,,ზელენსკის განცხადება სხვა არაფერია, თუ არა დისკუსია რუსეთის ტერიტორიის გასხვისების შესახებ”- პესკოვი

,,ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება ყირიმის არასამხედრო გზით დაბრუნების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა დისკუსია რუსეთის ტერიტორიის გასხვისების შესახებ,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ასეთი სპეკულაციები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ უკრაინული მხარე მზად არაა, არ სურს და არ აქვს უნარი პრობლემა არასამხედრო მეთოდებით გადაჭრას“, – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვის თქმით,  ზოგიერთმა მედიასაშუალების ინტერპრეტაცია თითქოს, უკრაინის ლიდერი მზადაა ამ საკითხის არა სამშვიდობო მოლაპარაკებების საშუალებით გადასაჭრელად, არასწორია.

„ეს აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა. უკრაინის კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ უკრაინამ ყირიმი ძალით უნდა დაიბრუნოს. დე ფაქტო უკრაინას ამაზე უარს არ უთქვამს“, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა.

,,გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ითვალისწინებს ყირიმის დეოკუპაციას, დროის კარგვაა”- ზელენსკი – (mcm.ge)

 

მსგავსი თემები