ამერიკა უკრაინას 400 მილიონიან დახმარებას გამოუყოფს

ამერიკის შეერთებულმა შტატები უკრაინისთვის მორიგი დახმარების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საუბარია 400 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო პაკეტზე. სამხედრო დახმარების პაკეტი მრავალი მიმართულებისაა. მათ შორის იქნება  90 ერთეული T-72 ტანკი. პენტაგონის ინფორმაციით, შტატები და ნიდერლანდები ჩეხეთის რესპუბლიკაში შენახული T-72 ტანკების აღდგენის ხარჯებს ერთობლივად დაფარავენ. „ეს ტანკები ჩამოვა ჩეხეთიდან. აშშ გადაიხდის 45 ერთეულის აღდგენისთვის. ნიდერლანდების მთავრობა კი, თავისი ვალდებულებების შესაბამისად, გადაიხდის დანარჩენი 45 ტანკს. ჯამში, 90 ტანკი გაიგზავნება უკრაინაში. ეს იქნება ტექნიკურად განახლებული ტანკები” , – აცხადებენ პენტაგონში. დახმარების პაკეტში, ტანკების გარდა შედის 250 ერთეული M1117 ჯავშანტრანსპორტიორი, 40 ჯავშანტექნიკა, Hawk საზენიტო სარაკეტო სისტემები…

მეტი...

გერმანიის იუსტიციის მინისტრი კიევში იმყოფება

მინისტრი მარკო ბუშმანი უკრაინაში ჩავიდა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მისი ვიზიტის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მინისტრმა კიევის რკინიგზის სადგურში განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის გვერდითაა. ერთ-ერთი მიმართულება, რაშიც გერმანია უკრაინას დაეხმარება, მართლმსაჯულების სისტემაა. დაგეგმილია მინისტრის ოფიციალური შეხვედრები. ბუშმანი პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდება, სადაც განიხილავენ ევროკავშირში მიღების საკითხსაც. როგორც უკრაინის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე მიაღწიონ რეზოლუციის მიღებას, რომელიც ომის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით ფონდის შექმნას შეეხება. ბუშმანის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს.

მეტი...

ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა

აჭარაში, კეძოდ კი ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მიკროავტობუსისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად, 1 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. შემთხვევა  ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოხდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს. დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. ადგილზე შესაბამისი ჯგუფები მუშაობენ.  

მეტი...

„მტკიცედ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“, – „დიდი შვიდეული“

„დიდი შვიდეული“ უკრაინის მხარდასაჭერად მორიგ ერთობლივ გზავნილს ავრცელებს. როგორც G7-ის წევრი ქვეყნის საგარეო მინისტრები აცხადებენ, მზად არიან, უკრაინას კრიტიკული ენერგეტიკული და წყლის ინფრასტრუქტურის შეკეთება-აღდგენა-დაცვაშიც დაეხმარონ. „ჩვენ მტკიცედ ვიდგებით უკრაინის გვერდით, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება… რუსეთის მხრიდან ქიმიური, ბიოლოგიური ან ბირთვული იარაღის ნებისმიერ გამოყენებას პასუხად მოჰყვება სერიოზული შედეგები. ჩვენ ასევე უარვყოფთ, რუსეთის ყალბ ბრალდებებს, თითქოს უკრაინა ემზადება რადიოლოგიური „ბინძური ბომბის“ გამოყენებისთვის. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა დაადასტურეს, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა და ჩვენ მივესალმებით უკრაინის გამჭვირვალობას“, – აღნიშნულია გზავნილში. რაც შეეხება სანქციებს, დიდი შვიდეული წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ რუსეთს მოუწევს ეკონომიკური საფასურის გადახდა.…

მეტი...

