ილონ მასკი ირიბად პოლიტიკაში ერთვება და ამომრჩევლებს მიმართავს

ილონ მასკი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და ამომრჩევლებს ურჩევს, ვის მისცენ შუალედურ არჩევნებში ხმა. მისი განცხადებით, ამომრჩევლებმა მხარდაჭერა „რესპუბლიკელებს“ უნდა გამოუცხადონ. „დამოუკიდებელ ამომრჩევლებს: გაზიარებული ძალაუფლება აკავებს ორივე პარტიის ყველაზე ცუდ ექსცესებს. ამიტომ, მე გირჩევთ, ხმა მისცეთ „რესპუბლიკურ კონგრესს“ იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი დემოკრატია. მყარი „დემოკრატები“ ან „რესპუბლიკელები“ არასდროს აძლევენ ხმას მეორე მხარეს, ამიტომ, დამოუკიდებელი ამომრჩევლები არიან ისინი, ვინც სინამდვილეში წყვეტს, ვინ იქნება პასუხისმგებელი“, – ასეთია ილონ მასკის გზავნილი. აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ხვალ, 8 ნოემბერს იმართება.  

მეტი...

64% ნატოში გაწევრიანებას მტკიცედ ეთანხმება

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) კვლევით, საქართველოს „ნატო“-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 64% მტკიცედ ემხრობა; 14% – გარკვეულწილად ემხრობა; 5% –  გარკვეულწილად ეწინააღმდეგება; 12% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება; 5% – კი კითხვას ვერ პასუხობს. ადრინდელ გამოკითხვასთან შედარებით, „ნატო“-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილის 4%-ით. კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს.

მეტი...

70% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის მიხედვით, გამოკითხული საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს. კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გამოკითხულთაგან 70% ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცედ ეთანხმება; 15% –  გარკვეულწილად ეთანხმება; 3% – გარკვეულწილად ეწინააღმდეგება; 7% – კატეგორიულად წინააღმდეგია; 5% კი აცხადებს, რომ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

მეტი...

35% პოლიტიკურ სუბიექტებს არ ენდობა

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 35%-ს პოლიტიკური სუბიექტების მიმართს უნდობლობა გააჩნია. საზოგადოებრივი აზრის კვლევის, გაზრდილია მათი რაოდენობა, ვისაც პარტიბის არ სჯერა. კითხვაზე, ენდობით თუ არა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს, კვლევის შედეგები შემდეგია: ნდობა – 15% არც ნდობა, არც უნდობლობა – 49% უნდობლობა – 35% არ ვიცი/ უარი პასუხზე – 1%  

მეტი...

გამოკითხულთა 72% არსებულ პარტიებს არ ენდობა და ახალი პოლიტიკური სუბიექტების ხილვა სურს

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევით,  მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილია, პოლიტიკურ არენაზე ახალი პარტიები ფიგურირებდნენ. კითხვაზე, გსურთ თუ არა, იხილოთ ახალი პოლიტიკური პარტიები მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე თუ კმაყოფილი ხართ არსებული არჩევანით, შედეგი შემდეგნაირად გადანაწილდა: გამოკითხულთა 72%-ს ახალი პარტიების ხილვა სურს; 22%-ს ამჟამინდელი არჩევანი აკმაყოფილებს; კითხვაზე პასუხი არ აქვს შვიდ პროცენტს.

მეტი...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში?!

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევით, გამოკითხულთა 33% კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტს ხმას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა. კითხვაზე:  რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას არავითარ შემთხვევაში, 33%  „ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს. დანარჩენი პროცენტული მაჩვენებელი კი ასე გადანაწილდა: 30 პროცენტი – „ქართულ ოცნება“; „პატრიოტთა ალიანსს“ – 18 პროცენტი; „კონსერვატიულ მოძრაობა – ალტ ინფო“  – 15 პროცენტი; „ევროპულ საქართველოს – გიგა ბოკერია“  – 14 პროცენტი; „გირჩი – მეტი თავისუფლებას“  – 12 პროცენტი; „გირჩი“ –  12 პროცენტი; „ლეიბორისტულ პარტია“ –  რვა პროცენტი; „დროას“  – შვიდი პროცენტი; „ლელოს“  – ექვსი პროცენტი; „სტრატეგია აღმაშენებელი“ –  ხუთი პროცენტი; „მოქალაქეები“ – ხუთი…

მეტი...

