,,რუსეთი მისი უარყოფითი შედეგების გამო ათწლეულების განმავლობაში დაზარალდება”- ჯიმ რიში

ამერიკელმა სენატორის, რესპუბლიკელი ჯიმ რიშიმ განაცხადებით, ომის დასრულების შემდეგ რუსეთი მისი უარყოფითი შედეგების გამო ათწლეულების განმავლობაში დაზარალდება. სენატორის შეფასებით, ომის შემდეგ რუსეთის მიმართ ნდობა აღარავის ექნება. „უკრაინის მოსახლეობას რუსეთის ბრაზი აქვს და ეს არის გამართლებული რისხვა, რომელიც არ გაქრება, არ განიკურნება რამდენიმე თაობის განმავლობაში. ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც ომი დამთავრდება, მხარეების შერიგება არ მოხდება. ომიც მძიმე იქნება რუსეთისთვის. რუსეთი, იმის გამო, რაც მან გააკეთა, მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაიტანჯება, რადგან მსოფლიო მათ მიმართ ნდობას დაკარგავს. მათთან საქმის დაჭერა აღარავის ენდომება“ – აღნიშნა რიშიმ.

მეტი...

,,პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებზე, სავარაუდოდ, მხოლოდ 2 კანდიდატი იქნება მელია და ხაბეიშვილი”- ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიაში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. მელიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებზე, სავარაუდოდ, მხოლოდ 2 კანდიდატი იქნება და ისინი თავად ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი იქნებიან. „ძალიან დასანანი და ცოტა უხერხულია, როდესაც სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში, მის მიერ ჩამოყალიბებულ ევროპული ყაიდის გაერთიანებაში დღეს იმართება ის, რაც იმართება [თავმჯდომარის არჩევნები], მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ თანმხვედრი ნაბიჯით დავხვდით. რამ მიგვაღებინა ეს გადაწყვეტილება, ამას მომავალში ვიტყვი. მე ვფიქრობ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ეს პროცესი, რადგან პარტია უნდა წარმოჩინედეს სრულიად სხვაგვარად ამომრჩევლის თვალში. დიდი მოლოდინია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებზე…

მეტი...

ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა

ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 162-მდე გაიზარდა. CNN ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იავას კუნძულზე დაფიქსირდა. მათი მაგნიტუდა 5.6-ს შეადგენდა. ,,ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქისგან ჯაკარტისგან 100 კმ-ში მდებარეობდა და მიწისძვრა იქაც იგრძნობოდა”- წერს გამოცემა. ცუნამის განგაში არ გამოცხადებულა. საერთო ჯამში 1 700-ზე მეტი სახლი დაზიანდა და 3 900 ადამიანი ევაკუირებული იყო.

მეტი...

,,ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ”- ირაკლი ბერაია

,,ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის წლიურმა სესიამ დაასრულა მუშაობა. ამ სესიას ჰქონდა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა, რადგან ალიანსის მოკავშირეები, ნატო-ს წევრი სახელმწიფოები აგრძელებენ ევროატლანტიკური უსაფრთხოების ახალი დღის წესრიგის იმპლემენტაციას, სადაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენს ქვეყანას” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ. ბერაიას შეფასებით, საქართველოს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი უჭირავს ნატო-ს დღის წესრიგში. „მოვისმინეთ ალიანსის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის, გენერალური მდივნის მიერ საქართველოს მიმართ გაჟღერებული მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს უჭირავს მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ადგილი ნატო-ს უმაღლეს დღის წესრიგში. გამოვყოფდი იმ რეზოლუციებს, რომელიც მიიღო საპარლამენტო ასამბლეამ.…

მეტი...

„რეგიონების კვირეული“ არ არის პოლიტიკასთან დაკავშირებული ღონისძიება, ძალიან მიკვირს, რომ რეგიონის ოფიციალური პირებიდან არავინ ჩამოვიდა -პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული“ დაიწყო. „რეგიონები ორბელიანების სასახლეში“ დღეს „სვანეთის დღეებით“ გაიხსნა. როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, საჭიროა რეგიონებს დაეთმოთ სივრცე დედაქალაქში, სადაც შესაძლებელია გამოფენები, კულტურის წარმოჩენა და დიალოგები ერთმანეთთან. ამასთან, როგორც პრეზიდენტი აცხდებს , მომავალ წელს თავის ოფიციალურ ვიზიტებზე რეგიონების წარმომადგენლებსაც წაიყვანს. „რეგიონები მნიშვნელოვანი არის და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ არ კმარა მხოლოდ ჩვენი ჩასვლა რეგიონებში და იქ ადგილზე გაცნობა მიმართულებების. საჭირო არის, რომ დედაქალაქში მათ დავუთმოთ სივრცე და ეს სასახლე სწორედ იმისთვის არსებობს ამ ფორმით, რომ ეს იყოს სივრცე საზოგადოებისთვის და სივრცე, სადაც შესაძლებელია გამოფენები, კულტურის…

მეტი...

