„იქამდე არ ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას, სანამ „ნაციონალები“ პოლიტიკურ ველზე არიან“ – მინისტრი წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკიდან წასვლას მანამ არ აპირებს, სანამ ამ ველზე „ნაციონალური მოძრაობა“ იარსებებს. „ნაციონალური მოძრაობის“, რაც არ უნდა ძალიან მწვავე ოპონენტი ვიყო, იქამდე არ ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას, ვიდრე ისინი პოლიტიკურ ველზე, ამა თუ იმ ფორმით არიან. ამის მიუხედავად, შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა, ამ „ზეროებისგან“ განსხვავებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ რაღაც პოლიტიკური რესურსი აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეს „ზეროების“ გაერთიანება ევედრება „ნაციონალურ მოძრაობას“, შეგვიერთეთო“ – აცხადებს მინისტრი წულუკიანი. მისივე შეფასებით, ოპოზიციის გაერთიანების იდეა ვერ შედგება და ეს თემა არც არავისთვისაა საინტერესო. „მეორე ალოგიკურობას ვაწყდებით, რომ ეს ყველა (ოპოზიცია) იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რაღას გამოეყვნენ, თუ ისევ მათთან ყოფნა…

მეტი...

„ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული“ – თეა წულუკიანი ოპოზიციის გაერთიანებაზე

„ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული“ – ასეთია სპორტისა და კულტურის მინისტრ თეა წულუკიანის შეფასება ოპოზიციის გაერთიანების იდეაზე. კერძოდ კი „დროას“, „სტრატეგია-აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე. როგორც მინისტრი წულუკიანი აცხადებს, მათი ფასი ნულია. „სიღრმისეულად არ ვფლობ ამ საკითხს, რომელი ოპოზიციური პარტია აპირებს გაერთიანებას, როგორია დინამიკა ამ პროცესის, მაგრამ საზოგადოებისთვის რაც უკვე ცნობილია, რომ ერთიანდებიან ქალბატონი ლიაკა, ბატონი ვაშაძე და „გირჩი“, ეს ნიშნავს, რომ ნულს პლუს ნული, პლუს გირჩი არის ნული, ამიტომ ვინ ერთიანდება და რა მიზნით, ამ თემაზე კომენტარი…

მეტი...

„ისევ ვხედავთ ცივი ომის მენტალიტეტს, ბანაკებად დაყოფას“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთავართან“

„დღეს ისევ ვხედავთ ცივი ომის მენტალიტეტს, ბანაკებად დაყოფას, ძალისმიერ პოლიტიკას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მსოფლიოში“ – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში უკრაინის თემაზე საუბრისას. მისი თქმით, ჩინეთი მსოფლიოს, მშიდობისთვის საკუთარ სიბრძნეს უზიარებს. „პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აპრილში გამართულ აზიის პოაოს ყოველწლიურ ფორუმზე „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ წამოაყენა, რითაც გარკვევით უპასუხა ისეთ ეპოქალურ საკითხებს, თუ „რა სახის უსაფრთხოების კონცეფცია სჭირდება მსოფლიოს და როგორ მიაღწევენ ქვეყნები საერთო უსაფრთხოებას“. ამ ინიციატივით ჩინეთმა მსოფლიოში მშვიდობის დეფიციტის აღმოსაფხვრელად და საერთაშორისო უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ საკუთარი სიბრძნე და ხედვა აჩვენა. ქვეყნებს შორის…

მეტი...

„ტვიტერი“ ტყუილებს ავრცელებს – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ „ტვიტერს“ ტყუილების პროპაგანდაში ამხელს. მისი თქმით, ამ ქსელის საშუალებით, სიმართლე სასწორზეა. „ტვიტერი“ მთელ მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს. ილონ მასკი გამოვიდა და ყიდულობს კომპანიას, რომელიც გზავნის – რომელიც აფრქვევს ტყუილებს მთელ მსოფლიოში. ამერიკაში არ არიან რედაქტორები. რა მოლოდინი გვაქვს, რომ ბავშვები შეძლებენ გაიგონ, რა არის სასწორზე?“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. ილონ მასკი კი პირობას დებს, რომ სიტყვის თავისუფლებას აღადგენს.  

მეტი...

