ოკუპანტებმა ხერსონის საავადმყოფო დაბომბეს

,,რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის საავადმყოფო დაბომბეს” –  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, კირილ ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს. “ხერსონი. ოკუპანტები თავს დაესხნენ რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოს. შენობაში ფანჯრები ჩაამსხვრიეს. მსხვერპლი არ ყოფილა” – აცხადებს ტიმოშენკო. ცნობისთვის, გასული დღის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა ხერსონის რაიონი 21-ჯერ დაბომბეს.

მეტი...

“რუსეთის სასამართლო სისტემა განვითარებას განაგრძობს“- პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ქვეყნის სასამართლო სისტემა “განვითარებას განაგრძობს“. დიქტატორის განცხადებით, იგი იმედოვნებს, რომ რუსული სასამართლო რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და მათ უფლებებსა და ინტერესებს „დაიცავს“. „მინდა გამოვხატო იმედი, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა, უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობით, გააგრძელებს განვითარებას, როგორც ეს იყო ბოლო წლებში და დააკმაყოფილებს ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს. სასამართლოს როლი მნიშვნელოვანია, იგი ბოლო წლებში საკმაოდ სწრაფად ვითარდება და პასუხობს იმ მოთხოვნებს, რომლებიც მასზეა დაკისრებული“, – აღნიშნა პუტინმა.

მეტი...

“აშშ-ს ელჩზე თავდასხმა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების 30 წლიან ისტორიაში, უპრეცედენტოა” – იან კელი

,,ჩემი საქართველოში ყოფნის წლებში, მაქსიმალურად ვცდილობდი ქართველი ხალხი უფრო ახლოს გამოეცნო. თამამად შემიძლია ვთქვა რომ უფრო პროდასავლური და უფრო პროამერიკული ხალხი არასოდეს შემხვედრია” – ეს განცხადება აშშ-ს ყოფილმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციაზე გააკეთა, სადაც ოლიგარქებსა და რუსულ კავშირებზე მსჯელობენ. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, “ოცნების”პოლიტიკა პარტნიორებს აიძულებს, გადახედოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის საკითხს. ,,ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა საქართველოს მიმართ კონკრეტული და სპეციფიკური იყო. ეს იწყება იმ წუთიდან რაც საქართველომ ევროატლანტიკური კურსი აიღო. ჩვენ ყოველმხრივ მხარს ვუჭერთ ამ ქვეყნის მომავალსა და არჩევანს. ამ ყველაფრის ძირითადი კვანძი და მთავარი ნაწილი რუსეთისგან…

მეტი...

აშშ უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად 53 მილიონ დოლარს გამოყოფს

აშშ უკრაინის ენერგოსექტორის დასახმარებლად 53 მილიონ დოლარს გამოყოფს– ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემი აღჭურვილობის შესაძენად იქნება გამოყენებული, რომელიც სასწრაფოდ უნდა მიაწოდონ უკრაინას, რათა დაეხმარონ უკრაინელებს ზამთრის გადატანაში. „ეს მიწოდების პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმერებს, ავტომატურ ამომრთველებს, დენის გამტარებსა და სხვა აღჭურვილობას“, – აღნიშნულია განცხადებაში. უკრაინის ენერგოსისტემის დაფინანსების შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბუქარესტში „დიდი შვიდეულის“ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პატრიარქსაც აქვს”- მეუფე ნიკოლოზი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ინფორმაცია აქვს საქართველოს პატრიარქსაც. ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზ აცხადებს, რომ “ვივა მედის” პალატაში ნანახს და მოსმენილს ყოველთვის უყვება ილია მეორეს. მეუფის განცხადებით, კლინიკაში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად, ილია მეორეს კურთხევით, მიდის.

მეტი...

“ნატო”-ს საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზეც

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ მტკიცე ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. „დასავლეთ ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატო-ს პარტნიორების, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რამდენადაც ნატო აძლიერებს მორგებულ მხარდაჭერას მათი მთლიანობისა და გამძლეობის შესაქმნელად, შესაძლებლობების განვითარებისა და მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობის დასაცავად. ჩვენ მტკიცედ ერთგული ვართ ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. ვადასტურებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მივიღეთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და ყველა…

მეტი...

