პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნას ესტონეთი ეხმიანება

პოლონეთში რუსული 2 რაკეტის ჩავარდნასთან დაკავშირებით ესტონური მხარე განცხადებას ავრცელებს. როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, ნატო-ს ყოველი სანტიმეტრის დასაცავად მზად არიან. „პოლონეთიდან გავრცელებული ბოლო ინფორმაცია ყველაზე შემაშფოთებელია. კონსულტაციები გვაქვს პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზად არის, დაიცვას ნატო-ს ყოველი სანტიმეტრი.  სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთს“, – აღნიშნულია ესტონეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ ნასროლი 2 რაკეტა პოლონეთის ტერიტორიაზე ჩავარდა. არის მსხვერპლი.

მეტი...

პოლონეთში რუსული რაკეტის ჩავარდნას აშშ-ში ადასტურებენ

„ასოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან ორი რაკეტის სროლა აშშ-ის დაზვერვის წარმომადგენელის მხრიდან დადასტურდა. შეგახსენებთ, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი, პოლონეთში კი მომხართან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს შეკრება მიმდინარეობს. პოლონეთი საპასუხო დარტყმას ითხოვს

მეტი...

პოლონეთი საპასუხო დარტყმას ითხოვს

პოლონური მედიის ინფორმაციით, ვარშავა მოითხოვს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესრულებას და  საპასუხოდ რუსეთის ფედერაციაზე დაუყოვნებლივ დარტყმას. შეგახსენებთ, რომ პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, 2 რუსული ბომბი ჩამოვარდა. არის მსხვერპლი. რუსული ბომბი პოლონეთში ჩავარდა

მეტი...

რუსული ბომბი პოლონეთში ჩავარდა

ოკუპანტების მიერ ნასროლი 2 ბომბი პოლონეთს დაეცა. არის მსხვერპლი. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, გარდაცვლილია 2 ადამიანი. როგორც ინფორმაცია ვრცელდება,  ეს იყო შემთხვევითობა. ამ წუთებში, პოლონეთში უშიშროების საბჭოა შეკრებილი.

მეტი...

,,უკრაინაში ომის ფონზე მნიშვნელოვანია საქართველოსნაირ პარტნიორებთან მუშაობა” – იან სტოლტენბერგი

,,ბუქარესტში საგარეო საქმეთა მინისტერიალი იქნება ნოემბრის ბოლოს. ამ სამიტზე ჩვენ გვექნება საშუალება, უკრაინის მიმართ გამოვხატოთ მტკიცე მხარდაჭერა” – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველო არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ,,ჩვენ ასევე განვიხილავთ NATO-ს თავდაცვისა და შეკავების კუთხით მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხს. ასევე შევხვდებით პარტნიორებს, საქართველო კი, არის მნიშვნელოვანი პარტნიორი, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი გზავნილი ბუქარესტში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე”- აცხადებს…

მეტი...

სამი ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა

​რუსთავი-ლილოს გზაზე ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს სამი ტრაილერი შეეჯახა. ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე შესაბამისი ბრიგადები მუშაობენ. ინფორმაციას სააგენტო “ინფო რუსთავის” ავრცელებს.  

მეტი...

ლავროვმა G20-ის სამიტი დასრულებამდე დატოვა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა G20-ის სამიტი უკვე დატოვა – ამის შესახებ, კრემლის სამთავრობო მედიაТАСС წერს. გამოცემის ინფორმაციით, ლავროვმა სამიტზე დაგეგმილი პროგრამა დაასრულა, თუმცა სამიტი ჯერ არ დასრულებულა და ის 16 ნოემბერსაც გრძელდება. გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის ინფორმაციით, G20-ის სამიტის მონაწილეები მუშაობენ დეკლარაციაზე, რომელშიც დაგმობენ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს.

მეტი...

უკრაინაზე მასირებული სარაკეტო შეტევები ხორციელდება

რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დენის მიწოდება შეუწყდა მოლდოვის დიდ ნაწილს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქვეყნის 5 რაიონს, მათ შორის დედაქალაქ კიშინიოვსაც. „ფუნქციონირება შეწყვიტა ქვეყნის მთავარმა ელექტროგადამცემმა ხაზმა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანას დენი რუმინეთიდან მიეწოდებოდა” – ვკითხულობთ ინფორმაციაში. მოლდოვის ვიცე-პრემიერის ანდრეი სპინუს განცხადებით, გათიშვების მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასირებული სარაკეტო შეტევებია, რომელმაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა მწყობრიდან გამოიყვანა. ინფორმაციისთვის, ოკუპანტებმა კიევის გარდა, კიდევ 8 ქალაქში განახორციელეს საჰაერო იერიში. დაბომბვის გამო კიევში მყოფი ნიდერლანდების საგარეო მინისტრი ბომბსაფარში ჩაიყვანეს.

