„არჩევნებს მოვიგებ მე, ამაში დარწმუნებული ვარ“ – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შესახებ ისაუბრა. ხაბეიშვილის განცხადებით, იგი მიესალმება, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე მხარს მას უჭერს. „პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ჩემს უკან დგას მხარდამჭერების უდიდესი არმია. ამას გარდა, მივესალმები ყველა იმ ადამიანს, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერება უნდა და მხარს დამიჭერს, მით უმეტეს იმ ადამიანს, რომლის დაფუძნებულიც არის ეს პარტია. ,,ენმს” სჭირდება აქტიური თავმჯდომარე. ვის წარმოგიდგენიათ ლიდერი, რომელიც მაპროვოცირებელი და აქტიური არ არის? ნიკას ბოლო პერიოდში ამ აქტიურობის მხრივ შეექმნა პრობლემები. მე მგონია, რომ ამ არჩევნებს მოიგებს „ნაციონალური…

მეტი...

,,რა ამბავი ატეხა , რა ისტერიაა, სულ კუნთებზე იყურება ეს ბიჭი”- თაკო ჩარკვიანი მელიაზე

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ნიკა მელიამ მსხვილ ოპოზიციურ პარტიას რეიტინგი დაუკარგა. თაკო ჩარკვიანის შეფასებით, დასავლური ვექტორის ოპოზიციურ პარტიას მოქმედებაში მყოფი ლიდერი უნდა ხელმძღვანელობდეს. „დღეს როდესაც მესმის ძალიან სამარცხვინო გამონათქვამები, საბედნიეროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მცირე წარმომადგენლებიდან – თქვენ რატომ ლაპარაკობთ სხვის პარტიაზე? ჩვენ იმდენად გავითავისეთ პროცესი 2018 წელს, დასავლური ვექტორი რომ არ დასუსტებულიყო, მაშინ არ ვიყავით სხვისი პარტია? ჩვენ ვგულშემატკივრობთ პროცესს, ნიკა მელია ერქმევა იმას, პეტრე, თუ პავლე, პიროვნულად არ მაინტერესებს, ჩემთვის ეს ლიდერი გახდა ის, რომ მსხვილ ოპოზიციურ პარტიას დაუკარგა რეიტინგი, პროცენტი და ეს ძალიან არ მსიამოვნებს.…

მეტი...

საუდის არაბეთში, არგენტინასთან გამარჯვების გამო, ხვალინდელი დღე დასვენებად გამოცხადდა

საუდის არაბეთის მეფე სალმანმა, არგენტინასთან გამარჯვების გამო, ხვალინდელი დღე დასვენებად გამოაცხადა. ინფორმაციას გამოცემა ESPN ავრცელებს. დასვენების დღე შეეხება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს. არ იმუშავებს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები. დღეს, 22 ნოემბერს, საუდის არაბეთმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრაში რთული მეტოქე, არგენტინის ნაკრები, ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ამ ეტაპზე ჯგუფის ლიდერია.  

მეტი...

თურქეთი ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სირიაში სახმელეთო ოპერაციას გეგმავს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი სირიაში ქურთი მებრძოლების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციებს გეგმავს.  “უკვე რამდენიმე დღეა ტერორისტებს ვუახლოვდებით ჩვენი თვითმფრინავებითა და შეიარაღებით. ღმერთის ნებით, რაც შეიძლება მალე გავანადგურებთ ყველას, ჩვენი ტანკებითა და ჯარისკაცების მეშვეობით”. – აღნიშნა ერდოღანმა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰერო იერიში მიიტანეს ჩრდილოეთ სირიასა და ჩრდილოეთ ერაყში განლაგებულ ქურთ მებრძოლთა ბაზებზე, რომლებიც, უწყების განცხადების მიხედვით, თურქეთზე თავდასხმების განსახორციელებლად გამოიყენებოდა.

მეტი...

