ვაკეში არასრულწლოვნებმა მაღაზიის კარის საკეტი დააზიანეს და ფული მოიპარეს

ქურდობა ვაკეში –  წყნეთის ქუჩაზე მდებარე  მაღაზია  “სპარიდან” სამმა არასრულწლოვანმა თანხა მოიპარა. არსებული ინფორმაციით, მათ კარის საკეტი დააზიანეს, მაღაზიაში შევიდნენ და 1000 ლარამდე თანხა წაიღეს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. სავარაუდოდ, ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და პოლიციას სამივე არასრულწლოვანი უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭო სავარაუდოდ პარასკევს შეიკრიბება და პარტიის თავმჯდომარის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს შეათანხმებს

“„ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭო სავარაუდოდ პარასკევს შეიკრიბება” – ამის შესახებ პოლიტსაბჭოს წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა. სწორედ საბჭომ უნდა შეათანხმოს პარტიის თავმჯდომარის არჩევნების თარიღი და მისი ჩატარების წესი. ასევე, საბჭო გადაწყვეტს, მიანიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი პირებს, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს. არსებული ინფორმაციით, მსურველებს კანდიდატად დარეგისტრირებისთვის სამი-ხუთი წევრის ხმა დასჭირდებათ. „საბოლოო დეტალებს ვათანხმებთ. დღეს ის დეტალები შევათანხმეთ, თუ რამდენი წევრი იყოს საარჩევნო კომისიაში, როგორ უნდა ნომინირდნენ ეს ადამიანები, თითოეული კანდიდატის რამდენი წარმომადგენელი უნდა იყოს ამ კომისიაში. ასევე, ოთხშაბათისთვის ველოდებით ექსპერტებს, რათა მათ წარმოადგინონ პრეზენტაცია იმ მოდელებისა, რომლითაც გვინდა, ჩავატაროთ არჩევნები – ერთი, „ფეისბუქზე“ დამყარებული წესი; მეორე,…

მეტი...

“დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნა პოზიტიური ნაბიჯია”- ევროკავშირის წარმომადგენლობა

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს და პოზიტიურ ნაბიჯად აფასებს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც დოკუმენტი განსახილველად ვენეციის კომისიას გადაეგზავნება “მივესალმებით საქართველოს პარლამენტის განცხადებას „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში განსახილველად გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პოზიტიური ნაბიჯია. მნიშვნელოვანია საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან კონსულტაციები და მათი რეკომენდაციების შესრულება” – აღნიშნულია წარმომადგენლობის განცხადებაში.

მეტი...

„დადიანების სასახლის აღდგენა იწყება”- აშშ-ის საელჩო

„დადიანების სასახლის აღდგენა იწყება”- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. ,,სიხარულით გიზიარებთ, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უმნიშვნელოვანესი ნაგებობისა და მისი ფასდაუდებელი კოლექციის დასაცავად ამერიკის საელჩომ 300 000-დოლარი გამოყო. თანხა უმთავრესად მოხმარდება დედოფლის სასახლის შენობის აღდგენას და მასში დაცული ისტორიული არტეფაქტებისთვის საგამოფენო სივრცის მოწყობას.“ — წერს აშშ-ის საელჩო.

მეტი...

“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს მოკავშირეების დასაცავად, ბუქარესტის მინისტერიალზე განვიხილავთ უკრაინის, მოლდოვის, ბოსნია-ჰერცეგოვინის და საქართველოს დახმარების გზებს”- იენს სტოლტენბერგი

“ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ ყველა მოკავშირე. ბუქარესტში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ გზებს უკრაინის დახმარების გასაძლიერებლად, ისევე როგორც სხვა პარტნიორების, რომლებიც რუსულ ზეწოლას განიცდიან, როგორიცაა ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო და მოლდოვა” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის განცხადებით , რუმინეთში გამართულ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ თემა უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის შედეგად არსებული გამოწვევები იყო. „დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება განვიხილეთ, რაც სტრატეგიული მნიშვნელობისაა მთლიანად ნატო-სთვის. ასევე, განვიხილეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომის შედეგად არსებული გამოწვევები. რუსეთის აგრესიაზე საპასუხოდ ნატო აძლიერებს ყოფნას…

მეტი...

“დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება” – თალაკვაძე

,,დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან პოლიტიკური მიზნებისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენება ხდება” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, რაც უფრო მეტად ხდება მისი ჯანმრთელობის საკითხების პოლიტიზება, მით მეტად ეშლებათ ექიმებს ხელი. „მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განეკუთვნება ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს კომპეტენციას და, ვფიქრობ, დამაზიანებელია, როცა სააკაშვილის თანაგუნდელების მხრიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ხდება. რაც უფრო მეტად ხდება მისი ჯანმრთელობის საკითხების პოლიტიზება, მით მეტად ეშლებათ ექიმებს ხელი, რომ მას სათანადო სამედიცინო მომსახურება გაუწიონ. დღის წესრიგში რჩება ორი კითხვა, რომელიც არაერთხელ დაისვა და დღემდე პასუხგაუცემელია.…

მეტი...

სამხედრო სამსახურს გაქცეული რუსები საქართველოდან დაბრუნებას არ ჩქარობენ – Reuters

რუსები, რომლებმაც სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს, საქართველოდან დაბრუნებას არ ჩქარობენ. ამ სათაურით საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ პუბლიკაციას აქვეყნებს. „ერთი თვის შემდეგ, რაც რუსეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომისთვის გაწვევის პროცესი დაასრულა, მამაკაცები, რომლებიც სამხედრო სამსახურის თავიდან ასარიდებლად, მეზობელ საქართველოში გაიქცნენ, აცხადებენ, რომ ისინი სახლში დაბრუნებას არ ჩქარობენ“, – წერს მედიასაშუალება. „როიტერსის“ ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში, ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობების შემდეგ, გაწვევა 21 სექტემბერს გამოაცხადა, რის გამოც ასობით ათასი მამაკაცი, ფრონტზე გაგზავნისგან თავის ასარიდებლად, ისეთი ქვეყნებისკენ გაემართა, როგორებიცაა: საქართველო, სომხეთი და ყაზახეთი. ამასთან, საინფორმაციო სააგენტო აღნიშნავს, რომ წელს, საქართველოში 110 000-ზე მეტი რუსი გაიქცა.…

მეტი...

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა დიდ ბრიტანეთში იმყოფება

უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა დიდ ბრიტანეთში იმყოფება. დღეს მას ლონდონში, დაუნინგ სტრიტზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის მეუღლე აკშატა მურტი მიეგება. მედიის ინფორმაციით, ამ კვირაში, ზელენსკა ბრიტანეთის პარლამენტში დეპუტატებს სიტყვით მიმართავს.

მეტი...

რუსეთმა ბირთვული იარაღის კონტროლთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებები გადადო

რუსეთმა ბირთვული იარაღის კონტროლთან დაკავშირებით აშშ-სთან მოლაპარაკებები გადადო – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ეგვიპტეში მოლაპარაკებები დღეს უნდა დაწყებულიყო. აშშ-სა და რუსეთს უნდა მოეწვიათ ორმხრივი საკონსულტაციო კომისიის სხდომა კაიროში, რათა სამშაბათს, 29 ნოემბერს ახალი START შეთანხმების იმპლემენტაცია განეხილათ. „რუსულმა მხარემ შეატყობინა აშშ-ს, რომ რუსეთმა ცალმხრივად გადადო შეხვედრა და განაცხადა, რომ ახალ თარიღს შემოგვთავაზებს“,  – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებაში. ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცახდებენ, აშშ მზად არის მოლაპარაკებების გადავადებისთვის.

მეტი...

