სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი გახდება

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა  ვახტანგ ბაჩიაშვილმა პარლამენტს პირველი მოსმენით განსახილველად წარუდგინა კანონპროექტი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელსაც პარლამენტმა 82 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი.  ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, ცვლილების  მიზანია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაფართოება და საბჭოს მუდმივ წევრად სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის გათვალისწინება.  „ეს იქნება ორმხრივი სარგებელი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი სტრატეგიულ დონეზე იქნება ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღებაში და საკოორდინაციო მექანიზმში, რასაც უსაფრთხოების საბჭო ახორციელებს, ამავდროულად საბჭოსთვისაც მნიშვნელოვანია იმ ინფორმაციის მიღება, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკის აღსრულების პროცესში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და მისი ხელმძღვანელი ფლობს“,…

მეტი...

ბელარუსის საპარლამენტო კრების დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის საპარლამენტო კრების დელეგაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.ბელარუსული მედიის ინფორმაციით, დელეგაციას ბელარუსის საპარლამენტო კრების ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის კომისიის თავმჯდომარე არტიომ ტუროვი ხელმძღვანელობს. ბელარუსის დელეგაციის წევრები სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდნენ, რომელმაც კანონმდებლებისა და აღმასრულებელი შტოს დონეზე ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბელორუსული მედიის ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა ”საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების დონეზე ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა და გამოთქვა რწმენა, რომ ყოველი ასეთი შეხვედრა გააძლიერებს მეგობრობას აფხაზეთის, რუსეთისა და ბელორუსის ხალხებს შორის.” ბელარუსის დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ დე ფაქტო პარლამენტის სპიკერ ლაშა აშუბას.

მეტი...

,,რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს „მარცვლეულის შეთანხმებიდან“, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები იქნება დარღვეული”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან, თუ უკრაინის მხრიდან გარანტიები იქნება დარღვეული,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთმა უკრაინული მხარისგან მოითხოვა გარანტიები, რომ ჰუმანიტარული დერეფნების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენება არ მოხდება. „ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროსთვის გავეცი მითითება, განაახლოს ჩვენი სრულფასოვანი მონაწილეობა ამ სამუშაოში. ამასთან, რუსეთი იტოვებს უფლებას, გავიდეს ამ შეთანხმებებიდან იმ შემთხვევაში, თუ ეს გარანტიები უკრაინის მხრიდან დარღვეული იქნება. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის შემთხვევაშიც, მზად ვიქნებით, მივაწოდოთ მარცვლეულის მთელი მოცულობა, რომლის მიწოდებაც უკრაინის ტერიტორიიდან ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მოხდა, ეს კი მხოლოდ ოთხი…

მეტი...

,,თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას”- ანრი ოხანაშვილი

,,თურმე მეცენატობა ნიშნავს ოლიგარქიას, ეს მორიგი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე მსჯელობაა,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა პლენარულ სესიაზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინული მოდელით ბიძინა ივანიშვილი ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად. „ადამიანი, რომელიც ქველმოქმედებით და მეცენატობით არის დაკავებული, რაც არ უნდა ცალკეულ პირებს ინტერესი ჰქონდეთ მისი ოლიგარქად მიჩნევის, უკრაინული მოდელი იმ კრიტერიუმებზე დაფუძნებით, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა, არ ითვალისწინებს ასეთი პირის ოლიგარქად მიჩნევას. ამიტომ, უკრაინული მოდელით ბიძინა ივანიშვილი ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით ვერ იქნება მიჩნეული ოლიგარქად“, – განაცხადა ოხანაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას. პარლამენტში დღეს პირველი მოსმენით “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა…

მეტი...