BBC- ირანელმა ფეხბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ქვეყნის ჰიმნი არ შეასრულეს, რაც ირანში ანტისამთავრობო დემონსტრანტებისადმი აშკარა სოლიდარობის გამოხატულებაა

ირანის ეროვნულმა საფეხბურთო გუნდმა საკუთარი ქვეყნის ჰიმნი დღეს კატარში, მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში, ინგლისთან მატჩის წინ არ შეასრულა. BBC ინფორმაციით , ირანის მასშტაბით მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრანტებისადმი აშკარა სოლიდარობის გამოხატულებაა. აღსანიშნავია, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია შეწყვიტა. ცნობისთვის, ირანში ორ თვეზე მეტია მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ქვეყანაში გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინი გარდაიცვალა.

მეტი...

,,დროა, საქართველოსთან, მოლდოვასთან და ბოსნიასთან თანამშრომლობა გავაძლიეროთ”- იენს სტოლტენბერგი

,,დროა, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა გავაძლიეროთ. მათთან, ვისაც რუსული აგრესია ყველაზე მეტად შეეხო და დაზარალდა – როგორებიც არიან: საქართველო, მოლდოვა და ბოსნია-ჰერცეგოვინა”- განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს. ”ასევე, მსოფლიოში ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან. ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდოეთ-წყნარი ოკეანეთის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და ამას ერთად უნდა გავუმკლავდეთ იმისთვის, რომ თავისუფლება ჩაგვრისგან, დემოკრატია კი ტირანიისგან დავიცვათ და შევინარჩუნოთ საერთაშორისო წესებზე დამყარებული ინსტიტუტები, რომლებსაც თითოეული ჩვენგანისთვის სიკეთე მოაქვს.”- აღნიშნა სტოლტენბერგმა

მეტი...

,,სურსათის დეფიციტი მთელ რიგ ქვეყნებში დასავლეთის ავანტიურული პოლიტიკის გამო წარმოიშვა“ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მსოფლიოში შექმნილ სურსათის კრიზისში დასავლეთი დაადანაშაულა. კრემლის ლიდერის განცხადებით, სურსათის დეფიციტი მთელ რიგ ქვეყნებში „დასავლეთის ავანტიურული პოლიტიკის გამო წარმოიშვა“. „ჩვენ უზრუნველვყოფთ ჩვენს საჭიროებებს და ვართ მსოფლიოს წამყვან მწარმოებლებს შორის, ვეხმარებით ქვეყნებს, რომლებსაც სურსათის დეფიციტი ემუქრებათ, რომელიც ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ავანტიურული, არაპროფესიონალური პოლიტიკის გამოა გამოწვეული“, – აღნიშნა პუტინმა.

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-სთან მაშფოთებს, რადგან განცდას მიტოვებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს”- სოზარ სუბარი

„ქალბატონო სალომე, არ მინდა დავიჯერო, რომ ერთგვარ შესავალს ამზადებთ, როგორ შეიწყალოთ (მიხეილ სააკაშვილი), როცა ამას ქვეყნის გარედან გეტყვიან“ – ასე მიმართა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა საქართველოს პრეზიდენტს. სუბარის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ BBC-სთან აშფოთებს, რადგან განცდას უტოვებს, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ გამორიცხავს. „ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა BBC-სთან ინტერვიუში თითქოს „გადაახვია“ თავისი ყოფილი განცხადებები. გვახსოვს, არასდროს და არავითარ შემთხვევაში არ შევიწყალებო. დღეს უკვე დაიწყო ლაპარაკი, რომ „ჰო, არ ვიწყალებ ჯერჯერობით, მაგრამ მესამე პრეზიდენტი ციხეში არ უნდა მოკვდეს…“. ქალბატონო სალომე, გარწმუნებთ, რომ მის ჯანმრთელობას არაფერი არ ემუქრება და…

მეტი...

