„ეს ტერორისტული აქტია, ასაფეთქებელი ქალმა აამოქმედა“ – ვიცე პრეზიდენტი

თურქული მხარე უკვე ოფიციალურად და დადასტურებულად აცხადებს, რომ თურქეთში მომხდარი აფეთქება ტერორისტული აქტია. ასაფეთქებელი მოწყობილობა კი „თვითმკვლელმა ქალმა“ მოიყვანა მოქმედებაში. „ბოლო მონაცემებით, ჩვენ დავკარგეთ ექვსი ადამიანი. 81 დაშავებულია. ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ჩვენ ამას ტერაქტად მივიჩნევთ, რომელიც მოხდა დამნაშავის მიერ განხორციელებული აფეთქების შედეგად. მიგვაჩნია, რომ დამნაშავე ქალია. ვინც ამ მოვლენების უკან დგას, მას საბოლოოდ მიაგნებენ, თუნდაც მსოფლიოს მეორე ბოლოში წავიდნენ და არა უბრალოდ საზღვრის მიღმა“, – აცხადებს თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქტაი. შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ხალხმრავალ ადგილზე აფეთქება დღეს მოხდა.

მეტი...

რუსმა ჯარისკაცებმა 12 წლის ბავშვი ჯგუფურად გააუპატიურეს

უკრაინული უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მოპოვებულია ფაქტები, რომელიც ადასტურებს რუსი ჯარისკაცების მორიგ სისასტიკეს. საუბარია 12 წლის ბავშვის გაუპატიურების ფაქტზე და შემდეგ ამ ფაქტით ტრაბახზე. „მაშინ, როცა ზოგიერთი დამპყრობელი გარბის ხერსონიდან, სხვა რუსები დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონში აჩვენებენ თავიანთ „გმირობას.” ამჯერად, ამ მხეცებმა 12 წლის გოგონა გააუპატიურეს, ხოლო ოკუპირებული დონეცკის რეგიონში რუსებმა მიზანში ქალი ამოიღეს“, – აცხადებს უკრაინის უშიშროების სამსახურმა. ამ ეტაპისთვის უკრაინულ მხარეს 16 000 სს საქმეზე აქვს გამოძიება დაწყებული რომელიც უკრაინაში ოკუპანტების მიერ ჩადენილ სისასტიკეს ეხება.  

მეტი...

„ეს, შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს“ – თურქეთის პრეზიდენტი სტამბოლში მომხდარ აფეთქებაზე  

პირველადი მონაცემებით, სტამბოლის ხალხმრავალ ადგილზე მომხდარი აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ყველაფერი სწორედ ტერაქტზე მიუთითებს. „ამ ეტაპზე, სწორი არ იქნება დარწმუნებით საუბარი, რომ ეს ტერაქტია, თუმცა წინასწარი მონაცემები, სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრები, ასევე გუბერნატორის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ შესაძლოა, ეს ტერაქტი ყოფილიყო“ – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი. ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების კადრები სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს. საეჭვო პირია ქალი, რომელმაც ასაფეთქებელი ნივთიერება აამოქმედა. ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად, დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის…

მეტი...

მტკვარმა ქალის ცხედარი გამორიყა

მტკვარში ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი შუახნის ქალია. გარდაცვლილის იდენთიფიცირებული არ არის. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  

მეტი...

სტამბოლში ტერაქტის შედეგად დაშავებულ ქართველებზე საკონსულოში ინფორმაცია არ შესულა

საქართველოს საგარეო უწყება თურქეთში, კერძოდ კი სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, როგორც უწყებაში აცხადებენ, საკონსულოსთვის დახმარების თხოვნით არავის მიუმართავს. „ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები. საუბარია ტერაქტზე. ტერორისტული აქტი თურქეთში, არიან დაღუპულები

მეტი...

ტერორისტული აქტი თურქეთში, არიან დაღუპულები

თურქეთში, სტამბოლის ცენტრში აფეთქება მოხდა. პირველადი ინფორმაციით, ასაფეთქებელი ნივთიერება „თვითმკვლელმა ქალმა“ აამოქმედა. არიან დაღუპულები. აფეთქება ისტიკლალის გამზირზე მოხდა. ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია რამდენიმე ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა 36-ია.  სტამბოლის გუბერნატორის  განცხადებით, აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 16:20 საათზე დაფიქსირდა. აფეთქება სწორედ ხალხმრავალ ადგილზე განხორციელდა.