გამოკითხულთა 34% ვადამდელ არჩევნებს არ ემხრობა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% მხარს არ უჭერს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ·         34% – ცალსახად მხარს უჭერს ·         34%- ცალსახად ეწინააღმდეგება ·         18%- გარკვეულწილად მხარს უჭერს ·         8%- გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ·         6%- არ ვიცი / პასუხი არ გასცა ამავე კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკითხული მხარდამჭერთა 65% ცალსახად მხარს უჭერს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, მაშინ როცა „ქართული ოცნების“ გამოკითხული მხარდამჭერების 68% აღნიშნულს ცალსახად ეწინააღმდეგება.…

მეტი...

გამოკითხვით, არჩევნებში ხმას „ქართულ ოცნებასა“ და ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდნენ

​IRI-ის გამოკითხვით, პოლიტიკურ პარტიებს შორის, ლიდერი ისევ ორი პოლიტიკური სუბიექტია. მიმდინარე კვირას საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთაგან 25% „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს,  ხოლო 12% – „ნაციონალურ მოძრაობას“. პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარია“  – სამი პროცენტი; „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ –  სამი პროცენტი; „სტრატეგია აღმაშენებელი – გიორგი ვაშაძე“ –  ორი პროცენტი; „დროა – ელენე ხოშტარია“ –  ორი პროცენტი; „ლეიბორისტული პარტია – შალვა ნათელაშვილი“ – ორი პროცენტი; პარტია „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – ორი პროცენტი; „გირჩი“ – ორი პროცენტი; „პატრიოტთა ალიანსი“ – ორი პროცენტი, „ლელო“ – ერთი პროცენტი,…

მეტი...

გამოკითხულთა 85% ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერია

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხული საქართველოს მოსახლეობის 85% სრულად ან ნაწილობრივ, ევროპულ მისწრაფებებს უჭერს მხარს. აქედან, 60% ის მხარდაჭერა უცვლელია იმის მიუხედავად, რომ ეს არჩევანი შეიძლება დაკავშირებული იყოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტასთან. „საქართველოს მოქალაქეებში მოთხოვნა, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი კვლავ მაღალია. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს მოქალაქეების მრავალწლიანი, ურყევი სურვილი, რომ დაუბრუნდნენ ევროპულ ოჯახს, რასაც ჩვენი ბოლო კვლევაც ადასტურებს“, -აცხადებს სტივენ ნიქსი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორი. გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეები არ ემხრობიან ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას. 78% წინააღმდეგია, რუსეთის მოქალაქეები ჩვენს ქვეყანაში უვიზოდ შემოვიდნენ, ბიზნესის რეგისტრაცია…

მეტი...

პატრიარქი, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი – გამოკითხვის ლიდერები 

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, გამოკითხულს (88%) პატრიარქი ილია მეორე მოსწონს. პატრიარქი კვლევაში პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზეა თბილისის მერი კახა კალაძე 51%-ით, მესამეზე კი ირაკლი ღარიბაშვილი – 44 პროცენტით. პერსონების მოწონების რეიტინგი შემდეგია: პატრიარქი ილია მეორე – 88 %; კახა კალაძე – 51%; ირაკლი ღარიბაშვილი – 44 %; ანა დოლიძე – 40 %; სალომე ზურაბიშვილი – 38%; დავით უსუფაშვილი – 38%; ნინო ლომჯარია – 38 %; გიორგი გახარია – 37%; გიორგი ვაშაძე – 37%; ბიძინა ივანიშვილი – 36%; ირაკლი კობახიძე – 34%; ელენე ხოშტარია – 33%; მიხეილ სააკაშვილი – 33%; შალვა ნათელაშვილი – 33%; ნიკა მელია – 32%; ხატია დეკანოიძე – 31%; ალეკო…

მეტი...