,,ნატოს” საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა

,,ნატოს” საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარა” – ინფორმაციას ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელი იგორ ჩერნევი ავრცელებს. მისივე განცხადებით , ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც ამჟამად მადრიდში იმართება, მოითხოვა სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა რუსი დამნაშავეების დასასჯელად. „ნატოს 30-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა ჩვენი დელეგაციის წინადადებებს. ასეთი ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის გაასამართლოს არა მხოლოდ ომის დანაშაულების უშუალო დამნაშავეები, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობაც. რეზოლუცია გაეგზავნება ნატოს წევრი ყველა ქვეყნის მთავრობასა და პარლამენტს“, – აღნიშნა ჩერნევმა.

მეტი...

,,დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა” – ევროკავშირის წარმომადგენლობა

„დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „დეოლიგარქიზაციის“ კანონპროექტმა მეორე მოსმენა გაიარა. კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე მოსაზრებას, რომ ამ კანონის მიღებამდე უნდა იყოს მოთხოვნილი და შესრულებული ვენეციის კომისიის დასკვნა”, – აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესი მიმდინარეობდეს მაქსიმალურად სამართლიანად” -კელი დეგნანი

,,მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესი მაქსიმალურად სამართლიანად მიმდინარეობდეს”- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა. “ჩვენ რეგულარულად, დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მუდმივი კონტაქტი გვაქვს ამ თემაზე სახალხო დამცველთან და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მონიტორინგს. მნიშვნელოვანია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს დიდი ყურადღების ქვეშ და მისი მკურნალობის პროცესი მიმდინარეობდეს მაქსიმალურად სამართლიანად” – აცხადებს კელი დეგნანი.

მეტი...

,,აშშ არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ,,ნატო,,-ში” – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია ,,ნატო”-ში. დიპლომატის შეფასებით, აშშ ყოველთვის ცდილობს მოიძიოს სხვადასხვა გზები საქართველოს თავდაცვის ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის, რათა გაზარდოს საქართველოს შესაძლებლობები და თავსებადობა ალიანსთან. „აშშ არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ნატო-ში. ნატო-სთან საქართველოს შესაძლებლობებისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდის მიზნით, ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში საკმაოდ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მთელ მთავრობასთან. ცხადია, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს და ეს აისახება ხოლმე ყოველწლიურ ეროვნულ გეგმაში, რომელსაც საქართველოს მთავრობა ნატო-სთან ყოველწლიური კონსულტაციის შედეგად ამზადებს“, – აღნიშნა შეერთებული შტატების ელჩმა.…

მეტი...

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩვნებში კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გაიმარჯვა

ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა გაიმარჯვა. 21 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, ტოკაევს მოსახლეობის 85%-მა დაუჭირა მხარი. “ხალხმა მე, როგორც პრეზიდენტს, დამაჯერებელი ნდობა გამომიცხადა. ხალხის ნდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება. ჩვენ უნდა გავამართლოთ ამ ხალხის ნდობა” – განაცხადა ტოკაევმა წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ. ტოკაევის კონკურენტმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების მხოლოდ 5.2% მიიღო. ამომრჩეველთა აქტივობამ დაახლოებით 69% შეადგინა. ინფორმაციისთვის, ყაზახეთის საპრეზიდენტო არჩევნები თავდაპირველად 2024 წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ სექტემბერში ტოკაევმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა, როგორც მისი ფართო საკონსტიტუციო და ეკონომიკური რეფორმების ნაწილი.

მეტი...

30 000 ევრო ქალაქ პრეზიჩეში დასახლების სანაცვლოდ – იტალიის მთავრობის ინიციატივა

იტალიის მთავრობა იმ ადამიანებს, რომლებიც ქალაქ პრეზიჩეში დასახლდებიან 30 000 ევროს გადაუხდის. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. თანხას მიიღებს ის ადამიანი, ვინც ქალაქ პრეზიჩეში სახლს შეიძენს და მცხოვრებლად დარეგისტრირდება. გრანტის მიღების მთავარი პირობა ისაა, რომ თანხა შეძენილი საცხოვრებლის ღირებულების მინიმუმ 50%-ის დასაფარად ან უძრავი ქონების განახლებაზე დაიხარჯოს. მთავრობის ინიციატივის მიზანია, ქალაქ პრეზიჩეში მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდოს. ქალაქი პრეზიჩე აპულიის რეგიონში მდებარეობს. ამ ეტაპზე ქალაქში 10 ათასზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს.