,,სულ არ უნდოდა სერგო თეთრაძეს, რომ უსასტიკესად ეწამებინათ, ნუთუ არ იცის კრამერმა, რომ ასეთი ასობით შემთხვევა იყო” – გიორგი ვოლსკი კრამერზე

„დემოკრატიის უკუსვლა ბევრი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული. გარკვეული ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ისეთ პროცესები ვითარდებოდეს ქვეყანაში, რომ ადამიანის უფლებები იყოს ფეხქვეშ გათელილი და კონკრეტულ თემაზე იყოს მინიშნება და მაგალითი იყოს მოყვანილი“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, კრამერის პოზიცია ცნობილია და ის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერია. აქედან გამომდინარე, მისი მხრიდან გაჟღერებული პოზიცია სუბიექტურია. „კრამერს რაც შეეხება, მისი პოზიცია ვიცით. კრამერი არის ერთ-ერთი ამერიკული გვარით ადამიანი, რომელიც არის წევრი რადიკალური ოპოზიციის, თუ ლიდერი არა. აქედან გამომდინარე, შეკითხვას, როდესაც სწორად სვამენ, მე საკრიტიკო არაფერი მაქვს, რომ კრამერი აი, ასე…

მეტი...

პროკურატურამ  არასრულწლოვნის მიმართ ძალადობით და მუქარით განხორციელებული სექსუალური ხასიათის  ქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ ძალადობით და მუქარით განხორციელებული სექსუალური ხასიათის  ქმედების ფაქტზე  ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სხვადასხვა დროს, 13 წლის არასრულწლოვნის მიმართ, ძალადობით და ძალადობის მუქარით  სექსუალური  ხასიათის  ქმედება განახორციელა. ,,სამართალდამცველებმა ბრალდებული, აღნიშნულ დანაშაულზე შეტყობინების შესვლის დღესვე, 20 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, არასრულწლოვნის მიმართ (სამი ეპიზოდი)), რაც სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე…

მეტი...

,,თუ ”ენმ” ორ ამოცანას ვერ შეასრულებს, მე ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში”-ხატია დეკანოიძე

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. დეკანოიძეს განცხადებით, პარტიის წინაშე რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანაა და ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს გეგმა როგორ გადაჭრის ამ ამოცანებს. პოლიტიკოსის შეფასებით, ის ისურვებდა დაპირისპირება, რაც სოციალურ ქსელშია მათ მომხრეებს შორის არ ეხილა. „თუ ჩემი პარტია ვერ შესრულებს და ასევე, მე პირადად, არ შევასრულებ იმ ამოცანას რომელიც გვაკისრია ამომრჩევლების მიმართ – ორი ამოცანაა: მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ნიკასიც [გვარამია], ეს ერთი და თუ ჩემი პარტია აღარ იტყვის ახალ სიტყვას ქართულ პოლიტიკაში, მე ჩემს ადგილს ვეღარ ვხედავ ამ პარტიაში, “- აღიშნა დეკანოიძემ

მეტი...

,,ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე” – შალვა პაპუაშვილი კრამერის განცხადებაზე

„ეს არის პირდაპირი თავდასხმა ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე“ – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის დევიდ კრამერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც დასანქცირება ბიძინა ივანიშვილით უნდა დაიწყოს და სანქციები უნდა დაუწესდეს მათაც, ვინც ივანიშვილის ბრძანებებს ასრულებს. კითხვაზე, ვისი ინტერესები შეიძლება იდგეს საქართველოს ხელისუფლების დასუსტების მცდელობის უკან, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილის და მათი მხარდამჭერების ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ. „ის, ვინც თავს ესხმის საქართველოს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, ის ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი, ეს არის აქსიომა, შესაბამისად, ასე უნდა შევხედოთ მთელ მდგომარეობას. რომ…

მეტი...

,,კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ომია”- პესკოვი

კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ კიევ-პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები უნდა განიხილებოდეს, როგორც “ომი, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია აწარმოებს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან”. “ფაქტობრივად, უკრაინული მხარე დიდი ხანია ომშია რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან და მე ვიტყოდი, რომ ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც კიდევ ერთი რგოლი რუსეთის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ამ სამხედრო მოქმედებების ჯაჭვში” –  განაცხადა პესკოვმა. ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში “კონტრდაზვერვითი ღონისძიებები” ჩაატარა.

მეტი...

ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

ერთი მოკლული და ერთი დაჭრილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში – სოფელ პატარა ხარაგაულში შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 50  წლამდე ასაკის მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს,  40 წლამდე მამაკაცს კი ქუჩაში ესროლეს. დამნაშავის ვინაობა ჯერ უცნობია. ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.  

მეტი...