„მდგომარეობა გაუარესებულია“ – გიული ალასანია სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია. აღნიშნული განცხადება მან კლინიკაში, შვილის მონახულების შემდეგ გააკეთა. „მდგომარეობა გაუარესებულია. სიცხე მარტიდან აქვს და დღესაც აღენიშნება. ექიმები ვერ ასახელებენ ზუსტ მიზეზს. თითქოს კლინიკაში ყურადღება არ აკლია, ძალიან ცდილობენ ეს ადამიანები, მაგრამ ფაქტია, რომ მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. უკან მივდივართ. წონაშიც აშკარად დაკლებულია, ძალიან გამხდარი მეჩვენა. საზღვარგარეთ გადაყვანას ძალიან ელოდება, უნდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ რა მოხდება, არავინ იცის”, – განაცხადა მესამე პრეზიდენტის დედამ მედიასთან.  

მეტი...

პუტინი ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციას ითხოვს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხერსონიდან ადგილობრივების  ევაკუაცია უნდა მოხდეს. მისი შეფასებით, ხერსონი სწორედ ყველაზე აქტიური და საშიში ზონაა მოსახლეობისთვის. „ისინი, ვინც ხერსონში ცხოვრობს, უნდა გაიყვანონ ყველაზე საშიში ქმედებების ზონიდან. მოსახლეობა არ უნდა იტანჯებოდეს ცეცხლის გახსნის გამო, რამე შეტევითი ან კონტრშეტევითი და სხვა სახის ღონისძიებებისგან, რომლებიც სამხედრო მოქმედებებს უკავშირდება“, – აცხადებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი. უკრაინული მხარე პუტინის განცხადებას მორიგ პროვოკაციას უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის უკრაინელების იძულებითი დეპორტაცია.

მეტი...

რუსეთში სამხედრო სამსახურში ნასამართლევ პირებსაც გამოიძახებენ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც რუსეთში ლეგალური ხდება იმ პირების გამოძახება სამხედრო სამსახურში, რომლებსაც მძიმე კრიმინალური წარსული აქვთ. რუსული მედიის ცნობით, გამონაკლისია ისეთი დანაშაული, როგორიცაა ბირთვული მასალებისა და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო მოპყრობა, მათი ქურდობა ან გამოძალვა.

მეტი...

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად თამაზ ბესტაევი დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბესტაევს პირადად შეხვდა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა. თამაზ ბესტაევმა აღნიშნულ პოზიციაზე დიმიტრი სანაკოევი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ბესტაევი, ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მთავრობის მეთაურმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და მხარდაჭერა აღუთქვა.

მეტი...

,,ნიკა გვარამია შეწყალებას არ ითხოვს, არც არასდროს მოითხოვს”- ხატია დეკანოიძე

,,ნიკა გვარამია შეწყალებას არ ითხოვს, არც არასდროს მოითხოვს. არასდროს მოუთხოვია არც მას, არც მის უფლებადამცველებს და არც ოჯახის წევრებს,”- ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მისი თქმით, ნიკა გვარამიას თავისუფლება სჭირდება ახლა ქვეყანას და ევროპულ ინტეგრაციას. ,,ძალიან კონკრეტულად მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფიქრობს, რომ ნიკა გვარამიას გადაწყვეტილება იყო შეწყალება. ნიკა გვარამია შეწყალებას არ ითხოვს, არც არასდროს მოითხოვს. არასდროს მოუთხოვია არც მას, არც მის უფლებადამცველებს და არც ოჯახის წევრებს, ეს იყო ჩვენი, მისი მეგობრების და იმ პოლიტიკოსების გადაწყვეტილება, ვინც ვფიქრობთ, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისთვის უნდა გაკეთდეს…

მეტი...

პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაასრულა

პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატების გასაუბრების   პროცესი დაასრულა.  პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან გასაუბრებაში მონაწილეობა 16-მა კანდიდატმა მიიღო.  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ანა აბაშიძემ,  მარიკა არევაძემ, გიორგი ბურჯანაძემ, ლელა გაფრინდაშვილმა,  სოფიო დემეტრაშვილმა , თინათინ ერქვანიამ,  ევგენია თავაძემ,   ალექსანდრე კობაიძემ, ლევან კოკორაშვილმა,  ნუგზარ კოხრეიძემ, გიორგი მარიამიძემ,  სერგო მახარაძემ , მაკა მინდიაშვილმა, ქეთევან ჩაჩავამ, გიორგი ცობეხიამ და   იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის საქმიანობის შესახებ საკუთარი ხედვები და  პრიორიტეტები გააცნეს.  პარლამენტის რეგლამენტის დროებითი წესის შესაბამისად,  2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები პარლამენტს  პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინა. პარლამენტის თავმჯდომარის  ბრძანებით შეიქმნა  9 წევრისგან შემდგარი შეფასების სამუშაო ჯგუფი. ჯგუფმა საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველი პირები…

მეტი...

