,,თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს იქნება ჩვენი ხალხის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება”- ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს, ეს იქნება ხალხის შეურაცხყოფა და აბუჩად აგდება. მისი თქმით, ასეთ გადაწყვეტილებას, შესაძლოა პროტესტი მოჰყვეს.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის შეწყალების საკითხი სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს – უნდა ჰქონდეს დანიშნულება სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის შესაბამისად. თუკი ასეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება მოხდება, ერთი მხრივ, მოხდება კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. მეორე მხრივ, ეს ნიშნავს ჩვენი ხალხის შეურაცხყოფას და აბუჩად აგდებას, რასაც არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი პროტესტი მოჰყვება. ამას შეიძლება საზოგადოებრივი მღელვარება მოჰყვეს. თუ ვინმე მზად არის, ერთი მხრივ, კანონის უზენაესობა გათელოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს პრეზიდენტის ინსტიტუტი – როგორც კონსტიტუციური ინსტიტუტის არსი, ქართველ ხალხს შეურაცხყოფა მიაყენოს და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები აბუჩად აიგდოს, მაშინ ამას ძლიერი საზოგადოებრივი პროტესტი ექნება. არ მგონია, ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესში შედიოდეს და ვინმემ გაბედოს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მსგავსი თემები