,,სააკაშვილის საკითხზე იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან რაც მოვისმინე, განწყობა სწორია”- გიული ალასანია

,,იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან რაც მოვისმინე, განწყობა კარგია, სწორია. ე.ი. ადამიანები ამბობენ, რომ უნდა შევიდეს განაცხადი, დოკუმენტები სასამართლოში და სასამართლომ განიხილოს, სწორია, აბა ვინ უნდა განიხილოს?” – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. ამასთან, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს უკვე ჰყავს ჩამოყვანილი უცხოელი ექიმები. „ჩვენ საერთოდ არ გვიხსენებია დიაგნოზი, ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს, როგორ არის. დიაგნოზებზე ნამდვილად არ გვისაუბრია, უბრალოდ, მაინტერესებდა, მენახა როგორ არის, რადგან გუშინდელი დღის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაინცდამაინც კარგად არ იყო, ახლა არა უშავდა, შედარებით. სიცხე ისევ ისე აქვს, როგორც ყოველთვის, 37 და 7 ჰქონდა.…

მეტი...

თამბაქოს სტანდარტიზებული შეფუთვით გაყიდვა 2024 წლამდე გადაიდო

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმები 2024 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება. პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო  „თამბაქოს კონტროლის შესახებ“  კანონში შესატანი ცვლილება. ერთ-ერთი ინიციატორის, დავით სონღულაშვილის განმარტებით,  კანონპროექტი თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციასთან და განლაგებასთან დაკავშირებული ნორმების, აგრეთვე მთავრობის მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების ვადის განსაზღვრასთან დაკავშირებული ნორმის ამოქმედების ვადის ცვლილებას  გულისხმობს. „აღნიშნული ნორმები ამოქმედდება  2024 წლის 31 დეკემბრიდან, ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბრისა“, -განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მეტი...

IAEA უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე საკუთარ წარმომადგენლობას გააძლიერებს

,,ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე საკუთარ წარმომადგენლობას გააძლიერებს”- ამის შესახებ აესს-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებასთან შეხვედრის შემდეგ “ტვიტერის” პირად გვერდზე დაწერა. “უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ დმიტრო კულებასთან ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო ბირთვული უსაფრთხოების ზონის დაუყოვნებლივ შექმნაზე. მე ასევე დავადასტურე, რომ IAEA გააძლიერებს საკუთარ წარმომადგენლობას უკრაინის ყველა ატომურ ელექტროსადგურზე მისი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად”, – წერს გროსი.

მეტი...

,,ბიუჯეტიდან თუ გამოიყოფა თანხა, ჩამოუყვანონ მიხეილ სააკაშვილს ექიმები, არანაირი პრობლემა არ არის”- ხაჭაპურიძე

,,გავაცანით მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზებს და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გასაჯაროვდეს” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. როგორც შალვა ხაჭაპურიძემ აღნიშნა, სასამართლოში განცხადების შეტანას აპირებენ ისე, რომ დიაგნოზები არ გასაჯაროვდება. „ჩვენ ვნახავთ სასამართლოს გათავისუფლებას მოვთხოვთ თუ გადავადებას. იურისტები დღეს უნდა შევიკრიბოთ და გადავწყვეტთ. მისი მდგომარეობა ცუდია. კარგი იქნება, თუ იუსტიციის მინისტრი, ვიდრე რაიმე განცხადებას გააკეთებს, მუხლსაც დაასახელებს, რა ნორმით უნდა იხელმძღვანელოს. ჩვენი გეგმით მივდივართ და ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნით. შეთავაზება შემოთავაზებას ქართული კანონმდებლობა არ იცნობს. რაც კანონით არის გათვალისწინებული, იმას ვაკეთებთ. სასჯელის გადავადების პროცესი დროში გაწელვასთან არ არის…

მეტი...

