უკრაინამ აშშ-სა და მოკავშირეებს უთხრა, რომ მან სცადა რაკეტის ჩამოგდება პოლონეთში აფეთქების ადგილთან ახლოს – CNN

აშშ-ს ოფიციალურმა პირმა, CNN-ს  ანონიმურად განუცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა აშშ-სა და მოკავშირეებს მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მათ, პოლონეთში მომხდარი ინციდენტის ლოკაციის მახლობლად და ამ მოვლენებამდე, რუსული რაკეტის უვნებელყოფა სცადეს. CNN-აღნიშნავს, რომ არაა ცხადი, არის თუ არა ეს ის რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა. 16 ნოემბერს მედიაში გავრცელებული ინფორმაციითა და აშშ-ს დაზვერვის წყაროების თანახმად, პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ პშევოდოვში რუსული რაკეტა ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

მარიკა დათუკიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მარიკა დათუკიშვილი პარტიასაც ტოვებს, პოლიტსაბჭოსაც, ქალთა ორგანიზაციის თბილისის თავმჯდომარის პოზიციასაც და ენმ-ის ქალთა ორგანიზაციის საბჭოსაც. როგორც თავად განმარტავს, აღნიშნულის მიზეზი ნიკანორ მელიაა და ასევე, მოძრაობის თავმჯდომარეობის ახალი კანდიდატი. „ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ მექნებოდა რეაქცია იმის მიხედვით, ვინ და რა ღირებულებების მქონე პირი დასახელდებოდა ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატად. რადგან ახლა ვნახე, რომ დასახელდა პირი, რომლის ღირებულებები, წარსული საქმიანობა, პარტიიდან წასვლა და პარტიაში დაბრუნება-გამოვაჭრება, ყალბი პათოსი, მატერიალური და არამატერიალური სიხარბე, განათლების დეფიციტი, და კიდევ უამრავი თვისება, რომელიც პოლიტიკაში მყოფ პირს არ უნდა ჰქონდეს, არა თუ პარტიის ლიდერს, კატეგორიულად მიუღებელია…

მეტი...

დონალდ ტრამპის შვილი უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას ითხოვს

აშშ-ს ექს-პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შვილმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გამო უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა მოითხოვა. „უკრაინული რაკეტა, მოხვდა ჩვენს ნატოელ მოკავშირე პოლონეთს, ახლა მაინც შეგვიძლია შევწყვიტოთ მილიარდების დახარჯვა მათ შეიარაღებაზე“ – წერს ტრამპის ვაჟი Twitter-ზე.

მეტი...

სამგზავრო ბორანზე ხანძარია

ინდონეზიის საკურორტო კუნძულ ბალის მახლობლად სამგზავრო ბორანს, რომელსაც 271 ადამიანი გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდარზე ინფორმაციას ABC ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ინფორმაციით, მიმდინარეობს ბორანზე მყოფი ადამიანების ევაკუაცია. „ათობით მაშველი, საზღვაო მეზღვაური და ადგილობრივი მეთევზეები ცდილობდნენ ბორანზე მყოფი ადამიანების დახმარებას” – წერს გამოცემა. ინფორმაციისთვის, ინდონეზიაში, სადაც 17000-ზე მეტი კუნძულია, ბორნები ხშირად გამოიყენება ტრანსპორტირებისთვის.

მეტი...

„სასჯელის გადავადების შემთხვევაში, მიშა არ დაბრუნდება საქართველოში ” – ვალერი გელბახიანი