მეტი...

„რეალობა დღეს ასეთია – ორბანი არის რუსეთის მთავარი მოკავშირე, პუტინის მთავარი მოკავშირე“ – სალომე სამადაშვილი

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი ერთადერთია, რომელსაც  ბიძინა ივანიშვილის მიმართ  ნორმალური განწყობა გააჩნია. მისი შეფასებით, ორბანი აქტიურად ცდილობს, ხელი შეუშალოს ევროკავშირის სანქციებს პუტინის წინააღმდეგ. როგორც სამადაშვილი განმარტავს, საქართველოში ვიზიტად მყოფი ოლიბერ ვარჰეი სწორედ ორბანის წარმომადგენელია. „უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ევროპელ პოლიტიკოსს, ყველა ევროპელ ჩინოვნიკს აქვს როგორც საკუთარი პოლიტიკური წარმომავლობა, პოლიტიკური მომავალიც. ამ შემთხვევაში, ჩვენ ვსაუბრობთ ევროკომისარზე, ოლიბერ ვარჰეიზე, რომელიც არის ორბანის პარტიის მიერ წარდგენილი ევროკომისიაში ამ პოსტზე და ის გარკვეულად შეზღუდულია საკუთარ მანდატში, მათ შორის საკუთარი პოლიტიკური აფილიაციით. რეალობა დღეს ასეთია – ორბანი არის…

მეტი...

პარლამენტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით განიხილა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის…

მეტი...

,,სააკაშვილსა და გვარამიაზე კომისარს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს” – შალვა პაპუაშვილი

,,საკითხის განხილვა მასთან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა სცადა, კომისარს ერთი სიტყვაც არ დაუძრავს ამ საკითხებთან დაკავშირებით ” – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პაპუაშვილის შეფასებით, რეალურად, სწორედ ევროკომისიაა ის, ვინც საქართველოს პროგრესი უნდა შეაფასოს ევროინტეგრაციის გზაზე და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ევროკომისრის შეფასებები საქართველოს შესახებ. „კომისია არის სწორედ ის ინსტიტუცია, რომელიც შეაფასებს საქართველოს პროგრესს და არა ევროპის პარლამენტი. ევროპის პარლამენტი არის პოლიტიკური ორგანო, სადაც არიან პოლიტიკოსები, ყველას აქვს თავისი დღის წესრიგი. ამიტომ შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის კომისია და სწორედ წარმომადგენელი გვყავდა დღეს და მოვისმინეთ მისი განცხადებები. რაც…

მეტი...

“ევროკომისარი ხელს უწყობს “ოცნებას”, ცოტა ხნით კიდევ შეინარჩუნოს “პროევროპული იმიჯი ” – ზურა ჯაფარიძე

,,ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი, მისივე თქმით, საქმეში ბოლომდე ჩაუხედავი ადამიანი, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელს უწყობს ამ ოცნების სახელით მოძრავ უსინდისოთა სბროდს ” – ასე ეხმაურება გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო მთავრობა 12 პუნქტის შესასრულებლად აქტიურად მუშაობს და ქვეყანაში ეკონომიკა ყვავის. ჯაფარიძეს განცხადებით, ევროკომისარმა ალბათ მურუსიძე-გვრიტიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხელახლა ზეიმით შეყვანაში დაინახა პროგრესი. ,,ვუსმინე ევროკომისარს, დეოლიგარქიზაციაზე ჯერ ვენეციის კომისიაში უნდა გადაიგზავნოს კანონპროექტიო. ანუ არ იცის რომ უარი თქვა ოცნებამ გადაგზავნაზე. მერე თქვა კონკრეტულ ადამიანს არ ეხებაო, არ დაასახელა ბიძინა ევროპარლამენტისგან განსხვავებით” – წერს…

მეტი...