მეტი...

რუსეთმა ხერსონი დაბომბა – არიან დაშავებულები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ ინფომრაციას  ხერსონის საოლქო საბჭოს თავმჯდომარე იური სობოლევსკი ავრცელებს. „ისევ დარტყმები, ისევ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. არიან დაჭრილი სამოქალაქო პირები, მათ უტარდებათ სამედიცინო დახმარება“ – წერს სობოლევსკი ტელეგრამში. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის დაზუსტებული არ არის.

მეტი...

,,ადამიანი არის ძვალი და ტყავი… მოძრაობა უჭირს” ნატო ჩხეიძე

ოპოზიციონერი დეპუტატის ნატო ჩხეიძის განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება, რადგან კლინიკა “ვივა-მედში” მისი მდგომარეობა არ უმჯობესდება.  მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს წონაში საგრძნობლად აქვს დაკლებული და მოძრაობა უჭირს. ,,რა თქმა უნდა, სიტყვები მარაგი მეყოფა საიმისოდ, რომ აღვწერო, რა ვნახე და რა მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ არა მგონია, რომ ვინმესთვის ეს ჩემი მონაყოლი იყოს სასიამოვნო. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. მე ნამდვილად გამიკვირდა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი თუ „ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ „კი, მაგრამ თერაპიულ განყოფილებაში წევს, არ არის ინტენსიურში და რა მოხდა, ძალიან კარგად არისო“. აი, რატომ შეიძლება იყოს ასეთი სნეული ადამიანი…

მეტი...

კაფეს მფლობელმა სადილის ქვაბითა და ჭურჭლის სარეცხი ღრუბლით მანქანა გარეცხა – SOS (ვიდეო)

თბილისში, ქალაქის ცენტრში, გაგარინის მოედანზე, საკუთარი პატარა კაფეს წინ, მოქალაქემ საჭმლის მოსამზადებელი ქვაბი გამოიტანა და მანქაც გარეცხა. ამისთვის კი სამზარეულოს ქვაბი და ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი გამოიყენა. დიდი ალბათობით, ამავე ქვაბით მომხმარებლებს სადილსაც მოუმზადებს და ღრუბლით ჭურჭელსაც გარეცხავს. შემთხვევას „მედიაცენტრი მთავარი“ შეესწრო. კაფეს მფლობელი უცხოეთის მოქალაქეა, სავარაუდოდ ირანელი, რადგანც პატარა კაფე ირანულია. კაფეს წინ დახლზე კი მისი მომზადებული საკვები იყიდება.

მეტი...

,,უკრაინაში რეჟიმის ცვლილება არ არის რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიზანი”- დიმიტრი პესკოვი

,,უკრაინაში რეჟიმის ცვლილება არ არის რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიზანი”, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსპიკერზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს. პესკოვის განცხადებით, რუსეთი მიისწრაფვის მიაღწიოს ”სპეცოპერაციის მიზნებს” და “ამ მიზნების მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა გზით და სხვადასხვა ფორმატში”.

მეტი...

,,სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც შერყეულია”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც შერყეულია, თუმცა, არა იმდენად, რომ ჩვენს მედიცინას არ ხელეწიფებოდეს მას მიხედოს. მისი თქმით,  სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის იყენებენ. ,,გაცილებით სერიოზული მიზნები აქვს ტყუილების ტირაჟირებას, ვიდრე შეიძლება ერთი შეხედვით გვეგონოს და საზოგადოებაში სამწუხაროდ, არათუ ნიჰილიზმი, ცოტა იუმორისტული დამოკიდებულებაც კი განვითარდა. ამ დროს ვითარება უფრო დრამატულია, რადგან სააკაშვილის ფაქტორის გამოყენება, ამ რევოლუციური პროცესების განვითარებისთვის, არის ერთ- ერთი მთავარი თემა და არ იხსნება დღის წესრიგიდან. შიმშილობა, რომელიც მან დაიწყო, ამ შიმშილობის გამო აშკარად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, შემდეგ დახასიათება, რომელიც ნიკა…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქი არ არის, ანონი განსაზღვრავს, ვის შეიძლება, ეწოდოს ოლიგარქი”- ლევან დავითაშვილი

,,ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქი არ არის. კანონში ძალიან მკაფიოდ იქნება ოლიგარქის განმარტება და კანონი განსაზღვრავს, ვის შეიძლება, ეწოდოს ოლიგარქი,”- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრმა უპასუხა კითხვას: „დეოლიგარქიზაცია არის მთავარი მოთხოვნა. თქვენც მიგაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი?” „რა თქმა უნდა, ბიძინა ოლიგარქი არ არის. კანონში ძალიან მკაფიოდ იქნება ოლიგარქის განმარტება და კანონი განსაზღვრავს, ვის შეიძლება, ეწოდოს ოლიგარქი. შესაბამისად, აღსრულების მექანიზმებიც იქნება კანონში წარმოდგენილი. ასე რომ, დაველოდოთ პროცესს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მეტი...

ლაგოდეხისა და პანკისის ხეობის მთებში ხანძარია

ხანძარი კახეთში – ცეცხლი ლაგოდეხისა და პანკისის ხეობის მთებში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაკვამლიანება უკვე შეინიშნება, თუმცა რა ფართობზეა ხანძარი, ამ დროისათვის უცნობია. ადგილზე უკვე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობსხანზრის ქრობის პროცესი.

მეტი...

,,დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტი არის ოლიგარქების დაცვის კანონპროექტი”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერისმ არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  “ნაციონალური მოძრაობამ” დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ”ქართული ოცნებისგან” გადაწერა. მისივე თქმით, ”რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელმა ოლიგარქებმა თითი დაუქნიეს”. ,,დეოლიგარქიზაციის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტი არის ოლიგარქების დაცვის კანონპროექტი, ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი გადაწერეს და დაუმატეს რამდენიმე პუნქტი, რომელიც იცავს მათ რიგებში მყოფ პოტენციურ ოლიგარქებს, მხოლოდ ეს არის განსხვავება. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელმა ოლიგარქებმა თითი დაუქნიეს საპარლამენტო ოპოზიციას და უთხრეს, რომ როგორმე დაშვებული შეცდომა გამოასწორონ. ასევე ალბათ ბედის ირონიაა, რომ ეკონომიკის ზრდაზე აქვთ მიბმული თავიანთი პროექტის ერთი მუხლი და ამაშიც არათანმიმდევრულები არიან – პარლამენტში საჯაროდ ყვრიან, რომ…

მეტი...

თურქეთში სირიიდან გახსნილ ცეცხლს სამი ადამიანი ემსხვერპლა

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, სირიიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია. არსებული ინფორმაციით,  ქალაქის მიმართულებით ნაღმტყორცნებიდან ისროდნენ. ჭურვები მოხვდა სკოლის შენობას და ორ საცხოვრებელ სახლს. სულეიმანის თქმით, ქურთების თავდაცვითი რაზმების წევრებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ გაზიანთეფს.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 12 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  უძრავი ნივთების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც კიდევ 123 დევნილი ოჯახი საცხოვრებელ ბინებს საკუთრებაში მიიღებს. საცხოვრებლები თბილისში, ზუგდიდში, გორში, ქუთაისში, წყალტუბოში, მცხეთაში, ბათუმში, ახალციხეში, ხობში, მარტვილში, სენაკში, წალენჯიხაში, ფოთში, ჩხოროწყუში, ქობულეთში, გურჯაანში, თეთრიწყაროში, გარდაბანში და ხაშურში მდებარეობს. ამასთან, მთავრობის წევრებმა განიხილეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც, ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტის შემოსულობები მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვიდან. ასევე, კანონპროექტით გადაიხედება შემოსულობების პროცენტული განაწილება ქონებასთან…

მეტი...

,,სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას”- არჩილ თალაკვაძე

,,სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას, რომელიც კანონის სრული დაცვით ხორციელდება,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე სპეკულაციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯანმრთელობას უნდა მიხედონ ექიმებმა. „სპეკულაციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჯანმრთელობას უნდა მიხედონ ექიმებმა და ჯანდაცვის პროფესიონალებმა. სამწუხაროდ, საპირისპირო ხდება. ძირითადად სააკაშვილის მხრიდან პოლიტიკოსები და ადვოკატები არიან დაკავებული მის ჯანმრთელობის საკითხზე მსჯელობით და საზოგადოებას სრულ ინფორმაციას არ ეუბნებიან. ჩვენი ინტერესი არ არის, მის ჯანმრთელობის საკითხებში ჩავერიოთ, ამაზე შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ. სააკაშვილს ერთადერთი მიზანი აქვს, როგორმე თავი დააღწიოს მართლმსაჯულებას,…

მეტი...

ბათუმის პორტში გამნაღმველები მუშაობენ

არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში ბათუმის პორტში გამნაღმველები მუშაობენ. გავრცელებული ინფორმაციით, პორტის ადმინისტრაციაში უცნობმა პირმა დარეკა და განაცხადა რომ ბორანი, რომელიც ნავსადგურიდან გასვლას აპირებდა, დანაღმულია. დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

მიწისძვრა ინდონეზიაში – დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი

ორშაბათს ინდონეზიის დასავლეთ ჯავის პროვინციაში 5,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ასობით კი დაშავდა. მაშველები ნანგრევების ქვეშ მოყოლილი ადამიაების დახმარებას. კატასტროფების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 700-მდე ადამიანი დაშავდა, ხოლო 300-ზე მეტი სახლი დაზიანდა ან განადგურდა.  

მეტი...

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს კონკურსი უფრო მეტად კომიკური და მეტად მყვირალა ადამიანის შესარჩევად”- არჩილ თალაკვაძე

,,ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს კონკურსი უფრო თავზე ხელაღებული, უფრო მეტად კომიკური და მეტად მყვირალა ადამიანის შესარჩევად, ვინ იქნება ასეთი ადამიანი, მალე ნახავთ,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი ნაკლებად საინტერესოა. „როგორც ჩანს, ამ ნომინაციაში უპირობო ლიდერი ნიკა მელია ვეღარ არის. არ გამოვრიცხავ, რომ მისი მხრიდან სიახლე მოვისმინოთ, რომ სავარაუდოდ, ხაბეიშვილი და მისი კლანი ახდენდნენ ზეგავლენას მელიაზე, როცა ის უხეშად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას და თავს ესხმოდა კონსტიტუციას, ინსტიტუტებს. როგორც ჩანს, ეს ადამიანები სთხოვდნენ და აგულიანებდნენ, რომ კანონის წინააღმდეგ წასულიყო და პატიმრობაში მოხვედრილიყო, რომ ეს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გამხდარიყო.…

მეტი...

,,არ მჯერა, რომ პოსტი მიხეილ სააკაშვილის დაწერილია”- ადვოკატი

​საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძეს ეჭვი აქვს, რომ რომ პოსტი, რომელიც დღეს სააკაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა, მისი დაწერილი არ არის. მისი თქმით, ამერიკელი ექსპერტების ჩამოსვლის შემდეგ, გაკეთდა კვლევა და ჩამოვიდა პასუხი, რომ სააკაშვილს აღენიშნება გარკვეული მინერალები ორგანიზმში. ,,მიხეილ სააკაშვილის დაწერილია თუ არა ეს პოსტი, ამას გავარკვევ. ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს საშუალებას, პოსტები აქვეყნოს. თუ დაწერა, საინტერესოა, რა იყო ამის მიზეზი, თუ არ დაწერა, ამასაც გავარკვევ. ეჭვი მაქვს, რომ არ დაუწერია. თვეებია, განცხადებას ვაკეთებთ იმასთან დაკავშირებით, რომ გაჩნდა ეჭვი, რომ მას ორგანიზმში შესაძლოა, გარკვეული მეტალები ჰქონოდა და ამის…

მეტი...

,,არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს”- სალომე ზურაბიშვილი

,,არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა. პრეზიდენტის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამოიწვევს. ,,მაქვს შეწყალების უფლება, თუმცა არ ვიყენებ მარტივი მიზეზის გამო. მისი გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზებას გამოიწვევს. არ მინდა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში მოკვდეს. ყურადღებით ვაკვირდები  სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას. ის იმყოფება საავადმყოფოში უკვე ექვსი თვეა, მაგრამ მისი საზღვარგარეთ მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მეტი...

 ,,ნატო-მ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოსთან, მოლდოვასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან”- იენს სტოლტენბერგი

,,უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, ნატო და პარტნიორი ქვეყნები იზიარებენ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთნაირი გამოწვევების წინაშე დგანან. „ჩვენ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა პარტნიორებთან, რომლებსაც ყველაზე მეტად შეეხოთ რუსეთის აგრესია, როგორიცაა მოლდოვა, საქართველო და ბოსნია და ჰერცეგოვინა, ასევე მსოფლიოში ყველა თანამოაზრე ქვეყანასთან ლათინური ამერიკიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ჩრდილოეთ აფრიკიდან ინდო-წყნარი ოკეანეთის რეგიონამდე. ჩვენ ვიზიარებთ უსაფრთხოების ინტერესებს და ერთნაირი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავუმკლავდეთ მათ ერთობლივად, რათა დავიცვათ თავისუფლება შევიწროების საწინააღმდეგოდ, დავიცვათ დემოკრატია ტირანიის საწინააღმდეგოდ და…

მეტი...

პიტბულის მიერ დაგლეჯილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე მცირეწლოვანი ბავშვი პიტბულმა დაგლიჯა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს და მას ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება. ცნობილია, რომ ძაღლი დაშავებული ბავშვის ოჯახს ეკუთვნის.

მეტი...

,,არ მგონია, რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ შეიძლება რაღაც მომენტში გაუჩნდეს ცდუნება”- პრეზიდენტი

,,არ მგონია, რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ შეიძლება, დროის რაღაც მომენტში გაუჩნდეს ცდუნება, ქულები დაიწეროს საქართველოში, ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ბიბისის“ გადაცემა „ჰარდთოქში“ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთს ყოველთვის სურდა საქართველოს შთანთქმა. „არ მგონია, ასე არ ვფიქრობ. საქართველოს არ ჰყავს უკრაინის მსგავსი არმია, არ აქვს იმხელა ტერიტორია და სამხედრო რესურსები, რაც უკრაინას. მიუხედავად ამ ყველაფერისა, რუსეთში იციან ინდივიდუალურად ქართველების წინააღმდეგობის გაწევის უნარი მსგავსი ოკუპაციის მიმართ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არ მგონია, რომ რუსეთი ახლა შემოიჭრას საქართველოში, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ რუსეთის დამცირებას, ფაქტს, რომ აგებს ამ…

მეტი...

,,კაპიტნებს ვთხოვეთ, არ ატარონ ანტიდისკრიმინაციული სამკლაური მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე”- ფეხბურთის ასოციაციები

,,კაპიტანებს ვთხოვეთ, არ ეცადონ ატარონ ანტიდისკრიმინაციული სამკლაური ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე,”- ამის შესახებ ინგლისის, უელსის, ბელგიის, დანიის, გერმანიის, ნიდერლანდების და შვეიცარიის ფეხბურთის ასოციაციები ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამია. მათივე განცხადებით,  ასოციაციები მზად იყვნენ გადაეხადათ ჯარიმები, თუმცა სამკლაურის ტარებისთვის ფეხბურთელებს შესაძლოა, მოედანიც კი დაატოვებინონ. ,,ფიფამ ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ის სპორტულ სანქციებს დააწესებს, თუ ჩვენი კაპიტნები სათამაშო მოედანზე სამკლაურებს ატარებენ. როგორც ეროვნულ ფედერაციები, ჩვენ ვერ ჩავაყენებთ ჩვენს მოთამაშეებს ისეთ მდგომარეობაში, სადაც მათ სპორტული სანქციები დაემუქრებათ, მათ შორის გაფრთხილებები (ყვითელი/წითელი ბარათი). ამიტომ კაპიტანებს ვთხოვეთ, არ ეცადონ ატარონ სამკლაური ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,მხეცი ყოფილა, გაიმეტა ბავშვი….ჯიბეში დანა რატომ ჰქონდა?”- ზუგდიდში მოკლული 15 წლის ბიჭის ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს

ზუგდიდში მოკლული 15 წლის საბა  მამფორიას ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს. როგორც გარდაცვლილის ახლობლები განმარტავენ, მოზარდი სავარაუდოდ, სხვის კონფლიქტში ჩაერთო. ,,ამის ჩამდენი სასტიკად უნდა დაისაჯოს. ასეთმა ჯალათმა, არ უნდა იცხოვროს. მხეცი ყოფილა: გაიმეტა, ბავშვი, რომელმაც დავაჟკაცებაც კი ვერ მოასწრო. თუ ფეხბურთის სათამაშოდ მოვიდა, ჯიბეში დანა რატომ ჰქონდა?,”- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი. ცნობისთვის, საზარელი მკვლელობა ზუგდიდში გუშინ მოხდა. 17 წლის პირმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა არასრულწლოვანს – 2007 წელს დაბადებულ ს.მ.-ს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. საზარელი მკვლელობა ზუგდიდში – დაკავებულია 17 წლის ახალგაზრდა – (mcm.ge)

მეტი...