მეტი...

რუსეთი ,,დიდ ოცეულს“ მოუწოდებს ფოკუსირდეს მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე

რუსეთმა „დიდ ოცეულს“ მოუწოდა შეწყვიტოს საუბარი „წარმოსახვით საფრთხეებზე“ და ფოკუსირდეს მსოფლიოს ყველაზე გადაუდებელ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, „დიდმა ოცეულმა“ საკუთარი ძალისხმევის კონცენტრირება რეალურ და არა წარმოსახვით საფრთხეებზე მოახდინოს. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „დიდი ოცეული“ მოწოდებულია გაუმკლავდეს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს. მისი დღის წესრიგის გაფართოება მშვიდობისა და უსაფრთხოების სფეროებში, რაზეც ბევრი ქვეყანა საუბრობს, არ არის განხორციელებადი. ეს იქნება პირდაპირი შეჭრა გაერო-ს უშიშროების საბჭოს მანდატში და ძირს გამოუთხრის ნდობისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს „დიდ ოცეულში“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, „დიდი ოცეულის“ შეხვედრა ინდონეზიის კუნძულ ბალიზეა დაგეგმილი. სამიტს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი…

მეტი...

ბელარუსის საავადმყოფოები რუსი სამხედროებით გადაიტვირთა – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსში, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებია განლაგებულია, სოციალური დაძაბულობა მნიშვნელოვნად იზრდება. უწყების ცნობით, რუსი სამხედროები მასობრივად ავადდებიან კარვების ქალაქებში ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო,  რის გამოც საავადმყოფოები გადატვირთულია და მოსახლეობაც უკმაყოფილოა. ,,ბელარუსის რესპუბლიკის ბრესტის რეგიონში, განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შემომავალი ქვედანაყოფები განლაგებულია, სოციალური დაძაბულობა მნიშვნელოვნად იზრდება. კერძოდ, ადგილობრივი საავადმყოფოები გადატვირთულია რუსი სამხედრო მოსამსახურეებით, რომლებიც მასიურად ავადდებიან კარვების ქალაქებში მოთავსების არადამაკმაყოფილებელი პირობების გამო. ექიმები იძულებულნი არიან უარი თქვან ბელორუსის რესპუბლიკის მოქალაქეებზე, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ” – ნათქვამია უწყების განცხადებაში. გენშტაბის…

მეტი...

,,ხერსონის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცეს”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, უკრაინის მიერ ხერსონის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინელი სამხედროებისა და ხალხის სიმამაცეს. მისი თქმით, ხერსონის გათავისუფლება ასევე ცხადჰყოფს იმ დახმარების მნიშვნელობას, რომელსაც აშშ და მსოფლიოს სხვა ქვეყნები უკრაინას უწევენ რუსეთის აგრესიასთან ბრძოლაში. როგორც ბლინკენი აღნიშნავს, კიევის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მხარდაჭერა გაგრძელდება, ვიდრე ეს საჭირო იქნება.  

მეტი...

გარდაიცვალა კაცი, რომელიც 18 წელი პარიზის აეროპორტში ცხოვრობდა

გარდაიცვალა კაცი, რომელიც 18 წლის განმავლობაში, პარიზის აეროპორტში ცხოვრობდა. მერჰან კარიმ ნასერი 77 წლის ასაკში, შარლ-დე-გოლის აეროპორტის 2F ტერმინალში გარდაიცვალა. ირანის მოქალაქე მერჰან კარიმ ნასერი, ევროპაში 1988 წელს, დედის საძებნელად გაფრინდა. კაცი დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნიდერლანდმა დოკუმენტაციის არქონის გამო, არ მიიღო, რის გამოც ნასერი იძულებული გახდა აეროპორტში დარჩენილიყო. მას საფრანგეთში შესვლის უფლებაც არ ჰქონდა.  2004 წელს, რეჟისორმა სტივენ სპილბერგმა, სწორედ მის ცხოვრებაზე გადაიღო ფილმი “ტერმინალი”, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰენკსი ასრულებს.

მეტი...

ავიაკატასტროფა აშშ-ში – დაიღუპა ორი ადამიანი

ავიაკატასტროფა აშშ-ში –  საჰაერო ძალებისშოუს დროს, დალასის აეროპორტში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, ორი ვინტაჟური სამხედრო თვითმფრინავი ერთმანეთს ჰაერში შეეჯახა. აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის ცნობით, Boeing B-17 Flying Fortress და Bell P-63 Kingcobra ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:20 საათზე ჩამოვარდა. უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თვითმფრინავში, მაგრამ წინასწარი ცნობებით, ე.წ. ავიაშოუს 2 ადამიანი ემსხვერპლა.

