თბილისში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს

ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისში აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქალთა მხარდაჭერის მიზნით, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას აწყობენ, რომელიც პარლამენტთან დასრულდება.

აქციაზე შეკრებილები ითხოვენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობაზე სასჯელი კიდევ უფრო გამკაცრდეს.

„დღეს, ისევე როგორც სხვა დროს, გვაქვს კონკრეტული მოთხოვნა – კანონმდებლობაში გაუპატიურების დეფინიციის შეცვლა. ბრძოლა არის მნიშვნელოვანი 2 ფრონტზე – ერთი არის საკანონმდებლო ცვლილებები და მეორე საზოგადოების ბრძოლა იმისათვის, რომ ხალხის ცნობიერება შეიცვალოს“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მსგავსი თემები