ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

დოკუმენტში, რომელი დღეს ევროპარლამენტარებმა მიიღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მოხვდა.  ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის კომპრომისული ცვლილებების დოკუმენტში საუბარია, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ ნიადაგზე და შემცირდეს პოლარიზაცია. ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა, საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი 47 ხმით დღეს დაუჭირა. ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, პოლიტიკურად მოტივირებული სს საქმეები შეწყვიტოს

მეტი...

ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, პოლიტიკურად მოტივირებული სს საქმეები შეწყვიტოს

ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ კომპრომისულ ცვლილებებში ნიკა გვარამიას სახელი და გვარის მოხვდა. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები. საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში მიღებულ კომპრომისულ ცვლილებებში ნახსენებია ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში საუბარია, რომ გადაიხედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ; ასევე, ნასხენებია სხვა მედიასაშუალებები – „ფორმულა“ და „პირველი TV“-ს დირექტორები და დამფუძნებლები. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან.…

მეტი...

ევროპარლამენტარების რჩევაა, ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა მოგვარდეს

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს რეკომენდაციით მიმართავენ მოაგვარონ პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებულ გავლენასთან კომპრომისულ ცვლილებებში, რომელიც ევროდეპუტატებმა დღეს მიიღეს, სწორედ აღნიშნული საკითხია ხაზგასმული. “[ევროპარლამენტი საქართველოს] ურჩევს, სისტემურად, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საჯარო ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების მეშვეობით, მოაგვაროს პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის პრობლემა, განსაკუთრებით კი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან”, – აღნიშნულია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით კომპრომისულ ცვლილებებში, რომლის მიღებაც დღეს მოხდა. შეგახსენებთ, რომ  ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი 47 ხმით დაუჭირა.  

მეტი...

უკრაინა რთული ზამთრისთვის გათბობის მარაგს ავსებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ყველამ იცის, რომ ზამთარი ომში მყოფი ქვეყნისთვის რთული იქნება. შესაბამისად, როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, მაქსიმუმს აკეთებენ, რომ გათბობის საშუალებები დაზოგონ და რთულ ზამთარს შედარებით გამართულები შეხვდნენ. „გაზსაცავების შევსება გრძელდება. შედარებით თბილი შემოდგომა და ენერგორესურსების ეკონომია გვაძლევს საშუალებას, იმაზე მეტი გაზი შევინახოთ, ვიდრე გაზსაცავებიდან გამოგვაქვს. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს გაზის 14.6 მილიარდი კუბური მეტრი. ამ რესურსის 98% უკრაინული გაზია”, – აღნიშნა დენის შმიგალმა. მისივე შეფასებით, ამ ეტაპისთვის საკმარისი მარაგი არსებობს. „რესურსები საკმარისად გვაქვს დაგროვილი და საკვანძო გამოწვევად სწორედ რუსეთის მიერ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გამიზნული დაზიანებები რჩება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.…

მეტი...

„ვფიქრობ, შევძელით კომპრომისული ტექსტის წარმოდგენა” – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ დღეს მიღებულ კომპრომისულ შესწორებებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ევროდეპუტატი აცხადებს, მისასალმებელია, რომ შეძლეს კომპრომისული ტექსტის წარმოდგენა. „მოლაპარაკების საკმაოდ რთული პროცესი იყო და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას კონსტრუქციული მიდგომისთვის. ვფიქრობ, შევძელით კომპრომისული ტექსტის წარმოდგენა, რომელიც ასახავს შეხების წერტილებს და გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოსა და მოსახლეობის ევროპული მისწრაფებების მიმართ. წარმოდგენილი ტექსტი ადეკვატურად ასახავს ასოცირების შეთანხმების პროგრესს და პარლამენტის პოზიციას, თუ რისი გაკეთებაა საჭირო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, რომ შესრულდეს მოსახლეობის ლეგიტიმური იმედები და მისწრაფებები. ეს ასევე ასახავს გამართლებულ კრიტიკას სხვადასხვა სფეროში საქართველოს ხელისუფლების…

მეტი...