„სააკაშვილის მდგომარეობაზე, ექსპერტების მხრიდან უმძიმესი დასკვნა იქნება. მას აქვს დაავადების ის კატეგორიები, რომელიც სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, არა თუ სასჯელის გადავადებას” – აცხადებს ექსპრეზიდენტის ადვოკატი ვალერი გელბახიანი. მისივე შეფასებით, სასჯელის გადავადების შემთხვევაში, მიშა არ დაბრუნდება საქართველოში და საქმე გაგრძელდება. ,,თუ იცის ხელისუფლებამ რა დიაგნოზი აქვს სააკაშვილს მათი კვლევების შედეგით? ამ ექვსი თვის განმავლობაში, თუ იციან ექიმებმა რა სჭირს მიშას, დიაგნოზი თუ აქვთ? რას მკურნალობენ? თუ დიაგნოზი არ აქვთ, რა წამლებს აძლევენ ან რატომ? რა კატეგორიის დაავადება ეს უნდა თქვას ექსპერტმა. რაც შეეხება დასკვნებს, სამედიცინო დასკვნა სვამს დიაგნოზს. საექსპერტო დასკვნა აკვალიფიცირებს…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ვუჭერ მხარს“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს. დედაქალაქის მერმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მიესალმება გადაწყვეტილებას, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდეს, რადგან აღნიშნული პარტია სწორედ მსგავს კანდიდატს იმსახურებს. „მე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას ვუჭერ მხარს. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს იმ მდგომარეობაშია, რომ სწორედ ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ. ჩემი სრული მხარდაჭერა მას. ძალიან გამეხარდება, თუ ლევან ხაბეიშვილი იქნება არჩეული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ. ცოტა უფრო მეტად გავერთობით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მეტი...

დეპუტატ ნონა მამულაშვილს სადეპუტატო მანდატი შეუწყდა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელ  ნონა მამულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა  89-ხმით, 4-ის წინააღმდეგ მიიღეს. როგორც მამულაშვილმა განმარტა, მეათე მოწვევის პარლამენტი ყველაზე სამარცხვინო პარლამენტია და მას არ სურდა ამ პარლამენტის წევრი ყოფილიყო. როგორც მამულაშვილი აცხადებს, დამოუკიდებლობის ისტორიაში ეს არის ყველაზე სამარცხვინო პარლამენტი, ხოლო გუნდი, რომლის წევრიც თავად  არის, დაცლილია პოლიტიკისგან. მამულაშვილის ნაცვლად, მის სავარძელს მისი თანამონაცვლე დაიკავებს.

მეტი...

“მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს” – იტალიის პრემიერი

პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით იტალიის პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებლობას სრულად რუსეთს აკისრებს. როგორც ჯორჯია მელონი აცხადებს, შემთხვევა საქმის არსს არ ცვლის ის, თუ რა მიზეზით მოხდა რაკეტის ჩამოგდება. „რუსეთი სისტემატურად ანადგურებს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით. ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ სასაზღვრო ტერიტორიის დაბომბვისას შესაძლოა, დარტყმა განხორციელდეს პოლონეთის ტერიტორიაზე, აშკარად რისკია, რაც რუსებმაც კარგად იციან. მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება რუსეთს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იყო უკრაინული საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც სამოქალაქო ობიექტების დანაშაულებრივი დაბომბვის შეჩერებას ცდილობდა“, – აცხადებს პრემიერი.  

მეტი...

რუსეთმა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას მხარი ერთი პირობით დაუჭირა

,,რუსეთმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე მხარი დაუჭირა ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას, თუმცა ტვირთის დანიშნულების პუნქტების კონტროლის პირობით,”- ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა, ანტონ სილუანოვმა განაცხადა. სილუანოვის თქმით, მარცვლეული უნდა გაიგზავნოს ”იმ ქვეყნებში, რომლებიც საჭიროებენ მარცვლეულის მიწოდებას და არა დასავლეთის ქვეყნებში”. „ჩვენ ვხედავთ მთელ რიგ ქვეყნებში, აფრიკულ ქვეყნებში შიმშილთან დაკავშირებულ სიტუაციას და სწორედ ამ ქვეყნებში მარცვლეულის ნაკადის საკითხი იყო განხილვის ერთ-ერთი თემა. სერგეი ლავროვმა ლიდერთა სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას, თუმცა ვემხრობით, რომ მარცვლეული, რომლის ექსპორტიც ხდება შავი ზღვის შეთანხმების ფარგლებში, გაიგზავნოს სწორედ იმ ქვეყნებში, რომლებიც საჭიროებენ…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა” ირჩევს უფრო მეტ აგრესიას”- არჩილ თალაკვაძე

