რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დახმარებას ჰპირდება

ოკუპირებული აფხაზეთის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამაზე ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან საუბრობს და პირობას აძლევს,  რომ მის განხორციელებაში დაეხმარება. „მოხარული ვართ, მოგესალმოთ მოსკოვში, როგორც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენი პოლიტიკური დიალოგი აგრძელებს ინტენსიურ განვითარებას…. ჩვენ დავამყარეთ აქტიური კონტაქტი საგარეო საქმეთა სამინისტროების, პრეზიდენტის ადმინისტრაციების, ასევე საპარლამენტო დონეზე და ამჟამად მზადება მიმდინარეობს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის ალან ალბოროვის მოსკოვში ვიზიტისთვის, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ვიაჩესლავ ვოლოდინის მოწვევით“, – განაცხადა ლავროვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ახსარ ჯიოევთან შეხვედრაზე. მისივე თქმით, „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის განხორციელებაში რუსეთი…

მეტი...

რაზე შეთანხმდნენ გაერო, უკრაინა და თურქეთი?!

გაეროს, უკრაინისა და  თურქეთის შეთანხმების შედეგად, ჰუმანიტარული დერეფანი, რომელიც ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში მოქმედებდა, 2 ნოემბერს დახურული იქნება და ხომალდების გადაადგილება შეჩერდება. ერთობლივი განცხადებით,  თუ რუსეთის მხრიდან ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების შემდეგ გემები იმოძრავებენ, ეს იქნება დროებითი და ექსტრაორდინალური ზომა. ასევე ცნობილია, რომ თურქეთის ჩართულის ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე პუტინის მხრიდან. ორ პრეზიდენტს შორის აღნიშნულ თემაზე საუბარიც კი შედგა. როგორც პუტინმა ერდოღანთან შეხვედრისას აღნიშნა, ის უკრაინისგან გარანტიებს ითხოვს, რომ უკრაინა სტამბოლის შეთანხმებას დაიცავს. თურქული მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტი მაქსიმალურს ეცდება, რომ უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო  ექსპორტი განხორციელდეს.  

მეტი...

ოკუპანტებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

ე.წ. საზღვისპირა ზონაში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. „უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ სტაბილურობას. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ჩადენილ დესტრუქციულ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

კლუბში სროლისას ცნობილი რეპერი მოკლეს

ქალაქ ჰიუსტონში, ბოულინგის კლუბში მომხდარი სროლისას რეპერი Takeoff-ი (კერშნიკ ხარი ბოლი) მოკლეს. ის ცნობილი  პოპულარული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის, Migos-ის წევრი იყო. როგორც უცხოური მედია წერს, Takeoff-ი ჯგუფის კიდევ ერთ წევრთან, Quavo-სთან ერთად, სამაგიდო თამაშს თანაშობდა კლუბში მიმდინარე დახურული წვეულების მონაწილეებთან ერთად. მოთამაშეთა შორის კი კონფლიქტი დაიწყო, რომელიც სერიოზულ ჩხუბში გადაიზარდა. ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიც გამოიყენეს, რა დროსაც ერთი გარდაიცვალა, ორი კი დაიჭრა.

მეტი...

საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუზრდის

რუსეთის ბრალდების საპირისპიროდ, რომ დასავლეთი მსოფლიოს გლობალურ ომში ითრევს, საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას უზრდის. ასეთია პრეზიდენტ მაკრონის პასუხი ოკუპანტი ქვეყნის მიმართ. „პრეზიდენტ ზელენსკის დავუდასტურე, რომ  ჩვენ ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება, კერძოდ საჰაერო თავდაცვა. უკრაინის ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზარალდა რუსული თავდასხმების შედეგად. ზამთრამდე უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ სწრაფად მოვახდენთ საერთაშორისო თანამეგობრობისა და კერძო სექტორის მობილიზებას”, – აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი.  

მეტი...