ზუგდიდის სასამართლომ 17 წლის ბიჭს, რომელსაც განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 17 წლის ბიჭს, რომელსაც 15 წლის ს.მ- ს განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულმა დანაშაული აღიარა და თქვა, რომ არასრულწლოვანს ორი ჭრილობა მიაყენა. დაკავებული არასრულწლოვანი უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამავე თემაზე:  https://mcm.ge/167623/

მეტი...

„გიდასტურებთ, ვანო მერაბიშვილი ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს“ – პეტრე ცისკარიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი პარტიის თავმჯდომარეობის პოსტზე მხარს ლევან ხაბეიშვილს უჭერს. „ქართულ პოლიტიკასთან რომ მას ინტერესი არ აქვს, ამას კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. ის ჩართულია საერთაშორისო პროექტებში, პროექტში „ფრი რაშა“, სადაც რუსი, ბელორუსი ოპოზიციონერები არიან გაწევრიანებული. მაგრამ ის, რომ ლევან ხაბეიშვილს უჭერს მხარს, როგორც ამ პროცესში ჩვენი პარტიის ერთ-ერთი ამომრჩეველი, ამას გიდასტურებთ. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ვინმეზე ხმა მიუწვდება პარტიის შიგნით, სხვა ამომრჩევლებზე, ალბათ, იმათაც სთხოვს. ვანო მერაბიშვილი გარდა იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია და მისი გენმდივანიც იყო, ამის გარდა, ის…

მეტი...

,,სეზონური გრიპის ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის 30 ნოემბრის ჩათვლით უფასოა”- ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვაქცინაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სეზონური გრიპის ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის 30 ნოემბრის ჩათვლით უფასოა. „უფრო საყურადღებოა ადამიანი, რომელსაც აქვს რაიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, ასეთ დროს მას მეტი ყურადღება სჭირდება. სიფრთხილეა საჭირო ,მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოვუწოდებთ. რაც შეეხება გართულებებს, გართულებების რისკი გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების დროს, არ აღემატება 1%-ს. თუ ადამიანს რაიმე თანმხლები დაავადება არ აქვს, იმის ალბათობა რომ ეს მდგომარეობა გართულდეს,ძალიან დაბალია. ასევე, ყოველთვის არის მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენა და დისტანცია. ეს ის სტანდარტული წესებია, რომელიც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ქვეყნის მასშტაბით,…

მეტი...

,,ვირუსები, რომლებიც ახლა არის ცირკულაციაში, არის ვირუსები, რომლებიც სულ ცირკულირებდა”- თამარ გაბუნია

,,კოვიდის პანდემიის დროს პირბადის გამოყენებამ და იმ ზოგადი დისტანცირების, ჰიგიენის წესების გაძლიერებამ შეაფერხა სხვა რესპირაციული ვირუსების გავრცელება, რაც გასაკვირი არ არის“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ. გაბუნიას შეფასებით, თუ ბავშვს აქვს ტემპერატურის მატება მნიშვნელოვანია რომ ის ოჯახის ექიმმა მართოს, დარჩეს ბინაზე და უმკურნალოს სიმპტომურად. „ახლა დავუბრუნდით ჩვეულ, ბუნებრივ ცირკულაციას და სეზონურობას, რაც ხასიათდება გრიპისა და გრიპისმაგვარი ვირუსების გავრცელების პერიოდში. ახლა ზუსტად ის პერიოდია, როდესაც მოსალოდნელიც იყო, ვირუსების ამ ტიპის გავრცელება. თავად ვირუსებზე, რომელიც ცირკულირებს ჩვენ დაავადება კონტროლის ცენტრის საშუალებით ვახორციელებთ მეთვალყურეობას. ამას ჰქვია საყრდენი ბაზა, სადაც დგინდება რა…

მეტი...