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი სააკაშვილთან და გვარამიასთან არ შეუშვეს

სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგოჟატა გოშევსკა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან მონახულება ვერ მოახერხა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, განუმარტეს, რომ ის არ არის პატიმრობაში მყოფების ოჯახის წევრი, არც ქართველი დეპუტატი და შესაბამისად ვერც ერთ დაწესებულებაში შეუშვებდნენ. „მოგესალმებით ამ განსაკუთრებულ ადგილას, სადაც პატიმრობაში იმყოფება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ჩემი მეგობარი, მიხეილ სააკაშვილი. კიდევ ერთხელ მითხრეს უარი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე და ასევე, ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან შეხვედრაზე. ფაქტი, რომ პატიმრობაში იმყოფება ქვეყნის პრეზიდენტი და პატიმრობაში იმყოფება ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური ტელევიზიის დირექტორი არც თუ საუკეთესოდ მეტყველებს ამ ქვეყანაზე. ვწუხვარ, რომ მივიღე მორიგი უარი…

მეტი...

ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შესახებ შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივმა და მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტებმა, საკუთარი ქვეყნების მაგალითზე, ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს როგორც ტყის მდგრადი მართვის და სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღების პროცესში ტყის ეროვნული აღრიცხვის მნიშვნელობის შესახებ, ასევე, ტყის სექტორში არსებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. ტყის ეროვნული აღრიცხვა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველად განხორციელდა. შეფასდა საქართველოს ტყეების ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლები, რაც მნიშვნელოვან მონაცემებს წარმოადგენს სატყეო პოლიტიკის განსაზღვრისთვის. ტყის ეროვნული აღრიცხვა გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო…

მეტი...

„პოლონეთის საელჩოსა და საკონსულოსთან გაუთავებელი რიგებია ადამიანები ცდილობენ წავიდნენ პოლონეთში გაჭირვების გამო“ – მალგოჟატა გოშევსკა

საქართველოში მყოფი პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობა გარბის ქვეყნიდან და მიდის პოლონეთში. მისივე თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ აქ სოციალური სიდუხჭირეა. „საკმაოდ დიდ ყურადღებას ვაქცევ საშუალო დონის ადამიანის ცხოვრებას და მდგომარეობას საქართველოში, როგორ გამოიყურება მისი ცხოვრება. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საუკეთესო მდგომარეობა. პოლონეთში ჩემი პარტია, რომელსაც მე წარმოვადგენ, თავდაპირველად ორიენტირებული იყო ზუსტად იმაზე, რომ გადაეჭრა სოციალური პრობლემები, გაეტარებინა კონკრეტული სოციალური პროგრამები და ამას საქართველოს ხელისუფლების მაგალითზე, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ, ეს აქ არ ჩანს და ამაზე თუნდაც ისიც მოწმობს, რომ  პოლონეთის საელჩოსა და…

მეტი...

„ყოველთვის მშვიდობის მხარეს ვართ“ – ჩინეთს ელჩი უკრაინის კრიტიკაზე

უკრაინული მხარის პოზიციაზე, რომ  ჩინეთის მხრიდან  მხარდაჭერა ვერ იგრძნობა, ჩინეთის ელჩმა „მედიაცენტრ მთავართან” ისაუბრა, როგორც ჭოუ ციენი  ინტერვიუში აცხადებს, ჩინეთი ყოველთვის შერიგებისა და მშვიდობის მხარეს დგას. „უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სი ძინფინგმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პოზიცია ე.წ. „ოთხ აუცილებლობას“ ეფუძნება. აუცილებელია ყველა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების დაცვა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ყველა ქვეყნის ლეგიტიმური წუხილის გათვალისწინება, კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის ყველა ძალისხმევის მხარდაჭერა. აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად ჩინური მხარე ამ „ოთხი აუცილებლობის“ პრინციპით ხელმძღვანელობს. ჩინეთი, როგორც პასუხისმგებელი დიდი სახელმწიფო და გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ყოველთვის მხარს უჭერს…

მეტი...

ოკუპანტები დაკავებულ 29 წლის ქალს ნარკოდანაშაულს ედავებიან  

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქე 29 წლის ქალია. მას დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულის ბინიდან ამოღებულია საქართველოს დროშა,  აფხაზური პასპორტი და  ქართული პასპორტი. საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა. აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმმა  საქართველოს მოქალაქე დააკავა

მეტი...