რუსეთი ამტკიცებს, რომ დასავლეთი მსოფლიოს გლობალური ომისკენ ექაჩება

რუსეთის ფედერაცია დასავლეთს ისევ თავს ესხმის და აცხადებს, რომ მისი ინტერესი მსოფლიო გლობალური ომის გაჩაღებაა. კერძოდ, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს გლობალური ომისკენ უბიძგებენ. „ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. დასავლეთის ქვეყნები მსოფლიოს უბიძგებენ გლობალური ომისკენ. მხოლოდ რუსეთის სრული და საბოლოო გამარჯვება არის გარანტი მსოფლიო კონფლიქტის წინააღმდეგ”, – აცხადებს მედვედევი. ის დასავლელი ლიდერების ფრაზების ანალიზსაც ახდენს და ასკვნის, რომ რასაც ისინი აცხადებენ, რუსეთისთვის დიდი საფრთხეა. ისინი ამბობენ,  რომ  რუსეთს არ უნდა მივცეთ ომის მოგების საშუალება. რას ნიშნავს ეს სინამდვილეში?  თუ რუსეთი არ იმარჯვებს, მაშინ, როგორც ჩანს, უკრაინა…

მეტი...

უკრაინა ირანს რუსეთის მხარდაჭერასა და იარაღების მიწოდებაში ადანაშაულებს

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ნოემბერში ირანიდან რუსეთში  200 საბრძოლო დრონის გაგზავნა იგეგმება. უკრაინული მხარე დრონების მოდელსაც ასახელებს, რაც ირანმა რუსეთს უნდა მიაწოდოს. საუბარია Shahed-136, Mohajer-6 და Arash-2 ტიპის ირანულ საბრძოლო დრონებზე. „უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება კასპიის ზღვის გავლით ასტრახანის პორტში მოხდება. დრონები დაშლილ მდგომარეობაში გაიგზავნება. მომავალში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ თავიდან ააწყობენ, გადაღებავენ და რუსულ მარკირებას გაუკეთებენ”, – აღნიშნულია უკრაინული დაზვერვის ინფორმაციაში.  

მეტი...

მარცვლეულის ექსპორტზე თურქეთის პრეზიდენტი ზელენსკისა და პუტინთან დიალოგს გამართავს

უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით, რომელიც პუტინის გადაწყვეტილებით შეჩერებულია, ერდოღანი ორივე მხრესთან მოლაპარაკებას გეგმავს. როგორც თურქეთის საგარეო მინისტრ აცხადებს, თურქული მხარე შეეცდება, პუტინი დაარწმუნოს, რომ ხელშეკრულება განაახლოს. „ჩვენი პრეზიდენტი დაელაპარაკება პუტინს და ზელენსკის უახლოეს დღეებში. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ ამას გადავლახავთ… მარცვლეულის შესახებ შეთანხმება ყველასთვის სასარგებლო იქნება”, – აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავუშოღლუ.

მეტი...

მკვლელობა სანადირო თოფით – პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 30 ოქტომბერს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფლავაკეში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით დაზარალებულს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც   სასჯელის სახედ და ზომად 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მეტი...

,,რაც არ უნდა თქვას “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი”- ხატია დეკანოიძე

,,რაც არ უნდა თქვას “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი,” – ამის შესახებ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ  განაცხადა. მისი თქმით, ოლიგარქია არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და ის, ვინც ეს არ იცის, დეკანოიძე ურჩევს “დაგუგლოს”. ,,რაც არ უნდა თქვას “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილი არის ოლიგარქი, სწორედ ამიტომ კანონმდებლობას, რაც პირდაპირ, იდენტურად გადმოიტანეს უკრაინიდან, განვიხილავთ არა მხოლოდ არასაკმარისად, არამედ ყალბად და მხოლოდ ფასადურად. არ მივიჩნევთ, რომ ეს კანონმდებლობა არის ადეკვატური იმ საფრთხეების მიმართ, რომელიც ქვეყანას აქვს. ოლიგარქია არის ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენა და ის, ვინც ეს არ იცის, ვურჩევდი “დაგუგლოს” – ეს არის…

მეტი...