,,კიევში რუსებმა ორი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს”- ვიტალი კლიჩკო

,,15 ნოემბერს რუსმა დამპყრობლებმა რაკეტებით კიევი დაბომბეს, რამდენიმე რაკეტა საცხოვრებელ კორპუსებსაც მოხვდა” – ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე ავრცელებს. “წინასწარი ინფორმაციით, პეჩერსკის რაიონში ორ საცხოვრებელ კორპუსს რაკეტა მოხვდა. კიევის თავზე რამდენიმე რაკეტა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. დაბომბვის ადგილზე იმყოფებიან მედიკოსები და მაშველები. უფრო დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით” – კიევის მერი. აფეთქებების წინ მთელ უკრაინაში განგაში გამოცხადდა.

მეტი...

საქართველოში ყველაზე მეტი თანხა რუსეთიდან გადმოიგზავნა

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში, საერთო ჯამში – 91,90 მილიონი დოლარი გადმოიგზავნა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 502 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 295,3 მილიონი დოლარით, მეტია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. უწყების ინფორმაციით, შემოსული თანხის ყველაზე მაღალი წილი, 59,62% რუსეთზე მოდის. ამ ქვეყნიდან საერთო ჯამში 299,28 მილიონი დოლარი შემოვიდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან კი საქართველოში, საერთო ჯამში – 91,90 მილიონი დოლარი გადმოიგზავნა. ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა ასე გამოიყურება: 1) რუსეთის ფედერაცია – 299,28 მლნ. დოლარი 2) იტალია – 36 მლნ. დოლარი 3)…

მეტი...

,,ჩვენი მიზანია ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო ადგილებმა შედეგად მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა”- ოლივერ ვარჰეი

ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ეხება დაკავშირებადობას ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო სფეროებში – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირის მიზანია ეკონომიკურმა ზრდამ და სამუშაო  ადგილებმა შედეგად მოიტანოს საქართველოს კეთილდღეობა. ,,ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმის განსახილველად შეხვედრაზე ვიმყოფებით საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა ეხება დაკავშირებადობას ენერგეტიკულ, ციფრულ და სატრანსპორტო სფეროებში. დღეის მდგომარეობით 34 000 მცირე და საშუალო ზომის საწარმოს აქვს მიღებული ჩვენი მხარდაჭერა. გვინდა, რომ ჩვენი ხელშეწყობით საქართველოში ისარგებლოს 80 000-მა კომპანიამ. ჩვენი…

მეტი...

,,ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფართოებული შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საფლაგმანო პროექტების განსახორციელებლად”- პრემიერი

,,ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით საინტერესო გაფართოებული შეხვედრა გაიმართა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ გაფართოებული შეხვედრა შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისა და  რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით კარგი შესაძლებლობაა როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საფლაგმანო პროექტების განსახორციელებლად. „ევროკავშირსა და საქართველოს შორის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მონაწილეობით საინტერესო გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისა და რესურსების მობილიზაციის თვალსაზრისით როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საფლაგმანო პროექტების განსახორციელებლად“, – წერს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

,,წოლით რეჟიმზეა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება – ვითარება კიდევ უფრო უარესდება”- ეკა ხერხეულიძე

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი წოლით რეჟიმზეა და ვერ გადაადგილდება. მისივე თქმით, ვითარება კიდევ უფრო უარესდება. „კვლევა პროცესშია, არ არის დასრულებული. ჩემი თანდასწრებით ახლაც იყვნენ სხვა პროფილის ექიმები მოსულები, კონკრეტულად ტრავმატოლოგები. ვითარება კიდევ უფრო უარესდება, ადამიანი შვებას ვერ ნახულობს ვერც ტკივილის გაუმჯობესების თვალსაზრისით, ვერც ტემპერატურის კლების თვალსაზრისით. ადამიანი წოლით რეჟიმზეა, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ეს პროცესი იმ ექიმებისთვის, ვინც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს საგანგაშო და დამაფიქრებელია. ადამიანი მარცხენა სახსარს ვერ ამოძრავებს, უჭირს. კვლევის შესახებ ექიმები ესაუბრებიან, საქმის კურსშია, მაგრამ ეს არ არის საბოლოო დასკვნითი ნაწილი, თუ რა მდგომარეობაა”,- განაცხადა…

მეტი...