ავარია მარტვილში – დაიღუპა 31 წლის მამაკაცი

ავტოსაგზაო შემთხვევას მარტვილში,  სოფელ ნაგვაზაოში 31  წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ავარიის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი შენობას შეეჯახა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

მეტი...

ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს

ქვე­მო ქარ­თლის ერთ-ერთ სო­ფელ­ში ფი­ზკულ­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კაც­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ამ­თავ­რა. მომხდარს რამდენიმე დღით ადრე წინ უძღოდა პედაგოგსა და მშობლებს შორის კონფლიქტი. არსებული ინფორმაციით, მასწავლებელი რამდენიმე მოსწავლემ გარყვნილ ქმედებაში დაადანაშაულა, რის გამოც მას კოლეგების ნაწილთან და მშობლებთან ურთიერთობა დაეძაბა.

მეტი...

უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკში ოკუპანტების საწვავის საცავი ააფეთქეს

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რაიონის სოფელ დიბროვაში, ოკუპანტების საწვავის საცავი ააფეთქეს. ,,უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა ​​140-ე ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის საარტილერიო დარტყმის შედეგად განადგურდა საწვავის და საპოხი მასალების რუსული საწყობი” – წერს  გაიდაი.  

მეტი...

,,გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე”- ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიში

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი დაუჭირა. ანგარიშში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებაცაა საუბარი. „გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს“,- ნათქვამია შესწორებაში. აღნიშნული ანგარიშს  მხარი დაუჭირა 47 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო ხუთი, ორმა კი თავი შეიკავა.  

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი”- ევროპარლამენტის რეზოლუცია

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. შესწორებაში მიხეილ სააკაშვილიც არის ნახსენები, თუმცა მისი პატიმრობიდან გათავისუფლება არ არის დასახელებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად. „საქართველოს ხელისუფლებამ გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარული ნიშნით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება;  მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები და განიხილოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ,”- ნათქვამია შესწორებაში.

მეტი...

,,მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე”- ევროპარლამენტის რეკომენდაცია

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო. ევროპარლამენტი იძლევა რეკომენდაციას,”მოგვარდეს ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე”. „ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას, როგორც კომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომლის გადაწყვეტა აუცილებელია საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე; რეკომენდაციას იძლევა, რომ მოგვარდეს კერძო ინტერესების, განსაკუთრებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული გავლენა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმების სისტემური გზით“,- ნათქვამია შესწორებაში.

მეტი...

თურქეთმა რუსული გაზისთვის გადახდა ნაწილობრივად რუბლებით დაიწყო

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზის განცხადებით, თურქეთმა რუსული გაზისთვის გადახდა ნაწილობრივად რუბლებით დაიწყო. ,,ვაჭრობა ნაწილობრივად რუბლებში დაიწყო. უახლოეს თვეებში გარკვეულ ინტენსიფიკაციას დავინახავთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხრიდან არსებობს კონსენსუსი”, – აღნიშნა დონმეზმა. მისი თქმით, თურქეთი ცდილობს ძლიერი გლობალური ენერგეტიკული ჰაბი გახდეს. “მიზანია შევქმნათ გამჭვირვალე, უსაფრთხო ბაზრობა, სადაც ყველას შეეძლება მოგებაში დარჩეს. ამისთვის ვემზადებით. წლის ბოლომდე ჩვენს საგზაო რუკას შევადგენთ. შესაძლოა, იანვარ-თებერვალში გაზის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებით შევკრებთ როგორც მიმწოდებელ ქვეყნებს, ასევე მომხმარებელ ქვეყნებს, შევკრებთ აზრებსა და იდეებს, რომლებიც საჭიროა ასეთი ბაზრობის მუშაობისთვის”, – განაცხადა  მინისტრმა.