პოლონეთი რუსეთის საზღვარზე ღობის მშენებლობას იწყებს

პოლონელმა სამხედროებმა რუსეთის კალინინგრადის ოლქთან, საზღვარზე მავთულის ღობის მშენებლობა დაიწყეს. არსებული გეგმის თანახმად, დროებითი ბარიერის მშენებლობა დღეს დაიწყება და სამუშაოები 2023 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკმის განცხადებით, დროებითი 2,5 მეტრის სიმაღლისა და 3 მეტრის სიღრმის ბარიერის მშენებლობის  მიზეზად მინისტრმა უსაფრთხოების საკითხი დაასახელა.

მეტი...

რუსეთის სამხედრო მეთაურები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდნენ – „ნიუ იორკ თაიმსი”

„ნიუ იორკ თაიმსის” ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო მეთაურები უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავდნენ. გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსეთის სამხედრო მეთაურები აწარმოებდნენ დისკუსიას იმის შესახებ, თუ როდის და როგორ შეუძლია რუსეთს უკრაინაში ტაქტიკური იარაღის გამოყენება. მათივე ინფორმაციით,  რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღნიშნულ დისკუსიებში არ მონაწილეობდა.

მეტი...

აშშ-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საარტილერიო ჭურვებს ფარულად აწვდის

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორის, ჯონ კირბის განცხადებით, აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ჩრდილოეთ კორეა რუსეთს ფარულად აწვდის საარტილერიო ჭურვების მნიშვნელოვან რაოდენობას უკრაინაში ომისთვის. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა მალავს იარაღის გადაზიდვის რეალურ დანიშნულებას. „თუმცა, ჩვენი ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ „ჩრდილოეთ კორეა“ ფარულად ამარაგებს რუსეთის ომს უკრაინაში მნიშვნელოვანი რაოდენობით საარტილერიო ჭურვებით, იმავდროულად მალავს იარაღის გადაზიდვის რეალურ დანიშნულებას და ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ისინი მიდიან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში“, – განაცხადა კირბიმ.  

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება გორის სკოლაში – მასწავლებელს კოლეგა ცემაში ადანაშაულებს

ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა გორის მესამე საჯარო სკოლიდან სპორტის პედაგოგის გათავისუფლება.  გათავისუფლებულმა თეა კეჩხუაშვილმა განმარტებები დირექტორისგან, ვახტანგ სუხიტაშვილისგან, მოითხოვა, რასაც კიდევ ერთი ჩხუბი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, სპორტის პედაგოგმა გასულ თვეში მის კოლეგა კაცს მოსწავლეების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა კეჩხუაშვილი ამტკიცებს რომ მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია და მსხვერპლი თავად გახდა. გორის მესამე საჯარო სკოლის დირექტორის განმარტებით, თეა კეჩხუაშვილი მას შეუვარდა კაბინეტში, დაამტვრია ინვენტარი, სხვადასხვა ნივთებს ხელი ურტყა, მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამ დროს კი ოთახში ბუღალტერი იმყოფებოდა. სპორტის პედაგოგი, თეა კეჩხუაშვილი, აპირებს, სკოლის დირექტორის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყოს.

მეტი...

,,აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაძლევა”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი მედვედევი თავის ტელეგრამ არხზე, მოღალატეებისთვის სიკვდილით დასჯის აღდგენის შესაძლებლობის შესახებ საუბრობს. მისივე თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაძლევა. „შენ თუ მოღალატე ხარ, რომელმაც საომარ დროს ასეთი დანაშაული ჩაიდინე, მაშინ შენ არ გაქვს არც ასაკი, არც ეროვნება და არც საკუთარი ცხოვრების დაცვის უფლება. თანამედროვე რუსეთში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი მოქმედებს. სხვათა შორის, ბირთვული იარაღის მქონე უმსხვილესი ქვეყნებისგან (აშშ, ჩინეთი, ინდოეთი) განსხვავებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ამჟამინდელი კონსტიტუციის ფარგლებშიც, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის დაძლევა რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიციების შეცვლისას. ეს არის…

მეტი...