ირანი ემზადება რუსეთისთვის დამატებითი იარაღის, მათ შორის, ბალისტიკური რაკეტების გასაგზავნად – ”სიენენი”

,,სიენენის” ინფორმაციით, ირანი ემზადება, რომ რუსეთს დაახლოებით 1 000 დამატებითი იარაღი, მათ შორის მცირე დისტანციის ბალისტიკური რაკეტები და დრონები გაუგზავნოს. უცნობია ზუსტი დრო, როდის ჩავა იარაღი რუსეთში. გამოცემის ცნობით,  ირანმა რუსეთს უკვე გაუგზავნა დაახლოებით 450 დრონი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში უკვე გამოიყენა. მათივე ინფორმაციით, ახალი შესაძლო გადაზიდვა ნიშნავს რუსეთის ომის მიმართ ირანის მხარდაჭერის მნიშვნელოვან ზრდას.  

მეტი...

,,რუსული რეპუტაციის პარლამენტის დატოვება უნდა ნიშნავდეს ხელისუფლებისთვის კრიზისის შექმნას”- ნიკა მელია

,,რუსული რეპუტაციის პარლამენტის დატოვება უნდა ნიშნავდეს ხელისუფლებისთვის კრიზის შექმნას,” – ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. მისი თქმით, დეპუტატების მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა პარლამენტის დატოვებასთან დაკავშირებით ხელისუფლება ჩიხში უნდა შეიყვანოს და სახელმწიფო ჩიხიდან უნდა გამოიყვანოს. „ვაცნობიერებ, რომ ოპოზიციურ პლატფორმაზე არის განსხვავებული პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით. მე გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებას პატივს ვცემ, ისე როგორც სხვა ადამიანის მოსაზრებას, რომელსაც განსხვავებული პოზიცია აქვს. მე მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ქართული ოპოზიციის რეალობის, რუსული რეპუტაციის პარლამენტის დატოვება უნდა ნიშნავდეს ხელისუფლებისთვის კრიზის შექმნას და ასეთ შემთხვევაში, მე ეჭვი…

მეტი...

ოკუპირებულ აფხაზეთში მაღაზიებიდან ამოიღეს პროდუქცია, რომელზეც საქართველოს დროშა იყო გამოსახული

ოკუპირებულ აფხაზეთში  ე.წ. პროკურატურის თანამშრომლებმა გუდაუთის, გაგრის, სოხუმისა და სხვა ქალაქების მაღაზიებში გამოავლინეს პროდუქცია, რომელზეც საქართველო გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში იყო გამოსახული. დე ფაქტო „უწყების“ ინფორმაციით, მაღაზიებში აღმოაჩინეს 74 ქილა „ხაშის“ კონსერვი,  11 ბოთლი ქართული მინერალური წყალი – „ბორჯომი“, „ნაბეღლავი“, „ლიკანი“ და „საირმე“. ე.წ. პროკურატურაში განაცხადეს, რომ ხსენებული პროდუქცია აფხაზეთში ინდივიდუალურ მეწარმეებს შეჰქონდათ და მათი უმეტესობა რუსეთშია წარმოებული. აფხაზეთის ე.წ. სასურსათო ზედამხედველობის სამსახურმა ხსენებული პროდუქცია გაყიდვიდან ამოიღო. მათი მტკიცებით, დაირღვა „აფხაზეთის საბაჟო კანონმდებლობა“ და ინდმეწარმეებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ. ამასთან,  ოჩამჩირის სკოლა-ინტერნატში მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი „ატლასი“ აღმოაჩინეს, რომლის ყდის წინა…

მეტი...

სანა მარინი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, სწრაფად დააკმაყოფილონ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი

ფინეთი თურქეთსა და უნგრეთს მოუწოდებს, სწრაფად დააკმაყოფილონ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი. ამის შესახებ განცხადება ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანნა მარინიმ გააკეთა. „ყველას ყურადღება ახლა უნგრეთსა და თურქეთზეა მიმართული. ჩვენ ველოდებით ამ ქვეყნებს, რომ განაცხადის რატიფიკაცია მოხდეს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ეს დროულად მოხდეს“, – განაცხადა მარინიმ. ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი მაისში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გააკეთეს.

მეტი...

სერბეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

მედიის ინფორმაციით, სერბეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა კოსოვოს გარშემო შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო. კოსოვოს ხელმძღვანელობამ  მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, კოსოვოს ტერიტორიაზე სერბული სანომრე ნიშნიანი ავტომობილებით გადაადგილება იკრძალება. დღეიდან სამი კვირის განმავლობაში სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებსაც კოსოვოს სანომრე ნიშნები არ ექნებათ, გააფრთხილებენ და შემდგომი ორი თვის განმავლობაში დაჯარიმდებიან. სერბეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სერბეთის არმია სერბეთის მოქალაქეების, მათ შორის კოსოვოში მცხოვრები სერბების დაცვისას, მზადაა პრეზიდენტის ნებისმიერი ბრძანების შესასრულებლად.

მეტი...

,,კრემლი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში ლონდონის მონაწილეობას უპასუხოდ არ დატოვებს”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით,  შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში ლონდონის მონაწილეობას უპასუხოდ არ დატოვებენ. მისივე თქმით, მოსკოვი დამატებითი ნაბიჯების გადადგმას განიხილავს. „ასეთი ქმედებების რეაგირების გარეშე დატოვება არ შეიძლება. ცხადია, ჩვენ ვიფიქრებთ დამატებით ნაბიჯებზე, ამის გარეშე არ შეიძლება“, – განაცხადა პესკოვმა. პესკოვის მტკიცებით, რუსეთის სპეცსამსახურებს აქვთ მონაცემები, რომლებიც ადასტურებს, რომ სევასტოპოლში რუსულ გემებზე თავდასხმა ბრიტანელ სამხედროებთან კონსულტაციით ხდებოდა.

მეტი...

ნიკა გვარამიას განაჩენი სააპელაციო სასამართლოში ხვალ გამოცხადდება

”მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია ხვალ, 2 ნოემბერს გამოაცხადებს. განაჩები დილის 11 საათზე გამოცხადდება. მოსამართლეთა კოლეგია მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა. ცნობისთბის, ნიკა გვარამია სასამართლომ ნაწილობრივ დამნაშავედ ცნო, მის მიმართ წარდგენილი მუხლების ნაწილი 220-ე მუხლით გადაუკვალიფიცირა და მას სასჯელის სახით 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა. ნიკა გვარამია ცნობილი იქნა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ორ ეპიზოდში, რომელიც “პორშესა” და 6 მილიონ 700 000 ლარის გაფლანგვის ეპიზოდს ეხებოდა.

მეტი...

აშშ უკრაინას $275 მილიონის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

პენტაგონი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. დახმარება მოიცავს  საბრძოლო მასალასა და სხვა საშუალებებს, რომელთა საერთო ღირებულება 275 მილიონი დოლარია. კერძოდ, პაკეტში შედის: დამატებითი საბრძოლო მასალა HIMARS-ებისთვის; 500 მაღალი სიზუსტის 155 მმ საარტილერიო ჭურვი; 1300-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა (მრავალფუნქციური თავდასხმის იარაღი SMAW, AT4); 125 Army Humvee-ის სატვირთო; ოთხი სატელიტური საკომუნიკაციო ანტენა. პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელის თქმით, HIMARS უკრაინელებს ბრძოლის ველზე ვითარების შეცვლაში მნიშვნელოვნად ეხმარება.

მეტი...

,,ემირატებში ვიზიტის დროს, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები”- ლევან დავითაშვილი

,,ემირატებში ვიზიტის დროს, განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ ძალიან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკების პირველი რაუნდი სექტემბერში, რომელიც გულისხმობს ორ ქვეყანას შორის საყოველთაო ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას. როგორც ჩვენმა კოლეგებმა დაადასტურეს, მომავალი წლის დასაწყისში უკვე შესაძლებელი იქნება, მეორე რაუნდის დასრულების შედმეგ, ასეთი შეთანხმება გაფორმდეს ქვეყნებს შორის, რაც მოიცავს მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია,” – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდება, რომ წახალისდეს საქართველოში ინვესტიციები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის. „ამ შეთანხმების…

მეტი...