„დიდი შვიდეული“ და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ – მედია

„დიდი შვიდეული“ და ავსტრალია რუსულ ნავთობზე ფიქსირებული ფასის დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. წყაროს განცხადებით, კოალიცია შეთანხმდა, რომ ფასის ზედა ზღვარი ფიქსირებული იქნება და რეგულარულად გადაიხედება, რაც ბაზრის სტაბილურობას გაზრდის. ”როიტერის” ცნობით, ფასი ჯერ არ არის დადგენილი და ამ საკითხზე შეთანხმება უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს.

მეტი...

,,მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის გამართვას ეხმიანება. პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა  ბერკეტი. ,,მივესალმები ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის ჩატარებას! უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ქვეყნის ინტერესების დასაცავად და საზოგადოების სიმშვიდისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიყენოს ყველა, მის ხელთ არსებული ბერკეტი”,- წერს სალომე ზურაბიშვილი. მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

მეტი...

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების ინიცირებას მხარი დაუჭირა

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის, დაშტრიხვის გარეშე, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი.  ანრი ოხანაშვილის განცხადებით, გაუმჯობესდება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის განწესების წესი.  „დგინდება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასახელებულ მოსამართლეებს დანიშნავს დასაბუთებისა და გამჭვირვალობის იმავე მაღალი სტანდარტით, როგორც ეს გათვალისწინებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურით“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.  კანონპროექტით, დადგინდება შეზღუდვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმართული პროცესის ფარგლებში მონაწილე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიმართ, თუ საჩივრის განხილვის შედეგად…

მეტი...

,,რუსეთის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების მსურველთა ნაკადი არ მცირდება”- ვლადიმერ პუტინი

,,რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანების მსურველთა ნაკადი არ მცირდება და მობილიზებულთა რაოდენობამ 318 ათას ადამიანს მიაღწია,” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. “ჩვენ უკვე გვყავს 318 000 (მობილიზებული). რატომ 318 000? იმიტომ, რომ მოხალისეები მოდიან. მოხალისეთა რაოდენობა არ მცირდება”, – აღნიშნა პუტინმა. რუსეთის ლიდერის განმარტებით, 318 000 მობილიზებულიდან 49 000 ადამიანი უკვე ჯარშია და საბრძოლო დავალებებს ასრულებს, დანარჩენები კი წვრთნებს გადიან.

მეტი...

,,საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ ნაზიბროლა ჯანეზაშვილი არაკომპეტენტურია”- ალუდა ღუდუშაური

,,საზოგადოების ყველა წევრმა, ვისაც ინფორმაცია არ ჰქონდა, ნათლად დაინახა, რომ ნაზიბროლა ჯანეზაშვილი არაკომპეტენტურია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისივე თქმით, ჯანეზაშვილს ”საკუთარი არაკომპეტენტურობის გათვალისწინებით შეეშინდა კომიტეტის წინაშე წარმდგარიყო, მოესმინა კითხვები და გაეცა პასუხები – სწორედ ამიტომ გადადგა ეს სამარცხვინო ნაბიჯი”. „არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ეს ადამიანი ყველაზე მაღალი – 10 ქულით არის შეფასებული, თუმცა მოსაზრებები მის კომპეტენტურობასთან დაკავშირებით საპნის ბუშტივით გასკდა. კომიტეტის სხდომაზე მოსვლის შემთხვევაში, სრულიად საქართველო დაინახავდა, თუ როგორი არაკომპეტენტურია ის. ბუნებრივია, რომ მან ასეთი წარმოუდგენელი გზა აირჩია. ორი კვირაა პროცესს თვალს ადევნებს და თუ რაიმე…

მეტი...