,,ანი მასწავლებელს ვეძახი, ისეთ დიდაქტიკურ ტონს დაიყენებს, მორალს გვიკითხავს, გვგონია, სკოლაში ვართ”- ზარქუა ნაცვლიშვილზე

,,ანი მასწავლებელს ვეძახი, გვარი არ მახსოვს, რადგან ყოველთვის როცა გამოდის, ისეთ დიდაქტიკურ ტონს დაიყენებს, მორალს გვიკითხავს, გვგონია, სკოლაში ვართ და უნდა დაგვტუქსოს,”- ამ სიტყვებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერი კოლეგის ანა ნაცვლიშვილს მიმართა. ზარქუას თქმით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივასთან დაკავშირებით ნაცვლიშვილის მიდგომა არასერიოზულია. ,,ანი მასწავლებელს ვეძახი, გვარი არ მახსოვს, რადგან ყოველთვის როცა გამოდის, ისეთ დიდაქტიკურ ტონს დაიყენებს, მორალს გვიკითხავს, გვგონია, სკოლაში ვართ და უნდა დაგვტუქსოს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ქალბატონს არსად არ უსმენენ, ჩაიგდებს ხელში მიკროფონს და შემდეგ რაღაც მანიპულაციებით, აი, ამდენი დაფინანსება არის და ბავშვებს…

მეტი...

,,აშშ-ის საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ „მთავარი არხი“ არის პარტიული მედია”- მამუკა მდინარაძე

,,ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დღეს პირველად აღიარა, რომ „მთავარი არხი“ არის პარტიული მედია, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით,” – ასე ეხმიანება  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადება. მისივე თქმით, ”სასამართლო გადაწყვეტილებას როდესაც აკრიტიკებ, ასეთი ზოგადი ფრაზებით კრიტიკა ბუნდოვანებას იწვევს.” „სასამართლო ხელისუფლების მიმართ როდესაც მიდის კრიტიკა, ვისურვებდი კიდევ უფრო მეტ მკაფიობას. სასამართლო გადაწყვეტილებას როდესაც აკრიტიკებ, ასეთი ზოგადი ფრაზებით კრიტიკა ბუნდოვანებას იწვევს. რაღაცაზე რომ ამბობს ცუდს, უნდა დააყოლო, რატომ, რისთვის არის ცუდი. ეს ჩემი აზრია. უნდა თქვა, რომ სამართლებრივად არის გაუმართავი, უკანონობა დაინახეს ან რაღაც…

მეტი...

სახალხო დამცველი ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად,  სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და გამოითხოვა განაჩენი. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2019 წელს სახალხო დამცველმა, ე.წ. რეკლამების ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სახალხო დამცველის შეფასებით, დაუშვებელი იყო ნიკა გვარამიას მსჯავრდება მის მიერ მენეჯერული გადაწყვეტილების მიღებისთვის (ე.წ. რეკლამების ეპიზოდი), რაც შესაძლებელია თეორიულად გამხდარიყო სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი, მაგრამ არა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი. სამწუხაროდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და არ გაითვალისწინა სამოქალაქო და…

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა ოთხ რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებულ  ოთხ რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა. სანქციები დაუწესდათ ალექსანდრე აბრამოვს, ალექსანდრე ფროლოვს, აირატ შაიმიევს და ალბერტ შიგაბუტდინოვს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით,  ალექსანდრე აბრამოვი და ალექსანდრე ფროლოვი რომან აბრამოვიჩის საქმიანი პარტნიორები არიან, რომლებიც რუსული ფოლადის მწარმოებელ კომპანია Evraz-თან არიან დაკავშირებული. აბრამოვს და ფროლოვს გაერთიანებულ სამეფოში აქტივები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომში მათი როლის გამო გაუყინეს. გაერთიანებულ სამეფოში აბრამოვი და ფროლოვი ერთად 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების საინვესტიციო საკუთრებას ფლობენ. ორივე მათგანს ეკრძალება დიდ ბრიტანეთში შესვლა ან დარჩენა. ამასთან, შეზღუდვები აქვთ მათ მფლობელობაში არსებული თვითმფრინავებისა და გემების გამოყენებაზე…

მეტი...

პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში – კრემლი

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მონაწილეობას 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში. შეგახსენებთ, 2021 წელს პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რაც უფლებას აძლევს მას არჩევნებში კიდევ ორი, ექვსწლიანი საპრეზიდენტო ვადით იყაროს კენჭი. ცნობისთვის, პუტინი რუსეთის პრეზიდენტი 2012 წელს გახდა. მანამდე მას პრეზიდენტის თანამდებობა 2000-2008 წლებშიც ეკავა. ის ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოსტსაც – 1999 წლიდან 2000 წლამდე და 2008 წლიდან 2012 წლამდე.

მეტი...

ზელენსკის განცხადებით, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი  მას რუსეთთან კომპრომისებისკენ უბიძგებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი  მას რუსეთთან კომპრომისებისკენ უბიძგებს. მისივე თქმით, მან უკვე იცის რუსეთთან მოლაპარაკება რით დასრულდება. „ვფიქრობ, ქვეყნების ზოგიერთი ლიდერი, რა თქმა უნდა, ისურვებდა… არ მინდა ახლა ამას შეფასება მივცე, რადგან ამას არ აქვს მნიშვნელობა. ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ ვიღაც ცდილობს, მიბიძგოს… ჩვენ უკვე ვიყავით იქ (რუსეთთან მოლაპარაკებებზე). ჩვენთვის იქ ახალი არაფერია, არანაირი სიურპრიზი. მე უკვე ვიცი, რით დასრულდება ეს ისტორია. ამიტომ მე არ მინდა, ველოდო დასასრულს, რადგან ეს არ იქნება „ბედნიერი დასასრული“ ამ ქვეყანასთან, ამ მეზობელთან. ჩვენ უნდა ავაშენოთ ძალიან პრაგმატული ურთიერთობები, რადგან…

მეტი...

,,თუ დავრწმუნდებით, რომ დეპუტატების პარლამენტიდან გასვლა მიზანთან დასაახლოებელი ქმედითი ნაბიჯი იქნება, პარტია ამ ნაბიჯს გადადგამს”- ნიკა მელია

„ჩვენ თუ დავრწმუნდებით, რომ პარლამენტარების პარლამენტიდან გამოსვლა იქნება მიზანთან დასაახლოებელი ქმედითი ნაბიჯი, ბუნებრივია, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტულ მომენტში ამ ნაბიჯს გადადგამს“, –  ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმა, აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტული მიზნის მიღწევას. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმა აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს კონკრეტული მიზნის მიღწევას. ამ ეტაპზე ეს მოცემულობა გვაქვს. თუკი ჩვენ დავრწმუნდებით, რომ დეპუტატების პარლამენტიდან გამოსვლა მიზანთან დასაახლოებელი ქმედითი ნაბიჯი იქნება, ბუნებრივია, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ნაბიჯს გადადგამს, მხოლოდ კონკრეტულ მომენტში და მოცემულობაში… ვფიქრობ, რეალურ დემოკრატიულ…

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ფრონტის ხაზზე მებრძოლი ქართველები ავრცელებენ. 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 24 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მეტი...