„დრო იწურება, ჩვენი სიცოცხლის ბრძოლაში ვართ და ვმარცხდებით“ – ანტნიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, დრო იწურება, ჩვენ ჩვენი სიცოცხლის ბრძოლაში ვართ. აღნიშნული გზავნილი გაეროს გენერალურმა მდივანმა ეგვიპტეში, გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაზე, მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა. მისი თქმით, მსოფლიო „კლიმატური ჯოჯოხეთის“ გზატკეცილზეა შემდგარი. „კაცობრიობამ უნდა ითანამშრომლოს ან დაიღუპოს. ჩვენ კლიმატური ჯოჯოხეთის გზატკეცილზე ვართ შემდგარი  და ფეხი,  ჯერ კიდევ, აქსელერატორზე (სპეციალური პედალი) გვაქვს მიბჯენილი. სათბურის აირების გამონაბოლქვი ზრდას განაგრძობს, გლობალური ტემპერატურა მატულობს და ჩვენი პლანეტა სწრაფად უახლოვდება იმ წერტილს, რომელიც კლიმატურ ქაოსს შეუქცევადს გახდის“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა. მან უკრაინის თემაც ახსენა და აღნიშნა, რომ ამ ომმა მნიშვნელოვანი,…

მეტი...

„არ ვაპირებ ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას“ – ლევან მურუსიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ ის არავის ლიკვიდაციას აპირებს და ეს თემა მოგონილია. „გჯერათ, რომ ლევან მურუსიძე აპირებს ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას? სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არ ვაპირებ ბესო ალავიძის და მისი ოჯახის ლიკვიდაციას, მოგონილია ეს, ამიტომ ამ თემისგან არაფერი გამოვა“ – განაცხადა მურუსიძემ ჟურნალისტებთან. შეგახსენებთ, რომ ყოფილი მოსამართლის, ბესარიონ ალავიძის თქმით, ის არ გამორიცხავს მისი ლიკვიდაციის მცდელობას, რადგანაც ის სასამართლო სისტემაზე მწვავე განცხადებებს აკეთებს. როგორც მურუსიძე განმარტავს, ალავიძის განცხადებები ცილისწამებაა. „ძალიან გთხოვთ, რომ ნუ ცდილობთ ისე გააკეთოთ, რომ იყოთ არაობიექტურები და ჩირქი…

მეტი...

სეზონური გრიპის ვაქცინაცია 15 ნოემბრამდე უფასო იქნება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება, დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ მქონე პირებმა მიიღეს. 15 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.

მეტი...

,,დანაშაულის ჩადენის შემდეგ არავინ არ უნდა ამოეფაროს ჟურნალისტებს, ან პოლიტიკურ პარტიას”- არჩილ თალაკვაძე

,,სახელმწიფოში დანაშაულის ჩადენის შემდეგ არავინ არ უნდა ამოეფაროს ჟურნალისტებს, ან პოლიტიკურ პარტიას,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ,,ევროინტეგრაცია ნიშნავს კანონის უზენაესობას და ასევე იმას, რომ სახელმწიფოში დანაშაულის ჩადენის შემდეგ არავინ არ უნდა ამოეფაროს ჟურნალისტებს, ან პოლიტიკურ პარტიას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეს არის ევროპის ფუნდამენტური პრინციპი.  მინდა, გაგახსენოთ ქალბატონი პრეზიდენტის კომენტარი, როცა შეწყალებაზე კითხვა დაუსვეს, მან განაცხადა, რომ არ აპირებს შეწყალებას – განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ევროპარლამენტარემა ღია წერილით მიმართეს, ისინი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.  

მეტი...

„მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ჰუმანიტარულ საფუძვლებზე გაათავისუფლოს ციხიდან მიხეილ სააკაშვილი”- ევროპარლამენტარები

,,მაშინ, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება, ჯერ კიდევ განიცდის სათანადო მკურნალობის დანაკლისს, რაც იწვევს საფრთხეს მისი სიცოცხლისთვის“, – ამის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციაშია ნათქვამი,  რომლის შესწორებებიც რამდენიმე ევროპარლამენტარმა მოამზადა. ევროპარლამენატარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი მოუწოდებს კომისიას, სააკაშვილის გათავისუფლება მიიღოს წინაპირობად საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის. „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ჰუმანიტარულ საფუძვლებზე გაათავისუფლოს ციხიდან მიხეილ სააკაშვილი, ვისი ჯანმრთელობაც მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც ის დევნილობიდან დაბრუნების შემდეგ, 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს“- ნათქვამია შესწორებაში, რომლის ავტორებიც არიან ურმას პაეტი, პეტრას აუსტრევიჩიუსი, რამონა სტრუგარიუ, კლემენ გროშელი, ხავიერ ნარტი. ევროპარლამენტარები: იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, სვენ მიქსერი, ნაჩო სანჩეს…

მეტი...

,,ჩვენმა დამცველებმა 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50% გაათავისუფლეს”- გერაშენკო

,,ჩვენმა დამცველებმა გაათავისუფლეს 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის 50%,” – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო ”OSInt” ანალიტიკოსსზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე თქმით, უკრაინელები ოკუპანტებს ყველა დასახლებიდან გაყრიან. ,,ჩვენ გავყრით რაშისტებს უკრაინის ყველა დასახლებიდან და დავაბრუნებთ იქ თავისუფლებას და წესრიგს!” – წერს გერაშენკო.

მეტი...

,,ზოგიერთი ევროპელი კოლეგა ცდილობს, მნიშვნელოვან დოკუმენტებში ჩააკვეხოს ისეთი საკითხები, რომლებიც დააზიანებს სამომავლო გეგმებს”- მდინარაძე

,,ძალიან სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ჩვენი ევროპელი კოლეგა ცდილობს, მნიშვნელოვან დოკუმენტებში კვლავ ჩააკვეხოს ისეთი საკითხები, რომლებიც ერთი მხრივ, არარელევანტურია და მეორე მხრივ, დააზიანებს კონკრეტულ სამომავლო გეგმებს,”– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, რეზოლუციაში გარკვეული საკითხების ჩამატება და ჩამატების მცდელობა სხვა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის. „ამ მიმართულებით წინა რეზოლუცია გახსოვთ. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ ლობისტების და დავალებების მიმცემები, არამედ ჩვენი კოლეგები ასევე არიან ჩართულები ჩვენი ქვეყნის დაზიანებაში. მათ რომ შეეძლოთ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან, ეროვნული ინტერესების საკითხებზე მაინც გავერთიანდეთ, ამ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ნაკლებად დაზიანებოდა და უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩვენს…

მეტი...

,,არ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედია მენეჯერი და მეცენატს – ოლიგარქი”- გია ვოლსკი

,,ევროპარლამენტის რეზოლუციაში უტიფარი შესწორებებია შეთავაზებული: არ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედია მენეჯერი და მეცენატს – ოლიგარქი,”- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე – სპიკერი გია ვოლსკი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მორიგ მკაცრ რეზოლუციას ამზადებს. მისი თქმით, ”ეს იმდენად აშკარაა საზოგადოებისთვის, რომ მთავარ საფრთხეს უქმნის ქვეყნის საგარეო პოლიტიკას”. „ასეთი უტიფარი კომენტარის გამკეთებელი და მითუმეტეს, ადამიანების ჯგუფი, რომელიც სთავაზობს ასეთ უტიფარ ფორმულირებას ევროპარლამენტს რეზოლუციაში, არ უფიქრდება მთავარ გარემოებებს, რომელიც საქართველოშია შექმნილი. პირველი ის, რომ რეალობა სხვა არის და არ შეიძლება ერთი მხრივ ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედია მენეჯერი და მეორე მხრივ, ადამიანს,…

მეტი...