მთავრობის ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე იმსჯელეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების გარემოს მნიშვნელოვანი ტენდენციებსა და გამოწვევებზე. ასევე განიხილეს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების პროცესი. თებერვლის მდგომარეობით, ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის საბოლოო ვერსია მზად იყო პარლამენტისთვის წარსადგენად, მაგრამ მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, მიმდინარეობს დოკუმენტის უსაფრთხოების არსებულ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანა. პარალელურად, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის განახლების მიმართულებით, რომლებშიც აგრეთვე აისახება შეცვლილი უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები. სხდომის მონაწილეებმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის სფეროში რეფორმის მიმდინარეობასა და კონცეპტუალური და სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესზეც იმსჯელეს.…

მეტი...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, ვალუტა მხოლოდ რეგისტრირებულ პუნქტებში გადაცვალონ. ამასთან, ბანკი მომხმარებელს მოუწოდებს ყოველთვის მოითხოვონ ქვითარი, ხოლო ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ საქართველოს ეროვნულ ბანკს. „გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსირდა არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი დადგენილი წესის შესაბამისად. რეგისტრაციის გარეშე ვალუტის გადაცვლის ოპერაციების წარმოება წარმოადგენს კანონდარღვევას და შესაძლოა, გამოიწვიოს სამართლებრივი პასუხისმგებლობის, მათ შორის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომა. მოვუწოდებთ მეწარმე სუბიექტებს, თავი შეიკავონ კანონმდებლობის გვერდის ავლით…

მეტი...

ჩხუბი თბილისის საკრებულოში – ერთმანეთს „ქართული ოცნების“ და ოპოზიციის წევრი დეპუტატები დაუპირისპირდნენ

ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოში – ერთმანეთს გლდანის მაჟორიტარი, “ქართული ოცნების” დეპუტატი კოტე ზარნაძე და ”ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე დაუპირისპირდნენ. დეპუტატებს შორის შეხლა-შემოხლა ვაკის პარკის შადრევანში მომხდარი ტრაგედიის საკითხზე კოტე ზარნაძის გამოსვლას მოჰყვა. დაპირისპირება საკრებულოს დერეფანში დაიწყო, რაც სხდომათა დარბაზშიც გაგრძელდა.

მეტი...

,,ვეუბნები ბაიდენს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა“ – ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ჯო ბაიდენს პასუხობს და აცხადებს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა. „მე ვეუბნები ბაიდენს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა“, – განაცხადა ირანის ლიდერმა თეირანში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს განაცხადა: „არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“.

მეტი...

,,დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამ ტრაგედიას, პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადავიყვანთ“- გიორგი ტყემალაძე

კოლეგების მხრიდან იყო თხოვნა, რომ რიგგარეშე სხდომა ჩატარებულიყო და ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით მერის ანგარიში მოგვესმინა. გამომდინარე იქიდან, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაშია და ამ ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა სწორად არ მიგვაჩნია, ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ და მიზანშეწონილად, რომ ახლა რიგგარეშე სხდომა ჩაგვეტარებინა, – ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად გაეცეს პასუხი ყველა იმ კითხვას, რაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით არსებობს. დეპუტატებმა მარიტა მეფარიშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. “ჩვენ ყველამ ვიცით, რომ აქტიურ ფაზაშია გამოძიება. თითოეული ჩვენგანისთვის სასიცოცხლოდ…

მეტი...