,,ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს”- ირაკლი კობახიძე

,,ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. პოლიტიკურად მიკერძოებულია და კონკრეტული ინტერესი აქვს,”– ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ჟურნალისტის კითხვას, „ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება უნდა შეწყდეს, მათ შორის მედიამენეჯერების წინააღმდეგ”.  კობახიძე პასუხობს: „ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. არის პოლიტიკურად მიკერძოებული და კონკრეტული ინტერესი აქვს, რაც ამ რეზოლუციის ინიცირების უკან იდგა. აქედან გამომდინარე, რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი და მის თითოეულ ჩანაწერს ჩვენთვის ჩალის ფასი აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომ რეზოლუცია ამ ნაწილში არ გაიზიარეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის კაბინეტი დაცხრილეს

ლენტეხის მერიაში, მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ონიანის სამუშაო კაბინეტი დაცხრილეს. კაბინეტს  ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი, რის შემდეგაც  სამუშაო ოთახში ხანძარი გააჩინეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს გიორგი ონიანი თბილისში იმყოფებოდა. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. დამნაშავეები არ არიან იდენტიფიცირებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

,,პრობლემები გვაქვს დისტრიბუციაში ”უკონტაქტო ჯარიმების” კუთხით”- მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში”

”საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, შემოტანილი და ადგილზე დამზადებული ფქვილის ღირებულება ერთმანეთს გაუსწორდა. ამის შესახებ მან  „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ,,შემოტანილი ფქვილის ღირებულება და ადგილზე დამზადებული ფქვილის ღირებულება ერთმანეთს გაუტოლდა. 50 კილოგრამიანი ტომარის ფასი 70 ლარია. ყოველთვის შემოტანილი რუსული ფქვილის ფასი უფრო ნაკლები იყო. რა თქმა უნდა, 2-თვიანი მარაგი არის, ეს არის დაახლოებით 80 ათასი ტონა. საქართველოს წელიწადში სჭირდება 650 ათასი ტონა სასურსათო ხორბალი. თბილისი დღე-ღამეში მოიხმარს დაახლოებით 400 ტონამდე პურს,”- განაცხადა მალხაზ დოლიძემ  „მედიაცენტრ მთავარში”. მისივე თქმით, ბოლო დროს პრობლემა გაჩნდა დისტრიბუციაში, რის გამოც დისტრიბუტორები მასიურად ტოვებენ სამსახურს.…

მეტი...

ნიკა მელია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება და „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია გაათავისუფლოს. „დღეს ხელისუფლებამ მიიღო ანტისამართლებრივი და ანტიევროპული გადაწყვეტილება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას პატიმრობა არ არის მისი პირადი საკითხი, არამედ ეს არის ხელისუფლების მხრიდან ევროინტეგრაციის პროცესის გამიზნული შეფერხება. საქართველოს, ქართველ ხალხს, მის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომელსაც ისტორიული არჩევანი დიდი ხანია გაკეთებული აქვს, ევროპისგან გადაეცა 12 პუნქტი, 12 ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს შინ ევროპაში. რუსული ოცნება კი ყოველდღიურად გვიჩვენებს უკუსვლას – იფორმებს სასამართლოს, ხელისუფლების ყველა შტოს, აღრმავებს პოლარიზაციას, ზღუდავს თავისუფალ სიტყვას…

მეტი...

სკოლის მოსწავლეებს, ცხოველების შესახებ საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები ჩაუტარდებათ

სკოლის პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ! ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დედაქალაქის სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილების ჩატარება განაახლა. გაკვეთილის განმავლობაში, მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: ცხოველების კეთილდღეობა და მათი უფლებები; ადამიანისა და ცხოველების მეგობრობის ისტორიები; მიუსაფარი ცხოველების პრობლემები და საჭიროებები; რატომ უკეთიათ ძაღლებს ,,საყურე“; რა გავლენას ახდენს ცხოველის ყოლა ბავშვის ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე; რა პასუხისმგებლობა აქვს ცხოველის პატრონს და ზოგადად, ადამიანს; როგორ უნდა მოვიქცეთ გასაჭირში მყოფი ცხოველის აღმოჩენის შემთხვევაში; ცხოველების მიმართ ჩამოყალიბებული სტერეოტიპები და არარაციონალური შიი; მიუსაფარ ცხოველებთან ურთიერთობის წესები. გაკვეთილის მსვლელობისას, მოსწავლეები მოკლემეტრაჟიან ფილმებს ნახავენ, შინაურ ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმსჯელებენ…

მეტი...

