,,დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ არალეგიტიმურია”- არჩილ თალაკვაძე

,,დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც მისი არჩევის დღიდან 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ არალეგიტიმურია, სირცხვილია უბრალოდ – „ბლეფია“, რომ ვინმეს გათავისუფლება პოლარიზაციას შეამცირებს” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას დეპოლარიზაციასთან არანაირი კავშირი არ აქვს და საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ძალიან სწორი პოზიცია აქვს. „მე მგონი, დიდი პოლიტიკური უსინდისობაა, შეწყალება მოსთხოვო იმ პრეზიდენტს, რომელზეც შენ მისი არჩევის დღიდან 2 წლის განმავლობაში ამბობდი, რომ ის არის არალეგიტიმური, ის არის გაყალბებული არჩევნების შედეგად მოსული, არ აღიარებ.…

მეტი...

გაერო ირანში მიმდინარე პროტესტების გამოძიებას იწყებს

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა ორგანომ ახალი საგამოძიებო კომისიის შექმნა გადაწყვიტა, რომელიც ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობის საკითხებს გამოიძიებს. კანონპროექტს მხარი 25-მა წევრმა დაუჭირა, 6 მის წინააღმდეგ წავიდა, 16-მა მონაწილემ კი თავი შეიკავა. “ძალის არასაჭირო და არაპროპორციული გამოყენება უნდა დასრულდეს” – აღნიშნა ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ფოლკერ თიურქმა მიმართვაში.

მეტი...

ვარ­კე­თილ­ში ავა­რია მსხვერ­პლით დას­რულ­და

ვარ­კე­თილ­ში, ჯა­ვა­ხე­თის ქუ­ჩა­ზე ავა­რია მსხვერ­პლით დას­რულ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი ქვე­ითს და­ე­ჯა­ხა, მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

მეტი...

დღეს რუსებმა ხერსონი 17-ჯერ დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსებმა ხერსონი 17-ჯერ დაბომბეს. დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის ქალაქის საბჭო, ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, გალინა ლუგოვაიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, 20 ნოემბერიდან 24 ნოემბრამდე მტერმა 62-ჯერ დაბობმა ხერსონი, რის შედეგადაც 8 ადამიანი გარდაიცვალა და 4 დაიჭრა. მანვე აღნიშნა, რომ რუსები ქაოტურად ბომბავენ საცხოვრებელ სახლებს, ქალაქში კი ვითარება კვლა დაძაბული რჩება. ხერსონის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.

მეტი...

,,დაწესდეს რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი”-პუტინი

,,დაწესდეს რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვარი” – დასავლეთის ქვეყნების ინიციატივის შესახებ, კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა ერაყის პრემიერმინისტრთან ისაუბრა. რუსულ მედიაზე დაყრდნობით BBCწერს, პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ქმედებები ეწინააღმდეგება საბაზრო ურთიერთობების პრინციპებს და დიდი ალბათობით, სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. ცნობისთვის, აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე რადიკალურმა ქვეყნებმა მოითხოვეს მისი დაწესება ამჟამინდელ საბაზრო ფასზე დაბლა [გუშინ ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ბარელზე 62-63 დოლარი იყო]

მეტი...

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო – „ევროკავშირი ხდება საქართველოს მიერ აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციის თანამონაწილე“

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპარლამენტის მიერ აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთში, ყირიმსა და რუსეთის ფედერაციის ე.წ. ახალ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტების არაღიარების შესახებ გადაწყვეტილებას პროვოკაცია უწოდეს. მათი განცხადებით, ეს მიმართულია აფხაზეთის საერთაშორისო იზოლაციისკენ, „ევროკავშირი ხდება საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო იზოლაციის უკანონო და არაადამიანური პოლიტიკის პირდაპირი თანამონაწილე“, – ნათქვამია დეფაქტო უწყების განცხადებაში. ცნობისთვის, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას უკრაინისა და საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული პასპორტებისა და სხვა სამგზავრო დოკუმენტების არაღიარების შესახებ, – ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მეტი...