,,ამ ქვეყანაში რადიკალიზმს გასაქანი არ ექნება და არაპატრიოტულ ძალებს ხალხის მხარდაჭერა არასოდეს არ ექნება”- შალვა პაპუაშვილი

,,სხვადასხვა პოლიტიკურ ბანაკში გადარბენა-გადმორბენას არაფერი რომ არ მოაქვს, არაერთი შესაძლებლობა გვქონდა, ამაში დავრწმუნებულიყავით,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „სტრატეგია აღმაშენებელთან“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლებასთან“ დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ”პატრიოტიზმის ნაკლებობა, საქართველოს წინსვლის საწინააღმდეგოდ სიარული არის, რაც განაპირობებს მათ ქმედებებს”. „ესეც მორიგი მცდელობაა ანტურაჟის შექმნის, რომ თითქოს რაღაც ხდება მათ ფლანგზე, სინამდვილეში, საერთოდ არაფერი ხდება. ზუსტად იგივე ხდება, რაც ადრე იყო. ეს არის ნაკლები პატრიოტიზმი და ნაკლები სურვილი, რომ საქართველომ წინ წაიწიოს. სწორედ პატრიოტიზმის ნაკლებობა, საქართველოს წინსვლის საწინააღმდეგოდ სიარული არის, რაც განაპირობებს მათ ქმედებებს და რის გამოც ქართველი ხალხი…

მეტი...

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება”- კახა ოქრიაშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ უნდა გააკეთოს პოლიტიკური გაერთიანება და არც ის ადამიანები უნდა ჩასვას საარჩევნო სიაში, რომლებიც პარლამენტში მოხვედრის შემდეგ ამ სიიდან ამოხტებიან და ან ხელისუფლების მოკავშირე პარტიებში აღმოჩნდებიან, ან ვითომ დამოუკიდებლები გახდებიან“,- ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიციურია, მაგრამ რეალურად, ყოველდღიური საპარლამენტო და არასაპარლამენტო საქმიანობიდან გამომდინარე, ისინი „ოცნების“ მოკავშირეები არიან. ,,დღეს პოლიტიკურ სივრცეში ითვლება, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ძალა, „ქართული ოცნება“ და ყველა დანარჩენი პარტია ოპოზიციურია. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ ოპოზიციურია, მაგრამ რეალურად,…

მეტი...

,,დიაგნოზი მძიმეა და არათუ გადავადებაზე, სასჯელისგან გათავისუფლებაზეც შეძლება, იყოს საუბარი”- ადვოკატი

,,მძიმე დიაგნოზებია და არათუ გადავადებაზე, სასჯელისგან გათავისუფლებაზეც შესაძლოა, იყოს საუბარი,”- ამის შესახებ ​საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. მისი თქმით, ამერიკელი ექიმების მიერ დასმული დიაგნოზები სერიოზულად განსხვავდება ქართველი ექიმების დიაგნოზებისგან. „დიაგნოზები, რომლებიც დასვეს ამერიკელმა ექიმებმა, ქართველი ექიმების დიაგნოზებისგან სერიოზულად განსხვავდება. მძიმე დიაგნოზებია და არათუ გადავადებაზე, სასჯელისგან გათავისუფლებაზეც შესაძლოა, იყოს საუბარი. ამ დიაგნოზებს თუ გავყვებით, მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ჯანდაცვის მინისტრის სპეციალური ბრძანებულება მის გათავისუფლებას ითვალისწინებს. დანარჩენი ვნახოთ. არ მინდა ქართველი ექიმების კრიტიკა, ანუ ექსპერტიზა დიდი  ხანია, მიმდინარეობს. იყო რაღაც დიაგნოზები, შემდეგ კიდევ სხვა ექსპერტიზა ტარდებოდა. პერმანენტულად მიმდინარეობდა…

მეტი...