,,მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება – კიდევ უფრო გავზრდით სამხედრო დახმარებას”- რიში სუნაკი

“დიდი ბრიტანეთი უკრაინისადმი საჰაერო თავდაცვის სისტემებით დახმარებას გაზრდის” – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა. როგორც სუნაკმა აღნიშნა, უკრაინის დაცვით “ჩვენ საკუთარ თავს ვიცავთ”. “ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. შემდეგ წელს ჩვენ შევინარჩუნებთ ან კიდევ უფრო გავზრდით ჩვენს სამხედრო დახმარებას. ჩვენ ახალ დახმარებას მივაწვდით [უკრაინის] საჰაერო თავდაცვას, რათა დავიცვათ უკრაინელი ერი და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც იგი ეყრდნობა. უკრაინის დაცვით ჩვენ საკუთარ თავს ვიცავთ” – დასძინა სუნაკმა.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი”- რომან გოცირიძე

“იუსტიციის მინისტრის განცხადება არის არაჰუმანური – მიხეილ სააკაშვილს რომ რაიმე მოუვიდეს, ვერც იუსტიციის მინისტრი გაასწრებს საქართველოდან და ვერც ბიძინა ივანიშვილი” – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებებს. გოცირიძის განცხადებით, არსებობს მოვლენების ისეთი განვითარების რისკი, რომელიც ქვეყანას შეარყევს. “კვლავ გრძელდება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა, წამება და არაადამიანური მოპყრობა. [იუსტიციის მინისტრი] განცხადება არის უკიდურესად უპასუხისმგებლო, რადგან ვერავითარი მინისტრი ვერ მართავს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არ ითვალისწინებს იმ რისკებს რაც შეიძლება დადგეს. შესაძლებელია ისეთი მოვლენა მივიღოთ, რომელიც ქვეყანას შეარყევს და 30 წლის შინ მიყენებული…

მეტი...

,,როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, იმყოფება იმიტომ, რომ უნდა იმკურნალოს და სასამართლოში გასვლა არ არის რეკომენდებული”- მინისტრი

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი  ბოლო სასამართლო პროცესზე არ გადაიყვანეს, რადგან სამედიცინო პერსონალმა შესაბამისი რეკომენდაცია არ გასცა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი პირადად არ უნახავს. „რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ არ იყო ის გადაყვანილი საავადმყოფოდან სასამართლოში – როგორც მოგეხსენებათ, ამასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალმაც გააკეთა განცხადება, რომ მათ არ გაუწიეს რეკომენდაცია მის გადაყვანას სასამართლოში და ჩვენც დავემორჩილეთ ამ რეკომენდაციას. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მსგავსი ტიპის პრაქტიკა, რომ მსჯავრდებული გადიოდეს სამკურნალო დაწესებულებიდან სასამართლოში, არ არის ბუნებაში. როდესაც ადამიანი იმყოფება საავადმყოფოში, იმყოფება იმიტომ, რომ მან უნდა იმკურნალოს და სასამართლოში გასვლა არ არის…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს”- რატი ბრეგაძე

,,შემიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს,” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა უპასუხა კითხვას, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, სავარაუდოდ, ელექტროსიგარეტის დიდი ოდენობით მოხმარებამ გამოიწვია. „კონკრეტულად რა იწვევს ჯანმრთელობაზე დადებით თუ უარყოფით შედეგს, მე, როგორც არაექიმს, პასუხის გაცემა გამიჭირდება, თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ იგი ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს“,- აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მეტი...

,,მივმართეთ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს და ექსპერტიზა ჩანიშნულია”- რატი ბრეგაძე

,,მივმართეთ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად და ექსპერტიზა ჩანიშნულია,”- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, მსჯავრებულმა მიხეილ სააკაშვილმა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი განაცხადა. „ბოლო პერიოდში ერთ-ერთმა ადვოკატმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ, რაზეც ასევე გვქონდა მყისიერი რეაგირება. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ვთხოვეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რომელში მონაწილეობის მიღებაზე თავად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა უარი. დღეს ხშირად ჟღერდება მკურნალობის მიზნით მსჯავრდებულ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნა. ყველას უნდა შევახსენოთ, რომ მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში…

მეტი...

,,მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი”- რატი ბრეგაძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს და მკურნალობის პროცესში ჩაერთოს. „გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში“,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მეტი...

