რუსეთის ტყვეობიდან 12 უკრაინელი გათავისუფლდა

რუსეთის ტყვეობაში მყოფი 12 უკრაინელი საკუთარ სამშობლოში დაბრუნდა. დღეს, ტყვეების მორიგი გაცვლა განხორციელდა. ინფორმაციას პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი –  ანდრეი ერმაკი ავრცელებს. გათავისუფლებულია  საზღვაო ძალების 4 მებრძოლი, ეროვნული გვარდიის ორი წევრი, ორი მესაზღვრე, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ერთი წევრი, ასევე სამი მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. „სახლში მიდიან მეომრები, რომლებიც იცავდნენ, მარიუპოლს, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და კუნძულ „ზმეინს“, – წერს ერმაკი.

მეტი...

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს

სომხეთი აზერბაიჯანს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გამთენიისას, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა სხვადასხვა კალიბრის იარაღიდან ცეცხლი გახსნეს. სომხეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, მათ მხარეს დანაკარგი არ განუცდია, ამ დროისთვის კი სიტუაცია სტაბილურია. ინფორმაციას უარყოფს აზერბაიჯნული მხარე. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ინფორმაცია მცდარია და რეალობას არ ასახავს.

მეტი...

რუსეთის მოქალაქეებმა თბილისში აქცია გამართეს და უკრაინაზე თავდასხმა გააპროტესტეს

თბილისის კლასიკური გიმნაზიის წინ უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსული რეჟიმის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. დემონსტრანტებს ხელში ტრანსპარანტები ეჭირათ წარწერით: “რუსი ხალხი მხარს არ უჭერს რეჟიმს”, “პუტინი ტერორისტია”, “დიდება უკრაინას”, მხარი დაუჭირეთ აზოვს” და ა.შ. აქციის ორგანიზატორი, ფონდ “თავისუფალი რუსეთის” წარმომადგენლის, ეგორ კუროპტევის განცხადებით, დღევანდელ აქციას დაახლოებით, 300-მდე ადამიანი დაესწრო. აქციის მონაწილეებმა უკრაინელი დევნილების დასახმარებლად თანხა და ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს.

მეტი...

საინფორმაციო შეხვედრა ტყის ახალი კოდექსთან დაკავშირებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტყის ახალი კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობისა და განხილვის მიზნით კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობების, სათემო/არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ჩატარდა. საინფორმაციო შეხვედრების მიზანია ტყის მდგრადი მართვის პროცესში საზოგადოების შესაძლო სარგებლის გაცნობა და ამ პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობის საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. საინფორმაციო შეხვედრები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა. მონაწილეები გაეცნენ საქართველოს ტყის კოდექსს, გამოწვევებსა და ტყის მდგრადი მართვის პრინციპების გამოყენების შესაძლებლობას რეგიონში. მიიღეს ინფორმაცია ენერგოეფექტური…

მეტი...

აბაშაში მატარებელი ავტომობილს შეეჯახა

აბაშის ცენტრში ლიანდაგის გადასასვლელზე მატარებელი და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დახმარება ადგილზე გაუწიეს. არსებული ცნობებით, მათი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.

მეტი...

„დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლისა“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარეებმა ქუთაისში შეხვედრა გამართეს

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და 12 პუნქტი – ამ საკითხებზე იმსჯელეს საჯარო შეხვედრაზე „დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლისა” და „გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარეებმა ქუთაისში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან. „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ვაშაძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და ელენე ხოშტარიამ დამსწრეებს ევრორეკომენდაციების შესრულების მიმართულებით საკუთარი ხედვა გააცნეს, რის შემდეგაც დისკუსიის ფორმატში შეკრებილების მოსაზრებები მოისმინეს და მათ კითხვებს უპასუხეს.

მეტი...

ხერსონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

უკრაინის ძალების მიერ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე კირილ ტიმოშენკო ავრცელებს. მისივე განცხადებით, დენის მიწოდება, პირველ ყოვლისა, ხერსონის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებს აღუდგა. „როგორც დაგპირდით, გასამკლავებლად ერთ კვირაზე ცოტა მეტი დაგვჭირდა. პირველ ყოვლისა, სიმძლავრეს ვაწვდით ქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას და შემდეგ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს“ – აღნიშნა ტიმოშენკომ.