რუსეთის თავდასხმის მზარდი შიშის ფონზე, ესტონეთი ბომბსაფრებისთვის ადგილებს ეძებს

რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის შიშის ფონზე, ესტონეთის მთავრობა პოტენციური  ბომბსაფრების განსაზღვრვას ცდილობს. პოტენციური თავშესაფრის მოსაწყობად, ხელისუფლება საზოგადოებრივ შენობებს, სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებს არჩევს. ივნისიდან საზოგადოებრივი თავშესაფრების მოსანიშნად ათობით ფერადი ნიშანი გაჩნდა, მათ შორის, ლურჯი სამკუთხედები ნარინჯისფერ ფონზე. “ათი წლის წინ დომინირებდა ნარატივი, რომლის მიხედვით, აღარ იარსებებდა კონვენციური ბრძოლა და რაკეტები. ის, რომ დღეს ომი არ არის, არ ნიშნავს, რომ არ გვჭირდება უარესისთვის მომზადება”. – აღნიშნა ესტონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლაური ლაანემეცმა.  

მეტი...

,,პრეზიდენტის მრჩეველს და ადმინისტრაციის წარმომადგენელს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდე”- მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრი „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მრჩეველთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან შეხვედრა ჰქონდა, სადაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. როგორც ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიწვევით იმყოფებოდა. „შეხვედრა გაიმართა პრეზიდენტის მრჩეველთან და ადმინისტრაციის წარმომადგენელთან. ისინი დაინტერესებულები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ თემასთან დაკავშირებით მივაწოდე ამომწურავი ინფორმაცია. ავუხსენი, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და მოსალოდნელია კიდევ უფრო დამძიმება. გავუზიარეთ ექსპერტების, მათ შორის, ამერიკელი ექსპერტის შეხედულება. ყველა ექსპერტს მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობიდან გამომდინარე საჭიროა მისი ქვეყნიდან სასწრაფოდ გაყვანა ჰუმანიტარული მისიით, ევროპულ…

მეტი...

,,ცდილობენ, შემჭამონ, ტალახი ისროლონ – გენერალურ ბრძოლაში შევდივარ”- ლევან ხაბეიშვილი

,,უკანასკნელი დღეებია განსაკუთრებული ნადირობაა გამოცხადებული პირადად ჩემზე და ჩემს მეგობრებზე. ცდილობენ “დამფლითონ”, შემჭამონ, ტალახი ისროლონ და ჩემს რეპუტაციას ზიანი მიაყენონ” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისივე განცხადებით, სამთავრობო მედიის, სახელისუფლებო “ექსპერტების”, სუს-ის მედია ჯგუფების და „რუსული ოცნების“ წარმომადგენლების ღია თავდასხმა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და ნათელია, რომ ისინი მისი სახელის “დემონიზებას”, დისკრედიტაციას ცდილობენ. „გააზრებული მაქვს პასუხისმგებლობაც და მასშტაბიც, რა საქმესაც ვეჭიდები. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საკმარისზე დიდი გამოცდილება დავაგროვე რუს ოლიგარქებთან, მკვლელებთან, ყაჩაღებთან ბრძოლაში და შესაბამისად, ვერანაირი დაბრკოლება ვერ იმოქმედებს…

მეტი...

,,მოლდოვასთან გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია”- ილია დარჩიაშვილი

,,მოლდოვასთან გავაგრძელებთ მუშაობას, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ჩვენი ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა. დარჩიაშვილის შეფასებით, როგორც საქართველოს, ისე მოლდოვას აქვს განსაზღვრული კონკრეტული პრიორიტეტები, ევროპისგან მიღებული რეკომენდაციები  და ამ მიმართულებითაც მჭიდრო კოორდინაცია ექნებათ მოლდოვასთან. „მოლდოვაში ვიზიტს აქვს ორი მნიშვნელოვანი დატვირთვა მოცემულ მომენტში – ერთი ის, რომ ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ ორმხრივი ურთიერთობები მოლდოვასთან. ვფიქრობ, ამ ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება ის, რომ ჩვენ შემოვიტანთ ახალ იმპულსს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების უფრო გაღრმავების, რაც ძალიან აუცილებელია დღეს. ხოლო მეორეს მხრივ, როგორც მოლდოვა, ისე საქართველო…

მეტი...

”საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მოსაზღვრე სოფლებში, რუსეთის შემდეგი ნაბიჯების ეშინიათ” – Reuters

„მე ვიცი როგორი შეგრძნებაა, იმალებოდე სარდაფში, როცა შენი სოფელი იბომბება. მე ვიცი შიშის ეს საშინელი განცდა“, – ასე იწყება გამოცემა Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე. როგორც Reuters წერს, ოკუპირებული რეგიონის მოსაზღვრე ტერიტორიაზე მცხოვრებ მარი ოთინაშვილზე დაყრდნობით, მას შემდეგ რაც უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთმა ომი დაიწყო, რუსმა ჯარისკაცებმა დაიწყეს ნიშნების გადაადგილება, რომელიც ქართველებს “საზღვრის” გადაკვეთას უკრძალავდა. „ძალიან შემეშინდა, ტირილს ვერ ვიკავებდი და ორი დღის განმავლობაში მუდმივად ვკანკალებდი, რადგან მეგონა, რომ ომი დაიწყო“, – უთხრა ოთინაშვილმა გამოცემის რეპორტიორებს. სტატიაში აფხაზეთის კონფლიქტზეც და ამ რეგიონიდან დევნილ ადამიანებზეც არის საუბარი. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიგნით დევნილ და ოკუპირებულ…

მეტი...

,,გააკეთოს განცხადება, როგორი პოზიცია აქვს შეწყალებასთან დაკავშირებით”- წულუკიანი სალომე ზურაბიშვილზე

,,საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ თავად გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით” – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. „საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში, თავად გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან, ეთანხმება თუ არა ის, რომ შეიწყალოს მოცემული პატიმარი, ეს გვაინტერესებს საზოგადოებას. მისი პასუხი იყო მკვეთრად უარყოფითი და იმედი მაქვს, რომ ეს მკვეთრად უარყოფითი პასუხი…

მეტი...

,,ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი გამოწვევები, ვიზიარებთ შეხედულებას, რომ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ თავიანთი გზისა და მომავლის განსაზღვრა”- მოლდოვის პრემიერი

მოლდოვის პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საქართველოსა და მოლდოვის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. ამასთან, ნატალია გავრილიცას განმარტებით, საქართველოსა და მოლდოვას აქვთ საერთო მისწრაფებები ევროინტეგრაციის გზაზე. „ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა. განვიხილეთ ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოსა და მოლდოვის წინაშე დგას ამ უსამართლო ომის შედეგად. დეტალები, რა გავლენას ახდენს ეს ჩვენს ქვეყნებზე, განსხვავებულია, მაგრამ ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე შეხედულებას, რომ ქვეყნებს უნდა შეეძლოთ, განსაზღვრონ თავიანთი გზა, მომავალი და საერთაშორისო სამართალი დაცული უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს საერთო მისწრაფებები ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის გზაზე განვითარების თვალსაზრისით“, – აღნიშნა მოლდოვის…

მეტი...

,,დედაქალაქის ნაძვის ხეს არაფერი სჭირდება, ძალიან ლამაზია”- კახა კალაძე

,,რა შეეხება ნაძვის ხეს, დედაქალაქის ნაძვის ხეს არაფერი სჭირდება, ძალიან ლამაზია,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით,  წელს დედაქალაქში მასშტაბური ღონისძიებები იქნება. „ძალიან ლამაზი იქნება ქალაქი საახალწლოდ. რა შეეხება ნაძვის ხეს, დედაქალაქის ნაძვის ხეს არაფერი სჭირდება, ძალიან ლამაზია. დიზაინერები გადაწყვეტენ, რა ფორმით, როგორი სათამაშოებით იყოს მორთული. რაც შეეხება ქალაქის განათებას, ნაძვის ხის ანთებას, საახალწლო სოფლის გახსნას, კონცერტებს, ამაზე მოგვიანებით დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით”,- განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

რუსეთის დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც “ლგბტ პროპაგანდას” კრძალავს

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც “ლგბტ პროპაგანდას” კრძალავს. იკრძალება “არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სქესის შეცვლის სურვილი”. დოკუმენტი ითვალისწინებს ლგბტ ადამიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელების აკრძალვას მედიაში, ინტერნეტში, რეკლამაში, ლიტერატურასა და კინოში.

მეტი...

,,გვარამიას და სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, საბოლოოდ ჩადგა თუ არა ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის სამსახურში”- ”ხალხის ძალა”

,,ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ან უკვე სრულად ექვემდებარება საელჩოს ნებისმიერ მოთხოვნას ან მას ამგვარი დაქვემდებარების გაფორმებამდე ერთი ნაბიჯიღა შეიძლება აშორებდეს,”- ამის შესახებ  მოძრაობა „ხალხის ძალის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. დეპუტატების თქმით, ნიკა  გვარამიას და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებით გაირკვევა, ”საბოლოოდ ჩადგა თუ არა სალომე ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის სამსახურში”. „სალომე ზურაბიშვილი გაპრეზიდენტებიდან სამი წლის თავზე საელჩოს ფავორიტად რომ იქცა, საზოგადოებისთვის ესეც კარგად არის ცნობილი. სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელსაც პირველი სამი წლის მანძილზე ერთი წესიერი ვიზიტი და საერთაშორისო მედიაში ერთი წესიერი გამოჩენაც კი არ ღირსებია, მას შემდეგ ნებისმიერი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსისა და…

მეტი...