,,დადასტურდა, რომ ეს იყო მელიას წინააღმდეგ წამოწყებული სპეცოპერაცია პარტიის შიგნით, „ნაციონალური მოძრაობა” ირჩევს უფრო მეტ აგრესიას, ანუ გადაირჩევს აგრესიას და აირჩევს უფრო მეტ აგრესიას,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. უმრავლესობის წევრი ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურის წარდგენას და პარტიაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა. ,,საჯაროდ ამბობდა, რომ არ უნდოდა, თუმცა, გამოჩნდა, რომ ხაბეიშვილს ძალიანაც უნდოდა გამხდარიყო პარტიის თავმჯდომარე. დადასტურდა, რომ ეს იყო ამ ჯგუფის წამოწყებული სპეცოპერაცია მელიას წინააღმდეგ პარტიის შიგნით, პირდაპირ დადასტურდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ირჩევს უფრო მეტ აგრესიას, ანუ გადაირჩევს აგრესიას და აირჩევს უფრო მეტ აგრესიას.…

მეტი...

,,მზად ვართ, პარტნიორებს მივაწოდოთ რუსული კვალის ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები”- ალექსეი დანილოვი

,,უკრაინა პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის პარტნიორებთან ერთად მაქსიმალურად დეტალური შესწავლის გაგრძელებას უჭერს მხარს,”-  ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა ითხოვს გადაუდებელ წვდომას აფეთქების ადგილზე. „ჩვენ ვემხრობით ამ ინციდენტის პარტნიორებთან ერთობლივი, მაქსიმალურად დეტალური შესწავლის გაგრძელებას. მზად ვართ, პარტნიორებს მივაწოდოთ რუსული კვალის ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. ასევე, ველოდებით პარტნიორებისგან ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც გაკეთდა საბოლოო დასკვნა იმის შესახებ, რომ საუბარია უკრაინის საჰაერო თავდაცვით რაკეტაზე. ამას გარდა, უკრაინა ითხოვს გადაუდებელ წვდომას აფეთქების ადგილზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებისთვის“, – განაცხადა დანილოვმა. ამასთან, უკრაინის…

მეტი...

,,წარმოუდგენელი უტიფრობა და ბოღმის ამონთხევა”- ნიკოლოზ სამხარაძე სამადაშვილზე

,,ეს არის წარმოუდგენელი უტიფრობა და ბოღმის ამონთხევა,”- ასე ეხმიანება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ოლივერ ვარჰეისთან დაკავშირებით ოპოზიციონერ დეპუტატ სალომე სამადაშვილის განცხადებას. მისი თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება, ადამიანზე, რომელიც პოზიტიურ გზავნილს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე, ასე ილაპარაკო. „სამარცხვინოა გაფართოვების საკითხებში ევროკომისრის წარმოდგენა ისე, თითქოს ის არის პრორუსი პოლიტიკოსი. სამადაშვილმა დაახლოებით ასეთი რამ თქვა. ეს არის წარმოუდგენელი უტიფრობა და ბოღმის ამონთხევა. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, ადამიანზე, რომელიც პოზიტიურ გზავნილს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში წევრობაზე, ასე ილაპარაკო, თუ მართლა პროგრესი და წინსვლა გინდა. არა მხოლოდ ერთმა კონკრეტულმა ადამიანმა ილაპარაკა ასე, მისი პარტიის ლიდერმა, ბადრი…

მეტი...