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, არჩევნების ნებისმიერი ფორმატი ჩემთვის მისაღებია”- ლევან ხაბეიშვილი

,,ნებისმიერი ფორმატით მზად ვართ გავიმარჯვოთ, ნებისმიერი ფორმატი ჩემთვის მისაღებია” – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების ფორმატთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, აპირებს შეხვედრებს ყველგან, სადაც მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსი ოლიგარქიული რეჟიმი უნდა შეიცვალოს. „ჩვენ ნებისმიერი ფორმით მზად ვართ არჩევნებისთვის, შიდა დემოკრატიისთვის, გაძლიერებისთვის. მზად ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან და წარმომადგენლებთან ერთად გავიმარჯვოთ პარტიის შიგნით, შემდეგ ეს პროცესი გადავიტანოთ მთლიანად ქვეყანაში, რადგან შიდა არჩევნებზე უფრო მნიშვნელოვანია გარე მტერი, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.  

მეტი...

ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა

ოკუპანტების მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. იანუშევიჩის ინფორმაციით, დღის განმავლობაში, ოკუპანტებმა ხერსონისა და ბერისლავის ოლქები 39-ჯერ დაბომბეს. ოკუპანტებმა დაბომბეს ხერსონის ოლქის ქალაქები – ჩერნობაევკა, ანტონოვკა, ნიკოლსკოე და მუზიკოვკა. დაბომბვის შედეგად დაზიანდა კერძო სახლები, სავაჭრო შენობები და სკოლა.

მეტი...

„ტყე ჩემი მეგობარია“ – ანიმირებული მანგას პრემიერა

„ტყე ჩემი მეგობარია”- ანიმირებული მანგას პრემიერა  კინოთეატრ „ამირანში”  გაიმართა.  ადამიანსა და ბუნებას შორის ჰარმონიასა და მშვიდობაზეა  აგებული ახალი ანიმაციური ფილმის სიუჟეტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), იაპონიის საელჩოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა.  ანიმაციის პრემიერას ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი,  UNDP-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნიკ ბერესფორდი და იაპონიის ელჩი  საქართველოში, იმამურა აკირა ესწრებოდნენ. ანიმაციური ფილმი „ტყე ჩემი მეგობარია“ აგებულია  კლასიკური იაპონური მანგას მოდელზე.  მასში მოთხრობილია ფანტასტიკური მძაფრსიუჟეტიანი ამბავი საკუთარი თავის ძიებაზე, ბრძოლასა და მეგობრობაზე. ანიმაცია ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „დემოკრატიის ლაბორატორია“ გაეროს განვითარების პროგრამის დაკვეთით გადაიღო. ფილმი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო…

მეტი...

“ერთ-ერთ დაკავებულს მცირეწლოვანი შვილი მონასტრის გარეთ ელოდებოდა” – ადგილობრივი მკვიდრი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივების მონაყოლით ირკვევა, რომ ორი დაკავებულიდან,  27 და 39 წლის მამაკაცებიდან ერთ-ერთს მონასტრის გარეთ მცირეწლოვანი შვილი ელოდეოდა. “ეს არის ქრისტიანობისთის ძალიან დიდი ტრაგედია. ერთი პირის შვილი ყოფილა მონასტრის გარეთ და ელოდებოდათო, პატარა ბიჭი ყოფილა და ორი სრულწლოვანი შიგნით ყოფილან მონასტერში. აუცილებლად უნდა დაისაჯონ. უნდა გამოიყვანო ორივე სახალხოდ, უნდა მოუკიდო ცეცხლი და დაწვა“ – აცხადებს ადგილობრივი. ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს.

მეტი...

ნაცემი მონაზონი კატასტროფის ბრიგადას ხაშურიდან თბილისში გადმოჰყავს

ძალადობის მსხვერპლი მონაზონი ამ წუთებში კატასტროფის ბრიგადას ხაშურიდან თბილისში გადმოჰყავს. 70 წლის ქალის ჯანმრთლეობის მდგომარეობა, გავრცელებული ცნობებით უმძიმესია. ცხრამუხის დედათა მონასტრის წინამღვარზე ყაჩაღური თავდასხმა გუშინ საღამოს განხორციელდა, რა დროსაც, მონაზონზე სექსუალურად და ფიზიკურად იძალადეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს. ნაცემი და გაუპატიურებული დედაოს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა    

მეტი...

ნაცემი და გაუპატიურებული დედაოს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ნაცემი დედაოს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 70 წლის დედაო ტაძარში შეჭრილმა პირებმა სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს. დედაო ხაშურის კლინიკის ინტენსიურ განყოფილებში იყო  მოთავსებული. მდგომარეობის დამძიმების გამო, დედაოს თბილისში გადაყვანა ვერ ხერხდებოდა.  ამ წუთებში, მას თბილისში გადმოსაყვანად ამზადებენ.  დედაოს მრავლობითი დაზიანებები და ტვინის შერყევა აღენიშნება. მას ტაძარში შეჭრილები სასტიკად მას შემდეგ გაუსწორდნენ, რაც მათ წინააღმდეგობა გაუწია. დაკავებულია 27 და 39 წლის ორი ახალგაზრდა მამაკაცი. საქმეზე გამოძიება გაუპატიურებისა და ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.  