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის სუმის, ხარკოვის, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკისა და პოლტავას რეგიონებში. ხელისუფლება მოსახლეობას სახლებსა და თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის გოგო ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა თელეთი-თბილისის გზაზე. ავარიას 23 წლის გოგო ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გოგო გზაზე გადადიოდა რა დროსაც სწრაფი სიჩქარით მოძრავი “ოპელის” მარკის მანქანა შეეჯახა. გოგო ადგილზევე გარდაიცვალა. ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებულია.

მეტი...

,,გალში ქართული წარმოშობის მინერალური წყალი ამოიღეს – 192 ბოთლი” – ოკუპირებული აფხაზეთის მედია

,,ქალაქ გალში, დაათვალიერეს ეზოში მდებარე კომუნალური არასაცხოვრებელი ფართი, სადაც აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმოშობის მინერალური წყალი – 192 ბოთლი,”- ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის მედია ავრცელებს. მედიის მიერ გავრცელებული ფოტოთი ირკვევა, საუბარია კომპანია “ნაბეღლავის” მინერალურ წყალზე. ,,2022 წლის 22 ნოემბერს, აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლები, საბაჟო დეპარტამენტის კონტრაბანდისა და საბაჟო სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, ოპერატიულ განხორციელების პროცესში. ქალაქ გალში, დაათვალიერეს ეზოში მდებარე კომუნალური არასაცხოვრებელი ფართი, სადაც აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმოშობის მინერალური წყლის პარტია – 192 ბოთლი. აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მასალები…

მეტი...

,,უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმები შეწყდება, თუ კიევი მოსკოვის მოთხოვნებს შეასრულებს”- პესკოვის ულტიმატუმი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმას შეწყვეტს, თუ კიევი მოსკოვის მოთხოვნებს შეასრულებს. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა, ”დაასრულოს ხალხის ტანჯვა” რუსული მხარის მოთხოვნების შესრულების გზით. „უკრაინის ხელმძღვანელობას აქვს ყველა შესაძლებლობა, მოაგვაროს (უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმასთან დაკავშირებული სიტუაცია) რუსული მხარის მოთხოვნების შესრულებით და შესაბამისად, შეწყვიტოს ადგილობრივი მოსახლეობის ყველანაირი ტანჯვა“, – აღნიშნა პესკოვმა.  

მეტი...

ავარიას „გლოვოს“ კურიერი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა აეროპორტის გზაზე – ავარიას „გლოვოს“ კურიერი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას   გარდაცვლილის მეგობრები ავრცელებენ. „ზოგჯერ გააზრებაც მიჭირს თუ რაზე მაქვს ხელი მოწერილი როდესაც სკუტერზე ვჯდები და სამუშაოდ გავდივარ. გარდაიცვალა კიდევ ერთი ახალგაზრდა ბიჭი კოლეგა დავით ქურციკაშვილი უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“- წერს გარდაცვლილის მეგობარი.  

მეტი...

სქესობრივი კავშირი 16 წლამდე მოზარდთან და შვილის მიმართ ძალადობა – ორ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის და არასრულწლოვანი შვილის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტებზე  ორ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 19 ნოემბერს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულმა  გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით – იმის გამო, რომ მისი არასრულწლოვანი შვილი იყო გოგო და სახლში გვიან დაბრუნდა, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა და  სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ,,საქმეზე ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 20 ნოემბერს, მეორე ბრალდებულმა არასრულწლოვან დაზარალებულთან სქესობრივი კავშირი დაამყარა. ვინაიდან ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას, მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა სისხლის სამართლის…

მეტი...