,,ოლივერ ვარჰეი ევროპაში წარმოადგენს გარიყულ პოლიტიკურ ძალას”- სალომე სამადაშვილი

,,ოლივერ ვარჰეი ევროკომისრის პოსტზე დასახელებული იყო ორბანის ხელისუფლების მხრიდან, შესაბამისად, ფაქტების აღწერაა, რომ ევროპაში ის წარმოადგენს გარიყულ პოლიტიკურ ძალას,”- ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკომისრის გუშინდელი  შეფასებები არის აცდენილი საერთო აზრთან, რომელიც ევროკავშირში ჩამოყალიბებულია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. „ოლივერ ვარჰეი ორბანის პარტიის წარმომადგენელია და ევროკომისრის პოსტზე დასახელებული იყო სწორედ ორბანის ხელისუფლების მხრიდან. ორბანის პარტიაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა. შესაბამისად, ფაქტების აღწერაა, რომ ევროპაში ის წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელიც გარიყულია და გარიცხულია „ევროპის სახალხო პარტიიდან“. ამ პოლიტიკური ძალის პოზიცია არ არის საკმარისი, რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.…

მეტი...

,,ინციდენტი სავარაუდოდ, უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია”- იენს სტოლტენბერგი

,,არ გვაქვს ნიშანი, რომ პოლონეთში ინციდენტი იყო ნატო-ს ტერიტორიაზე განზრახული თავდასხმის შედეგი,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, წინასწარი ანალიზით, ინციდენტი უკრაინულმა საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია, რომელიც უკრაინის ტერიტორიის დაცვის მიზნით ისროლეს რუსეთის ფრთოსანი რაკეტის წინააღმდეგ. „არ გვაქვს იმის ნიშანი, რომ პოლონეთში ინციდენტი იყო განზრახული თავდასხმის შედეგი ნატო-ს ტერიტორიაზე. ჩვენ არ გვაქვს მაჩვენებლები, რომ რუსეთი გეგმავს შეტევით სამხედრო ქმედებებს ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ. ეს აჩვენებს საფრთხეს, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან, მაგრამ არ ცვლის ჩვენს ფუნდამენტურ შეფასებას ნატო-ს მოკავშირეების წინააღმდეგ საფრთხესთან დაკავშირებით. ეს აჩვენებს მონიტორინგის…

მეტი...

შტაბი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულთათვის – ხაბეიშვილის ინიციატივა

„ნაციონალური მოძრაობის” წევი ლევან ხაბეიშვილი გიორგი ჩალაძეს სთავაზობს,  პარტიაში შეიქმნას შტაბი, სადაც ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვისაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებს. „მინდა გამოვიდე ინიციატივით და გიორგი ჩალაძეს, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის ამ თვეების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს, შევთავაზო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიქმნას შტაბი, სადაც გაერთიანდებიან – პოლიტიკოსები, ექიმები, სამოქალაქო სექტორი, ის ადამიანები, ვისაც აინტერესებს სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამ შტაბს გიორგი ჩალაძე ჩაიდგეს სათავეში. ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამართლებდეს მის სახელს და შინაარს. ვიყოთ უკომპრომისო ბრძოლაში რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ“, – განაცხადა ხაბეიშვილმა. ლევან ხაბეიშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა…

მეტი...

,,რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა”- იენს სტოლტენბერგი

,,რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა,”-  ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთში მომხდარი ინციდენტი რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ტალღის პირდაპირი შედეგია. ,,რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა, რადგან ეს არის მიმდინარე ომისა და გუშინ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ტალღის პირდაპირი შედეგი. უკრაინას “რა თქმა უნდა” აქვს უფლება ჩამოაგდოს რუსული რაკეტების ტალღა, რომელიც უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ უკრაინულ ინფრასტრუქტურას უმიზნებს”,- აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

ლევან ხაბეიშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა

ლევან ხაბეიშვილმა ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. ამის შესახებ ხაბეიშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ,,რამდენიმედღიანი კონსულტაციების შედეგად ჩემს  მეგობრებთან თანამებრძოლებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა მივიღო არჩევნებში და ნაციონალურ მოძრაობის მხარდამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა”- განაცხადა ხაბეიშვილმა.

მეტი...