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ტინი კოქსს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას ასამბლეის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა და საუბარი შეეხო რეიკიავიკში, 2023 წლის მაისში ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მთავრობებისა და სახელმწიფო მეთაურების სამიტის ჩატარების მნიშვნელობას. ,,შეხვედრაზე ისაუბრეს დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებისა და განვითარების საკითხზე. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ამ კუთხით  თვითმმართველობების დონეზე თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას. ხაზი გაესვა ქვეყნის შემდგომი წინსვლისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხისა და ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების დაძლევის…

მეტი...

ჩაფიძის გულის ცენტრი საქველმოქმედო აქციას ახალციხეში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 12 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 136-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: ქ. ახალციხე; კეცხოველის ქ. N 6; სამხატვრო სკოლის შენობა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და…

მეტი...

უკრაინის პრეზიდენტმა რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების კანონპროექტები წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა. პარლამენტში დარეგისტრირდა შესაბამისი კანონპროექტები „უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ“ No8189 და „ზოგადი მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ“ No8190 ბრძანებულებების დამტკიცების შესახებ. გადაწყვეტილება რადამ შესაძლოა მომდევნო პლენარულ სხდომაზე მიიღოს დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია შეიძლება კიდევ 90 დღით – ანუ 2023 წლის 19 თებერვლამდე გაგრძელდეს.  

მეტი...

,,ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარტნიორობას დიდი სარგებელი მოაქვს”- პრეზიდენტი

საქარველოს პრეზიდენტმა ევროპის საბჭოში სამუშაო ვიზიტისას საპარლამენტო ასამბლეის საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ,,ჩემთვის, როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის, დიდი პატივია ჩვენი ისტორიის ასეთ მნიშვნელოვან მომენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას კვლავ ვესტუმრო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და საქართველოს თანამშრომლობისა და პარტნიორობის მდიდარი ისტორია აქვთ, რომელსაც დიდი სარგებელი მოაქვს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მეგობარი ქვეყნების საზოგადოებისთვისაც, რომლებიც საერთო მიზნისთვის ერთობლივად მუშაობენ. ქართველი ხალხის სახელით, მინდა, წარმატებები ვუსურვო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ პარტნიორობას მრავალი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ“, – აღნიშნულია ჩანაწერში.

მეტი...

,,კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა და პასუხისმგებელი ვართ, გამოსავალი ვიპოვოთ მომავალი თაობებისთვის”- პრემიერი

,,ბატონო პრეზიდენტო, თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობრებო, პატივი მაქვს, მოგმართოთ ჩემი ქვეყნის, საქართველოს, სახელით და მადლობა გადავუხადო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პრეზიდენტს ლიდერობისთვის, მასპინძლობისა და ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების ორგანიზებაში გაწეული დაუღალავი ძალისხმევისთვის,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილება თაობის გამოწვევად იქცა და საჭიროა სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებები. „ძვირფასო კოლეგებო, კლიმატის ცვლილება ჩვენი თაობის გამოწვევად იქცა და ჩვენ, სახელმწიფოთა ლიდერები, პასუხისმგებელი ვართ იმისათვის, რომ გამოსავალი ვიპოვოთ კაცობრიობისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის. საუბრის…

მეტი...

ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იქორწინა  უკრაინელ ლტოლვილზე, რომელიც სახლში შეიფარა

ჩეხეთის პრეზიდენტის პრესმდივანი ირჟი ოვჩაჩეკი გასულ კვირას დაკორწინდა უკრაინელ ქალზე, რომელიც ლტოლვილთა დახმარების ფარგლებში, სახლში შეიფარა.  აღნიშნულ ინფორმაციას ჩეხური ტაბლოიდური გამოცემა ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 43 წლის ოვჩაჩეკმა უკრაინელ ქალზე პარასკევს იქორწინა. ოვჩაჩეკი ჩეხეთის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის პრესმდივნის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს.  