„სააკაშვილი ყველა იმ უფლებით სარგებლობს, რაც კანონდმებლობით აქვს მინიჭებული“ – მინისტრის საგანგებო განცხადება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი  ყველა იმ უფლებით სარგებლობს, რაც კანონდმებლობით აქვს მინიჭებული. ამის შესახებ მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ვაკვირდებით მიხეილ სააკაშვილის გარშემო დაძაბულობის მუხტის მცდელობებს და ცილისმწამებლურ კამპანიის სახელმწიფოს წინააღმდეგ.  საზოგადოებს უნდა შევახსენოთ, რომ სააკაშვილი საპატიმროში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რაც კანონმდებლობთ აქვს მინიჭებული. მაგალითად შეგვიძლია, მოვიყვანთ ვიზიტორების რაოდენობა, რომელიც ამ პერიოდისთვის იყო დაახლოებით 1500. ყველა სახის სამედიცინო საჭიროება, რომელიც სააკაშვილს წარმოეშვა, სახელმწიფოს მხრიდან დროულად და ადეკვატურად იყო დაკმაყოფილებული. მე-12 დაწესებულებაში, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში, შემდგომ სამხედრო ჰოსპიტალში. შემდეგ ის განთავსებული…

მეტი...

,,ორბანი ევროკავშირთან საკუთარ თამაშს თამაშობს და ზოგჯერ უკრაინას ამ ურთიერთობის მძევლად იყენებს”-დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირთან საკუთარ თამაშს თამაშობს და ზოგჯერ უკრაინას, ამ ურთიერთობის მძევლად იყენებს. ,,რაც არ უნდა წაიკითხოთ თქვენს ოფიციალურ მედიაში, უკრაინელებს უნგრელების მიმართ არანაირი მტრული განწყობა არ აქვთ. ჩვენ მეგობრები ვიყავით, ვართ და ვიქნებით, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიგოთ ეს ომი და უნგრეთის ინტერესებშია, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

მეტი...

,,პუტინი წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში…ზამთარს ომის იარაღად იყენებს”- იენს სტოლტენბერგი

,,დავეხმარებით უკრაინას გაზისა და ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურის აღდგენაში, გავაგრძელებთ საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას,”- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. მისი თქმით, პუტინი ზამთარს ომის იარაღად იყენებს, რაც უკრაინელ ხალხს დიდ ტანჯვას აყენებს. „ჩვენ ვხვდებით, როდესაც უკრაინაში ომი მძვინვარებს და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ძალიან დროული, საჭიროა. პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინაში სასტიკი შეჭრის შემდეგ რაც ვიხილეთ, არის ის, რომ პრეზიდენტი პუტინი წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში და რეაგირებს მეტი სისასტიკით, თავს ესხმის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას, ელექტროგადამცემ ხაზებსა და ცდილობს უკრაინელები სასმელი წყლის, ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დატოვოს. აქედან გამომდინარე, ჩვენ მხარი უნდა…

მეტი...

,,ერთი წლის განმავლობაში დიაგნოზი ვერ მოიფიქრეს – ისეთი რაღაც თქვეს, სააკაშვილმაც რომ არ იკადრა”- მამუკა მდინარაძე

,,მოატყუეს, რომ აქ დახვდებოდა 200 ათასი ადამიანი, რევოლუცია მოხდებოდა და სააკაშვილი როგორც კი გამოჩნდებოდა, ყველაფერი დაინგრეოდა,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ”ნაციონალურ მოძრაობაში” სურთ მიხეილ სააკაშვილი ქართულ კანონმდებლობას, პოლიტიკურ რეალობას ააშორონ და პოლიტიკური ზეწოლით ციხიდან გამოუშვან. „მათი პირველი გეგმა იყო საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოყვანა. მოატყუეს, რომ აქ დახვდებოდა 200 ათასი ადამიანი, რევოლუცია მოხდებოდა და სააკაშვილი როგორც კი გამოჩნდებოდა, ყველაფერი დაინგრეოდა. ჩამოიყვანეს და შეიძლება, მის მიმართ რაღაც ვალდებულებები აქვთ. როცა გეგმა „ა“ არ გამოუვიდათ, გეგმა „ბე“-ზე გადავიდნენ. მილიონი გეგმა ჰქონდათ, თუმცა ვერც ერთმა მათმა გეგმამ…

მეტი...