,,სულ წევს, ადამიანს ჯდომაც კი არ შეუძლია”- გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

,,მიხეილ სააკაშვილი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ წინ და უკან იაროს – სულ ერთი და იგივე მდგომარეობაში წევს და ადამიანს დაჯდომაც კი არ შეუძლია” – ამის შესახებ გიული ალასანიამ კლინიკა ,,ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. ,,არ არის იმ მდგომარეობაში, რომ წინ და უკან იაროს. ძალიან განვიცდიდი, ვიდრე აქ მოვიდოდი, რადგან არ ვიცოდი აქ რა დამხვდებოდა, მაგრამ დამხვდა ის, რომ კიდევ წონა აქვს დაკლებული. სულ ერთი და იგივე მდგომარეობაში წევს და ადამიანს ჯდომაც კი არ შეუძლია. მე, რომ მკითხოთ, ძალიან ცუდად და მძიმედ არის. ორი ლუკმა შეჭამა და იმ წუთში…

მეტი...

,,მმართველი პარტია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნის”- მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ვენეციის კომისიაში გადააგზავნის. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კანონპროექტი მესამე მოსმენით აღარ იქნება განხილული და პროექტი სამართლებრივი შეფასებისთვის ვენეციის კომისიას გადაეცემა. „ჩვენ ვამბობდით, რომ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნასთან დაკავშირებით, თუმცა ვამბობდით, რომ ჯერ უნდა გავარკვიოთ, რასთან გვაქვს საქმე, რეალურად რა ხდება. ვენეციის კომისიასთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ინფორმაციები ამ კანონის უკრაინულ ანალოგზე დასკვნის გაწვევის ან შესაბამისი შენიშვნით უკან დაბრუნების შესახებ, სიცრუეა. ვენეციის კომისია მომავალ წელს მიაწვდის დასკვნას უკრაინის პარლამენტს. გარდა ამისა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ევროკომისარმა,…

მეტი...

მერია – სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გადაადგილების სქემა დროებით შეიცვლება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, 29 ნოემბრის 00:00 საათიდან 5 დეკემბრამდე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა შეიცვლება. რუსთაველის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან გადაადგილებას მერაბ კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით, ნიკოლაძის ქუჩის გავლით შეძლებენ. რუსთაველის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები კი კოსტავას ქუჩის გამოყენებით, მარცხნივ მოხვევით, მხოლოდ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, ამ შემთხვევაში, მიმართულება დარჩება უცვლელი და მძღოლები, როგორც რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ასევე მარცხნივ მოხვევით, კოსტავას ქუჩისა…

მეტი...

“არ დავუშვებ არასოდეს საკუთარ პარტიაში არაფორმალურ გავლენებს” – ნიკა მელია

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით არ დაუშვებს  ენმ-ში არაფორმალური გავლენების გაძლიერებას. როგორც მელიამ აღნიშნა,  ადამიანები უნდა გამოვიდნენ  ჩრდილიდან და თუ მათ სურთ  და აქვთ კონკრეტული ინტერესები,  გაბედონ და  ამ საკითხებზე ხმამაღლა ისაუბრონ. “არ მსურს და არ დავუშვებ არასოდეს საკუთარ პარტიაში, რომელიც  ჩემს საკუთარ ოჯახად იქცა უკვე ბევრი წელიწადია, ვინმეს ჰქონდეს შეძლოს ფარდის უკნიდან, ან ნებისმიერ სხვა პლატფორმიდან თავს მოახვიოს გავლენები არაფორმალურად. შეუძლებელია არაფორმალური მმართველი გერქვას შენ და სურვილიც კი გქონდეს პარტიის გაძლიერების. თუკი ვინმე  არის ფარდის უკან, ძალიან დელიკატურად ძალიან არაკონფრონტაციულად გნებავთ, ვაიძულო ან დავარწმუნო, რომ გამოვიდეს და მთელი…

მეტი...