მეტი...

,,არავინ გამოგვრჩეს“ – ეს არის გაეროს პრინციპი და ის ასახულია 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგში”- პრემიერი

,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობა, სუვერენული თანასწორობა და ღირსების პატივისცემა არის თავად გაეროს და ამ ორგანოს მუშაობის ფუნდამენტური პრინციპი. „არავინ გამოგვრჩეს“ –   ეს  არის პრინციპი და ის ასახულია 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგში. ამიტომ, ხსენებული ორგანოების წევრობის საფუძველზე, სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის მიზნის მიღწევა რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად ამ კონფერენციის ფარგლებშიც,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა კოლეგებს მოუწოდა, 27-ე კონფერენციის შედეგების სწრაფ მოქმედებებში გარდაქმნისკენ. „დასკვნის სახით, ჩემო მეგობრებო, მინდა, მოვუწოდო და შევახსენო ყველა ჩვენს კოლეგას,…

მეტი...

,,საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა აქვს. მისი 85% განახლებადი წყაროებიდან მომდინარეობს და ამ წილის შემდგომი გაზრდა ჩემი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტია,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  გარდა ამისა, საქართველო აგრძელებს ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა წყაროები და საშუალებები. „ვაგრძელებთ ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებასა და მხარდაჭერას, როგორიცაა მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა საშუალებები. დარწმუნებული ვარ, რომ შარმ…

მეტი...

,,გვარამიას საქმეში არსებობს ძალიან სერიოზული სამართლებრივი პრობლემები, ბრალი არის დაუსაბუთებელი”- ნინო ლომჯარია

,,არ ვიტყოდი, რომ ნიკა გვარამიას საქმე იქნება ერთადერთი, რასაც მხედველობაში მიიღებენ ევროკავშირის ინსტიტუტები სტატუსის მინიჭების პროცესში, თუმცა ეს საქმეც იქნება ნამდვილად ხელის შემშლელი,”- ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში დანაშაულის ნიშნებიც კი არ არსებობს. „რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმეც იქნება ნამდვილად ხელის შემშლელი ამ გზაზე. მე არ ვიტყოდი, რომ ეს იქნება ერთადერთი, რასაც მხედველობაში მიიღებენ და იქნება ხელისშემშლელი და უარყოფით ზემოქმედებას მოახდენს ამ ევროინტეგრაციის პროცესზე, რაც ყველას ძალიან გვეჩქარება და გვინდა. თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც შევისწავლე პირველი ინსტანციის…

მეტი...

,,ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის ქველმოქმედი და ადამიანი, რომელმაც დაამარცხა რეჟიმი”- რატი ბრეგაძე

,,ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის არის ქველმოქმედი და ასევე, ის ადამიანი, რომელმაც 2012 წელს შეძლო და დაამარცხა რეჟიმი, რომელიც ცალსახად მიდიოდა ავტორიტარიზმისკენ,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა. მინისტრმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში კრიტიკულ შესწორებაზე დასმულ კითხვას უპასუხა. „პოლიტიკოსი იმიტომ არის პოლიტიკოსი, რომ შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი სახის განცხადება, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება დასაბუთება, არგუმენტაციის და ფაქტების მოყვანა. ნებისმიერ ადამიანს გამოხატვის თავისუფლება აქვს. ბევრი რაიმე შეიძლება თქვას, როგორც ევროპაში ასევე, საქართველოში, მაგრამ ნებისმიერ გადაწყვეტილებას შესაბამისი მტკიცებულებები ესაჭიროება, უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ ინფორმაციას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება საუბარი შესაძლებლობაზე“,-განაცხადა…

მეტი...