,,ეს არის სპეკულაცია”- ალექსანდრე დარახველიძე შსს-დან პოლიციელების მასობრივად გადინებაზე

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ შსს-დან პოლიციელების მასობრივად გადინება ხდება, სპეკულაციაა. ,,ეს არის სპეკულაცია. შსს-ში მუშაობს 40 ათასი ადამიანი და ნებისმიერ უწყებაში ხდება თანამშრომლების წასვლა და ახალი თანამშრონლებიც მიღება, თუმცა, რატომღაც გარკვეული ტელევიზიების და პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს იქნა სპეკულაციად გამოყენებული. არანაირი სტატისტიკური მაჩვენებელი გაზრდილი არ არის, რაც ყოველწლიურად ხდებოდა თანამშრომლების ცვალებადობა, იგივეა დღეს, უბრალოდ ამაზე სპეკულაცია ხდება სამწუხაროდ”,- განაცხადა დარახველიძემ.

მეტი...

,,რუსეთს მხოლოდ 120 ისკანდერი დარჩა” – უკრაინის თავდაცვის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელის ინფორმაციით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის რუსეთმა თავისი თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80% უკვე გამოიყენა. უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთს მხოლოდ 120 ისკანდერი დარჩა. ამასთან, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ შეიტყო კრემლის გეგმების, კერძოდ ირანიდან Fateh-110 და Zofaghar  ბალისტიკური რაკეტების შეძენისა და მათი საჰაერო გზით ყირიმში და ზღვით კასპიის ზღვაში გაგზავნის შესახებ.

მეტი...

12 ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

12 ევროპარლამენტარი “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. ევროპარლამენტარები საქართველოს პრეზიდენტს წერილით მიმართავენ, გამოიყენოს შეწყალების უფლება. შესაბამისი დოკუმენტი ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ გაასაჯაროვა. ხელმომწერთა შორის არიან ანდრიუს კუბილუსი, მირიამ ლექსმანი, რაფაელ გლუკსმანი და სხვები.

მეტი...

რუსი სამხედროები ხერსონში ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადებიან – უკრაინის გენშტაბი

ოკუპირებულ ხერსონში რუსი სამხედროები სამოქალაქო ფორმას იცვამენ, იკავებენ მშვიდობიანი მოქალაქეების კუთვნილ შენობებს და ამაგრებენ პოზიციებს, რათა ქუჩის ბრძოლები აწარმოონ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. „რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტები გეგმავენ, ქალაქში გადაიღონ ვიდეომასალა, თუ როგორ ანადგურებენ მშვიდობიან მოქალაქეებს უკრაინის თავდაცვის ძალები“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში. მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში რუსებმა 530 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს. რუსებს ყველაზე დიდი დანაკარგი ლიმანის, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით აქვთ.

მეტი...

თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა

თურქეთმა შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები არ გაატარა. რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის გემები, თებერვლის დასაწყისიდან ითხოვდნენ ნებართვას, რათა ბოსფორის სრუტე გაევლოთ. ,,თებერვლის დასაწყისიდან რუსეთის ფლოტის გემები თურქეთის ხელისუფლებისგან ბოსფორის გადაკვეთის ნებართვას ელოდებოდნენ შავ ზღვაში შესვლისთვის, მაგრამ ანკარამ მათ ამის უფლება არ მისცა,”- წერს შავი ზღვის სტრატეგიული ინსტიტუტის მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელი ანდრეი კლიმენკო. რუსული სარაკეტო კრეისერი „ვარიაგი“ და დიდი ნავსაწინააღმდეგო გემი „ადმირალი ტრიბუცი“ 6 ნოემბერს სინგაპურის სრუტეში შენიშნეს, საიდანაც ვლადივოსტოკისკენ მიემართებოდნენ.

მეტი...

,,მიზანია, რომ კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების ზღვარზეა, გადავარჩინოთ”- ზარქუა ტყის ბადეებით გადახურვაზე

,,მიზანია, რომ კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების ზღვარზეა, გადავარჩინოთ, ამისთვის არის გაკეთებული ის ბადეებიც,” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ტყის მასივი გადაიფორმა და 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა. ზარქუას თქმით, კრიტიკა დენდროლოგიური პარკის გარშემოც ისმოდა. „ამ შემთხვევაში ეს არის მიზანი, რომ კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების ზღვარზეა გადავარჩინოთ, ამისთვის არის გაკეთებული ის ბადეებიც. მოგწონთ ის, რაც გაკეთდა გურიაში? ალბათ ისეირნეთ კიდეც. წადით, გაისეირნეთ, უნდა ნახოთ, რადგან ეს ქვეყანას დარჩა. ზუსტად ასე იყო, როცა გურიაში ინვესტიცია ჩადო, ამბობდით, შემოღობა და თავისთვის უნდაო”, –…

მეტი...