უკრაინის რადა 10 დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევას განიხილავს

უკრაინის რადას ათი დეპუტატისთვის მანდატის შეწყვეტა იგეგმება. რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის ინფორმაციით, ამ ადამიანებმა უკრაინის ტერიტორია დატოვეს და ამ დრომდე საკანონმდებლო ორგანოში არ გამოცხადებულან. მანდატთან ერთად ისინი რადაში არსებულ თანამდებობებსაც დაკარგავენ. აღსანიშნავია, რომ ამ დეპუტატებმა ქვეყანა ომის დაწყებამდე დატოვეს. სტეფანჩუკის განცხადებით , უკრაინის კონსტიტუციით დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევა საკმაოდ რთული პროცესია, ხოლო იმის გამო, რომ ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა შეუძლებელია. “ამის მიუხედავად ვიპოვით შესაძლებლობას იმისთვის, რომ ეს ადამიანები დეპუტატის სტატუსს დაემშვიდობონ”, – განაცხადა მან და დაამატა, რომ ევროპის ტერიტორიაზე ყოფნის შემთხვევაში ამ ადამიანების ექსტრადირების საკითხიც განიხილება. როგორც უკრაინული გამოცემა…

მეტი...

ნაცემმა მონაზონმა ორივე თავდამსხმელი ამოიცნო

მონაზონმა, რომელიც ყაჩაღებმა სცემეს და გააუpატიურეს, ორივე თავდამსხმელი ამოიცნო. როგორც ხაშურისა და სურამის ეპარქიაში, ყაჩაღობისა და მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მედიასთან განაცხადა, ბრალდებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამუდამო პატიმრობა ემუქრებათ, „ორივე ბრალდებულის მიმართ მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ორივე მათგანმა კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. რაც შეეხება სასჯელს, ორივე მათგანს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, რაც იმას ნიშნავს, რომ განაჩენის დღიდან მთელი ცხოვრების ციხეში გატარება მოუწევთ. ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. რაც შეეხება მტკიცებულებებს, დაზარალებულის დეტალური ჩვენებაა, სადაც ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტებს აღწერს. ჩვენთვისაც რთულია ამ ყველაფრის წაკითხვა.…

მეტი...

მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეუფარდესთ

ხაშურის რაიონულმა სასამართლომ მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვა ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ცნობისთვის, ხაშურის მუნიციპალიტეტში, 25 ნოემბერს მომხდარი დანაშაულის ფაქტზე სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა.

მეტი...

,,აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია”- ვიაჩესლავ ვოლოდინი

,,აშშ-მა ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში ჩაითრია, რამაც ევროპულ ქვეყნებში უმუშევრობა, ბიზნესის დახურვა და სხვა მძიმე პრობლემები გამოიწვია,”- ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნების მეთაურებმა საბოლოოდ დაიწყეს აღიარება, რომ სწორედ რუსული ენერგორესურსები იყო ევროპის კეთილდღეობის საფუძველი. „ამერიკელები ენერგორესურსებს ყიდულობენ ერთ ფასად, მაგრამ ყიდიან ევროპაში ოთხჯერ მაღალ ფასში. გარდა ამისა, მათ ჩაითრიეს ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ომში და შეაჩერეს ჩვენი პროექტები, რამაც შესაძლებელი გახადა იაფი ენერგიის გამოყენება, რაც იყო სამრეწველო განვითარების საფუძველი გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ვოლოდინმა.

მეტი...

“იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა შესწავლა დაიწყო

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით  საკითხის შესწავლა დაიწყო. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის 2022 წლის 28 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ გადაცემა „იმედის დღის“ ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტზე ფეისბუქის მეშვეობით გაკეთებული კომენტარების თაობაზე სატელეფონო ზარი განახორციელა კომენტარის ავტორ რამდენიმე პირთან. ტელეკომპანია „იმედის“ მიერ განთავსებული სიუჟეტის ფარგლებში, აღნიშნული ჟურნალისტის მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარის ადრესატების პერსონალური მონაცემების დამუშავების (მოპოვების) ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საკითხის შესწავლა დაიწყო,“ — ნათქვამია უწყების განცხადებაში. საუბარია, “იმედის” ჟურნალისტ, მარიკა ბაკურაძის სიუჟეტზე. ჟურნალისტმა Facebook-ზე კრიტიკული კომენტარების ავტორებს  პირადად დაურეკა…

მეტი...