,,ვფიქრობ, 2023 წლის ზაფხულში უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს”- ბენ ჰოჯესი

,,ვფიქრობ, რომ 2023 წლის ზაფხულში უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს. მათ შორის ყირიმის დეოკუპაციაც მოხდება,”- ამის შესახებ აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა ევროპაში,  ბენ ჰოჯესმა განაცხადა. მისი თქმით,  წლის ბოლომდე უკრაინელები მტერს აიძულებენ 23 თებერვლამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდნენ. ,,ვფიქრობ, რომ 2023 წლის ზაფხულში უკრაინა ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს. მათ შორის ყირიმის დეოკუპაციაც მოხდება. წლის ბოლომდე კი უკრაინელები მტერს აიძულებენ 23 თებერვლამდე არსებულ პოზიციებს დაუბრუნდნენ.  ომში მონაწილე მხარეებს წინ ძლიერი ზამთარი ელოდებათ, თუმცა დარწმუნებული ვარ უკრაინელები უკეთ მომზადებულები არიან. ამის მიზეზი კი საკუთარი ტერიტორიის დაცვაა. მსოფლიოს 50 ქვეყანა ერთსულოვნად ცდილობს უკრაინას მაქსიმალურად მიაწოდოს ის…

მეტი...

,,პრაიმერიზი იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის”- რომან გოცირიძე

,,პრაიმერიზი იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, გამოკითხვა პრაიმერიზის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებით დასრულდება. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის მზად არის, კოორდინაციისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ არა მექანიკური გაერთიანებისთვის. „როგორც მოვისმინეთ, მთავარი იდეა ისაა, რომ ოპოზიცია იყოს ერთი საარჩევნო ნომრით, ერთი ოპოზიციური სიით, ოღონდ, ამ სიაში ყველა პარტია არ იქნება შერჩეული ერთ ბლოკად გავიდეს, თუმცა ბლოკი კანონში არ არის. ერთ ქვაბში ყველას ჩაყრის იდეას ჩვენ არ ვემხრობით. ჩვენ ვართ თანამშრომლობისა და კოორდინაციის მომხრე, ოპოზიციის ფართო ფრონტით საარჩევნო…

მეტი...

პარლამენტში სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატების მოსმენის პროცესი გრძელდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ კანდიდატს, მაკა მინდიაშვილს მოუსმინა.  კანდიდატის განცხადებით, სახალხო დამცველი უნდა იყოს შემაკავშირებელი რგოლი ხალხსა და მთავრობას შორის. „სახალხო დამცველი ვალდებულია განიხილოს ყველა საჩივარი და ილაპარაკოს იმ ჯგუფების სახელით, რომელთა საჩივრებიც წარდგენილი იქნება. ომბუდსმენის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, ჩემი პრიორიტეტი იქნება ადამიანის უფლებების და თავისუფლების დაცვა, მათ შორის, მზრუნველობამოკლებული ბავშვების, მრავალშვილიანი ოჯახების, ძალადობის მსხვერპლი ქალების, პატიმრების და სოციალურად დაუცველი პირების. ვაპირებ დავიწყო სამართლებრივი ბრძოლა საბანკო პროცენტის დაწევაზე“, – აღნიშნა მაკა მინდიაშვილმა.  სახალხო დამცველობის კანდიდატმა ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების მიერ…

მეტი...

აშშ უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის 8 სისტემას გადასცემს. არსებული ინფორმაციით, ორი მათგანი უკრაინაში უახლოეს მომავალში განთავსდება. ,,შეერთებულმა შტატებმა უკრაინას უკვე მიაწოდა 1400 ერთეული Stinger-ი, ანუ მცირე დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენმა მოკავშირეებმა და პარტნიორებმა ასევე მიაწოდეს მნიშვნელოვანი რაოდენობის საზენიტო სარაკეტო სისტემები. შეერთებულმა შტატებმა ასევე დადო პირობა  NASAMS-ს 8 სისტემა და მასთან დაკავშირებული საბრძოლო მასალები. ორი მათგანი უკრაინაში უახლოეს მომავალში განთავსდება და კიდევ ექვსის მიწოდება მოგვიანებით მოხდება“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

მეტი...