,,ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, ჭუტა არის ოლიგარქი, ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან ოლიგარქები”- ირაკლი კობახიძე

,,ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი არის ოლიგარქი, ჭუტა არის ოლიგარქი, ხაზარაძე-ჯაფარიძე არიან ოლიგარქები, სააკაშვილი არის ოლიგარქი,”– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია არის სუბიექტურად დაინტერესებული, რომ პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი არ მიიღოს. „რაც შეეხება ჩვენს რეალობას, ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ, მივიღოთ კანონი უკრაინული მოდელის შესაბამისად. მთავარი არგუმენტი იცით, რაც არის. უკრაინაში მიღებულ იქნა კანონი, რომელიც არ ეფუძნება რაიმე კონტექსტს, ქართულ კონტექსტზე არ არის მორგებული, ბუნებრივია. შესაბამისად, ის შეესაბამება ობიექტურ კრიტერიუმებს. არ არის მორგებული არც ჩვენს და არც ოპოზიციის ინტერესებზე. ასეთ პირობებში მიგვაჩნია, რომ არის გონივრული…

მეტი...

რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ დაუბრუნდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელის, იგორ კონაშენკოვის განცხადებით, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებას“ დაუბრუნდა. მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინისგან წერილობითი გარანტიები, რომლის თანახმადაც,  „მარცვლეულის დერეფანი“ მოსკოვის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების საწარმოებლად არ იქნება გამოყენებული. „შევძელით, მიგვეღო აუცილებელი წერილობითი გარანტიები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის ჰუმანიტარული დერეფნისა და რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად უკრაინის პორტების გამოუყენებლობის შესახებ. რუსეთის ფედერაციას მიაჩნია, რომ ამ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისია და განვაახლებთ შეთანხმების შესრულებას“, – აღნიშნავენ უწყებაში.

მეტი...

,,კალაძე ენერგეტიკოსი არ არის, კალაძე არის ძალიან კარგი მენეჯერი”- კახა კალაძე

თბილისის მასშტაბით მიმდინარე ყველა სამშენებლო სამუშაო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების თანახმად ხორციელდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკის შადრევნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კახა კალაძის თქმით, კითხვაზე – თუ რა იყო ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, პასუხს გამოძიება გასცემს. „ყველა სამშენებლო სამუშაოს დროს გამოიყენება ის ნორმები, რომელიც საქართველოს კანონმდებლობითაა გაწერილი. სამშენებლო სამუშაოების დროს, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა უბანსა და რაიონში ხორციელდება, ყველაფერი კეთდება იმ არსებული სამშენებლო რეგულაციებით, რომელიც კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, გამოძიება დაადგენს, თუ რა იყო პრობლემა, რა იყო ან…

მეტი...

სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმეზე გამოცხადებულ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სააპელაციო სასამართლო მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას  კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის სექტემბერ – დეკემბრის პერიოდში ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩაიდინეს. ,,2022 წლის 2 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სისხლის სამართლის საქმე ნ. გ-ს, კ. დ-სა და ზ. ი-ს მიმართ. კ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის კახაბერ წერეთელისა და მსჯავრდებულ ნ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ქეთევან ჩომახაშვილის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორების ვლადიმირ ვექილიანისა და ზვიად გუბელაძის სააპელაციო საჩივარი…

მეტი...

,,პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა”- ირაკლი კობახიძე

,,საქართველოს პრეზიდენტი თუ შეიწყალებს ნიკა გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, სწორი იყოს,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „თქვენ გახსოვთ, როგორ შეურაცხყოფას აყენებდა იგივე სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამია, როგორი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა. ეს იყო არა მარტო პირადად სალომე ზურაბიშვილის, არამედ პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა. ასეთ პირობებში პრეზიდენტი თუ შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, რომ სწორი იყოს“, – განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის…

მეტი...

