გერმანია ,,ჰოლოდომორს” უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს

,,გერმანია ჰოლოდომორს უკრაინელი ერის გენოციდად აღიარებს”- ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება და მისი გერმანელი კოლეგა, ანალენა ბერბოკი ავრცელებენ.

კულებას განცხადებით, შესაბამისი რეზოლუცია შემდეგ კვირას იქნება მიღებული.

“გერმანიის ყველა დემოკრატიული ფრაქცია შეთანხმდა იმაზე, რომ შემდეგ კვირას მნიშვნელოვანი საერთო რეზოლუცია იქნება მიღებული ჰოლოდომორზე. გადაწყვეტილია: ბუნდესტაგი ამას როგორც გენოციდს აფასებს”, – წერს კულება.

მოგვიანებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა “ტვიტერის” პირად გვერდზე ეს ინფორმაცია დაადასტურა.

“სისტემური შიმშილის შედეგად მილიონობით უკრაინელი გარდაიცვალა. მადლობა, დმიტრო კულება, იმისთვის, რომ მოგვიწოდეთ დავარქვათ ამ დანაშაულს მისი ახლანდელი სახელი: გენოციდი. მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერდა ამას გერმანულ ბუნდესტაგში”, – წერს ბერბოკი.

მსგავსი თემები