,,პუტინის მოწვევა დიდი ოცეულის სამიტზე უნდა გაუქმდეს” – უკრაინის საგარეო უწყების მოთხოვნა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გააუქმოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევა G20-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად. უწყების განმარტებით, პუტინი ”იდაყვებამდე სისხლიანი ხელებით არ უნდა იჯდეს ერთ მაგიდასთან მსოფლიო ლიდერებთან”. ,,პუტინმა საჯაროდ აღიარა, რომ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების ბრძანება გასცა. იდაყვებამდე სისხლიანი ხელებით არ უნდა იჯდეს ერთ მაგიდასთან მსოფლიო ლიდერებთან. პუტინის მოწვევა ბალის სამიტზე უნდა გაუქმდეს და რუსეთი უნდა გაირიცხოს დიდი ოცეულიდან” – წერს Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო.

მეტი...

,,რა მოაქვს “რუსულ მშვიდობას” უკრაინელებისთვის? –  ტკივილი, ტანჯვა და განადგურება”- ზელენსკი

,,რა მოაქვს “რუსულ მშვიდობას” უკრაინელებისთვის? –  ტკივილი, ტანჯვა და განადგურება,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. ,,რა მოაქვს “რუსულ მშვიდობას” უკრაინელებისთვის? S-300 რაკეტები საცხოვრებელ კორპუსებში, საერთო საცხოვრებლებში, უნივერსიტეტებში. ტკივილი, ტანჯვა და განადგურება. ეს არის ის მოლაპარაკებები, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ? ტერორისტები. თქვენი ცინიკური ტაქტიკის ერთადერთი შესაძლო შედეგი იქნება დამარცხება და სამართლიანი სასჯელი ყველა დანაშაულისთვის,”- წერს ზელენსკი,

მეტი...

,,პრაიმერიზზე საუბრით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაფაროს ის კრიზისი და რღვევა, რაც შიგნით მიმდინარეობს”- თალაკვაძე

,,პრაიმერიზზე საუბრით რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, გადაფაროს ის კრიზისი და რღვევა, რაც შიგნით მიმდინარეობს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, “რადიკალურ ოპოზიციურ ბანაკში დაწყებულია რღვევის სერიოზული პროცესი, მათ არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არა აქვთ მომავლის გეგმა”. „კარგად ხვდებიან, რომ ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები. კარგად ხვდებიან, რომ თავის ამომრჩეველს რაღაც უნდა შესთავაზონ, არ ჰყავთ მომავლის ლიდერები, არ აქვთ სამომავლო გეგმა და ჩართული არ არიან საპარლამენტო საქმიანობაში. ეს არის ახალი სატყუარა, თუ ახალი ტყუილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ის ამომრჩეველი, რომელმაც რადიკალურ ოპოზიციას ხმა ერთხელ უკვე მისცა და…

მეტი...

,,აშშ ამაყობს, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა და მუშაობა”- კელი დეგნანი

,,აშშ ამაყობს შესაძლებლობით, რომ ეხმარება ქართველ მოსამართლეებს თავიანთ ძალისხმევაში, გააუმჯობესონ პროგრამების ეფექტურობა და ფუნქციონირება, რათა გადაწყვეტილებების მიღება დაფუძნებული იყოს მტკიცებულებებზე,”– ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩს დაუსვეს შეკითხვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ლევან მურუსიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც მოსამართლეების ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტები გააკრიტიკა. „მქონდა პატივი, შევხვედროდი ბევრ ქართველ მოსამართლეს სასამართლოს ყველა დონეზე ჩემი აქ ყოფნის განმავლობაში. მათ შორის არიან რეგიონის მოსამართლეები. მოვისმინე ყველა მათგანისგან აზრთა ურთიერთგაცვლის შესახებ აშშ-ში ვიზიტის დროს. არის ტრენინგები, ჩვენ ვკრებთ ამერიკელ მოსამართლეებს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებისთვის. ასევე, მოვისმინე მათგან, რომ დაინტერესებული არიან მეტი ვიზიტით,…

მეტი...