,,ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა”- რიში სუნაკი ღარიბაშვილს

,,ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ, ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ასეთი უმნიშვნელოვანესი არასდროს ყოფილა,” – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს. როგორც წერილშია აღნიშნული, გაერთიანებული სამეფო საქართველოს გვერდით დგას რუსეთის განგრძობადი აგრესიის პირობებში. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას მოგახსენებთ 26 ოქტომბრით დათარიღებული მოლოცვის წერილისთვის. უპირველეს ყოვლისა, უდიდეს მადლობას გიხდით მისი უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II გარდაცვალების გამო თბილისში ბრიტანეთის საელჩოში მიბრძანებისა და თანაგრძნობის გამოხატვისთვის. ამ გამოწვევებით სავსე პერიოდში, როდესაც დიპლომატიური ურთიერთობების განახლებიდან…

მეტი...

„ნაპოლის“ სახე, რომელსაც მსოფლიო დიდი ყურადღებით აკვირდება“- რას წერს იტალიური გამოცემა კვარაცხელიაზე

იტალიური გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომელიც ქართველი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესს შეეხება. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ფეხბურთელი დიდი ალბათობით, ნეაპოლელებს შეკრების განახლებისას დაუბრუნდება. „კვარა თბილისშია, შესვენებას სახლში ატარებს და ასევე აგრძელებს ექიმი ლუმბაგოს პროგრამით რეაბილიტაციას. მაგრამ მზად იქნება მომავალი ორშაბათისთვის, როდესაც „ნაპოლი“ ვარჯიშს განაახლებს. სახლში მას დიდი ენთუზიაზმით ხვდებიან. ის ქუჩაში შეხვდა ბავშვებს, რომლებსაც ავტოგრაფები დაურიგა მაისურებსა და ბურთებზე – ასეთია კვარაცხელია, „ნაპოლის“ სახე, რომელსაც მსოფლიო დიდი ყურადღებით აკვირდება“, – წერს გამოცემა.

მეტი...

,,ხელის გულზე დევს ის პროცესი, როგორ ხდება ოლიგარქებს შორის ბრძოლის ველად პარტიის გამოყენება”- ოხანაშვილი ”ნაციონალურ მოძრაობაზე”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს ბრძოლა ფინანსებისა და გავლენებისთვის. მისი თქმით, ოპოზიციური პარტია ოლიგარქებს შორის ბრძოლის ველადაა ქცეული. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს მიმოხილვა აღარ სჭირდება. ხელის გულზე დევს ის პროცესი, როგორ ხდება ოლიგარქებს შორის ბრძოლის ველად პარტიის გამოყენება. ეს არის ბრძოლა ფინანსებისთვის, გავლენებისთვის, რაც არ არის დემოკრატიული პროცესი, არავითარი კავშირი არ აქვს პარტიული კულტურის დემოკრატიულ განვითარებასთან. ესაა ოლიგარქთა შორის ბრძოლა, ვის მეტი გავლენა ექნება, ვის მეტი ფინანსური რესურსი ექნება და შესაბამისად, სამწუხარო რეალობაა, როდესაც სიდიდით ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში ხდება არა პოლიტიკური პარტიის კულტურის გავნითარებაზე, არამედ…

მეტი...

,,ყველაფერი უკრაინის ხელშია, თუ არ სურთ დიდი მსხვერპლი შეჩერდნენ”- ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, უკრაინამ უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. მისი თქმით, ”უკრაინა უნდა შეჩერდეს”. ,,ყველაფერი უკრაინის ხელშია. თუ არ სურთ დიდი რაოდენობით მსხვერპლი და ადამიანების სიკვდილი, შეჩერდნენ და შეწყვიტონ მოქმედებები. მესმის ეს რთულია, მაგრამ აუცილებელია. თუ არ შეწყვეტენ, ამას უკრაინის სრული განადგურება მოჰყვება. ეს არ იქნება უკრაინის სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, არამედ ეს სრული განადგურება იქნება. უკრაინა უნდა შეჩერდეს”,- განაცხადა ლუკაშენკომ.

მეტი...

