,,მისი სიკვდილი არ უნდოდა, ისე გაგიჟებით უყვარდა”- ცოლის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დედა

ცოლის დაწვასა და მკვლელობაში ეჭვმიტანილი კაცის დედა აცხადებს, რომ 40 წლამდე კაცს ყოფილი მეუღლის სიკვდილი არ სურდა.

მისივე თქმით, ცოლ-ქმარს სიტყვიერად ხშირად ჩხუბობდნენ.

„მას მისი სიკვდილი არ უნდოდა, ისე გაგიჟებით უყვარდა. სახლში ცოლი ღებულობდა ჩემს შვილს, მაგრამ მისი მშობლები უშლიდნენ. ძირითადად ამაზე იყვნენ მომდურებულები. ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია. სიტყვიერად კი ხშირად ჩხუბობდნენ,” – აღნიშნავს მკვლელობაში მხილებულის დედა.

ცნობისთვის, საზარელი მკვლელობა თერჯოლაში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მაღაზიაში მივიდა, ყოფილ ცოლს, სავარაუდოდ, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული, ოთახში გამოკეტა. ქალი ადგილზე დაიღუპა.

მსგავსი თემები