მეტი...

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროო კიევში ჩავიდა

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე დე კროო კიევში ვიზიტით იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს მართავს – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „მივესალმები უკრაინაში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე დე კროოს. ვიწყებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები ორივე ქვეყნისთვის შინაარსიანი და სასარგებლო იქნება“ – აღნიშნავს ზელენსკი.

მეტი...

პოლონეთში ერთ-ერთ აფთიაქში საქართველოს მოქალაქე ქურდობის მცდელობისთვის დააკავეს

პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში აფთიაქის დაცვის თანამშრომელი დაჭრეს. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კაცი ქურდობის მცდელობის აღკვეთას ცდილობდა. როგორც პოლონური მედია წერს, სავარაუდო დამნაშავე, საქართველოს მოქალაქეა რომელიც, უკვე დაკავებულია. “შემთხვევა პარასკევს, ღამის 12 საათის შემდეგ, ტარგოვას 33-ში მდებარე აფთიაქში მოხდა.- საქართველოს მოქალაქე დაცვის თანამშრომელმა ქურდობის მცდელობისას გამოიჭირა. როდესაც მოპარული ნივთების დატოვება მოსთხოვეს, ჩხუბი დაიწყო და დანით დაცვის თანამშრომელი დაჭრა”- წერს პოლონური მედია. დაშავებული დაცვის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ის კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტი...

ჩინეთში “ლოქდაუნის“ წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო

ჩინეთის სინძიანის რეგიონში, ქალაქ ურუმჩიში კორონავირუსის გავრცელების გამო გამოცხადებული „ლოქდაუნის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები დაიწყო. პროტესტი მაღალსართულიან შენობაში გაჩენილ ხანძარს მოჰყვა, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა. მოსახლეობა აცხადებს, რომ მოქალაქეებმა შენობის დროულად დატოვება იმის გამო ვერ შეძლეს, რომ ის ნაწილობრივ ჩაკეტილი იყო, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება ბრალდებას უარყოფს. ვრცელდება კადრები საპროტესტო აქციიდან, სადაც ისმის, რომ მოქალაქეები სკანდირებენ: “დაასრულეთ ლოქდაუნი!“

მეტი...

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს”- ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „მათ ბრალად ედებათ 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება. დანაშაული 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერაციულ სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ორივე პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2…

მეტი...

გურამ თუშიშვილმა ტედი რინერი დაამარცხა

გორში მიმდინარე ძიუდოს ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე, ქართული ნახევარფინალი გაიმართება. ჩვენმა კლუბმა „მებრძოლმა“, მეოთხედფინალში ლეგენდარული ტედი რინერის ფრანგული კლუბი „პარი სენ-ჟერმენი“ 4:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ასევე ქართულ კლუბ „გოლდენ გორს“ შეხვდება. აღსანიშნავია, რომ ქართულ-ფრანგული კლუბების დაპირისპირებისას, ჩვენმა მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა, მსოფლიოს 10-გზის და ოლიპიადების 2-გზის გამარჯვებულ ტედი რინერს ვაზარით მოუგო.  

მეტი...

ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინაუგურაცია გაიმართა

ყაზახეთში პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. პრეზიდენტის თანამდებობა მან 20 ნოემბერს გამართული ვადამდელი არჩევნების შედეგად მეორე ვადით დაიკავა. პრეზიდენტად ხელახლა დანიშვნის შემდეგ, თოყაევი 28 ნოემბერს შეხვედრას გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. შეხვედრა რუსეთის ქალაქ ორენბურგშია დაგეგმილი. ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხმების 81 პროცენტზე მეტი მიიღო. ის პრეზიდენტის პოსტს შვიდი წლით დაიკავებს.

მეტი...

,,სააკაშვილს არ ვთვლი პოლიტპატიმრად, თუმცა მხარს დავუჭერდი მის საზღვარგარეთ გადაყვანას”- ლევან იოსელიანი

,,შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, მან უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ამ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. „ზოგადად მე არ მომწონს არავის ციხეში ჯდომა, ვინც არ უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების ეტაპი, როდესაც პოლიტიკური ლიდერები, თუ პოლიტიკასთან დაკავშირებული პირები არიან ციხეში და შემდეგ ამის გარშემო არის განუწყვეტელი აჟიოტაჟი. ეს ფარავს ყველა სხვა თემას, რომელიც ქვეყანაშია მნიშვნელოვანი. ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ ის მუხლიც არ უნდა იყოს, რითაც არის დაკავებული და არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რომ ნიკა…

მეტი...