პრეზიდენტმა ევროკომისართან საქართველოს ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრა გამართა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საქართველოს ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი განიხილეს. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე საუბრისას, ხაზი გაესვა დეპოლარიზაციის დაძლევის მნიშვნელობას. ,,დღეს საქართველოში ჩამოსვლის მიზანია საქართველოს დახმარება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესში, ამ მიმართულებით გვინდა, რომ თქვენთან ერთად ვიაროთ წინ“, – განაცხადა ევროკომისარმა. ოლივერ ვარჰეიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა ევროკავშირი დაეხმაროს საქართველოს ყველაფერში, რაც მის ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს. ევროკომისარმა ასევე კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა…

მეტი...

,,ევროკავშირს საკმაოდ მსხვილი პროექტები აქვს, მაგრამ ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ”- ოლივერ ვარჰეი

,,შავი ზღვის ინტერნეტ კაბელი ჩახსნის საქართველოს დამოკიდებულებას რუსეთზე და პირდაპირი, უშუალო კავშირი დამყარდება ევროპასთან, ასეთი პირდაპირი კავშირი ეკონომიკას სჭირდება,” – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ოლივერ ვარჰეიმ რამდენიმე მსხვილ პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ბევრად მეტი მოდის საქართველოსკენ ევროკავშირიდან“. „ჩამოვთვალე ის საკვანძო პროექტები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ ჩვენთვის ფლაგმანურია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ელექტროენერგიის შავი ზღვის კაბელი, რომელიც მწვანე ელექტროენერგიას მოიტანს საქართველოდან ევროპაში. იმედი მაქვს, ეს მყისიერად გამოიწვევს საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციებს, ჰიდრო, მზის და სხვა…

მეტი...

,,მასიური სარაკეტო თავდასხმის დიდი ალბათობაა”- უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშია

უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მოსახლეობას რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ აფრთხილებენ და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ. “მასიური სარაკეტო თავდასხმის დიდი ალბათობაა. სასწრაფოდ წადით თავშესაფრებში! თავს გაუფრთხილდით!“ – წერს ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ სტარუხი. ასევე, გაფრთხილებას ავრცელებენ კრივი რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ვილკული, ასევე, როგორც მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი.  

მეტი...

,,რუსეთი მომავალში თავის პოლიტიკას ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ააგებს”- ოლივერ ვარჰეი

,,რუსეთი მომავალში თავის პოლიტიკას ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით ააგებს, ამას დღეს პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით,  „მეორე მსოფლიო ომში“ გამარჯვება საბჭოთა კავშირის ყველა ხალხის წარმომადგენელმა მოიპოვა. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ფაქტები, ისტორიული ფაქტები გახდეს მილიონობით ადამიანის საკუთრება, რათა სწორედ მათზე დავაფუძნოთ ჩვენი დღევანდელი ქცევა და ავაშენოთ ჩვენი მომავლის პოლიტიკა. ამას სერიოზული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღისთვის და მომავლისთვის“, – განაცხადა პუტინმა.    

მეტი...

,,კიევი არარეალურ პირობებს აყენებს”- სერგეი ლავროვი

,,უკრაინაში სიტუაციის მოგვარების ყველა პრობლემა მოდის კიევიდან, რომელიც არარეალურ პირობებს აყენებს,” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ინდონეზიაში, „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების პროვოცირება მოახდინეს. „მათ კარგად იციან, რომ უკრაინა ანელებს ამ პროცესს. კიევმა, სხვა საკითხებთან ერთად, აკრძალა რუსეთთან მოლაპარაკება ზელენსკის განკარგულებით. უკრაინა კატეგორიულ უარს ამბობს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე და აყენებს პირობებს, რომელიც აშკარად არარეალური და არაადეკვატურია ამ სიტუაციაში“, – აღნიშნა ლავროვმა. მისი თქმით, დასავლეთმა და მისმა მოკავშირეებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებების პროვოცირება მოახდინეს და არა პირიქით.  

მეტი...

,,ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით და პირნათლად იქნას შესრულებული”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით და პირნათლად იქნას შესრულებული, უმოკლეს ვადებში, ამ მიზნით თითოეულ რეკომენდაციაზე სამუშაო ჯგუფია შექმნილი და მიდის აქტიური მუშაობა,”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პასუხისმგებლიანი მიდგომით ჩაერთვება ამ პროცესში. „მეც კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ჩვენი მხრიდან ძალისხმევას არ ვიშურებთ და არ ვაკლებთ, რომ ყველა ეს რეკომენდაცია ზედმიწევნით და პირნათლად იქნას შესრულებული, უმოკლეს ვადებში. სწორედ ამ მიზნით არის შედგენილი გრაფიკი, რომელიც პარლამენტმა შეიმუშავა და წარვუდგინეთ ჩვენს საზოგადოებას, მათ შორის ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. ამ მიზნით არის შექმნილი, თითოეულ…

მეტი...