,,დაიწყო არაჯანსაღი, შიდა კონფლიქტური სიტუაცია, 10 წელია ”ნაციონალური მოძრაობა” არჩევნებს აგებს”- მამუკა გაჩეჩილაძე „მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“, კონფლიქტოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, მამუკა გაჩეჩილაძე მიიჩნევს, რომ ,,ნაციონალური მოძრაობში” არაჯანსაღი, შიდა კონფლიქტური სიტუაციები დაიწყო. ამის შესახებ მამუკა გაჩეჩილაძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე  ისაუბრა. ,,ნაციონალური მოძრაობში” დაიწყო არაჯანსაღი, შიდა კონფლიქტური სიტუაციები. ათი წელია ორგანიზაცია თითქმის ყველა არჩევნებს აგებს, არ ხდება ამის ანალიზი და დაგეგმვა იმის, თუ რა გამოსწორდეს. ვინც იგებს არჩევნებს ერთ-ორ სოფელში ისიც კი უპირისპირდება დღევანდელ მენეჯმენტს. ამიტომ არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს,”- განაცხადა მამუკა გაჩეჩილაძემ „მედიაცენტრ მთავარში”. მისივე თქმით, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მოქმედმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ უნდა აიღოს. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატი…

მეტი...

რუსეთი ინდოეთს დახმარებას სთხოვს

„როიტერის“ ინფორმაციით, რუსეთი ინდოეთს ავტომობილების, თვითმფრინავებისა და მატარებლების სათადარიგო ნაწილებით მომარაგებას სთხოვს. სააგენტოს ცნობით, სანქციების გამო რუსეთში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფეროების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად საჭირო სათადარიგო ნაწილების დეფიციტია. მათივე ინფორმაციით, მოსკოვმა უკვე გადაუგზავნა ინდოეთს იმ ნაწილების ნუსხა, რომელიც მას ესაჭიროება. საუბარია, დაახლოებით 500 სხვადასხვა ნაწილზე.

მეტი...

,,ასეთი ეკონომიკური ზრდა არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა მოიტანა.  „ჩვენმა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა ეს შესაძლებლობა, ერთის მხრივ თავი მოვიწონოთ, იმიტომ, რომ ასეთი ეკონომიკური ზრდა არც ერთ ევროპულ ქვეყანას არ აქვს და მეორე მხრივ, ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკა ტარდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ. „როგორც ქვეყნის პრემიერმა თქვა,  მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი შემოვა, სადაც აისახება ის გაზრდილი შემოსავლები, რომლითაც ფიქსირდება არა 8,5%, როგორც ახლა გვაქვს მოქმედი გათვლა, არამედ   10%-ზე მეტი იქნება ეკონომიკური ზრდა.  უკვე მეორე წელია ასეა და ეს  სწორედ ღარიბაშვილის…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილის სურვილია, პოლიტიკიდან იყოს დისტანცირებული”- ეკა ხერხეულიძე

,,მიხეილ სააკაშვილის სურვილია პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული,”- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განცხადა. ხერხეულიძის თქმით, მას შაბათს, 3 დეკემბერს დაანონსებული აქცია მიზანშეწონილად არ მიაჩნია. ,,მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე ყველა აქტივობას მივესალმები. ცხადია, ეს არის გზა, სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ მისი ჯანმრთელობის ამგვარ მდგომარეობას და პატიმრობას, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არცერთ შემთხვევაში არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რადგან ეს არ მომდინარეობს მიხეილ სააკაშვილის საუკეთესო ინტერესებიდან. მისი სურვილია, ის პოლიტიკური ინტერესებიდან იყოს დისტანცირებული. ლევანმა წუხელ გვიან გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება. მე დარწმუნებული ვარ, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც გუშინ ჩვენ ყველამ…

მეტი...