,,პრაიმერიზი დღეს ვინმეს თუ აწყობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“- ნიკა მელია

,,ვინმეს თუ დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა ტიპის ნომინაციაში გაიმარჯვებს,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, მსგავსი გეგმის განხორციელება ჩიხში ოპოზიციას შეიყვანს და არა ხელისუფლებას. „ნაციონალური მოძრაობა“ მომართულია თანამშრომლობისთვის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც რეალურად სურს ცვლილება ამ ქვეყანაში და ვინც რეალურად უპირისპირდება ოლიგარქიული ტიპის მმართველობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გამონაკლისის გარეშე უნდა მოხდეს თანამშრომლობა, რათა მიტაცებული სახელმწიფო დაუბრუნდეს ხალხს. რაც შეეხება კონკრეტულ პრაიმერიზს, თუ ვინმეს დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც უცხო…

მეტი...

სემეკსა და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და კიბერუსაფრთხოების ეროვნულ ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გაგნიძემ. მემორანდუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციული შეხვედრების, სწავლებისა და ტრენინგების ერთობლივი ორგანიზება, კიბერუსაფრთხოების მდგრადობისა და ინფორმაციული საზოგადოების შესაძლებლობების გაძლიერება. მხარეები ითანამშრომლებენ კიბერუსაფრთხოების საკომუნიკაციო სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში და უზრუნველყოფენ კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული ერთობლივი კვლევების განხორციელებას. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებისთვის კიბერუსაფრთხოება უმნიშვნელოვანესი საკითხია. სემეკში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კიბერუსაფრთხოების თემატიკას. უნდა აღინიშნოს, რომ სემეკის თანამშრომელთა მიერ…

მეტი...

თბილისში ოთხოთახიანი ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თბილისში განსახლების მსურველი ოთხოთახიანი ბინის კანდიდატი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, განაცხადის შევსება თბილისში, 2013 წლის პირველ ივნისამდე რეგისტრირებულ 7-8 სულიან დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით განაცხადის გაკეთება, 30 ნოემბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა; გორი, სამების ქუჩა N1; რუსთავი, კოსტავას ქ.N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106

მეტი...

,,მარგველაშვილს რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, დღეს არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე საუბარი”- გოცირიძე

,,მარგველაშვილმა თქვა, პარლამენტი დატოვეთო, მას რომ დაეტოვებინა პრეზიდენტის პოსტი, როცა ჩაგრავდნენ, ჩვენ არ მოგვიწევდა პარლამენტის დატოვებაზე დღეს საუბარი,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნები უკვე  მოვიდა, სჯობს, ოპოზიცია არჩევნებისთვის მოემზადოს და რა მინიმალური რესურსებიც აქვთ, ის გამოიყენონ. „მათ ურჩევნიათ, ვიყოთ ქუჩაში, რათა მოვწყდეთ საერთაშორისო ურთიერთობებს. თუ დეპუტატის სტატუსი არ გაქვს, არც ერთი კონგრესმენი არ შეგხვდება და არც პარტნიორები არ დაიჭერენ ურთიერთობას. ვინც ამბობს, მანდატი დატოვეთო, ვაშინგტონში სწორედ პარლამენტის სტატუსით ხვდებიან ჩვენს პარტნიორებს. ეს ყველაფერი სასაცილოა. უკვე არჩევნები მოვიდა, სჯობს, არჩევნებისთვის მოვემზადოთ და რა მინიმალური რესურსებიც…

მეტი...

საბერძნეთში ნავი, რომელსაც მიგრანტები გადაყავდა ჩაიძირა

საბერძნეთში, კუნძულ ევიასთან თურქეთიდან შესული ნავი, რომელსაც მიგრანტები გადაყავდა, ჩაიძირა. არსებული ინფორმაციით, ნავზე დაახლოებით, 68 ადამიანი იმყოფებოდა. სანაპირო დაცვის ცნობით, 9 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. სამაშველო ოპერაციებში ვერტმფრენი და ორი ნავია ჩართული.

მეტი...