,,იმედი გვაქვს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიზნით არსებული მტკიცე კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება. მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიზნით ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული მტკიცე კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. ,,ნაყოფიერი საუბარი მქონდა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების მიზნით  ჩვენი ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ჩვენ შორის არსებული მტკიცე კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.  

მეტი...

,,ნატო და ევროკავშირი ომის ჰიბრიდული მონაწილეები არიან”- სერგეი ლავროვი

,,ნატო და ევროკავშირი უკვე დიდი ხანია ჰიბრიდული მონაწილეები არიან უკრაინის კონფლიქტის,” -ამის შესახებ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დიდი ოცეულის სამიტზე განაცხადა. ლავროვის თქმით, ევროკავშირი და ნატო უკრაინას დიდი ხანია შეიარაღებას აწვდის, რაც მათ კონფლიქტის მონაწილეს ხდის. ,,ისინი უკრაინას აწვდიან იარაღს, ავარჯიშებენ უკრაინის სამხედრო პერსონალს, უზრუნველყოფენ სადაზვერვო ინფორმაციით. თქვენ როგორც იცით, ამას ამერიკელები აკეთებენ, ეს კი ადგილზე ინსტრუქტორების დახმარებით ხდება, რომ არაფერი ვთქვათ ათასობით დაქირავებულ მებრძოლზე,” – განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

,,ჩვენი კრიტერიუმები არასდროს უკავშირდება კერძოდ რომელიმე ადამიანს”- ოლივერ ვარჰეი

,,თქვენ მიიჩნევთ, რომ ამდენი ვიცი საქართველოს პოლიტიკის შესახებ? არა მგონია. ვიცი, რომ კრიტერიუმები ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, არ ეხება არც ერთ კონკრეტულ ადამიანს და ვერც შეიძლება, ეხებოდეს,”– ასე პასუხობს ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი  ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს შეეხებოდა. ევროკომისარის თქმით, არავის უნდა ჰქონდეს არაჯანსაღი გავლენა პოლიტიკურ, საკანონმდებლო, იურიდიულ გადაწყვეტილებებზე თავისი თავის ან სხვების სასიკეთოდ. „ეს არის ჩარჩო სისტემა, რაც შემოგთავაზეთ. საკანონმდებლო ჩარჩო იქნება თუ გარემო, რომელშიც ფუნქციონირებს მედია, რომელიც იძლევა იმის გარანტიას, რომ იქნება თავისუფლება ამ მიმართულებით, ხალხს ექნება წვდომა ინფორმაციაზე, მედიაზე, რომელიც აწვდის მოსახლეობას ინფორმაციას. იგივე ეხება კანონს…

მეტი...

,,შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან”- ოლივერ ვარჰეი

,,ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, შავი ზღვა არის ჩვენი გეგმების ცენტრი, რომელიც დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან,”- ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ომი უკრაინაში არის ის ფონი, რომლის საფუძველზეც სჭირდებათ სანდო პარტნიორები და  საქართველო შეიძლება იყოს ასეთი სანდო და საიმედო პარტნიორი. „ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა და დაიწყო განმარტება იმ დღის წესრიგის, რომელიც გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა საქართველოში და ჩვენი პარტნიორობა ეკონომიკურ სფეროში, რათა საქართველოს ეკონომიკა უფრო გამძლე, მედეგი გახდეს. ჩვენ ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს, ხორციელდება ეკონომიკური და საინვესტიციო…

მეტი...