,,რუსეთი იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას”- ოლენა ზელენსკა

,,რუსეთი იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას, მაგრამ არ გამოუვა,”- ასე მიმართა უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ბუქარესტის ფორუმის მონაწილეებს. მისი თქმით, უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამხედრო დახმარება, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემები. „რატომ აკეთებს ამას რუსეთი? ჩემი აზრით, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა თავად არის ტერორისტი. ის იმდენ ხანს იყო ჩაძირული სიბნელეში, რომ ცდილობს მის სხვებზე გავრცელებას. მაგრამ არ გამოუვა. ჩვენი შუქი ანათებს. მთელ უკრაინაში იქმნება ისეთი ცენტრები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გათბნენ, დატენონ თავიანთი გაჯეტები და იგრძნონ, რომ მარტო არ არიან და არ არიან მიტოვებული. ასეთ ცენტრებს…

მეტი...

,,წლების წინ გონჩარენკო გეორგიევსკის ლენტით დარბოდა, დღეს საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა”- მამუკა მდინარაძე

,,გონჩარენკო გეორგიევსკის ლენტით დარბოდა რამდენიმე წლის წინ, დღეს საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა და აორგანიზებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას ევროპარლამენტში. ყოფილა კავშირი? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ,,გონჩარენკო ითხოვდა, დაგვეწყო ომი, პირდაპირ შევვარდნილიყავით აფხაზეთში და დაგვეხოცა ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთი“. „შეგიძლიათ წაიკითხონ, ვინ არიან ორგანიზატორები, ფოტიგა, გონჩარენკო. გონჩარენკო გახსოვთ რას ითხოვდა? სოხუმში შეისეირნეთო. „აბა ომი გინდათ“ – ოპოზიციის ცინიკური ნარატივი რატომ არ გავიდა იცით, იმიტომ, რომ მათი მეგობარი გონჩარენკო ითხოვდა, რომ ჩვენ დაგვეწყო ომი, პირდაპირ შევვარდნილიყავით აფხაზეთში და დაგვეხოცა ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთი. ამას ითხოვდა და ეს…

მეტი...

,,უკრაინა, საქართველო და ჩვენც თუ მზად ვიქნებით, მაშინ ეს ქვეყნები იქნებიან ჩვენ გვერდით”- მირჩა ჯოანა

,,უკრაინა, საქართველო და ჩვენც თუ მზად ვიქნებით, მაშინ ეს ქვეყნები იქნებიან ჩვენ გვერდით,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ ბუქარესტში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ გამართულ კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის, მოლდოვისა და ყველა იმ სახელმწიფოს ადგილი, რომელმაც საკუთარი გეზი თავად აირჩია, ცივილიზებულ სამყაროშია. „ჩვენ უნდა ვუთხრათ უკრაინას და საქართველოს, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინას, დასავლეთ ბალკანეთს, რომ ისინი თუ მზად არიან და ჩვენც თუ მზად ვართ, მაშინ იქნებიან ჩვენ გვერდით. ეს არის ბუქარესტის სულისკვეთება, რომ ყველა სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, იოცნებოს საკუთარ მომავალზე, იბრძოლოს ამ მომავლისთვის…

მეტი...

,,ჩვენ ვცდილობთ ადამიანის დაცვას თქვენ კი ამ მდგომარეობის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას”- სარჯველაძე ოპოზიციას

„ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ და კარგად გვესმის პატიმრის უფლებაც, ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის საჭიროებაც და აუცილებლობაც. თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და როგორც ჩანს იქ არის პრობლემები, ჩვენ გვაინტერესებს დიაგნოზი და გვაინტერესებს იმიტომ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს“, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატები ცდილობენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.  „აქ ორკესტრირებულად გამომსვლელი ყველა დეპუტატი ცდილობს სხვისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არა ჰუმანიტარული მიზნებისთვის არამედ, საკუთარი პოლიტიკური, მერკანტილური მიზნებისთვის  გამოიყენონ. ეს არის განმასხვავებელი. ჩვენ ვცდილობთ ადამიანის დაცვას და უზრუნველყოფას თქვენ ცდილობთ ამ მდგომარეობის საკუთარი მიზნებისთვის…

მეტი...