,,ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია არის არაეთიკური”- ბრეგაძე სააკაშვილზე

,,ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, პატიმრის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს და ყველამ, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში არსებულ კონსტიტუციურ წესრიგს პატივი უნდა სცეს. ,,ჯანმრთელობის მდგომარეობით ნებისმიერი სახის სპეკულაცია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, არის არაეთიკური. შესაბამისად, მე ამ საკითხზე მეტს ვერაფერს გიპასუხებთ, მე ვერ დავიწყებ წინასწარ შეფასებებს. როგორც მოგეხსენებათ,ჯერჯერობით ცენტრი “ემპათიის” დასკვნა არავის უნახავს, ეს დასკვნა უბრალოდ ბუნებაში არ არსებობს. მას შემდეგ როდესაც ეს…

მეტი...

,,აორგანიზებენ მესიჯს, რომ საქართველო სარგებლობს უკრაინაში წარმოებული ომით და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა”- მდინარაძე

„ნაცმოძრაობა“, რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები აორგანიზებენ მესიჯს, რომ საქართველო სარგებლობს უკრაინაში წარმოებული ომით და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ  განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს შარშანაც ჰქონდა ეკონომიკური ზრდა. „გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“, ქართული რადიკალური ოპოზიცია და სამწუხაროდ, მათი ლობისტები და დავალების მიმცემები პირდაპირ აორგანიზებენ მესიჯს და მის გავრცელებას, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან შიდაგახმოვანებით, რომ საქართველო სარგებლობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით და ძალიან მარტივად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა. საქართველოს შარშანაც…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს. „რა თქმა უნდა, გარკვეულ ფორმატში, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს. მეტის თქმა არ შემიძლია”, – განაცხადა პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა. ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება, თუ მასში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიღებს.

მეტი...

ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. უწყების ცნობით, მოქალაქე ოკუპირებული გალის ტერიტორიიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა, რა დროსაც განხორციელდა მისი უკანონო დაკავება. ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციით, უკანონოდ დაკავებულს თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრა. ,,უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული მორიგი მძიმე ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული…

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი გუგა გაგნიძე ზესტაფონში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი  ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობდა. დაღუპულ ქართველს დღეს პატივი მიაგო უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმაც. ცნობისთვის, 40 წლის გუგა გაგნიძე ბახმუტთან ახლოს მოწინააღმდეგესთან კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე საჰაერო-სადესანტო ბრიგადაში მსახურობდა.

მეტი...

,,რამდენიმე პარტიის მიზანია, არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი”- ირაკლი კობახიძე

,,რამდენიმე პარტიას აშკარად აქვს მიზანი, არ აგვარჩევინონ სახალხო დამცველი. ასეთ შემთხვევაში, მათ სახალხო დამცველის ოფისში დარჩებათ საკუთარი ფავორიტები,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, იმედი აქვს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის კონსულტაციების საფუძველზე მოხერხდება სახალხო დამცველის არჩევა. „მოვლენებს წინ არ გავუსწრებთ, მიუხედავად იმისა, რომ გასაუბრებებმა საკმაოდ ნათელი სურათი აჩვენა. გვირჩევნია, დღეს ჩვენს პრეფერენციებზე არ ვისაუბროთ, უნდა დავიტოვოთ დრო იმისთვის, რომ ოპოზიციურ პარტიებთან გაიმართოს კონსულტაციები. სახალხო დამცველის არჩევას სჭირდება კონსენსუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის და იმედი გვაქვს, სწორედ ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მოვახერხებთ სახალხო დამცველის არჩევას.…

მეტი...

2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში სიახლეებია

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტებში სიახლეები იქნება ისტორიის, მათემატიკისა და უცხოური ენების ტესტებში. მათივე ცნობით, სხვადასხვა საგანში გამოცდების შედეგების ფსიქომეტრიული და ექსპერტული ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინებით საგამოცდო ტესტის ფორმატი ან მისი ცალკეული დავალებები პერიოდულად იცვლება. ამ სიახლეების მიზანია ტესტის უფრო მეტად დახვეწა. შარშან სიახლეები შეეხო ქართული ენისა და ლიტერატურის და გეოგრაფიის ტესტების ფორმატს. ,,ისტორიის ტესტი  2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტში არსებული №22, 23, 24 დავალებების ნაცვლად საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება ახალი ფორმატის დავალება, რომელიც იმავე უნარებს შეამოწმებს, რასაც ეს დავალებები ამოწმებდა.…

მეტი...