,,ეს ბედოვლათები 2012 წლამდე „ღიმილიან საქართველოს“ დაჰპირდით და ხალხს კბილები დააცალეთ, იმ ქალბატონმა მოგიკითხათ”- ალუდა ღუდუშაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მატყუარა ძალა, რომლის დაშლა გარდაუვალია. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებისთვის იბრძვის. „ომახიანად ჰყვებოდა ზღაპრებს და ტყუილებს ხაბეიშვილი, ხალხზე არ ზრუნავთო, ლევან, ძალიან მარტივია და საზოგადოებას მივმართავ, ასეთი ცრუპენტელები არიან. „ცხელი შემოდგომა“ იქნებაო, გაქანდა ხაბეიშვილი და თბილი „პალტოთი“ გამოიჭიმა რამდენიმე დღის წინ. ასეთი მატყუარები არიან. ძალიან ნათელია „ნაციონალურ მოძრაობაში“ რაც ხდება დაინახო, ვინ ვის უკან დგას. რეალურად ხდება ის, რომ წითლიძე გამოესარჩლა, იმიტომ რომ კეზერაშვილისგან სიკეთის მოლოდინი აქვს, იქნებ რამდენიმე გროშით მეტი უწყალობოს. ხაბეიშვილი არის და სააკაშვილზე საუბრობს. იცით, რომ ერთი საათის…

მეტი...

,,საქართველოს ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება”- ნინო წილოსანი

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯომარემ, ნინო წილოსანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა. მან თავისი გამოსვლა ოპოზიციის მისამართით გაკეთებული განცხადებით დაიწყო და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ნაწილს, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა არც კი აინტერესებს. „თითქოს საზოგადოება კიდეც შეაჩვიეს, რომ პარლამენტში პოლიტიკური დღის წესრიგი მხოლოდ გამოგონილ რეალობაზე მსჯელობა და უსაგნო კამათია. ალბათ ვერც ერთ დებატს ვერ გაიხსენებთ, სადაც ხალხისთვის მნიშვნელოვანი, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაზე საინტერესო თემებზე სიღრმისეული და შინაარსიანი დებატები გვქონოდა. ეს შეიძლება, გარკვეულწილად, ჩვენთვის, როგორც მმართველი გუნდისთვის კარგიც იყოს, მაგრამ პრინციპში, დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან ცუდია იმიტომ,…

მეტი...

,,ოპოზიცია არ არის ჩართული რეკომენდაციების შესრულებაში”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით,  ოპოზიცია არ არის ჩართული რეკომენდაციების შესრულებაში. მისი თქმით, კარი გაუხსნეს ყველა აქტორს – ოპოზიცურ პარტიებს, არასამთავრობო სექტორს, ყველას, ვინც დაინტერესებულია 12 რეკომენდაციის შესრულებით. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და ევროკომისიის შესაბამის სამსახურებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული 12 რეკომანდაციის შესრულების პროცესში. ისინი ჩვენ გვეხმარებიან, რომ საქართველომ მაქსიმალურად მოკლე დროში შეასრულოს 12-ვე რეკომენდაცია და არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დაგვრჩეს. მჯერა, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ 12-ვე რეკომენდაციას ძალიან მალე დავასრულებთ. აქვე, მინდა, ღვნიშნო, ბატონო კომისარო, თქვენ ამის თაობაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია ჯერ კიდევ სექტემბრის თვეში, როცა მე ვიყავი ბრიუსელში,…

მეტი...

,,დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს”- ოლივერ ვარჰეი

,,დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც რუსეთის აგრესიის საფუძველზე არსებობს,” – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „როდესაც საქართველოში ხარ, ვერ ასცდები საუბარს იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობა არის დარღვეული. ომი უკრაინაში ცხადყოფს, როგორც აქ, საქართველოში აჩვენებდა 2008 წლის ომი, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ ყველა ქვეყანას, რომელსაც რუსეთის აგრესია ხვდება წინ. ამიტომ, კვლავ მინდა ხაზი გავუსვა ჩემს გზავნილს, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და გავაგრძელებთ მუშაობას ამ მიმართულებით. ჩვენ რა თქმა უნდა, დავეხმარებით საქართველოს სირთულეების დაძლევაში, რომელიც ამ აგრესიის საფუძველზე…

მეტი...

,,ვნახეთ, როგორც მოიქცა ოპოზიცია ივნისში, ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ვნახეთ, როგორც მოიქცა ჩვენი ოპოზიცია ივნისის თვეში, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და მიიღეს საქართველოს საწინააღმდეგო რეზოლუცია. ეს იყო საბოტაჟი საქართველოს წინააღმდეგ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება თავის საქმეს გააკეთებს და ამ შედეგებს  ბოლომდე მიიყვანს. „მაშინ, როდესაც ჩვენ ვმუშაობდით აქტიურად სავიზო რეჟიმზე, ეს იყო ყველა ქართველის ოცნება და ძალიან ხელშესახები შედეგი. მაშინაც, სამწუხაროდ, ოპოზიციის ლიდერები დადიოდნენ ბრიუსელში ერთადერთი მესიჯით, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ვნახეთ, როგორც მოიქცა ჩვენი ოპოზიცია ივნისის თვეში, როცა მათი მხარდამჭერი ევროპელი პარტიების წარმომადგენლები გაერთიანდნენ და…

მეტი...