,,რომან გოცირიძე წნევიანი გახადეთ, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში”- ზარქუა ”ნაციონალურ მოძრაობას”

ისეთებს აკეთებთ თქვენს პარტიაში, წნევიანი გახადეთ რომან გოცირიძე, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. „გიორგი ბოტკოველმა ირაკლი კობახიძეზე თქვა ე.წ. თავმჯდომარეო. ირაკლი კობახიძე, რომელიც სწავლობდა გერმანიაში და დაიცვა დისერტაცია, საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორია, რომელიც შეფასებულია ევროპელების მხრიდან ერთ-ერთ საუკეთესოდ. და ამბობს ვინ, ბოტკოველი, რომლის პარტიაშიც ერთმანეთს თავმჯდომარეობაზე ეცილებიან „ხაბე“ და ხმლიანი ქალის რომ ეშინია, ჭიაბერაშვილი. ამიტომაც არის, რომან გოცირიძეს წნევა რომ აწუხებს მერე და დარბის, თორემ ჯანმრთელი კაცი შემოვიდა პარლამენტში. ასეთებს რომ აკეთებთ იმ თქვენს პარტიაში, წნევიანი…

მეტი...

,,ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე”- მევლუთ ჩავუშოღლუ

,,ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე,” – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. მისი თქმით, ევროპის უსაფრთხოების ახალი პოლიტიკის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ერთიანობის სულისკვეთება. „ჩვენ ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ერთიანობის სულისკვეთება, რათა ევროპის ახალი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. ამ ხედვის ბუნებრივი გაგრძელებაა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივის გაცოცხლება. ევროკავშირის გაფართოება უნდა გავრცელდეს ბალკანეთიდან საქართველომდე, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაზე. და ეს რეგიონი ვერ იქნება მთლიანი ჩემი ქვეყნის – თურქეთის გარეშე“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბუქარესტში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მეტი...

,,ომის დაწყებამდეც ჰქონდა საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა”- არჩილ თალაკვაძე

„ამ დღეების განმავლობაში მუდმივად  გვესმის საუბარი ოპოზიციის მხრიდან და მცდელობა, რომ როგორმე გადაფარონ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ძვრები. ეკონომიკური ზრდა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მისი მთავრობის ხელმძღვანელობით  ჩვენი სახელისუფლებო გუნდის და ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით იქნა მიღწეული ბოლო  ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებთ მას შემდეგ, რაც პოსტპანდემიური აღდგენის პერიოდი დავიწყეთ  და გავატარეთ სათანადო პოლიტიკა ამ მიმართულებით. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩვენი  ოპონენტები ბოდიშის მოხდას გვთხოვენ ეკონომიკური ზრდის გამო“, –  ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე  მეტყველებს მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები და მათი მონაცემები. კერძოდ, როდესაც სავალუტო ფონდის მონაცემებით მშპ…

მეტი...

,,პარლამენტში არ დარბოდნენ ვედროებით ცოტა ხნის წინ? აპარატმა არ დაგვირეკა, დავიშალეთ, რამდენიმე დღე წყალი არ გვექნებაო?”- ელისაშვილი

,,21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, გვყავს კომპანია, რომელიც უბრალოდ გვაწვალებს და შეურაცხყოფას გვაყენებს. დაგვარბენინებს ვედროებით. პარლამენტში არ დარბოდნენ ვედროებით ცოტა ხნის წინ? პარლამენტის აპარატმა არ დაგვირეკა, დავიშალეთ, რამდენიმე დღე წყალი არ გვექნებაო?,”-  ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატმა  ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. „ეს თემა ყველას გვაწუხებს თბილისში, ეს არის კომპანია, რომელსაც ევალება თბილისის წყლით მომარაგება და სინამდვილეში, მოსახლეობის აბუჩად აგდებით არის დაკავებული. ერთი დღე, დღე-ნახევარი, ორი დღე, შეტყობინებით, შეტყობინების გარეშე, ისე თიშავენ წყალს, თითქოს დევი აჯდება და დასცინოდეს დაპყრობილი ქალაქის მოსახლეობას. რამდენჯერ გადაიყიდა ეს კომპანია, ბოლოს ვინ იყიდა არ ვიცი, მაგრამ პასუხისმგებლობა, ანგარიშვალდებულება, პატივისცემა ქალაქის…

მეტი...

