…ამიტომაც არის რომ დემოკრატებმა დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა სენატის საგარეო კომიტეტის სხდომაზე სენატორ შაჰინის მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, შაჰინი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსისგან არაფრით განსხვავდება. „ის არის დანიშნული ჩინოვნიკი, რომელიც ევროპის გაფართოებას ხელმძღვანელობს და შაჰინმა ასეთი არასწორი ინფორმაციებით, არასწორი მიდგომებით, ტაქტიკით … ამიტომაც არის რომ დემოკრატებმა დაკარგეს კონგრესში უმრავლესობა. იმის მერე, რაც ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროკომისარი ამბობს, რომ წინ არის ქვეყანა, განვითარების სწორი მიმართულებით მივდივართ, ის, ვინც იტყვის, ხომ არ გადავხედოთ საქართველოსთან თანამშრომლობასო, სისულელეა, შტერობაა,“ – განაცხადა ზარქუამ. ამასთან, ირაკლი ზარქუა აშშ- ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც საქართველოში დემოკრატიის…

მეტი...

ზეგანაკვეთურად მუშაობა ან სამსახურიდან წასვლა – მასკი თანამშრომლებს პირობას უყენებს

Twitter-ის ახალი მფლობელმა ილონ მასკმა თანამშრომლებს განუცხადა, რომ ისინი ვალდებულნი არიან იმუშაონ ზეგანაკვეთურად, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვონ კომპანია. Washington Post-ის ინფორმაციით, პერსონალისთვის გაგზავნილ წერილში მასკი აღნიშნავს, რომ თანამშრომლები უნდა დათანხმდნენ პირობას, თუ სრუთ დარჩენა. მასკის თქმით, ისინი ვინც ხუთშაბათამდე არ დაეთანხმებიან პირობებს, სამთვიან ანაზღაურებას გადაუხდიან. ცნობისთვის, მასკმა Twitter-ის შეძენის შემდეგ, კომპანიის თანამშრომელთა ნახევარი გაათავისუფლა. მისი თქმით, შემცირებასთან დაკავშირებით არჩევანი არ ქვს,  რადგან კომპანია დღეში 4 მილიონ დოლარს კარგავს.

მეტი...

,,2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის წილი, როგორც ტურიზმში, ასევე, ექსპორტში შემცირებულია”- ლაშა ხუციშვილი

,,2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის წილი, როგორც ტურიზმში, ასევე, ექსპორტში შემცირებულია,” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა, საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. „ომის არაპირდაპირი ეფექტები, როგორიცაა: რეგიონში საინვესტიციო კლიმატის გაუარესება, ლოგისტიკური პრობლემები და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, გაცილებით მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ისეთი პირდაპირი ეფექტები, როგორიცაა: ექსპორტი, მიგრაცია, ფულადი გადმორიცხვები და ასე შემდეგ. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც პოსტპანდემიური აღდგენა, განსაკუთრებით – ტურისტულ ქვეყნებში, თუ ეს ქვეყანა რუსეთის სამეზობლოშია, ხშირად მიგრაციულ ტალღებსა და ომთან დაკავშირებულ სხვა მოვლენებს მიეწერება. ბუნებრივია,…

მეტი...

,,ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი…იდარდონ ენჯეოებმა”- ირაკლი კობახიძე სენატორების კრიტიკაზე

,,ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი,”- ასე ეხმიანება  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას, რომელმაც საქართველოსთვის დაფინანსების შესაძლო შემცირებაზე ისაუბრა. მისი თქმით, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის არასათავრობო ორგანიზაციებზე და სწორედ მათ უნდა იდარდონ. ,,რაც შეეხება დაფინანსებას, დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ჩვენთვის ეს ნაკლებად არის საინტერესო პრაქტიკული თვალსაზრისით. რაც შეეხება უსამართლო კრიტიკას, ჩვენთვის უსამართლო კრიტიკას არ აქვს ფასი, ფასი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ისეთ კრიტიკას, რომელსაც აქვს კონკრეტული საფუძველი. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ…

მეტი...

PSP-ში „მადლიერების კვირეული“ დაიწყო – 50%-იანი ფასდაკლება ყველა წამყვანი ბრენდის კოსმეტიკურ და პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე

PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების კვირეულს“ 17-25 ნოემბერს ყველა წამყვანი ბრენდის კოსმეტიკურ და პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე 50%-იანი ფასდაკლებით აღნიშნავს. PSP არის პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც პირველად 2019 წელს დაარსა „მომხმარებლისადმი მადლიერების დღე“ და რეალური 50%-იანი ფასდაკლება შესთავაზა ერთგულ მომხმარებლებს. მომდევნო წლებში მთელი კვირის განმავლობაში განსაკუთღებული შეთავაზებებით „მადლიერების კვირეული“ ტრადიციად აქცია. მომხმარებლები განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ კვირეულის დაწყებას, რადგან PSP-ში 50%-იანი ფასდაკლებით მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში ცნობილი კოსმეტიკური ბრენდების: კოდალი, ესტედერმი, ესვიარი, მარტიდერმი, ბიოდერმა, ნუქსი, ლიერაკი, ავენე, ტოპიკრემი, ალგოლოჟი, ნოვექსპერტი, ვიში, სოსკინი, ორმეტა, მისშა, მიზონი, პაიო, თალგო, ლა როშ პოზე, სებამედი, ზიაია, ისის…

მეტი...