,,არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რაკეტის ჩამოვარდნა პოლონეთზე თავდასხმა იყო”- ანჯდეი დუდა

,,არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ სოფელში რაკეტის ჩამოვარდნა იყო პოლონეთზე საერთაშორისო თავდასხმა,”- ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან მდებარე სოფელში აფეთქება დიდი ალბათობით უკრაინის საჰაერო თავდაცვით იყო გამოწვეული. ,,არ არსებობს მინიშნება, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა პოლონეთზე. სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების S-300 რაკეტა. ჩვენ არ გვაქვს მტკიცებულება, რომ ეს იყო რუსული მხარის მიერ გასროლილი რაკეტა”, – განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.    

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო  საუბარი გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო  საუბარი გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონული მნიშვნელობის საკითხები. აღნიშნულ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიაში ვითარების გაუმჯობესების და ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯების განხორციელების მნიშვნელობას. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის  სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მუდმივი განვითარების  აუცილებლობას და შეთანხმდნენ საქართველო-სომხეთის უწყებათშორისი კომისიის სხდომის გამართვის თაობაზე ერევანში, 2023 წლის დასაწყისში.

მეტი...

,,ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში”- რიში სუნაკი

,,ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, რომ არა რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში, ვიდრე პუტინის ომი გრძელდება, ის წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი და მოკავშირეების უსაფრთხოებისთვის,”-  ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები გლობალურ გამოწვევებთან გასამკლავებლად მუშაობდნენ, პუტინი უკრაინაში მოქალაქეებზე თავდასხმას ახორციელებდა. „მაშინ, როდესაც მსოფლიო ლიდერები მუშაობდნენ ერთად ჩვენი ხალხის წინაშე არსებული უდიდეს გამოწვევებთან გასამკლავებლად, პუტინი უკრაინაში მოქალაქეებზე თავდასხმებს ახორციელებდა. ამ თავდასხმების შემდეგ, ჩვენ დღეს გავმართეთ მოკავშირეების საგანგებო შეხვედრა, რათა დაგვედასტურებინა ჩვენი სოლიდარობა უკრაინის და პოლონეთის მიმართ… ჩვენ, ყველამ მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში რომ არა ეს ყველაფერი არ მოხდებოდა.…

მეტი...

პოლონეთმა რუს დეპუტატებს ვიზებზე უარი უთხრა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად, რუს დეპუტატებს პოლონეთმა ვიზებზე უარი უთხრა. რუსეთის დელეგაცია სხდომაზე დასწრებას, რომელიც პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უნდა ჩატარდეს, ვერ მოახერხებს. ვიზებზე უარის თქმით მიზეზად უკრაინის წინააღმდეგ აგრესია სახელდება. ,,სამწუხაროდ, ჩვენ მივიღეთ აღმაშფოთებელი პასუხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლონური დელეგაციის ხელმძღვანელისგან, ქალბატონი ბარტუსისგან, რომელიც სიტყვასიტყვით ამბობს, რომ ვერ ხედავს ვარშავაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის შეხვედრაში რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობას“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა.    

მეტი...

,,დეტალურ გამოძიებამდე ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც გამორიცხულია”- ოლაფ შოლცი

,,პოლონეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით დეტალურ გამოძიებამდე ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც კი გამორიცხულია,”– ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა რაკეტების ნაწილების შესწავლა და  შემდეგ კი, შედეგების საჯაროდ  გამოცხადება. „ვფიქრობ, კარგი და სწორია, რომ ამ დილით, აქ ნატო-ს წევრები შეიკრიბნენ ძალიან სწრაფად, რათა განეხილათ სიტუაცია და ერთ-ერთი მკაფიო შეთანხმება, რომელსაც მივაღწიეთ არის ის, რომ ახლა საჭიროა რაკეტების ნაწილების შესწავლა. ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასკვნებს, შემდეგ კი საჯაროდ უნდა გამოცხადდეს შედეგები. დეტალურ გამოძიებამდე ასეთ სერიოზულ საკითხში ნაჩქარევ შეფასებაზე საუბარიც გამორიცხულია“, -განაცხადა შოლცმა.  

მეტი...

„რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ განცხადებები წარმოადგენს განზრახ პროვოკაციას”- რუსეთის თავდაცვის უწყება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო  განცხადებებს იმის შესახებ, რომ პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტები რუსულია, პროვოკაციად აფასებენ. უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილზე გადაღებულ სურათებზე რაკეტების ნამსხვრევები სპეციალისტების მიერ იდენტიფიცირებულია, როგორც უკრაინის კუთვნილი „ეს-300“-ების ელემენტები. „პრჟევოდუვის დასახლებულ პუნქტში თითქოსდა „რუსული რაკეტების“ ჩამოვარდნის შესახებ სხვადასხვა უკრაინული წყაროსა და უცხოელი ოფიციალური პირების განცხადებები წარმოადგენს განზრახ პროვოკაციას ვითარების ესკალაციის მიზნით“, – აცხადებენ  რუსეთის თავდაცვის უწყებაში. სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ძალები მაღალი სიზუსტის დარტყმებს მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნეებზე ახორციელებენ, პოლონეთის საზღვრიდან სულ მცირე 35 კილომეტრის მანძილზე.    

მეტი...

ბაიდენის განცხადებით, პოლონეთში რაკეტის აფეთქება უკრაინის საგარეო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული – ”როიტერი”

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ და ნატო-ს პარტნიორებს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში რაკეტის აფეთქება უკრაინის საგარეო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული. ამის შესახებ  ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს. მანამდე, ბაიდენმა ინდონეზიაში მედიას განუცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რაკეტა რუსეთიდან ყოფილიყო ნასროლი. ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.  

მეტი...

ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის პირველი მოადგილის, ალექსანდრე კორნიენკოს ინფორმაციით, ჩეხეთის პარლამენტმა რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დეპუტატი იმედს იტოვებს, რომ ძალიან მალე ყველა დემოკრატიული სახელმწიფო აღიარებს რუსეთის რეჟიმს ტერორისტად. “აგრესორი ამ სტატუსს ყოველდღიურად აძლიერებს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობითა და უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების განადგურებით. თუ ვინმე ტერორისტივით იქცევა, ის ტერორისტია. ზუსტად ასეთია პუტინის რეჟიმი, ასეთია რუსეთი. ამის აღიარება უკვე პირველი ნაბიჯია დასჯისკენ …რუსეთის ფედერაცია დაისჯება მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისთვის ამ დამანგრეველ ომში!”- განაცხადა კორნიენკომ.  

მეტი...

,,რუსეთს ელაპარაკებიან მშვიდობის შესახებ, საპასუხოდ ის რაკეტებს ისვრის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსეთს სთავაზობენ ათ პუნქტს ომის დასასრულებლად და ის ისვრის ათ რაკეტას,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, რუსეთი მშვიდობის საპასუხოდ რაკეტებს ისვრის. ,,რუსეთს ელაპარაკებიან მშვიდობის შესახებ, საპასუხოდ ის რაკეტებს ისვრის. მას ელაპარაკებიან გლობალური კრიზისების შესახებ, რაც რუსეთმა გამოიწვია, პასუხი კი – ირანული თვითმფრინავებია. მას სთავაზობენ ათ პუნქტს ომის დასასრულებლად და ის ისვრის ათ რაკეტას მშვიდობის შესახებ ყოველ პუნქტზე,”- წერს ზელენსკი.

მეტი...