რუსეთის კაფეში ხანძარი გაჩნდა, არიან დაღუპულები

რუსეთში, კერძოდ კი ქალაქ კოსტრომში, კაფეში ხანძარი გაჩნდა, რომელიც წუთების განმავლობაში მთელ კაფეს მოედო. ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა.  

მეტი...

„ტაივანის საკითხის მოგვარება ჩინელი ხალხის საქმეა და მას მხოლოდ ჩინელი ხალხი გადაწყვეტს“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ მთვართან“

„ჩვენ მტკიცედ ვებრძვით სეპარატიზმსა და შინაურ საქმეებში ჩარევას, ჩვენ ვაჩვენეთ მტკიცე გადაწყვეტილება და დიდი უნარი, რომ დავიცავთ ეროვნულ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ დავუშვებთ „ტაივანის დამოუკიდებლობას“ – აცხადებს ჩინეთის ელჩი საქარტველოში ჭოუ ციენი „მედიაცენტრ მთვართან“ ინტერვიუში. საიბარია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტზე, რომელსაც ჩინური მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ჭოუ ციენი: აგვისტოში ნენსი პელოსი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ოფიციალურ რანგში, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით ჩავიდა ტაივანში, რითაც აშკარად დაირღვა „ერთი ჩინეთის“ პრინციპი და აშშ-ის მიერ დადებული პირობა, რომ „ტაივანთან ოფიციალურ ურთიერთობებს არ განავითარებდა“, სერიოზულად დაირღვა ჩინეთის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა,…

მეტი...

აფხაზეთში საოკუპაციო რეჟიმმა  საქართველოს მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქე, გალის მცხოვრები ა.თ. უკანონოდ დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით,  უკანონოდ დაკავებულს ე.წ. ბრალი ედება ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა შენახვის ფაქტზე. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმაცია ა.თ-ის უკანონოდ დაკავების შესახებ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მოქალაქის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. საოკუპაციო ძალის მიერ უკანონო დაკავებების უკიდურესად დესტრუქციული პრაქტიკა, რომელსაც ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმი, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და მნიშვნელოვან ზიანს აყენებს უსაფრთხოების გარემოს. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული ყველა…

მეტი...

რა ალტერნატივა არსებობს, თუ რუსეთმა საქართველოს ფქვილი და ხორბალი არ მიაწოდა?!

„ძირითადი მომწოდებელი არის რუსეთი, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ახლომდებარე მეზობელია და ლოჯისტიკურად იაფია. გვინდა თუ არა, ასეა“ – განაცხადა „მედიაცენტრ მთავართან“ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ ხორბლის და ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, ეკონომიკასა და ფასებზე რუსეთ-უკრაინის ომი მთავარი ფაქტორია და გამორიცხული არ არის ვითარება შეიცვალოს. „ხორბალიც და ფქვილიც მოდის რუსეთიდან. თუ მოხდა ისე, რომ რუსეთმა შეწყვიტა მოწოდება ფქვილის თუ ხორბლის, გვაქვს გარკვეული დრო, რომ გადავერთოთ სხვა ბაზარზე. რა თქვა უნდა, ეს იქნება უფრო ძვირი, მაგრამ რეალურად ბაზარი დაარეგულირებს რა ფასით შემოვა სხვა ქვეყნებიდან მარცვლეული.…

მეტი...

„გაზრდილი ფასები ჩვენთანაც შემოვა, ხორბლის თუ ფქვილის სახით“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავართან“

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ის, რაც მსოფლიო ბაზარზე ხდება, საქართველოზეც აისახება. შესაბამისად, მისი შეფასებით, მარცვლეულზე ფასის ზრდა ნიშნავს, რომ საქართველოშიც იქნება ცვლილება. „მსოფლიოში ფასები მოიმატებს, მაგრამ არა იმდენად, როგორც პირველი შოკი იყო. გარკვეული სტაბილიზაციის მიღწევა ალბათ შესაძლებელი ინება. რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, ყველაფერ რაც ხდება სხვაგან, ეს ბუნებრივია, ჩვენზეც აისახება. აქედან გამომდინარე, გაზრდილი ფასები ჩვენთანაც შემოვა, ხორბლის თუ ფქვილის სახით, თუმცა, ის, რომ ჩვენთან დღეს არის გარდამავალი მარაგი, საუბარია 2 თვიანი გარდამავალი მარაგზე ხორბლის სახით, ძვირი შემოტანა, რომელიც განხორციელდება, საშუალო შეწონილი ფასით დაბალანსდება…

მეტი...