„ბედნიერი დედობა ვუსურვოთო, სუფრა გაიშალეს…” – თბილისში 12 წლის გოგომ იმშობიარა

23 ნოემბერს, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდმა იმშობიარა. გოგონა კატასტროფის ბრიგადით რუსთავიდან გადმოიყვანეს კლინიკიდან. ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. პოლიციაში საქმის ირგვლივ დაკითხვები გრძელდება. ფემინისტური ორგანიზაცია „ფემინას“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი ნინო ბაისონაშვილი ფაქტს სოციალურ ქსელსი ეხმიანება: „აქაც იყოს,საჯარო იყოს! რა ჯანდაბა გვჭირს ასეთი?! გული გამისკდება გეფიცებით ბედნიერი დედობა ვუსურვოთ რაღა დაგვრჩენიაო, სუფრა გაიშალეს და სადღეგრძელოებს ყვებიან ფეისბუქზე, ნიუსებში. ვერა, ვერ იქნება ბედნიერი ვერასდროს ვერ იქნება, როდის უნდა ვისწვალოთ რეალობის დანახვა?! ვერ იქნება ბედნიერი ბავშვი,რომელმაც იმშობიარა, ბავშვი, რომელმაც არც მაშინ იცოდა რა სჭირდა, როცა მასზე სექსუალურად ძალადობდნენ და არც ახლა, როცა…

მეტი...

ავარია თელავის ცენტრში – შეჯახების შედეგად მანქანა ამობრუნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავის ცენტრში – მსუბუქ ავტომობილს, ჯერჯერობით დაუდგენელი ავტომანქანა შეეჯახა. მანქანა ადგილზე გადაბრუნდა, მეორე მძღოლი კი, მიიმალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, თელავის ცენტრალურ მაგისტრალზე, რუსთაველის გამზირზე მოხდა. ავტომობილების ძლიერი შეჯახების შედეგად, ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი რკინის ტრაფარეტი, მთლიანად მოიგლიჯა და ქვეითების სავალ ტროტუარზე გადავარდა. გადაბრუნებული ავტომანქანის სამ მგზავრს, გადასვლასა და დამტვრეული მანქანიდან ნივთების გადატანაში, მაშველები დაეხმარნენ. ექიმების განმარტებით, მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.    

მეტი...

,,პრეზიდენტისგან ჩვენ გვჭირდება არა ექსპერტობა, არამედ ქმედება”- გიორგი ვაშაძე

,,შენ თუ ნაბიჯს არ დგამ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, პრეზიდენტი რა, ექსპერტია, ჟურნალისტია, უბრალოდ რომ აფასებს? ჩვენ მისგან გვჭირდება ქმედება და არა ექსპერტობა და შეფასება,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, თუ პრეზიდენტი კარგად აცნობიერებს საკუთარ მოვალეობას, უნდა დააზღვიოს პოლიტიკური ანგარიშწორებისგან ნებისმიერი ადამიანი საქართველოში, მათ შორის გვარამია და სააკაშვილი. „მე მასთან, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუციასთან კითხვა მაქვს, თავად რას აკეთებს იმისთვის, რომ მართლმსაჯულების ეს კატასტროფული პრობლემა რამენაირად მაინც შეამსუბუქოს და ნაკლები წნეხი იყოს ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე და მეტი შედეგი დაინახონ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა? ნულს. შეუძლია თუ არა პოლიტიზებული მართლმსაჯულების ხარვეზი…

მეტი...

ქუთაისში გარდაიცვალა ქალი, რომელიც ძაღლმა დაკბინა

ქუთაისში 65 წლის ქალი ძაღლის დაკბენის შემდგომი გართულებით კლინიკაში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალი მიუსაფარმა ძაღლმა 31 ოქტომბერს დაკბინა. მან ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის არასრული კურსი ჩაიტარა, რამაც სავარაუდოდ, გართულება გამოიწვია. მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტს ცოფისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა და გულის გაჩერებით გარდაიცვალა, თუმცა, მის ანალიზებში ცოფი არ აღმოჩნდა. კლინიკაში ვარაუდობენ, რომ ცოფი ჩატარებული ვაქცინის გამო, შესაძლოა, ანალიზში აღარ გამოვლენილიყო. ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.

მეტი...

ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრების დაჯილდოების ცერემოლიანი გაიმართა

მიმდინარე წლის 24 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთის საომარ მოქმედებებში დაღუპულ და ომის შემდგომ გარდაცვლილ მებრძოლთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I და  II ხარისხის ორდენები გადაეცათ თავდაცვის სამინისტროს II საარმიო კორპუსის  24-ე ბრიგადის 242-ე და 243-ე ბატალიონების 13  სამხედრო მოსამსახურეს. დაღუპულთა ოჯახის წევრებს, სახელმწიფო ჯილდოები ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ გადასცეს. ‘’ჩვენთვის უდიდესი პატივია თქვენთან შეხვედრა. ჩვენი ქვეყნის ბოლო ათწლეულების ისტორია დაიწერა იმ გმირების ბრძოლითა და თავგანწირვით, რომელთა…

მეტი...