,,ფაქტობრივად მარცხენა მხარს ვერ ამოძრავებს…ვითარება კიდევ უფრო კრიტიკული გახდება მომდევნო დღეებში”- ეკა ხერხეულიძე

,,სალომე ზურაბიშვილისთვის ცნობილია ის მძიმე მდგომარეობა, როგორშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი და იმ მძიმე და ცუდ მოლოდინს თვალს უსწორებს,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს კვლავ აღენიშნება ტემპერატურა და ტკივილები აქვს მხართან დაკავშირებით. ,,სალომე ზურაბიშვილისთვის ცნობილია ის მძიმე მდგომარეობა, როგორშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი და იმ მძიმე და ცუდ მოლოდინს თვალს უსწორებს, რა გვაქვს წინ, თუკი ამ ვითარებაში დარჩება. მე ვფიქრობ, რომ ამ პოზიციამ შეაცვლევინა მისი ურყევი პოზიცია პოზიცია „არა და არასდროს“ და რა თქმა უნდა, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ეს არ ნიშნავს არაფერს. ძალიან…

მეტი...

მედიკამენტების რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაცია აიკრძალება

სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში იცვლება და მნიშვნელოვანი ხდება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.   „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“  კანონში შესატან ცვლილებაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა იმსჯელა.   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის,  თამარ გაბუნიას განმარტებით, სახელმწიფო პოლიტიკა ფარმაცევტული პროდუქტის მიმოქცევის სფეროში ითვალისწინებს ხარისხიან, უსაფრთხო და ეფექტიან ფარმაცევტულ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. კანონი ქმნის ფარმაცევტული პროდუქტის ფასის რეგულირების სამართლებრივ საფუძველს.  „მინისტრი იქნება  უფლებამოსილი: განსაზღვროს ფარმაცევტული პროდუქტის ფასის სახელმწიფო რეგულირების წესი და პირობები; განსაზღვროს მედიკამენტები, რომლებზეც გავრცელდება ფასის სახელმწიფო რეგულირება და ასევე  განსაზღვროს  ფასები“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.   კანონპროექტი კრძალავს მედიკამენტების რეფერენტულ ფასზე მაღალ ფასში რეალიზაციას…

მეტი...

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 268-მდე გაიზარდა

ინდონეზიის კუნძულ იავაზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 268-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. დაშავებულია ათასზე მეტი მოქალაქე, ხოლო დაკარგულად ითვლება 151 ადამიანი. 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის კერა 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნეს 100 კმ-ის მოშორებით მდებარე დედაქალაქ ჯაკარტაშიც. სტიქიამ 22 000-მდე საცხოვრებელი სახლი დააზიანა. 58 000-მდე ადამიანი კი, იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

მეტი...

13 წლის მოზარდზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს

13 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე მამაკაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვნის ბაბუაა. სავარაუდო დანაშაული მას შემდეგ გახმაურდა რაც ძალადობის სავარაუდო ფაქტი მეშვიდე კლასელმა დედას უთხრა. გავრცელებული ინფორმაციით, ბაბუის ძმა 13 წლის გოგოზე სექსუალურად თვეების განმავლოაბაში ძალადობდა და მოზარდს აშანტაჟებდა. გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლით დაიწყო, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს და დამტკიცების შემთხვევაში,  15-20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მეტი...

,,ევროკომისია უკრაინისთვის დამატებით 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 2.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. „ევროკომისია უკრაინისთვის დამატებით 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს. 2023 წლისთვის 18 მილიარდ ევროს გამოყოფას ვგეგმავთ, დაფინანსების რეგულარულად გაცემით. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისა და სწრაფი აღდგენისთვის, რაც წარმატებულ რეკონსტრუქციას გამოიწვევს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.  

მეტი...

,,მზად უნდა ვიყოთ უკრაინაში ომის ესკალაციისთვის”- ოლაფ შოლცი

,,მზად უნდა ვიყოთ უკრაინაში ომის ესკალაციისთვის”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ბერლინში, გამოცემა Sueddeutsche Zeitung -ის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა გახდა გაკვეთილი, რის ფონზეც გერმანიამ შეიარაღებული თავდაცვითი მარაგების გასაზრდელად 100 მილიარდი ევრო გამოყო.

მეტი...

რუსთავში, პარკში კაცი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, ლეონიძის სკვერში 85 წლის კაცი სკვერში არსებულ სასაწყობე ოთახში გარდაცვლილი იპოვეს. კაცმა სავარაუდოდ თავი მოიკლა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები.

მეტი...