,,გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გარდაცვალების გამო”- ილია II

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინაში დაღუპულ ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. ,,გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების, – გურგენ (გიორგი) გაგნიძის, მიხეილ ყაფლანიშვილის, ალექსანდრე მარტიაშვილისა და ლევან სახელაშვილის გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სულნი, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი”,- ნათქვამია სამძიმარში.

მეტი...

,,როგორ გეკადრებათ, საქართველოში ტყის გასხვისება არ ხდება”- ლევან დავითაშვილი

,,ეს მორიგი ცრუ ინფორმაციაა. როგორ გეკადრებათ, საქართველოში ტყის გასხვისება არ ხდება,”- ამის შესახებ ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრმა უპასუხა კითხვას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ტყის მასივი გადაიფორმა, მაგრამ გადაფორმებამდე 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა. „ასე რომ თქვენი ინფორმაცია სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება. თუ რაიმე უფრო სხვა, კონკრეტული კითხვა არსებობს, დააზუსტეთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისი თქმით, ტყის გასხვისება ანუ მისი განკერძოება არ ხდება. „თუ კონფერენციის ჩაშლა გსურთ… კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, რომ საზოგადოებამ მკაფიოდ გაიგოს, თქვენი ინფორმაცია არ არის მართებული, მართალი – სიცრუეა. საქართველოში დღევანდელი კანონმდებლობით ტყის ფონდის გასხვისება,…

მეტი...

ევროსასამართლომ პოლიციელის მხრიდან მოქალაქეზე არასათანადო მოპყრობა დაადგინა

პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. უწყების ცნობით, 2022 წლის 28 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კვირიკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც არასათანადო მოპყრობის აკრძალვას გულისხმობს. გადაწყვეტილება შეეხება მოქალაქის მიმართ პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ძალადობას და ფაქტის გამოძიებაში გამოვლენილ დარღვევებს, რის საფუძველზეც სახელმწიფომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ვალდებულება აიღო. ,,განახლებული გამოძიების ფარგლებში დამატებით იქნა მოპოვებული მტკიცებულებები,რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ 2014 წლის 31 დეკემბერს, ქ.თბილისში, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერეს ავტომანქანით მოძრავი პირი. მოქალაქესა და…

მეტი...

„ველიკალეპნაია ტროიკა“ დავარქვათ”- ზარქუა ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე

„ველიკალეპნაია ტროიკა“ დავარქვათ. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ამათ რა უნდა ქნან? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „გირჩი – მეტი თავისუფლებას”, „დროას” და „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ეს ადამიანები ”ხელმოცარულები იყვნენ, როცა პარლამენტში იყვნენ და ამიტომაც დატოვეს”. „ხელმოცარულები იყვნენ, როცა პარლამენტში იყვნენ და ამიტომაც დატოვეს და ახლა გარეთ რა უნდა ქნან?! კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, როგორც კი გადააბიჯებენ და ჩვენს ახალგაზრდებს და მოქალაქეებს შეცდომაში შეიყვანენ, ვითომ რევოლუციას რომ ამზადებდნენ და მერე რომ მიატოვეს, მიაგდეს ის ახალგაზრდები და გვერდზე გადგნენ – ჩვენ არაფერ შუაში ვართო, პასუხს აგებენ იმიტომ, რომ ამ…

მეტი...