,,ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს ევროპულ მომავალზე”- აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო საელჩო  ნიკა გვარამიას პატიმრობაში დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. საელჩოს განცხადებით,  ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიულ, ევროპულ მომავალზე ქართველი ხალხის არჩევანს და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს. ,,იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს – უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა. შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა გორში – ქალს და ბავშს მანქანა დაეჯახა

გორში კომბინატის დასახლებაში მსუბუქი ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, მათ  მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გამოკვლევები უტარდებათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.  

მეტი...

,,გიორგი ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი, გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო”- ალეკო ელისაშვილი

,,გიორგი ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი, გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო. ან რას მოდიოდა, ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა,” – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე რაღაც გაუგებარი თამაშით არის დაკავებული. „გიორგი ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი, გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო. ან რას მოდიოდა, ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა, ან რატომ არ მუშაობდა, ან რომ მიდის რატომ მიდის? ამ ყველაფერს ხალხი ხომ უყურებს და მათ შეაფასონ ასეთი სიმჩატე. ამდენი ხანი რომ იჯდა, თუ პარლამენტში რუსეთუმეობა ხდება და რუსეთის სამსახურში ვართ, თავად რას აკეთებდა? თვალები…

მეტი...

,,არავის ციხეში ყოფნა არ მიხარია”- კახა კალაძე ნიკა გვარამიაზე

,,არავის ციხეში ყოფნა და წასვლა არ მიხარია,”-  ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის  ნიკა გვარამიას საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მისი თქმით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, მან პასუხი უნდა აგოს. „არ ვიცი, ნიკა გვარამიას პროცესს არ ვაკვირდებოდი და გამიჭირდება დეტალებში შესვლა. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, საბედნიეროდ, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ. გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც კონკრეტულ დანაშაულზე იხდიან სასჯელს. ამ „ქეისზე“ გამიჭირდება დეტალებში შესვლა. არავის ციხეში ყოფნა და წასვლა არ მიხარია, დარწმუნებული ვარ ნებისმიერი ადამიანი ასეა. თუ ადამიანს ჩადენილი აქვს დანაშაული, მან…

მეტი...

,,რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა”- ზარქუა ნიკა გვარამიას საქმეზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებლის და გენერალური დირექტორის  ნიკა გვარამიას საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს. ზარქუას თქმით, ის პროცესი, რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა. ,,ჩვენს გვაქვს სახელმწიფო, სადაც მედიას მხარს უჭერენ და ის ტირანიისგან თავისუფალია. თქვენ გახსოვთ, ამ კუთხით 2012 წლამდე რა ხდებოდა. ეს იყო ტელეკომპანია “იმედის” დარბევა, ჟურნალისტების დასახიჩრება, ზოგის მოკვლა. ეს წარსულს ჩაბარდა. ამჟამინდელი რეიტინგი რომ აიღოთ საქართველო მედიათავისუფლების კუთხით დაწინაურებულია. მგონია, რომ ეს პროცესი, რაც ახლა სასამართლოში მიმდინარეობს, არის სამართლიანობის აღდგენა. თუ დანაშაულს ჩავიდენთ და ეს დაგვიმტკიცდება, ჩვენი სტატუსი არაფერ…

მეტი...

GM PHARMA-მ ესპანური ფარმაცევტული კომპანიის მედიკამენტის საქართველოში წარმოების ლიცენზია მოიპოვა

