,,პარტიაში პროცესი ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის”- ხატია დეკანოიძე

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით,  პარტიაში პროცესი მისი სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის. დეკანოიძე იმედოვნებს, რომ  პარტია ამ პროცესებიდან გაძლიერებული გამოვა.

„ზოგადად, ვიმედოვნებ, რომ ჩვენი მთავარი ფოკუსი, რაც უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერი და ნიკა გვარამიას გათავისუფლება, არ დაიკარგება.

ჩემი დიდი სურვილია, რომ ეს პროცესი „ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებით დასრულდეს. სამწუხაროდ, ეს პროცესი ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მიდის. რეალურად, ჩვენი ამომრჩეველი საქართველოს საზოგადოება ელოდება იმას, რომ პროცესი იყოს დემოკრატიული, პარტიის გაძლიერებით“, – განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი თემები