,,წინ რთული დრო გველის, მომავალი ზამთარი კიდევ უფრო რთული იქნება”- ალექსანდრ ვუჩიჩი

„წინ რთული დრო გველის, მომავალი ზამთარი კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე მიმდინარე წლის ზამთარი,”- ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩიმ განაცხადა. მისი თქმით, ხერსონისთვის ბრძოლა გადამწყვეტი იქნება უკრაინის ომში. „წინ რთული დრო გველის, მომავალი ზამთარი კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე მიმდინარე წლის ზამთარი, რადგან წინ გვაქვს სტალინგრადის ბრძოლა, გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ომში, ბრძოლა ხერსონისთვის, რომელშიც ორივე მხარე იყენებს ათასობით ტანკს, თვითმფრინავსა, არტილერიას“, – განაცხადა ვუჩიჩიმ. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი ფიქრობს, რომ ამ გზით ის რუსეთს გაანადგურებს, რუსეთი კი ფიქრობს, რომ დაიცვას ის, რაც ომის დასაწყისში დაიკავა.  

მეტი...

,,ფოტიგები, კუბილიუსები, მარკეტაც – როგორც „გიჟი ჯაფარა“ დარბის მარტო, ეულად, დაახლოებით ამ კონტინგენტის ხალხზე გვაქვს საუბარი”- ზარქუა

,,შესწორებები შეაქვთ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ფასიან ლობისტებს და ხელმოცარულ პოლიტიკოსებს: ფოტიგებს, კუბილიუსებს, მგონი გრეგოროვასაც – „გიჟი ჯაფარა“ რომ დარბის ჩვენთან ეულად, ამ კონტინგენტის ხალხია, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, აღნიშნული ევროპარლამენტარები ”ასეთი დამოკიდებულებით, ასეთი უსამართლობით შეუძლებელია კვლავ მოხვდნენ ევროპარლამენტის წიაღში.” „მორიგ რეზოლუციას რაც შეეხება, იცით, რომ შესწორებები შევიდა და აბა თუ გამოიცნობთ, ვინ არიან ამ შესწორებების ავტორები, ეს არის ქალბატონი რასა, ბატონი კუბილიუსი, ფოტიგა და ძმანი და დანი მისნი. რა შესწორებებია – თურმე საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები, თურმე ხელისუფლება დევნის პოლიტიკოსებს, აბა თუ გამოიცნობთ ვის? – კეზერაშვილს.…

მეტი...

,,უკრაინის მომზადებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად წლები დასჭირდება”- ოლივერ ვარჰეი

,,უკრაინის მომზადებას ევროკავშირში გასაწევრიანებლად წლები დასჭირდება,”-  ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა „ასრულებს საშინაო დავალებას“ და უკვე განახორციელა რეფორმების დიდი ნაწილი მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლისა და მართლმსაჯულების სფეროში. „იმ მასშტაბური სამუშაოების გათვალისწინებით, რომელიც აუცილებელია ევროკავშირის შიდა ბაზარსა და პოლიტიკის სხვა მრავალ სფეროში უკრაინის ჩართვის მოსამზადებლად. ამას,სავარაუდოდ, წელიწადზე ან ორ წელზე მეტი დასჭირდება“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.      

მეტი...

ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას აფრთხილებს, ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად იყვნენ

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას აფრთხილებს ყველაზე ცუდი სცენარისთვის იყვნენ მზად, თუ ქალაქი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩება. ,,ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიის, წყალმომარაგების გარეშე დარჩეს და საერთოდ, უნდათ, რომ ყველა დავიხოცოთ. ეს მათი ამოცანაა. და რამდენად კარგად გავუძლებთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ვართ მომზადებული სხვადასხვა სცენარისთვის… ამიტომაც უნდა ვიყოთ მზად“, – აღნიშნა კლიჩკომ. კლიჩკოს განცხადებით,  ის რასაც რუსეთი აკეთებს, არა ომი, არამედ ტერორიზმი და გენოციდია.  

მეტი...

რუსეთმა დაახლოებით 76 460 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 76 460 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 76 460; ​ტანკი – 2 771; ჯავშანტექნიკა – ​5 630; საარტილერიო სისტემა -1 782; სარაკეტო სისტემა – 391; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 202; თვითმფრინავები – 277; ვერტმფრენი – 260; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 472; საკრუიზო რაკეტები – 399; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 199; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 157.

მეტი...