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის​ ერთ-ერთ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია​

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის​ ერთ-ერთ მონაკვეთზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ62 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების ინფორმაციაში.

მეტი...

,,სააკაშვილი ასე კარგად თუ არის და შეუძლია სიარული, გასვლა,  მაშინ კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?!”- ნინო ნადირაძე

,,მიხეილ სააკაშვილი ასე კარგად თუ არის და შეუძლია სიარული, გასვლა, გარეთა პროცესებში მონაწილეობის მიღება, მაშინ კლინიკაში ხომ არ იქნებოდა?!”- ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ნინო ნადირაძემ განაცხადა. მისი თქმით, ექიმებმა მიიჩნიეს, რომ სააკაშვილის ტრანსპორტირება ამ ეტაპზე გამართლებული არ იყო. „არც მანამდე და არც ერთხელ ჩვენ მიგვიცია ეტაპირებაზე თანხმობა. პარასკევს ნევროლოგის კონსულტაცია ჩატარდა, რომელმაც უარყოფითი დინამიკა აღნიშნა. შესაბამისი კვლევები დაინიშნა. დღეს და ხვალ ამ კვლევებს ჩავატარებთ. განისაზღვრება შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა. რაც შეეხება გადაყვანას, ჩვენ არცერთ შემთხვევაში და არცერთ ეტაპზე სასამართლოში წაყვანისა და ტრანსპორტირების ნებართვა არ გაგვიცია. პაციენტის პოზიცია ჩემი გადასაწყვეტი არ…

მეტი...

,,ახლა მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია”- თაკო ჩარკვიანი

,,ახლა მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია, ძალიან კარგი მამა ჰყავს და ის ჩართო ღიად რინგზე,”- ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა  თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას ტროლ-ბოტები „ქართული ოცნების“ ტროლ-ბოტებისგან არაფრით განსხვავდება. „რა თქმა უნდა, ის აბსოლუტურად არ განსხვავდება „ქოცების“ ტროლ-ბოტებისგან. მეტიც, ჩემს ბავშვობაში ვხუმრობდით ხოლმე და დედიკოს ბიჭებს ვეძახდით, ახლა მამიკოს ბიჭად წარმოჩნდა ნიკა მელია, ძალიან კარგი მამა ჰყავს და ის ჩართო ღიად რინგზე. ცოტა უხერხულია ასაკში მყოფი მამის რინგში ჩართვა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

მეტი...

თვითმფრინავი ელექტროგადამცემ ხაზებს დაეჯახა – დაშავდა ორი ადამიანი

აშშ-ში, ვაშინგტონთან ახლოს, ქალაქ გეითერსბურგში თვითმფრინავი ელექტროგადამცემ ხაზებს დაეჯახა. მაშველებმა პილოტი და ერთი მგზავრი თვითმფრინავიდან გამოიყვანეს, მათ სერიოზული დაზიანებები აღენიშნებათ და კლინიკაში არიან გადაყვანილი. ცნობილია, რომ თვითმფრინავში მხოლოდ ორი ადამიანი იმყოფებოდა. ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება.

მეტი...

კიევში შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავიდა

უკრაინის დედაქალაქ კიევში ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ფინეთის, შვედეთის, ნორვეგიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთად ჩავიდნენ. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა და მისმა ლიეტუველმა კოლეგამ, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა „უკრზალიზნიცის“ მატარებლის ფონზე გადაღებული ერთობლივი ფოტო უკვე გამოაქვეყნეს. ,,ჩვენ, ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, დღეს ვართ კიევში, რათა გამოვხატოთ ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. რუსული რაკეტების “წვიმის” და ბარბაროსული სისასტიკის მიუხედავად, უკრაინა გაიმარჯვებს”, – წერს ედგარს რინკევიჩსი.