,,მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა”- საახალწლო სლოგანი “მშვიდობის ქალაქი” იქნება

“მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა”,- ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კითხვას, უკავშირდება თუ არა საახალწლო სლოგანი “მშვიდობის ქალაქი” მმართველი პარტიის რიტორიკას ომთან დაკავშირებით. კალაძის განცხადებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა. “მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყანაში დღეს ჩვენ გვაქვს სიმშვიდე და ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ინტერესები ყოველთვის იყოს დაცული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა და მოხდეს ეკონომიკური განვითარება”, – განაცხადა კახა კალაძემ. ცნობისთვის, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, საახალწლო სლოგანი “მშვიდობის ქალაქი” იქნება.

მეტი...

,,არ მინდა ჩემი ქვეყანა საბოლოოდ ჩაიძიროს პოლიტიკური შურისძიების მორევში”- ხატია დეკანოიძე

,,საქართველოს მოქალაქეებს, დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას არ აქვს მომავალი თუ საქართველოში კვლავ იქნება პოლიტიკური შურისძიება, არ აქვს მომავალი თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოკვდება იმ ჰოსპიტალში, რომლშიც ის დღეს იმყოფება” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა  ხატია დეკანოიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს სახელმწიფო იმსხურებს გაცილებით მეტს, გაცილებით უფრო სხვას, ვიდრე დღეს მას სთავაზობს პოლიტიკური კლასი. ,,ძვირფასო მეგობრებო, უმრავლესობის წარმომადგენლობა, თქვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამტკიცებდით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იყო ცუდად და მისი ჯანმრთელობის შესახებ ჩვენი საუბრები ან ის რაზეც ექიმები საუბრობდნენ იყო პოლიტიკური სპეკულაცია. გუშინ მისმა…

მეტი...

,,ვერ არიეთ ეს ქვეყანა, დააანონსეთ ცხელი შემოდგომა, არაფერი სიცხელის არ ეტყობოდა ამ შემოდგომას”- კობახიძე ოპოზიციას

„9 წლის განმავლობაში თქვენ გაქვთ ჩადენილი უამრავი დანაშაული და დღეს საუბრობთ სიცოცხლის უფლებაზე. შეგახსენებთ, რომ სწორედ თქვენ ჩაიდინეთ დანაშაულები, რომლებმაც   ასეულობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. თქვენ საერთოდ მორალური უფლება არ გაქვთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებზე ისაუბროთ“, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულს სხდომაზე.  ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულაციების მოწყობას ცდილობს. „ვერცერთი თქვენგანი ვერ საუბრობს დიაგნოზზე და ვერ ამბობთ ემორჩილება თუ არა  მიხეილ სააკაშვილი ექიმების დანიშნულებას  და ინსტრუქციებს.  ასეთ პირობებში ყველაფერი არის ცარიელი სპეკულაცია. ვერ არიეთ ეს ქვეყანა. დააანონსეთ ცხელი შემოდგომა. არაფერი სიცხელის არ ეტყობოდა…

მეტი...

,,კეზერაშვილის თემა არც არსებობდა, როცა მე ნიკა მელიას „მძინარე მზეთუნახავს“ ვეძახდი”- თაკო ჩარკვიანი

,,მერაბიშვილის თუ კეზერაშვილის თემა არც არსებობდა, როცა მე ნიკა მელიას „მძინარე მზეთუნახავს“ ვეძახდი,”- ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. მისი თქმით, პარტიის გაყიდვა, როდესაც  ლიდერი გიკვდება, ქუჩაში არ გამოდიხარ, პროცესს აძინებ და ყველასთან კონფლიქტი გაქვს პარტიაში. „ამ ტიპის პოლიტიკური სვლები არსებობს პოლიტიკაში, მაგრამ არის კიდევ კეთილსინდისიერება. ხაზარაძის მხრიდან ეს არის მისთვის სასარგებლო პოლიტიკური სვლა და ეს აბსოლუტურად ნორმალურია მისი მხრიდან, მაგრამ დასავლური ვექტორის მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარისგან ეს ძილქუში ამდენი ხნის, პროცესის მიძინება საით იყო მიმართული დიდი ხანი ვაკვირდებოდი. წინა წლის ოქტომბერს როცა დავაანონსე აქცია, მისი…

მეტი...