ქართულ ფარმაცევტულ კომპანია GM PHARMA-სა და ევროპულ კომპანია Combino Pharm-ას შორის გაფორმდა მნიშვნელოვანი კარდიოვასკულური მედიკამენტის წარმოების ტექნოლოგიური ტრანსფერისა და ე.წ. „Know-how“-ს გადმოცემის ხელშეკრულება. Combino Pharm-ი ეკუთვნის მსოფლიოში აღიარებულ ესპანურ ფარმაცევტულ კომპანია Medichem-ს (https://www.medichem.es), რომელიც სპეციალიზდება მყარი სამკურნალწამლო ფორმების შექმნასა და წარმოებაში. Medichem-ი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ქვეყანაში, საკუთარი ბრუნვის 10%-ს ხარჯავს ახალი მედიკამენტების კვლევასა და განვითარებაში (R&D), გააჩნია წარმოებისთვის საჭირო ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა (EU GMP, US FDA), ფლობს რამდენიმე R&D ცენტრსა და ფარმაცევტულ საწარმოს ევროპაში. აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში GM PHARMA უფრო სწრაფად დანერგავს თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალურ კარდიოვასკულურ პრეპარატებს საქართველოსა…

მეტი...

,,ქვეყანაში წლის ბოლომდე პურზე თავის ტკივილი არ გვექნება და პური არ გაძვირდება” – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში”

„ქვეყანაში ხორბლის 2 თვის მარაგი ყოველთვის გვაქვს. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ წლის ბოლომდე ამ პროდუქტზე თავის ტკივილი არ გვექნება,”-  ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მალხაზ დოლიძის თქმით, პროდუქტების ფასი არ შეცვლილა, სტაბილურია და სავარაუდოდ, ახალ წლამდე არაფერი შეიცვლება. „საქართველოში ხორბლის 2 თვის მარაგი ყოველთვის გვაქვს. გარდა ამისა, დამთავრდა მოსავლის აღება და ცუდი მოსავალი არ გვაქვს. კვოტები, რომელიც დაწესებული იყო ხორბლის შეძენაზე, რუსეთმა მოხსნა, წისქვილებმა გარკვეული რაოდენობით შემოიტანეს და  მოიმარაგეს. ამასთან, სახმელეთო გზით შემოდის, როგორც ხორბალი, ისე ფქვილი. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ წლის ბოლომდე ამ პროდუქტზე თავის ტკივილი…

მეტი...

,,დანაშაულის ჩადენა უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება”- გვარამიას საქმის პროკურორი

ტელეკომპანია”მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის განცხადებით,  ბრალდების მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზურაბ იაშვილის მიმართ არ ეთანხმება და მას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს. მისივე თქმით, უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება დანაშაულის ჩადენა. „თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნო „რუსთავი 2“-სთვის ფინანსური ზიანის მიყენების ორ ფაქტზე, კერძოდ, პირველი გახლავთ, 2015 წელს „რუსთავი 2“-სთვის 6 მილიონ 700 ათასი ლარის ფინანსური ზიანის მიყენების ფაქტი. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჩათვალა, რომ ნამდვილად, ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი იყო დანაშაული და შეაფასა მისი ქმედება, როგორც საწარმოში უფლებამოსილების…

მეტი...

,,პრეზიდენტისგან არაერთი ალოგიკური შეწყალება გვინახავს”- ალუდა ღუდუშაური

,,პრეზიდენტისგან არაერთი ალოგიკური შეწყალება გვინახავს, ვფიქრობ, უნდა დაფიქრდეს არა მხოლოდ გვარამიაზე, არამედ ზოგადად და გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს,”– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტს შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული დაფიქრება და გონივრული გადაწყვეტილების მიღება მართებს. „შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაცია და ინტრიგების ხლართვა უადგილოა და ცუდად წარმოაჩენს ნებისმიერ მხარეს, ვინც ჩათვლის, რომ თურმე აქ პოლიტიკურ ინსინუაციებს აქვს ადგილი. თუ სამართლიანი პრეტენზია აქვთ, გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ მის შეწყალებას, ეს ყველა ბრალდებული თუ მსჯავრდებული პირის უფლებაა, რომ გამოიყენოს და ისარგებლოს მიმართვის უფლებით. პრეზიდენტი რამდენად გაუკეთებს ამ უფლების…

მეტი...