მეტი...

,,არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ათას რაღაცას ვფიქრობ”- გიული ალასანია

,,დარწმუნებული ვიყავი, რომ მიშა უნდა მოსულიყო, აქ უნდა ყოფილიყო. მე მოვედი, ამდენი ხალხი მოვიდა და ის არ არის, არაფერი არ ვიცი,” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან ღელავს და ფიქრობს, ”ისე ცუდად ხომ არ გახდა, რომ უკვე მისი ტრანსპორტირებაც ვერ მოხდა”. „ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ სწრაფად ვნახო და დაველაპარაკო, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, ათას რაღაცას ვფიქრობ. იქნებ, ისევ ცუდად გახდა მოულოდნელად. დილით დავინახე, რომ უკეთდებოდა გადასხმა, სუსტად იყო, ვკითხე კიდეც როგორ ხარ-თქო და სუსტადო მითხრა. ვიდრე არ ვნახავ ჩემს შვილს და არ გავიგებ…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია”- ნინო ლომჯარია

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია. პრაქტიკულად მუდმივად წევს, როგორც ექიმებმაც დამიდასტურეს, ფეხზე არ დგება, არ დადის,”- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. ომბუდსმენმა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ მოინახულა. „ვნახე მიხეილ სააკაშვილი, პირადად ვესაუბრე, ასევე, შევხდი მის მკურნალ ექიმს და ადვოკატს. მიხეილ საკაშვილს დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში ვესაუბრე, უფრო დიდხანს უჭირს, არ შეუძლია საუბარი. არ ვარ ექიმი, მაგრამ ერთი შეხედვით, მახსოვს, როგორი იყო შარშან, იანვარში ჰოსპიტალში და ვიზუალურად განსხვავება ძალიან თვალშისაცემია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესებულია, ვიზუალურადაც ეტყობა. მკვეთრად არის დაკლებული წონაში. პრაქტიკულად მუდმივად წევს, როგორც…

მეტი...

ვის და რამდენი პროცენტით გაეზრდება ხელფასი – ფინანსთა მინისტრის განმარტება

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით,  ყოველწლიურად საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება. მისივე თქმით, მომავალ წელს კი გამონაკლისის სახით ჯარის, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ანაზღაურება 20%-ით მოიმატებს. „საჯარო პირობად გვაქვს აღებული, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაიზარდოს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ხელფასები, რადგან მეტ-ნაკლებად კონკურენტულ გარემოში შეძლონ საჯარო სამსახურებმა ფუნქციონირება. ეს წელი გამონაკლისია უშუალოდ ჯარისთვის, პოლიციისთვის და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისთვის. არსებული რეალობიდან და რისკებიდან გამომდინარე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და მათი ხელფასები 20%-ით გაიზრდება“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მეტი...

,,ხელისუფლებას არ სურს, რომ საზოგადოება სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაში დარწმუნდეს”- ნიკა მელია

,,ხელისუფლებას არ სურს, რომ საზოგადოება სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაში დარწმუნდეს,” – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს დღეებში დაცვის მხარე მიმართავს სასამართლოს სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით. ,,ვინც თვალყურს ადევნებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, ცალსახად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და არ სურს ხელისუფლებას საზოგადოება დარწმუნდეს იმაში, რაშიც დარწმუნებულია სამედიცინო საზოგადეობის ყველა წარმომადგენელი, ვისაც ჰქონდა საშუალება მასთან შესვლის, იმ ადამიანების სიმართლეში დარწმუნდეს მთელი საზოგაოდება, ვინც დასკვნა დაწერა, იმ პოლიტიკოსების, მათ შორის, მიხეილ სააკაშილის მეგობრების სიტყვებში, რომლებსაც აქვთ შესძლებლობა დროდადრო შევიდნენ და ინფორმაცია გამოიტანონ და მერე…

მეტი...