,,ტერმინი ოლიგარქი არ მომწონს – ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი”- იაგო ხვიჩია

„ზოგადად, ტერმინი ოლიგარქი არ მომწონს, არც მესმის მისი შინაარსი საქართველოში,”- ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი. „ზოგადად, ტერმინი ოლიგარქი არ მომწონს, არც მესმის მისი შინაარსი საქართველოში. მას შეიძლება, რუსეთში რაღაც კონკრეტული შინაარსი ჰქონდეს და ჰქონოდა ისტორიულად, ასევე უკრაინაში შეიძლება ჰქონდეს თავის კონტექსტი, მაგრამ საქართველოში, ჩემი აზრით, არანაირი კონტექსტი არ გააჩნია. ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და ეს არ არის მისი პრობლემა. ბიძინა ივანიშვილის პრობლემა, როგორც სხვა ხელისუფლების მეთაურების,  იყო ხელისუფლების ერთპიროვნული მმართველობაა. ერთპიროვნულ მმართველად გვყავდა მიხეილ სააკაშვილი, მანამდე შევარდნაძე და ა.შ…

მეტი...

,,ირაკლი კობახიძეს ვერ ავყვებით უღირსობაში”- გიორგი ვაშაძე

,,ირაკლი კობახიძე დააკვირდეს საკუთარ თავს, არ არსებობს მისი არც ერთი განცხადება მანტრა და სადიდებელი არ შეასრულოს ივანიშვილის წინაშე, ეს მიუთითებს მის პატარა კაცობაზე,” – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე თავს დაესხა დასავლელ პარტნიორებსა და ევროპარლამენტარებს, ”რაც პირველ რიგში საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ნათელ მომავალს”. ,,გუშინ, ირაკლი კობახიძე თავს დაესხა პარტიების ერთიანობის იდეას. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენი არჩევანის სისწორეს, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი საერთო ოპოზიციური ფრონტით წინააღმდეგობის მოძრაობაშია. რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძეს ვერ ავყვებით უღირსობაში, ჩვენ გვახსოვს მისი თავდასხმები დასავლელ პარტნიორებზე და ევროპარლამენტარებზე, რაც პირველ რიგში საფრთხეს…

მეტი...

გერმანიის იუსტიციის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის იუსტიციის მინისტრი მარკო ბუშმანი კიევში იმყოფება. ბუშმანი  მოლაპარაკების გამართვას გეგმავს, როგორც უკრაინის ხელისუფლებასთან ასევე  უფლებადამცველებთან. ,,რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიებას ბოლო თვეებში მეზობელ ქვეყანაზე თებერვალში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ უკრაინისთვის”, – განაცხადა  ბუშმანმა. მხარეებმა  იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის გეგმებს განიხილავენ, კერძოდ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გათვალისწინებით.  

მეტი...

,,დისკრიმინაცია ჩავიდინეთ ღვანკითისა და მარნეულის მოსახლეობის წინაშე, ვაკეშიც იყო ვირუსი, მაგრამ იქ ადამიანები არ ჩაგვიკეტავს”- იაგო ხვიჩია

,,ჩვენ დისკრიმინაცია ჩავიდინეთ ღვანკითის მოსახლეობის წინაშე, მარნეულის მოსახლეობის წინაშე. ვაკეში ადამიანები არ ჩაგვიკეტავს, მიუხედავად იმისა, რომ ვაკეშიც იყო ვირუსი და აზრად არ მოგვსვლია ეს,”-  ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ერთ-ერთი მაგალითი, რაც განსხვავებაა მასსა და წინა სახალხო დამცველს შორის ან  მომავალ სახალხო დამცველს შორის არის კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხი. „ჩემი აზრით, ერთ-ერთი მაგალითი, რაც განსხვავებაა ჩემსა და წინა სახალხო დამცველს შორის ან ვთქვათ, მომავალ სახალხო დამცველს შორის არის კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც მოვიდა როგორც პანდემია, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდით. ასე არის ეს „გაპრავებული“ – აბა, რა…

მეტი...