,,ირაკლი, გაქვს მარტივი არჩევანი, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ან აგზავნი ვენეციის კომისიაში, ან არ გზავნი”- გიორგი ვაშაძე

,,თუ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ აგზავნის კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ დგამენ ნაბიჯს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, უკრაინა დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას არ ელოდება. „რას არ გვიმტკიცებენ „ქართულ ოცნებაში“, რომ პროექტი ვენეციის კომისიაში არ გაგზავნონ. თუ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ აგზავნის კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ დგამენ ნაბიჯს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. საკითხთან დაკავშირებით განხილვა უკვე საბავშვო ბაღის დონეზეა – წარმოუდგენელი აბსურდი ტრიალებს. პრორუსული პარტიის თავმჯდომარე კობახიძეს მივმართავ – ირაკლი, გაქვს მარტივი არჩევანი, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ან აგზავნი ვენეციის კომისიაში,…

მეტი...

რუსეთი მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება – ანტონ გერაშჩენკო

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება. მისივე თქმით,  რუსეთი 500,000-დან 700,000-მდე სამხედროს მობილიზებას გეგმავს. ,,რუსეთი ემზადება, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა იანვარში დაიწყოს. მათი გეგმა არის, რომ 500,000-იდან 700,000-მდე პირი გაიწვიონ. აქამდე გაწვეული 300,000 სამხედრო – უკვე მოკლულია, დაჭრილი ან დემორალიზებული. რუსები იწყებენ უკმაყოფილების გამოხატვას – ისინი ვერ იგებენ, რატომ არის ამდენი დანაკარგი ნაქებ არმიაში”, – წერს გერაშჩენკო სოციალურ ქსელში.

მეტი...

,,კვარა მივიდა ასკაციანი დაცვით და ბავშვებს მხოლოდ ასე ბრეჟნევივით აივნიდან დაენახა”- თეონა დოლენჯაშვილი

,,ევროპულ სკოლაში მივიდა ხვიჩა კვარაცხელია.. იყო ერთი წიოკი და ეიფორია, მაგრამ კვარა მივიდა ასკაციანი დაცვით და ბავშვებს მხოლოდ ასე ბრეჟნევივით აივნიდან დაენახა,”- ამის შესახებ მწერალი თეონა დოლენჯაშვილი სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” წერს. ,,ევროპულ სკოლაში მივიდა ხვიჩა კვარაცხელია. დიდი მოლოდინი იყო, ბავშვებმა იყიდეს მაისურები, ბურთები, შეისწავლეს ნაპოლის ისტორია, იყო ერთი წიოკი და ეიფორია, მაგრამ კვარა მივიდა ასკაციანი დაცვით და ბავშვებს მხოლოდ ასე ბრეჟნევივით აივნიდან დაენახა. ფეხბურთელი ალბათ ძალიან გატაცებულია თამაშითა და საკუთარი პოპულარობით, მაგრამ მისი პიარი მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ ბავშვების იმედგაცრუება ტეხავს. ეს ვარსკვლავობა კი არა თავში ავარდნა და კონტექსტის გაუაზრებელი…

მეტი...

,,დაკავებული ვარ რუსი ოლიგარქის მხილებით, ბრძოლაში ვერ ბიძინა ივანიშვილთან”- ლევან ხაბეიშვილი

,,ნიკა მელიას თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე,”– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. დეპუტატის თქმით, მის უკან დგას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დიდი არმია”. „მე დღეს ვიმყოფები სასამართლოში და დაკავებული ვარ რუსი ოლიგარქის მხილებით. ბრძოლაში ვერ ბიძინა ივანიშვილთან, უჩა მამაცაშვილთან, რუხაძესთან და ამ კრიმინალებთან. ნიკა მელიას თუ გადაწყვეტილი აქვს, რომ ბრძოლა სხვა მიმართულებით წაიყვანოს, იმედია, ჩემს სისხლიან ბანერებს არ ვიხილავთ ამ არჩევნებზე. მოვუწოდებ ყველას ერთობისკენ, ჩვენი მთავარი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი. ჩემს უკან დგას „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დიდი არმია. როდესაც…

მეტი...