მეტი...

,,უკრაინის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ხერსონის ოლქის 60 დასახლებულ პუნქტზე”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხერსონის ოლქში 60-ზე მეტი დასახლებული პუნქტია გათავისუფლებული. მისი თქმით, ხერსონიდან უკან დახევისას რუსეთის არმიამ კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სრულად გაანადგურა. „საღამოს მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ხერსონის ოლქის 60 დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონშიც გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები. ოკუპანტებმა გაქცევამდე გაანადგურეს მთელი კრიტიკული ინფრასტრუქტურა – კავშირგაბმულობა, წყალმომარაგება, გათბობა, ელექტროენერგია. რუსებს ყველგან ერთნაირი მიზანი აქვთ – ხალხის ტანჯვა და დაცინვა, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს აღვადგენთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

26 წლის კაცმა 74 წლის ქალის გაუპატიურება სცადა – დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ქარელის ერთ-ერთ სოფელში  26 წლის კაცმა 74 წლის ქალის გაუპატიურება სცადა. სავარაუდო დამნაშავეს სამართალდამცველები ორი კვირა ეძებდნენ. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ კი სასამართლომ დღეს იმსჯელა.  მოსამართლემ დაკავებული 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ადვოკატის თქმით, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ დევს. წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბრს ჩაინიშნა. ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება 19 137-ე და 160-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას და კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს რვა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მეტი...

,,რუსებმა იციან, რომ მარცხდებიან…პუტინი მძიმე ვითარებაშია”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ისინი უკრაინის მიერ დასახელებულ პირობებს დააკმაყოფილებენ. მისივე თქმით, რუსებს მოლაპარკებების გზით სურთ, რომ ტექნიკური შესვენება აიღონ. ,,რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინულმა მხარემ თავისი პირობები დაასახელა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია. გაიყვანეთ ჯარები უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებიდან. შემდეგ შეგვიძლია, დავიწყოთ მოლაპარკებები, რადგან ამის მიზეზი გვექნება, უნდა გადაიხადოთ კომპენსაცია. რუსებმა იციან, რომ მარცხდებიან. მოლაპარკებების გზით სურთ, რომ ტექნიკური შესვენება აიღონ ან რომელიმე რეგიონი გამოგვტყუონ. დიახ, ჩვენ ჩვენი ულტიმატუმი გვაქვს და ამ ულტიმატუმს უკრაინის შეარაღებული ძალები ჰქვია. ჩვენი…

მეტი...

,,რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბარი 2023 წლის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი”- დავით არახამია

უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერის, დავით არახამიას განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბარი 2023 წლის მეორე ნახევარში იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, ახლა რუსეთს გადაჯგუფებისა და ძალების აღდგენისთვის სჭირდება პაუზა, რის საშუალებასც უკრაინელები არ მისცემენ. „ეს იქნება შესაძლებელი, როდესაც ელექტორალური ციკლი დაიწყებს მუშაობას როგორც რუსეთში, ისე აშშ-ში, ანუ 2023 წლის მეორე ნახევარში. მაშინ უკვე დაიწყებს სტარტს საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში და 2024 წელს არჩევნები ექნება პუტინსაც. და ყველას პოლიტიკურად რაიმეს დემონსტრირება დასჭირდება. მე არ მგონია, რომ პუტინს სამხედრო წარმატების დემონსტრირება შეუძლია, ამიტომ შესაძლოა, ისინი შეეცადონ, საკუთარ ხალხს რაიმე დაანახონ დიპლომატიურ ფრონტზე”, – განაცხადა არახამიამ. მისივე თქმით, ზელენსკიმ მოსკოვთან მოლაპარაკების…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხევა ხაშურში – მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაიეჯახა

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ხაშურში.  მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაიეჯახა, შემთხევის შედეგად დაიღუპა 20 წლის ბიჭი. ავარია გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.  

მეტი...

საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ავსტრიაში დასრულდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ავსტრიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, იუნესკოს გლობალური გეოპარკის კონცეფციას, მართვისა და ბიზნესმოდელს გაეცნო. საქართველოს დელეგაციამ სლოვენიის ტერიტორიაზე მდებარე გაუქმებული მინერალების მაღარო (podzemlje pace) დაათვალიერეს, რომელიც ამჟამად გეოლოგიურ მუზეუმს წარმოადგენს და ტრანსსასაზღვრო გეოპარკ კარავანკეკის (ავსტრია და სლოვენია) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს დელეგაციის, რომლის შემადგენლობაშიც სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის წარმომადგენლებიც არიან, ვიზიტი ავსტრიასა და სლოვენიაში დღეს დასრულდა. პროექტი კავკასიის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მეტი...

„იქ, უბრალოდ ჯოჯოხეთია“ – პრეზიდენტი ზელენსკი დონეცკიზე

უკრაინის პრეზიდენტი დონეცკის ოლქში მიმდინარე შეტაკებებზე საუბრობს და არსებულ ვითარებას ჯოჯოხეთს უწოდებს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, იქ უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. „მადლობის სიტყვები, რომლებსაც ჩვენი დამცველები ახლა ხერსონის ოლქში ისმენენ, ეკუთვის ყველა თქვენთაგანს. ყველასთვის, ვინც უკრაინისთვის იბრძვის. განსაკუთრებით, ეს მადლობის სიტყვებია მათთვის, ვინც რუსეთის თავდასხმებს უძლებს დონეცკის ოლქში – იქ უბრალოდ ჯოჯოხეთია. იქ ყოველდღიურად უკიდურესად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები მამაცურად იბრძვიან და იცავენ თავს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დონეცკის ოლქში, ჩვენ შეგვიძლია თავდასხმითი ოპერაციები ვაწარმოოთ სხვადასხვა მიმართულებებით. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მებრძოლს, ვინც იცავს უკრაინას ამ განსაკუთრებით სასტიკ ბრძოლებში.…

მეტი...

ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ყველაფრის დეფიციტია

უკრაინაში, კერძოდ კი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში  უმწვავესი ვითარებაა. ადგილზე არანაირი კომუნიკაცია არსებობს, არც წყალია, არც ელექტროენერგია, არც გათბობის საშუალებები და არც საკვები. როგორც მერის მრჩეველი აცხადებს მწვავე დეფიციტია როგორც საკვების, ისე, მედიკამენტების. „არ არის საკმარისი წამლები, პური, საკვები,  არაა ელექტროენერგია, მედიკამენტები.  ასევე, არის საყოფაცხოვრებო პრობლემები“ – აცხადებს მერის მრჩეველი გოლოვნია. შეგახსენებთ, რომ რუსულმა ძალებმა ხერსონი დატოვეს. უკრაინელი სამხედროები კი ხერსონში გუშინ შევიდნენ. აღმოჩენილია იარაღის საწყობები, სადაც რუსებმა შეიარაღება დატოვეს, რადგანაც ყველას გატანა ვერ მოახერხეს. უკრაინული ჯარი ხერსონში შევიდა – გამარჯვების ზეიმი უკრაინაში

მეტი...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ირანი რუსეთისთვის გადასაცემად ბალისტიკურ რაკეტებს ამზადებს

უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ რუსეთსა და ირანს შორის  ბალისტიკური რაკეტების გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე მუშაობა მიმდინარეობს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რასაც ირანი აკეთებს, ეს მსოფლიოსთვის სახიფათო ნაბიჯია. „გვესმის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გამოყენების საფრთხე.  დიპლომატიას, სამხედრო დაზვერვასა და ყველა  სტრუქტურა ძალიან აქტიური პოზიცია გააჩნია და მუშაობენ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას დაუმტკიცონ, რამდენად სახიფათოა ირანის მიერ რუსეთისადმი შეიარაღების გადაცემა”, – აცხადებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკი. მისივე მტკიცებით, არსებობს ფაქტები, რომ ირანი და რუსეთი მტკიცედ თანამშრომლობენ.  

მეტი...

ოკუპანტის ჯარებმა ხერსონი დაბომბეს

რუსი სამხედროების მხრიდან ხერსონის დატოვების მიუხედავად, ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაიბომბა. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, არის მსხვერპლი. „საშინელი ამბავი გორნოსტაევკადან, რუსმა დამპყრობლებმა დასახლება დაბომბეს, დაღუპულია ორ ქალი”, – აცხადებს იანუშევიჩი. არსებული ინფორმაციით, დარტყმები განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.  

მეტი...