,,სულხან-საბას ევროპულ გზას დღეს საქართველოსათვის ალტერნატივა არ გააჩნია”- სალომე ზურაბიშვილი

,,ძალიან უცნაურია დღეს, როცა ზოგიერთი პატრიოტიზმზე აპელირებით, თუ ტრადიციების გადარჩენის ლოზუნგებით ევროპას და ევროპულ გზას ეწინააღმდეგება, იმ ევროპას, რომელიც ყველა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, მებრძოლისთვის, ჩვენი წინაპრებისთვის უალტერნატივო მიზანს წარმოადგენდა,”- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. ორბელიანების სასახლეში დიპლომატიის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებაზე დამსწრეებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა. ,,ეს დღე ნამდვილად ეკუთვნის ყველას, ვინც საქართველოს ინტერესების დაცვაში შეიტანა საკუთარი წვლილი. ეს ეხება, ქართველ მეფეებს და მათ ემისრებს, თავადებსა, თუ რელიგიურ პირებს, რაც იმ დროინდელი ისტროისსთვის ჩვეული მოვლენა იყო. მათ დიპლომატიით და შორსმჭვრეტელობით, ხშირ შემთხვევაში, გადაარჩინეს საქართველო მეზობელი იმპერიების შემოსევების ჟამს და შექმნეს საქართველო. ეს…

მეტი...

საფრანგეთში ქართველებმა 65 შეკვრა კბილის ჯაგრისები მოიპარეს – დაკავებულია ორი პირი

ქურდობა ქართველების მონაწილეობით – საფრანგეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც 65 შეკვრა კბილის ჯაგრისები მოიპარეს. ფრანგული მედიის ინფორმაციით,  დაკავებულია 2 პირი, შემთხვევა ფორკალიეს ოლქში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მოხდა. პოლიციის ვარაუდით, დაკავებულები ოლორონ-სენტ-მარის ოლქში 9 სექტემბერს მომხდარ ქურდობასთანაც არიან კავშირში. სამართალდამცველები ასევე ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილები მოპარული ნივთების გაგზავნას საქართველოში აპირებდნენ.

მეტი...

,,სასამართლოში არაფორმალური გავლენის ჯგუფი არ არსებობს”- დიმიტრი გვრიტიშვილი

,,სასამართლოში არაფორმალური გავლენის ჯგუფი არ არსებობს,”- ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულმა მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლეები აბსოლუტურად ლეგიტიმური, კანონით დადგენილი წესით არიან თანამდებობაზე არჩეული, რომლებიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ თავიანთ ფუნქციას. ,,სასამართლოში არაფორმალური გავლენის ჯგუფი არ არსებობს. ამ შემთხვევაში, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარმოვადგენ, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო, დაიცვას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და ცალკეული მოსამართლეების ღირსება, საქმიანი რეპუტაცია. ვინმე ამ ჯგუფს გავლენის ჯგუფად თუ აღიქვამს, ვამბობ, რომ მოსამართლეები აბსოლუტურად ლეგიტიმური, კანონით დადგენილი წესით არიან თანამდებობაზე არჩეული, რომლებიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებენ თავიანთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას, დაიცვან სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა. მიუხედავად…

მეტი...

,,ვის მიმართავენ ეს ადამიანები შეწყალების თხოვნით, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ?”- ანრი ოხანაშვილი

,,ვის მიმართავენ შეწყალებაზე, ვისაც პრეზიდენტად არ აღიარებდნენ?! მაშინ ვკითხოთ მათ, როდის გახდა მათთვის საქართველოს პრეზიდენტი ლეგიტიმური და თუ აქამდე პრეზიდენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებდნენ, რა საფუძვლით შეიცალა მათი ეს მოსაზრება?! – ასე პასხუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დასმულ კითხვას. მისი თქმით,  იმ პირთა შორის, ვინც დღეს შეწყალებაზე საუბრობს, არიან ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებდნენ. „პატივი უნდა სცენ სასამართლოს ინსტიტუტს და თავი შეიკავონ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ისეთი შეფასებისგან, რომელიც პირდაპირ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც სასამართლოს ხელისუფლების საქმიანობაში ჩარევად. შეფასებებში საჭიროა მაქსიმალური სიფრთხილე და ზომიერება. ინდივიდუალური მოსამართლის…

მეტი...