,,ყველას აქვს უფლება, ჩამოვიდნენ, ააშენონ, ჩვენ არ შეგვიძლია? – ხმაური გონიოში

ხმაური გონიო-კვარიათის სანაპიროზე – სეზონური ჯიხურებისა და ბუნგალოების დაშლას, მეპატრონეებისა და თანამშრომლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ჟურნალისტებთან საუბრისას თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე კანონიერად მუშაობდნენ და გადასახადებსაც იხდიდნენ. ,,ყველას აქვს უფლება, ჩამოვიდნენ, ააშენონ, თურქებმა, რუსებმა და ჩვენ გლეხმა ხალხმა არ შეგვიძლია, რომ ავაშენოთ, გავალამაზოთ? გადასახადებს ვიხდით…”- აცხადებს ერთ-ერთი თანამშრომელი. ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, გონიოში სანაპიროზე არსებულ კაფე-ბარების მეპატრონეებს ხელშეკრულების ვადა ამოეწურა, რის გამოც უწყება სადემონტაჟო სამუშაოებს ახორციელებს.    

მეტი...

ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, ქეთევან დედოფლის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა 23 ნოემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს. შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ირბახის, წურწუმიას, ზურაბაშვილისა და კაჩინსკის ქუჩების საშუალებით. კაჩინსკის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება, როგორც ბოჭორმის ქუჩის, ისე ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით (მარცხნივ მოხვევით). გარდა ამისა, ავტომობილების მძღოლები იმოძრავებენ თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის, ასევე, იალბუზის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით.  

მეტი...

არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა

პროკურატურამ ზუგდიდში მომხდარი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  20 ნოემბერს, ზუგდიდში, არასრულწლოვანმა ბრალდებულმა  ასევე არასრულწლოვანს დანით გულმკერდის არეში  ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ,,სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობა) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,”- ნათქვამია პროკურატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მეტი...

რუსეთში დააკავეს პოლკოვნიკი, რომელიც ქრთამის სახით სარეცხ მანქანას ითხოვდა

რუსული მედიის ინფორმაციით, დააკავეს რუსი პოლკოვნიკი, რომელიც კომისარს, საშემოდგომო გაწვევის მონიტორინგის თავიდან აცილების სანაცვლოდ, ქრთამის სახით სარეცხის მანქანას ითხოვდა. მედიის ცნობით, მერტვიჩევი რამდენიმე სამხედრო კომისარის შემოწმებას გეგმავდა, სწორედ ამიტომ პოლკოვნიკი კომისარიატის ხელმძღვანელ რამენკოს ტელეფონით დაუკავშირდა და მოსალოდნელი შემოწმების შესახებ აცნობა. მერტავეჩი რამენოკს დაემუქრა, რომ თუ მინიმუმ 70,000 რუბლის ღირებულების სარეცხ მანქანას არ უყიდდა, იგი მიზანმიმართულად იპოვიდა მის კომისარიატში მიმდინარე გაწვევის პროცესში დარღვევას, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს დარღვევა არ იარსებობდა. მედიის ცნობით, ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და  მას 2 თვიანი შინა პატიმრობა მიუსაჯეს.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ”- დავით მათიკაშვილი

,,პარტია „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები საქართველოზე რაღაც ახალ თავდასხმას გეგმავენ, – ასე ეხმიანება„ქართული ოცნების“ წევრი, დავით მათიკაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებას. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილის მეგობრები პროვოკაციულ ნაბიჯს გეგმავენ. „ამ რეზოლუციის ავტორები, თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მეგობრები კიდევ ერთ პროვოკაციულ ნაბიჯს გეგმავენ, რომლის უკან არაფერი დგას. ის, რომ საქართველო არის დასავლეთის ნაწილი და საქართველოს სწრაფვა არის ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ოჯახში, ამ წიაღსვლების ავტორებმა გადაშალონ საქართველოს კონსტიტუცია და კარგად ამოიკითხონ. „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციის დონეზე მიიღო, რომ ქვეყანა ევროპული მიმართულებით მიდის და ყველაფერი არის…

მეტი...

რუსეთმა ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრი დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა  სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ ორეხოვში, ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრი დაბომბეს. რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა მოხალისე და დაიჭრა ორი ქალი. ,,რუსი ტერორისტები ბომბავენ ჰუმანიტარული მიწოდების პუნქტებს, აგრძელებენ ბირთვულ შანტაჟს – სამხედრო დამარცხებულთა სამარცხვინო ტაქტიკა”, – წერს პრეზიდენტის შტაბის უფროსი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე. ორეხოვი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან აღმოსავლეთით, დაახლოებით 70 მილის დაშორებით მდებარეობს. ჰუმანიტარული დახმარების განაწილების პუნქტი სკოლის შენობაში იყო განთავსებული.