,,ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანს ორჯერ”- ოლივერ ვარჰეი

,,მომდევნო კვირეებისა და თვეების განმავლობაში საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა, რათა აჩვენოს, რომ მზად არის, გახდეს კანდიდატი,” – ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად შეასრულებს  დათქმებს საქართველო, მით უფრო სწრაფად მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები იმ სარგებელს, რომელიც მოდის კანდიდატის სტატუსის მონიჭების საფუძველზე. „დარწმუნებული ვარ, ისტორია არასდროს იძლევა იგივე შანს ორჯერ. ამიტომ უნდა ვსტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობად. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პრიორიტეტის შესრულება. ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით კარგი ისტორიის ჩვენება, მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები კეთდება…

მეტი...

,,2012 წლის შემდეგ ქვეყანამ ევროპულ გზაზე მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,2012 წლამდე ჩვენ ვცხოვრობდით დიქტატორული, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, სადაც არავითარი რეალური ნიშან-წყალი დემოკრატიის არ არსებობდა, არც მედია, არც თავისუფალი სასამართლო,”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, ყველა ხელშესახები შედეგი ევროპულ გზაზე არის სწორედ   მმართველი პარტიის დამსახურებაა. „ოლივერ ვარჰეი არის ჩვენი ხალხის, ქვეყნის მეგობარი, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის აქტიური მხარდამჭერი. მინდა, მას მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო მისი პირადი წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე. ბატონი ვარჰეის ვიზიტი არის პირველი, მას შემდეგ რაც, ევროპულმა საბჭომ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება ივნისის თვეში, როცა საქართველომ მიიღო…

მეტი...

,,თქვენ საქართველოსა და ბიძინა ივანიშვილს შორის არჩევანი გააკეთეთ ივანიშვილზე”- ხაბეიშვილი ”ქართულ ოცნებას”

,,თქვენ არც საქართველოს ინტერესები, არც ქართველი ხალხი, არც ქართველი ხალხის მომავალი და ბედი, არც ის ემიგრანტები გაინტერესებთ, რომლებიც ემიგრაციაში გარბიან. თქვენ გაინტერესებთ მხოლოდ საკუთარი ჯიბე და ბიძინა ივანიშვილი“, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს. „დეოლიგარქიზაციის კანონზე ამბობთ, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და ყველა ოლიგარქები ვართ ივანიშვილის გარდა. შავი თეთრზე ჩაგიწერეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლების და მესამე ქვეყანაში მკურნალობის შესახებ. თქვენ, ცხადია, არ აპირებთ ამის შესრულებას და არც გაინტერესებთ“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა. ხაბეიშვილის თქმით, იმის გამო, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი არ…

მეტი...

,,პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს, მაგრამ არსებობს მედიაპროდუქტი „ნაცმოძრაობა“, რომელიც კვდება”- მამუკა მდინარაძე

„ნაცმოძრაობა“ რეალურად მედიით ცოცხლობს. უკვე ბევრი წელია, „ნაცმოძრაობა“ მედიაპროექტია, რადგან მათი მედიასაშუალებები რომ არა, ეს პარტია ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ”პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ არსებობს, მაგრამ არსებობს მედიაპროდუქტი „ნაცმოძრაობა“, რომელიც კვდება.” „ბოლო წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ანგარიშზე ერთი გაკეთებული საქმე არ არის. ბოლოს როდის ნახეთ, მათ მიერ დაყენებული რაიმე ისეთი საკითხი, რომელიც ქვეყანას რაიმე ელემენტარულ სარგებელს მოუტანდა? ეს პარტია არ არსებობს, მაგრამ არსებობს მედიაპროდუქტი „ნაცმოძრაობა“, რომელიც კვდება. ხელისუფლების დაზიანება დაიწყეს და დღეს ერთმანეთს აზიანებენ. ეს პარტიაც აღარ არსებობს, რადგან ისინი ქვეყნის ჩამოქცევის გეგმიდან ერთმანეთის ჩამოქცევაზე გადავიდნენ ერთადერთი მიზეზით,…

მეტი...