,,არ შეიძლება ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყოს”- გია ვოლსკი

,,არ შეიძლება ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყოს, რადგან დანაშაული, რაზეც არის საუბარი, არანაირ პოლიტიკურ გარემოებებს არ ეხება,” – ამის შესახებ  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკა და მედიასაშუალება ის ადგილი არ არის, რომელიც ადამიანს თავშესაფრად გამოდგება, თუკი მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი. ,,არც ნიკა გვარამიას და არც მის თანაგუნდელებს არასდროს დაუმალავთ, რომ საჭირო იყო ქართული საზოგადოების გაწრთვნა და ჭკუაზე მოყვანა. პოლიტიკა და მედიასაშუალება ის ადგილი არ არის, რომელიც ადამიანს თავშესაფრად გამოდგება, თუკი მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი. როგორი ბეგრაუნდიც არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ პიროვნებას, დანაშაული…

მეტი...

,,როდესაც გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა რეზიდენტს, ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არც ერთი შენიშვნა არ ჰქონიათ”- ირაკლი კობახიძე

,,როდესაც გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა რეზიდენტს, სხვა სიტყვებს არ გავიმეორებ, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არც ერთი შენიშვნა არ ჰქონია,” – ასე  აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტისთვის 12 ევროპარლამენტარის მიმართავას. მისი თქმით, ”ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადება ჩვენთვის ვერავითარი ფასი ვერ ექნება“. „შეგახსენებთ, როდესაც გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა რეზიდენტს, სხვა სიტყვებს არ გავიმეორებ, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არც ერთი შენიშვნა არ ჰქონიათ ამასთან დაკავშირებით, კომენტარიც არ გაუკეთებიათ. დღეს ისინი ამ რეზიდენტს, გვარამიას სიტყვებს ვიმეორებ, სთხოვენ გვარამიას შეწყალებას, რაც რბილად რომ ვქთვათ ყველაფრის დამახინჯებაა, რაც უკავშირდება ქართულ პოლიტიკას. ოდიოზური…

მეტი...

,,ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, საქართველოში გამოიწვიონ ის პროცესები, რაც ახლა უკრაინაშია”- ირაკლი კობახიძე

,,არის “გლობალური ომის პარტია”, რომლის წარმომადგენლები არიან ოდიოზური ევროპარლამენტარები და მათ ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რომ საქართველოში გამოიწვიონ ის პროცესები, რაც დღეს, სამწუხაროდ, უკრაინაში წარიმართება,”- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ერთი და იგივე ოდიოზური ევროპარლამენტარები ცდილობენ, აბსოლუტურად არარელევანტური და სიმართლეს აცდენილი ცვლილებები შეიტანონ ამ რეზოლუციაშიც. „ეს არის იმ პროცესების გაგრძელება, რასაც ვაკვირდებოდით წინა წლების განმავლობაში. ამ ადამიანებს აქვთ პირდაპირი კავშირი იმ საერთო კოორდინაციასთან, რომლის მიზანია საქართველოში მეორე ფრონტის გაჩაღება და ეს მცდელობებიც ამ ყველაფერს უკავშირდება. მაგალითად, ერთ-ერთი შესწორება, რომელიც ინიცირებულია ამ ოდიოზური ევროპარლმენტარების მიერ, უკავშირდება იმას,…

მეტი...