,,მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი უკრაინაზე მოსკოვის თავდასხმის საპასუხოდ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფინეთში ვიზიტის ფროს განაცხადა. ,,დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ მთელი სისწრაფით ვმუშაობთ სანქციების მე-9 პაკეტზე. და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალიან მალე დავამტკიცებთ რუსეთის ნავთობის გლობალური ფასის ლიმიტს G7-თან და სხვა მთავარ პარტნიორებთან ერთად. ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ დაამარცხებს პუტინს და მის უკანონო და ბარბაროსულ ომს”, – განაცხადა ევრპოკომისიის პრეზიდენტმა.

მეტი...

,,დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ინადგურებს”- ბექა დავითულიანი

საპარამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ინადგურებს. მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატობა ღრმად არასერიოზული გადაწყვეტილებაა. „როცა წლების განმავლობაში ცდილობ, რომ ქვეყანაში დესტრუქცია შექმნა, ეს ბუმერანგივით უკან გიბრუნდება და თავს საკუთარ პარტიასა და სოციუმში ინადგურებ. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ინადგურებს, რადგან არჩევნები როგორც არ უნდა დასრულდეს, ნებისმიერი შედეგით, თუ ნიკა მელია დარჩება, „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის საფრთხის ქვეშ დადგება, თუ ლევან ხაბეიშვილს აირჩევენ, ფრიად მხიარული მდგომარეობა იქნება, რადგან მისი კანდიდატობა მათი მხრიდან ღრმად არასერიოზული გადაწყვეტილებაა“,- განაცხადა დავითულიანმა.

მეტი...

,,როგორც კი „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ, 3-4 წლიანი პერსპექტივაა, რომ დეოკუპაციის პროცესი დაიწყოს”- გიორგი ვაშაძე

,,პირობას გაძლევთ, როგორც კი „ქართულ ოცნებას“ გავისტუმრებთ, მაქსიმუმ 3-4 წლიანი პერსპექტივა არის, რომ დაიწყოს დეოკუპაციის პროცესი“,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ორი სოხუმის და შვიდი ცხინვალის ზომის ტერიტორია – 56 მილიონი კვადრატული მეტრი მიიტაცა რუსეთმა. „არავის ეგონოს, რომ რბილი პოზიციონირებით ჩვენ მცოცავ ანექსიას და ოკუპაციას შევაჩერებთ. საქართველოში ბოლო 10 წლის განმავლობაში ორი სოხუმის და შვიდი ცხინვალის ზომის ტერიტორია – 56 მილიონი კვადრატული მეტრი მიიტაცა რუსეთმა. ჩვენს თანამემამულეებს სასაფლაოზე და სალოცავებზე გასვლის უფლება არ აქვთ. ეს არის ამ სიჩუმის და რუსეთთან მუხლზე ჩოქვით საუბრით…

მეტი...

,,კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, უკრაინაში დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება”- ტინი კოქსი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ტინი კოქსი კრემლის ლიდერებს აფრთხილებს. მისი თქმით, უკრაინაში დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება. „დღეს მიმდინარე სარაკეტო თავდასხმებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე (მათ შორის სამშობიარო განყოფილება ვილნიანსკში და პოლიკლინიკა კუპიანსკში) რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის დარღვევას. კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება“, – წერს ტინი კოქსი „ტვიტერში“.

მეტი...

,,არ გვაქვს არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება“- სალომე ზურაბიშვილი

,,12 რეკომენდაციაში მართლმსაჯულება და მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი, რადგან ეს არის საშუალება, გზა, რომ ჩვენ საბოლოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან, სხვა გზა არ არსებობს,”– ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. პრეზიდენტის თქმით, შეიძლება, სხვა ქვეყნებშიც არის პოლარიზაცია, მაგრამ ისინი არიან დემოკრატიულ სამყაროში, აქვთ ძლიერი ინსტიტუტები. „ასევე, მართლმსაჯულებაზე, მის რეფორმაზე შეთანხმება არის საშუალება, რომ შევასრულოთ ის, რაც არ ვიცით, როგორ უნდა შესრულდეს, ანუ დეპოლარიზაცია. არა მხოლოდ ჩვენ არ ვიცით, არავინ იცის. გზამკვლევსა და მოთხოვნებშიც არ წერია კონკრეტულად, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ნათელია, რომ უნდა შევძლოთ ერთმანეთთან შეთანხმება, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ…

მეტი...