,,იმის მიუხედავად, რომ ამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნა, ძალიან ბევრი დამსაქმებელი უჩივის სამუშაო ძალის ნაკლებობას”- ღარიბაშვილი

,,სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამით დაახლოებით 30 000 მდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა, მინიმუმ 200 000 შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი გვყავს და ჩვენი სურვილია, რომ ყველა ეს ადამიანი დავასაქმოთ,”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, სოციალურად დაუცველების არა მხოლოდ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა, არამედ ბიზნესში მათი ეტაპობრივი გადასვლა და მათი პროფესიული უნარების განვითარება. „რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავიწყეთ ახალი ინიციატივის განხორციელება, ეს შეეხებოდა სოციალურად დაუცველების დასაქმებას. ესეც არის ევროპული მოდელი, გამოცდილება. დაახლოებით 30 000 მდე სოციალურად დაუცველი დასაქმდა უკვე. ეს არის ბევრი, მაგრამ არც ცოტაა, მაგრამ რესურსი გაცილებით უფრო…

მეტი...

ხატია დეკანოიძის განცხადებით, სააკაშვილს ექიმებმა კლინიკიდან სასამართლოში გადაყვანის ნებართვა არ მისცეს

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ექიმებმა კლინიკიდან სასამართლოში გადაყვანის ნებართვა არ მისცეს. მისი თქმით, ექიმები სააკაშვილის გადაყვანაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებენ. ,,საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მკურნალმა ექიმებმა კლინიკა „ვივამედიდან“ საქალაქო სასამართლოში მის პროცესზე დასასწრებად ეტაპირების ნება არ დართეს,” – განაცხადა დეკანოიძემ.  

მეტი...

სემეკში მიმდინარე „თვინინგის“ ფარგლებში სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) ევროკავშირის მიერ 1, 500 000 ევროთი დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების რიგით მე-4 პროექტის – „განახლებადი ენერგიის რეგულირება საქართველოში“ ფარგლებში სამეთვალყურეო კომიტეტის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელშიც პროექტის მხარეები მონაწილეობდნენ, სემეკის წევრმა და პროექტის ლიდერმა, გიორგი ფანგანმა გახსნა. გიორგი ფანგანმა ისაუბრა პროექტის ეფექტიანობაზე, განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე. ყურადღება გაამახვილა განახლებადი ენერგიების გამოყენების ხელშეწყობის მიზნით სემეკის როლის გაძლიერებაზე. რიგით მე-4 დაძმობილების პროექტის მიზანია განახლებადი ენერგიების განვითარების პროცესის მხარდაჭერა საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბაზრებზე არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგებით. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა…

მეტი...

,,აშშ ეთანხმება ევროკავშირის მტკიცე რჩევას, განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას”- კელი დეგნანი

,,საქართველოს მიმართ ევროკავშირის მტკიცე რჩევაა, საქართველომ განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას,” – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. მისი თქმით, ეს არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, რომ ქართული კანონმდებლობა პასუხობს აქ არსებულ ვითარებას, რაც 12 რეკომენდაციის საგანია. „მნიშვნელოვანია, ევროკავშირის მტკიცე რჩევა საქართველოს მიმართ არის ის, რომ საქართველომ განსახილველად წარუდგინოს ქართული კანონმდებლობა ვენეციის კომისიას. ეს არის საუკეთესო გზა იმის გასაგებად, რომ ქართული კანონმდებლობა პასუხობს აქ არსებულ ვითარებას, რაც 12 რეკომენდაციის საგანია. ეს კანონმდებლობის ძალიან კომპლექსური და ახალი სფეროა, აქ არ არსებობს ცალმხრივად მიდგომის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ აშშ ეთანხმება…

მეტი...

კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების დახმარება 2 000 ლარი გახდება

,,პირველი იანვრიდან კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების დახმარება, 1 000 ლარის ნაცვლად, 2 000 ლარი გახდება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „ამის თაობაზე პარლამენტშიც მთხოვეს საკითხის გადაწყვეტა, გვქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში გავაორმაგოთ დახმარება. პირველი იანვრიდან, 1 000 ლარის ნაცვლად, გახდება 2 000 ლარი. მანამდე გახსოვთ, რომ, სკოლის მასწავლებლების შემთხვევაში, გავითვალისწინეთ ზრდა და მომდევნო წლიდან სკოლის მასწავლებლები დეკრეტული შვებულების დროს სრულ ხელფასს მიიღებენ. ახლა უკვე კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გადავწყვიტეთ და ეს დახმარება იქნება 2 000 ლარი“, – განაცხადა…

მეტი...

მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში საერთაშორისო დონის ვარსკვლავები ჩამოვლენ და კონცერტებს გამართავენ. მისი თქმით, აღნიშნული პროექტისთვის 70 მილიონი ლარი გამოიყოფა. „ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ გვაქვს გეგმა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, არტისტები. ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში საქართველოში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები სტადიონებზეც და ასევე „ბლექ სი არენაზეც“. გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს, ჩვენ გვაქვს ამის შესაბამისი თანხები. მომდევნო ორ წელიწადში ეს პროექტი დაფინანსდება და, ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს. საინტერესო პროგრამა გამოგვივა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტი...

,,მელია იმსახურებს, რასაც უკეთებენ, ღირსია, უპრინციპო, უთავმოყვარეო კაცია”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნიკა მელია იმსახურებს იმას, რასაც უკეთებენ. მისი თქმით, მელია ღირსია „ხაბეს“ ჩამოგდებული ერქვას“. „ეს კაცი იმსახურებს იმას, რასაც უკეთებენ, რასაც უკეთებს კეზერა, ღირსია მელია, რადგან უპრინციპო, უთავმოყვარეო კაცია. „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ როგორ უნდა წახვიდე ზუგდიდელი კაცი, კასრებში რაც ვნახეთ სამეგრელოში, სადაც თვითონ დაიბადა, გაიზარდა, ნარი დაუდგა მისმა ყოფილმა, თუ ახლანდელმა პარტიამ და თავმჯდომარეობა როგორ უნდა ეკადრებინა, რა მორალში ჯდება. ამიტომ მელია ღირსია, „ხაბეს“ ჩამოგდებული ერქვას“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

მეტი...

 ,,2023 წლის 1 ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება  200 ლარი გახდება”- ირაკლი ღარიბაშვილი

2 წლის წინ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარი იყო, 2023 წლის 1 ივლისიდან ეს დახმარება 200 ლარი გახდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებისთვის 65 მილიონი ლარი დაიხარჯება. „მინდა რამდენიმე საინტერესო ასპექტი გამოვყო და კიდევ ერთხელ მინდა, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ. სოციალური მიმართულებით  ჩვენ მომდევნო წელს ჩვენ სოციალური გასაცემლების ზრდა გვაქვს გათვალისწინებული, გვქონდა ყველა მიმართულებით, ეს იქნება პენსიები, შშმ პირთა დახმარებები და სხვა და ამას ჩვენ დავუმატეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდაც, რაც არ იყო ბიუჯეტის წინა ვარიანტში განსაზღვრული. მოგეხსენებათ, რომ ბავშვების დახმარება…

მეტი...

,,გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მინდა, საუბარი დავიწყო ბიუჯეტის თემის განხილვით ჩვენ პარასკევს გვქონდა ბოლო განხილვა ეკონომიკური საბჭოს ფორმატში და 30 ნოემბერს, პარლამენტს წარედგინება ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დაზუსტდება და ნაცვლად 8,5%-ისა იქნება 10%, რაც ნიშნავს, რომ ზედიზედ 2 წლის განმავლობაში ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. „მოგესალმებით, მინდა, დღეს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე. ვფიქრობ, ჩვენ მივიღეთ საინტერესო გადაწყვეტილებები და ამის თაობაზე მინდა, ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს საზოგადოებას. მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ და ნაცვლად…

მეტი...