მეტი...

ქუთაისში, 37 წლის ქალს მეშვიდე შვილი შეეძინა

ქუთაისში, 37 წლის ქეთევან შაუთიძე მეშვიდე შვილის დედა გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა  ავრცელებს. „ახალშობილი, რომლის წონა 4.300 გრამი, ხოლო სიმაღლე 56 სმ-ია, თავს კარგად გრძნობს. 37 წლის მრავალშვილიანი დედა ამბობს, რომ აღსანიშნავია კლინიკის გუნდის მიმართ პაციენტების მიმართ გამოჩენილი ყურადღება და პროფესიონალიზმი,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,ივანიშვილმა შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დასრულება და ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ქვეყნისთვის”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც თავისი უშუალო მონაწილეობით და ჩართულობით შეძლო „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის დასრულება და ეს არის ყველაზე დიდი ქველმოქმედება და საჩუქარი ქვეყნისთვის. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „ჩემთვის ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე გაუკეთა ჩვენს ქვეყანას. ძალიან ბევრი პროექტის ჩამოთვლა შემიძლია, რომელიც ამ ადამიანმა საქველმოქმედო პროექტების სახით განახორციელა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში ის უანგაროდ ეხმარებოდა ჩვენს ქვეყანს და ხალხს. საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მიერ არის ძალიან ბევრი ისტორიული შენობა-ნაგებობა აღდგენილი,…

მეტი...

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის წარმომადგენლები არ მიიწვიეს

მიუნხენის 2023 წლის უსაფრთხოების კონფერენციას რუსეთის წარმომადგენლები არ მიიწვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას კონფერენციის ხელმძღვანელი, კრისტოფ ჰეუსგენი „ტვიტერში“ ავრცელებს. მისი თქმით, ისინი პლატფორმას რუსულ პროპაგანდას არ დაუთმობენ. ,,რუსი ოფიციალური პირები მოწვეულები არ არიან მიუნხენის უსაფრთხოების 2023 წლის კონფერენციაზე. ჩვენ არ მივცემთ მათ პლატფორმას საკუთარი პროპაგანდისთვის. ჩვენ გვინდა, რომ რუსეთის მომავალი განვიხილოთ რუსული ოპოზიციის ლიდერებთან და გადასახლებულებთან ერთად – მათი ხმა უნდა ისმოდეს და ძლიერდებოდეს,”- წერს ფიუსგენი. მიუნხენის 2023 წლის კონფერენცია 17-19 თებერვალს გაიმართება და მისი ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომის ერთი წლისთავი იქნება.

მეტი...

,,არავის სურს არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ არც ერთი პატიმრის სიკვდილი”- კახა კალაძე

,,არავის სურს არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ არც ერთი პატიმრის სიკვდილი,”-  ასე ეხმიანება თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, არ სურს პრეზიდენტი ციხეში გარდაიცვალოს. ,,არავის სურს არამხოლოდ მესამე პრეზიდენტის, არამედ არც ერთი პატიმრის სიკვდილი. ჯანმრთელობის უსაფრთხოება, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ყველა პატიმრის შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს დაცული, ”- განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს. „არ ვიცი, ვერ გეტყვით, ეს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა, კიდევ ერთხელ…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის აგრესიას სულ მცირე 6595 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა – გაერო

გაეროს მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომს, სულ მცირე 6595 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 10 189 მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა. დაღუპულთა შორის 2 575 მამაკაცია, 1 767 ქალი, 172 გოგონა და 206 ბიჭი, ასევე 37 ბავშვი და 1838 ზრდასრული, რომელთა სქესის დადგენა ვერ მოხერხდა. მხოლოდ ნოემბრის დასაწყისიდან დაიღუპა 95 მშვიდობიანი მოქალაქე და დაიჭრა 305. სიკვდილის ყველაზე მეტი შემთხვევები  დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში დაფიქსირდა – 3939 ადამიანი. გაერო აღნიშნავს, რომ მსხვერპლის რეალური რაოდენობა შესაძლოა მეტი იყოს, რადგან საომარი მოქმედებების ადგილებიდან ინფორმაციას დაგვიანებით იღებენ.

მეტი...