„კეზეროვიჩების“ განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძეზე” სამუშაოები დასრულებულია. მისივე თქმით,  როგორც კი დასრულდება „გოცირიძის“ მეტროს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი მაშინვე გაიხსნება. “კეზეროვიჩების” განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო. რაც შეეხება „გოცირიძის“ მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი. როგორც კი დასრულდება ექსპლუატაციაში მიღების პროცესი მაშინვე გაიხსნება”,- განაცხადა კალაძემ. ცნობისთვის, ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორმა, ლაშა ფარულავას განაცხადა: „ის, რომ მეტროსადგური „გოცირიძე“ ჯერ კიდევ არ არის გახსნილი, ნათელი დადასტურებაა, როგორ ჭაობშია თბილისის მერია – კორუფციის, გულგრილობის, უპასუხისმგებლობის “ . მისივე თქმით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ გასულ წელს გაფორმდა და სამუშაოები…

მეტი...

,,8 საათი იდგა ოპერაციაზე, ცუდად გახდა მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა”- ექიმი პროფესიული მოვალეობის შესრულებას ემსხვერპლა

ზესტაფონში, ქირურგი, რომელიც  23 წლის დაჭრილი ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, ოპერაციის შემდეგ ინფარქტით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი  “ყველაფერი მედიცინაზე” ავრცელებს. ,,ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე, ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად. ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა, გვერდის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად ქართულ სამედიცინო საზოგადოებას. ყოველთვის გვემახსოვრებ, რომ შენ აირჩიე ფიცის ერთგულება, სიცოცხლის ფასად”, – წერია გავრცელებულ პოსტში. ცნობისთვის, მკვლელობა ზესტაფონში, გუშინ, 31 ოქტომბერს მოხდა, მას წინ უძღოდა ორ პირს შორის დაპირისპირება. თანასოფლელმა ახალგაზრდა…

მეტი...

,,დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს არ ვუჭერთ, მიგვაჩნია, რომ ახლა ეს საერთოდ არ არის საჭირო”- იაგო ხვიჩია

,,დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს არ ვუჭერთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ ახლა ეს საერთოდ არაა საჭირო, სხვა პრობლემები გვაქვს,”- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, სინამდვილეში პრობლემა ერთპიროვნული მმართველობაა. „მოგეხსენებათ, ჩვენ დეოლიგარქიზაციის კანონს მხარს არ ვუჭერთ. მეტიც, მიგვაჩნია, რომ ახლა ეს საერთოდ არაა საჭირო, სხვა პრობლემები გვაქვს. რომელიღაც ქვეყანას რომ რაღაც პრობლემა აქვს, ჩემი აზრით, ამის ავტომატურად ჩვენთან გადმოტანა სწორი არ არის. სხვა პრობლემაც გვაქვს, მთავარია პოლარიზაცია. ქართველებს შეწყვეტილი გვაქვს ერთმანეთთან საუბრის რეჟიმი და საუბრის ნაცვლად, ვცდილობთ, შანსი არ გავუშვათ და ერთმანეთთან ვიჩხუბოთ. ეს არის მთავარი პრობლემა ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის გზაზე და ამ პრობლემის არდანახვა შეუძლებელია. სინამდვილეში, პრობლემა არის სხვა…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს ხელყოფილი იყო თავისუფლება, ასეთი მიდგომების გამო არიან იქ, სადაც არიან”- კახა კალაძე

,,ასეთი მიდგომები რომ ჰქონდათ ქართველ ხალხთან, როგორც უსწორდებოდნენ, იმიტომ იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებიან, ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება,” – ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე  „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებას. კალაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სიტყვის გამოხატვის თავისუფლება ხელყოფილი იყო. „ეს მიდგომები რომ ჰქონდათ ქართველ ხალხთან, როგორ უსწორდებოდნენ, იმიტომ იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებიან, ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. რას ნიშნავს წესრიგის დამყარება მათი შეფასებით – პირდაპირ ხელყოფა იყო განსხვავებული აზრის, თავისუფლების, სიტყვის გამოხატვის თვალსაზრისით. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო 2012 წელს და მთელი ამ…

მეტი...