,,შეუძლებელია ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი”- იაგო ხვიჩია

,,თუ ოდნავ მაინც საღ აზრზე ხარ, შეუძლებელია ენდო კვლევას, სადაც ნინო ლომჯარია უფრო რეიტინგულია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი,”- ასე ეხმიანება  „გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია IRI-ის კვლევას. დეპუტატის თქმით, მას უფრო მიკვირს ქართული მედიის დამოკიდებულება აღნიშნულ კვლევებთან დაკავშირებით. „მე არ მინდა რაიმე ტიპის პრეტენზიებით ვილაპარაკო პროცენტებთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ დაგვიწერეს, ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა ამ წუთას. მე უფრო მიკვირს ქართული მედიის დამოკიდებულება ამ კვლევებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩვენ 2 პროცენტი გვქონდა და არავინ გაგვაშუქა და იყო პარტიები, რომლებსაც 1 ჰქონდათ და ტელევიზიებიდან არ ჩამოსულან. გამოიკითხნენ საერთოდ არარსებული პარტიების ლიდერები და ჩვენი პარტიიდან, რომელსაც 2 პროცენტი…

მეტი...

,,საქართველო რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში რჩება მშვიდობის კუნძულად”- შალვა პაპუაშვილი

„დღეს, ჩვენს დელეგაციას  შეხვედრები ჰქონდა იაპონიის ბიზნესის წარმომადგენლებთან, მათ შორის იმ კომპანიებთან, ვინც საქართველოში ინვესტირებას ახორციელებენ.  დაინტერესებაა იაპონური კომპანიების უფრო მეტი მონაწილეობის განახლებად ენერგიაში და ეს სასიხარულოა იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც იაპონიას აქვს  იმ ნოვატორული და ტექნოლოგიური მიღწევებიდან და მიდგომებიდან გამომდინარე, რაც იაპონიამ წლების განმავლობაში დააგროვა. მნიშვნელოვანია ზოგადი დაინტერესება ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც დელეგაციასთან ერთად იაპონიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.  შალვა პაპუაშვილმა ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მსხვილი იაპონური კომპანიების მხრიდან ყურადღება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდა. განსაკუთრებით, განახლებადი ენერგიის წყაროების…

მეტი...

,,მმართველ პარტიას რომ ორჯერ მეტი ნდობა და მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში, ვიდრე რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს”- გია ვოლსკი

„ის, რომ მმართველ პარტიას ორჯერ მეტი აქვს ნდობა და მხარდაჭერა საზოგადოებაში, ვიდრე თუნდაც რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს, ეს ჩვენთვის ცნობილია,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, კვლევებმა, რომელსაც ატარებენ IRI, NDI და სხვები საველე ორგანიზაციების დახმარებით, წლების განმავლობაში საზოგადოების ნდობა დაკარგეს. „ის, რომ მმართველ პარტიას ორჯერ მეტი აქვს ნდობა და მხარდაჭერა საზოგადოებაში, ვიდრე თუნდაც რადიკალური პარტიების მთელ ნაკრებს, ეს ჩვენთვის ცნობილია, ისევე როგორც არაერთი პრობლემა, რომელიც ქვეყანას აწუხებს და ამა თუ იმ კვლევაში ამოტივტივდება ხშირ შემთხვევაში გარკვეული კონიუქტურული საფუძვლით. საზოგადოება ზუსტად აფასებს პარტიების დამსახურებას ქვეყნის წინაშე და აქედან გამომდინარე,…

მეტი...

,,მოლაპარაკების დროს და პირობებს უკრაინა განსაზღვრავს”- ემანუელ მაკრონი

,,დარწმუნებული ვარ, რომ რაღაც მომენტში, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნება, თუმცა დროს და პირობებს უკრაინა განსაზღვრავს,” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებებისთვის აბსოლუტურად რადიკალური პირობების წამოყენება ნაჩქარევი იქნებოდა, „ადგილზე მაღალი დაძაბულობის გამო“. „ამჟამინდელი კონტექსტი არ იძლევა ამ საკითხზე სწრაფი განმარტებების საშუალებას“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მეტი...