,,ერთობაზე გვამუნათებენ ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს ერთობა”- ანა წითლიძე

,,ერთობაზე გვამუნათებენ ადამიანები, ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, რომლებმაც თავის დროზე დაარღვიეს ერთობა და პარლამენტში შევიდნენ, დაგვტოვეს მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ, როდესაც ციხეში გვყავდა პარტიის თავმჯდომარე,” – ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანი წითლიძე „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას. წითლიძის თქმით, ზურა ჯაფარიძეს ჰყავს თავისი ამომრჩეველი და უნდა იზრუნოს ამომრჩევლის გაზრდაზე. „მახსოვს ზურაბ ჯაფარიძის აბსოლუტურად განსხვავებული განცხადებები, როდესაც საუბრობდა, რომ პოლიტიკური სპექტრი პოლარიზებულია, მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნებაა“ და პირიქით, რომ ეს პარტიები არიან მონსტრები და უნდა იყოს ბევრი პარტია, რომ პოლიტიკური სპექტრი მრავალფეროვანი უნდა გახდეს. ეს პოზიცია…

მეტი...

,,ჩვენ ვებრძვით მყეფარე ძაღლების დიდ ხროვას დასავლური გალიებიდან”- დიმიტრი მედვედევი

,,ჩვენ ვებრძვით მყეფარე ძაღლების დიდ ხროვას დასავლური გალიებიდან,”- ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისი თქმით, რუსები „ებრძვიან გიჟი ნარკომან-ნაცისტების გროვას”. „გვაქვს შესაძლებლობა, ყველა მტერი ცეცხლოვან გეენაში გავაგზავნოთ, მაგრამ ეს ჩვენი ამოცანა არ არის. ჩვენ გულში ვუსმენთ შემოქმედის სიტყვებს და ვემორჩილებით. ეს სიტყვები წმინდა მიზანს გვაძლევს. მიზანია ჯოჯოხეთის უზენაესი მმართველის შეჩერება, არ აქვს მნიშვნელობა, რა სახელს გამოიყენებს – სატანა, ლუციფერი თუ იბლისს, მისი მიზანი სიკვდილია. ჩვენი მიზანი სიცოცხლეა. მისი იარაღი ჩახლართული ტყუილია, ჩვენი იარაღი სიმართლეა. ამიტომ არის ჩვენი საქმე სწორი. ამიტომ გამარჯვება ჩვენი იქნება! “ –…

მეტი...

„მამაჩემიც მძინარე იყო, დედაც”- როგორ მოკლა ყოფილმა პოლიციელმა მშობლები

მშობლების მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, გიორგი ბეროზაშვილმა გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ფარულ აუდიო-ვიდეოჩანაწერში მკვლელობის დეტალებზე საუბრობს. ჩანაწერში, რომელშიც ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა მურადაშვილი აწარმოებს, ბრალდებული  აღნიშნავს, რომ მამასთან ურთიერთობა  ბანკიდან სესხი აღების შემდეგ დაეძაბა. „დედაჩემის ოთახში იყო ფული, დოლარიც და ლარიც იყო. მამაჩემის ანგარიშზე შევედი და „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე 5 500 ლარი გადავირიცხე… დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, მიჩიჩინებდა…“, – აცხადებს ბრალდებული. ყოფილი პოლიციელის თქმით, დანაშაული შემთხვევამდე 5-6 დღით ადრე დაგეგმა. ყოფილი პოლიციელის თქმით, მშობლები სხვადასხვა ოთახში იყვნენ, ჯერ მამა მოკლა, შემდეგ დედასთან შევიდა, „ცოტა შეფხიზლებული მოეჩვენა, შეეშინდა…

მეტი...

,,დროა მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც ნატოს სრულუფლებიან წევრებს”- იენს სტოლტენბერგი

,,დროა მივესალმოთ ფინეთს და შვედეთს, როგორც ნატოს სრულუფლებიან წევრებს,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სტამბოლში ვიზიტისას განაცხადა, სადაც შეხვედრა გამართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან. მისი თქმით, ფინეთმა და შვედეთმა შეასრულეს მემორანდუმის პირობები და მზად არიან თურქეთთან გრძელვადიანი პარტნიორობა გააგრძელონ. ,,ამ კვირაში მე ვესაუბრე ფინეთის და შვედეთის ხელმძღვანელობას და მივესალმები ორივე ქვეყნის მიერ განხორციელებულ ძირითად, კონკრეტულ ქმედებებს მემორანდუმის პრაქტიკაში განსახორციელებლად,”- აღნიშნა სტოლტენბერგმა. ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, ფინეთისა და შვედეთი გაწევრიანება  ალიანსს გააძლიერებს და ”ჩვენს ხალხს უფრო მეტ უსაფრთხოებას მოუტანს”.