ზელენსკი კიევის მერიას – ,,საქმეს სერიოზულად მოეკიდეთ, ანგარიშებში ტყუილს არავინ გაპატიებთ”

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში კიევის ხელისუფლებას ხარისხიანი მუშაობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ რომ ამჟამად უკრაინის მთავარი ამოცანა ენერგიაა. ასევე, ზელენსკიმ უძლეველ ცენტრებზე ისაუბრა, რომელიც უკრაინის მოსახლეობისთვის გათბობით აღჭურვილ და წყლით უზრუნველყოფილ თავშესაფრებს გულისხმობს. ზელენსკის განცხადებით, ცენტრების მოწყობის პასუხისმგებლობა ადგილობრივ ხელისუფლებას დაეკისრა, თუმცა ყველა რეგიონში მისი გამართულად და ეფექტიანად მართვა არ ხდება. ,,უძლეველობის ცენტრები განლაგებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ, ვიცი, რომ სამწუხაროდ ყველა ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლება თავის საქმეს კარგად არ ასრულებს. კერძოდ, კიევში ბევრი საჩივარია. მერიისგან უფრო ხარისხიან მუშაობას ველოდები. კიევში უძლეველობის ცენტრებთან მიმართებით არასერიოზული და დამამცირებელი დამოკიდებულება არავის ეპატიება, ისევე როგორც…

მეტი...

ხაშურში მონაზონი სასტიკად სცემეს და გააუპატიურეს – დაკავებულია 2 ადამიანი

ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით 2 ადამიანია დაკავებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობით ჩადენილ ყაჩაღობასა და ყაჩაღობას და გაუპატიურებას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მეტი...

არასამთავრობოები, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ხელისუფლებას მიმართავენ

არასამთავრობო სექტორის ნაწილი, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.  ისინი  ხელისუფლებას მოუწოდებენ, ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიხედვით იხელმძღვანელოს და არა პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით. „ხელისმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გაუარესებას და მიგვაჩნია, რომ მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი უნდა გადაწყდეს არა პოლიტიკური მიზანშეწონილების, არამედ მხოლოდ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია და საჭიროებს მყისიერ რეაგირებას. ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის დამძიმებას ადასტურებენ ვიზიტორებიც. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ხაზს უსვამენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის…

მეტი...

მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში მეუღლე მოკლა , გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელმაც მეუღლეს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა. ლეონიდე ზვიადაძე ქუთაისში დამწვრობის ცენტრში იყო მოთავსებული. მას 70%-იანი დამწვრობა ჰქონდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. როგორც კლინიკაში განმარტავენ, პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და წუხელ გარდაიცვალა. შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თერჯოლაში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში ორი დღის წინ მოხდა. ლეონიდე ზვიადაძემ ყოფილ ცოლს საწვავი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, შემთხვევის დროს კი დაზიანებები თავადაც მიიღო. შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109, 376-ე მუხლებით არის დაწყებული.

მეტი...

უნგრეთის პრეზიდენტი უკრაინაში ჩასვლას გეგმავს

პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი, უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად  კიევში ჩასვლას გეგმავს. უკრაინაში „რუსული ომის“ დაწყების შემდეგ, ეს იქნება პირველი ოფიციალური დელეგაცია რომელიც კიევში ჩავა და პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას ადგილზე დააფიქსირებს. პრეზიდენტის მარშრუტი იგივე იქნება, როგორც დელეგაციის სხვა წევრების. ისიც უკრაინაში მატარებლით იმგზავრებს. უნგრეთი უკრაინას ფინანსურადაც ეხმარება.  

მეტი...

„აფეთქდა ორი რაკეტა, ერთი პოლონეთის, მეორე კი უკრაინის ტერიტორიაზე“ – პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთში რუსული რაკეტის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ანჯეი დუდა განცხადებას აკეთებს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, პოლონეთის ტერიტორიაზე, ფშევოდუვში, მეორე რაკეტის ნამსხვრევები არ აღმოჩნდა. გამოძიების მიმდინარეობისას დადგინდა, რომ უკრაინის მასირებული დაბომბვის შემდეგ, პოლონეთის ტერიტორიაზე უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა აფეთქდა. „გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ადგილზე ყველა საგამოძიებო მოქმედება უკვე დასრულდა. მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევები. არანაირი ახალი დასკვნები არ ცვლის იმას, რასაც აქამდე ვამბობდი. ჩვენ ველოდებით ექსპერტების დასკვნებს და არ ვერევით პროცესში… თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია ორი რაკეტის ჩამოვარდნის შესახებ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე რაკეტის ნარჩენები არ აღმოჩნდა. მეორე რაკეტა 100 პროცენტით იყო, თუმცა არ…

მეტი...