,,ხელისუფლებას ფაქტობრივად საბოტაჟის ფონზე უწევს 12 რეკომენდაციაზე მუშაობა”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ხელისუფლებას ფაქტობრივად საბოტაჟის ფონზე უწევს 12 რეკომენდაციაზე მუშაობა. მისივე თქმით, ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტზე ოპოზიციის რეაქციებმა დაადასტურა, რომ მათი მიზანია საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს. ,,გუშინ იმდენად აგონიაში ჩავარდნენ, რომ პირდაპირ ეთერში აჩვეენს მოსახლეობას, როგორ ებრძვიან საკუთარ ქვეყანას. გუშინ მათ ფაქტობრივად ღია ეთერში გვაჩვენეს, როგორია მათი ტაქტიკა საქართველოს წინსვლის შესაფერხებლად, პირველი, საკუთარი ქვეყნის მაქსიმალურად ნეგატიურ ჭრილში წარმოჩენა, მეორე, ყველა ევროპელზე თავდასხმა, ვინც კი რაიმე პოზიტიურს იტყვის საქართველოზე და მესამე, საქართველოს მიმართ პოზიტიური გზავნილების გაჟღერებისთანავე, საკუთარი უცხოელი თანამზრახველების გააქტიურება ნეგატიური დღის წესრიგის შემობრუნებისათვის. ზუსტად ამ მეთოდებით მოქმედებდნენ ისინი…

მეტი...

,,დროა ევროპამ “დახუროს უკრაინის ცა” მისივე უსაფრთხოებისთვის”- მიხაილო პოდოლიაკი

,,დროა ევროპამ “დახუროს უკრაინის ცა”, მისივე უსაფრთხოებისთვის”- ასე ეხმიანება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკო პოლონეთში რაკეტების ჩამოვარდნას. ,,მხოლოდ რუსეთი არის პასუხისმგებელი უკრაინაში ომზე და მასიურ სარაკეტო დარტყმებზე. მხოლოდ რუსეთი დგას ჩვენი მოსაზღვრე ქვეყნებისთვის სწრაფად მზარდი რისკების უკან. არ არის საჭირო, რომ საბაბები ვეძიოთ ძირითადი გადაწყვეტილებების გადასადებად. დროა ევროპამ “დახუროს უკრაინის ცა”. მისივე უსაფრთხოებისთვის…”- წერს პოდოლიაკი. ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მეტი...

,,თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს..პოლონეთი ევროპის გულია, ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნას ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი სოლიდარობას უცხადებს პოლონეთის მთავრობასა და პოლონელ ხალხს. „თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობასა და პოლონელ ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“. ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.  

მეტი...

106 788 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა – სასამართლომ  ბრალდებული დამნაშავედ ცნო

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა  პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.  ,,სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა, რომელსაც  გახსნილი ჰქონდა ავტო იმპორტის კომპანია, თითქოსდა საზღვარგარეთ აუქციონებზე ავტომანქანების შეძენის და ჩამოყვანის მიზნით 6 მოქალაქეს მოტყუებით პირად ანგარიშზე თანხები ჩაარიცხინა,  რეალურად კი ავტომანქანების ყიდვა და ჩამოყვანა არ განახორციელა. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა დაზარალებულების კუთვნილი  106 788 ლარი თაღლითურად მიისაკუთრა. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (4 ეპიზოდი) (თაღლითობა ჩადელი დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა.  გორის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ  წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.…

მეტი...

„დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა…“- კახა ოქრიაშვილი

,,დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა. ამგვარი მასწავლებლები არც წარსულში და არც ახლა მოდაში არ არიან,”- ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, დედაქალაქის მერს არანაირი განათლება და კომპეტენცია არ გააჩნია. ,,გამოგორდა კალაძე და ჭკუას ასწავლის საზოგადოებას და ოპოზიციას, თან დამცინავად რადიკალურ ოპოზიციასაც არქმევს. ეს ის კალაძეა, რომელმაც 20 წუთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ორი ავტოგოლი შეუგდო, რომლის ხელმძღვანელობით, მერია კორუფციაში იხრჩობა და შედეგად, ვაკის პარკში მოზარდი გარდაიცვალა. ეს ის კალაძეა, რომელსაც არანაირი განათლება და კომპეტენცია არ გააჩნია. დღეს ეს კალაძე ქართველებს მასწავლებლად მოგვევლინა. ამგვარი…

მეტი...

ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 169-ით მეტი ბრუნი განახორციელა

ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა 169-ით მეტი ბრუნი განახორციელა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისში არსებული პრობლემური სატრანსპორტო კვანძების სრულად მოწესრიგება ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძესა და ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიქტორ წილოსანს დაავალა. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული პრობლემის მოგვარება შესაძლებელს გახდის, ბოლო პერიოდში პრობლემადქცეული დაგეგმილი ბრუნები განხორციელდეს და მგზავრების სრულად გადაყვანა მოხდეს. „რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეის მდგომარეობით, მიმდინარეობს შუქნიშნების მოწესრიგება, ე.წ. კალიბრაცია, რომ ავტომობილების ნაკადების გატარება ყველა მიმართულებით, დროულად მოხდეს. მსგავსი პროექტების განხორციელებისას მნიშვნელოვანი კომპონენტია…

მეტი...

,,დასავლეთი უახლოვდება მსოფლიო ომს”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნას ეხმიანება. ,,პოლონურ ფერმაზე უკრაინის სავარაუდო „სარაკეტო დარტყმის“ ინციდენტი მხოლოდ ერთ რამეს ამტკიცებს: რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოებით, დასავლეთი უახლოვდება მსოფლიო ომს,”- წერს მედვედევი ”ტვიტერზე”. ცნობისთვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა საიდან იყო ნასროლი რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

მეტი...

,,მე ვისწავლე შრომის ფასი მძიმე შრომით”- ნეკა დოროყაშვილი

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის  ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს. ფოტოს თან ახლავს აღწერაც. ,,მე ვისწავლე შრომის ფასი მძიმე შრომით…საოფისე დღე“- წერს ნეკა დოროყაშვილი.

მეტი...

,,არაადეკვატურობა, ცოტა სინდისი იქონიეთ და სახე შეინარჩუნეთ…სამარცხვინო”- ზარქუა სამადაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება. ზარქუას თქმით, რაც სალომე სამადაშვილმა იკადრა, არაადეკვატურობაა.. „მინდა, გამოვეხმაურო იმ სამარცხვინო ფაქტს, რაც გუშინ მოვისმინეთ სამადაშვილისგან. მე არ ვიცი, ეს ადამიანი რანაირად იყო ევროკავშირში ჩვენი დიპლომატი და სახე. რა იკადრა გუშინ, არაადეკვატურობა, ცოტა სინდისი იქონიეთ და სახე შეინარჩუნეთ, მეტი არაფერი. ევროკომისარია, რომელიც ობიექტურად მიმოიხილავს და ობიექტურად ასახავს იმ გამოწვევებს, მიღწევებსაც, რაც რეალურად არის, თუ არ მოგეწონათ, ესე იგი თავდასხმა მოსულა? სად არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენ გვაკრიტიკებენ ხოლმე. ფოტიგას ან კუბილიუსს რომ სამართლიანად შენიშვნას ვაძლევთ ან მივუთითებთ, რომ…

მეტი...

,,დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა”- კალაძე საზოგაოდებას ბოდიშს უხდის

მუნიციპალიტეტის მერია მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ე.წ. ტურნიკეტებთან დაკავშირებული პრობლემის აღმოსაფხვრელად მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტებზე მუშაობს. თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურის შესასვლელთან დღეს წარმოქმნილ პრობლემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურაა. „დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ გარკვეული პრობლემები დაფიქსირდა ე.წ. ტურნიკეტებთან დაკავშირებით – ვერ ატარებდა მგზავრების შესაბამის რაოდენობას, რამაც გამოიწვია მეტროს გარეთ მოქალაქეების თავმოყრა. მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, პრობლემას წარმოადგენს მოძველებული ინფრასტრუქტურა, თუმცა, ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გამოვასწოროთ. როგორც იცით, დაწყებული გვაქვს პროექტის განხორციელება, რომელიც მოიცავს მოკლევადიან და გრძელვადიან პროექტს. მოკლევადიანის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ ტურნიკეტების რაოდენობა გაიზრდება,…

მეტი...