მეტი...

,,მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“ არ მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსში ცვლილებები”- ანა წითლიძე

„ცვლილებებს „ადგილობრივი თვითმმართველობების კოდექსში“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა, არანაირი კავშირი არა აქვს ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებასთან და პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ დაასუსტონ საკრებულოები. ეს ეხება  ოპოზიციურ საკრებულოებს“, -ამის შესახებ  ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“  წევრმა  ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  როგორც ანა წითლიძემ აღნიშნა, კანონის დღევანდელი რედაქციით, საკრებულოს მიერ ბიუჯეტის ორჯერ ჩაგდების შემთხვევაში,  მერის პასუხისმგებლობის და შესაბამისად, მისი ხელახალი არჩევნების გამართვის საკითხი დგება. შემოტანილი ცვლილებებით, კი იგივე შემთხვევაში, დგება საკრებულოს და არა მერის პასუხისმგებლობის საკითხი. რაც ანა წითლიძის თქმით, არის ნონსენსი, რადგან ბიუჯეტის შედგენაზე, კოდექსის მიხედვით,  პასუხისმგებელია მერი და ეს მოცემულობა საკრებულოს…

მეტი...

დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, მითვისებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, დაზარალებულს შესთავაზეს მის კომპანიაზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების შემცირების, საგადასახადო შეთანხმების გაფორმებისა და კომპანიის ხელმძღვანელი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებაში დახმარება, რისთვისაც მას მოსთხოვეს 10 000 აშშ დოლარის გადახდა, რასაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თითქოსდა ქრთამის სახით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთ მაღალი თანამდებობის პირს გადასცემდნენ. დაზარალებულმა ჯგუფის წევრებს 6 500 აშშ დოლარი გადასცა, რასაც ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ.…

მეტი...

,,ჩინეთმა და გერმანიამ, როგორც გავლენიანმა ქვეყნებმა, უფრო მეტად უნდა იმუშაონ ერთად”- ჩინეთის პრეზიდენტი

,,ცვლილებისა და არეულობის დროს” ჩინეთსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაძლიერება მნიშვნელოვანია,”- ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ჩინეთმა და გერმანიამ, როგორც გავლენიანმა ქვეყნებმა, უფრო მეტად უნდა იმუშაონ ერთად. „ამჟამად საერთაშორისო ვითარება რთული და არასტაბილურია. როგორც დიდმა და გავლენიანმა ქვეყნებმა, ცვლილებებისა და არეულობის დროს ჩინეთმა და გერმანიამ უფრო მეტად უნდა იმუშაონ ერთად, რათა მეტი წვლილი შეიტანონ მსოფლიო მშვიდობასა და განვითარებაში“, – განაცხადა სი ძინპინმა. შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პეკინში გერმანულ ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება.  

მეტი...

5 ნოემბრიდან N500 მიკროავტობუსს N292 ავტობუსი ჩაანაცვლებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, 5 ნოემბრიდან N500 მიკროავტობუსი  N292 ავტობუსით ჩანაცვლდება. მარშრუტზე „ისუზუს“ მარკის ავტობუსი იმოძრავებს. მათივე ცნობით, ცვლილება არ შეეხება უკვე არსებულ მარშრუტს. „კერძოდ, N292 ავტობუსი გადაადგილდება მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ ვეკუას, ხიზანიშვილის, ვასაძის, ქერჩის, სარაჯიშვილისა და შეშელიძის ქუჩებით. შემდეგ, ავტობუსი მინდელის ხიდის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირისა და დავით აღმაშენებლის ხეივნის გავლით იმოძრავებს. N292 მგზავრთა მომსახურებას სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ დაასრულებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი...