,,ნატო უკან არ დაიხევს, გავაგრძელებ უკრაინის მხარდაჭერას”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალურმა მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატო უკან არ დაიხევს და გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას რამდენი ხანიც საჭირო იქნება. მისი თქმით, გაიზრდება “არალეტალური” დახმარების რაოდენობაც.

,,ნატო გააგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას რამდენი ხანიც საჭირო იქნება. ჩვენ უკან არ დავიხევთ. ბევრი ომი მოლაპარაკებებით მთავრდება, მაგრამ რა მოხდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში “არ იქნება გრძელვადიანი მშვიდობა”.

მსგავსი თემები