ევროკომისიისა და უკრაინის პრეზიდენტებმა ფინანსური მხარდაჭერის პაკეტი განიხილეს

ევროკომისია პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს, სადაც საუბარია, რომ უკრაინისთვის მორიგ ფინანსურ დახმარებაზე. ინფორმაციის მიხედვით, საუბრის მთავარი თემა იყო უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფა მომდევნო თვეებში. ასევე, მთლიანობაში, 2023 წლისთვის უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზე. პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკის მიაწოდა ინფორმაცია, რომ საუბარია თვეში 1,5 მილიარდ ევრომდე გამოყოფაზე. გარდა აღნიშნულია, ევროკავშირის  გააგრძელებს უკრაინის  ჰუმანიტარულ მხარდაჭერას.  

მეტი...

თბილისში უცხოეთის მოქალაქის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მოქალაქის ცხედარი იპოვეს, პირველად ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხოეთის მოქალაქეა. ასევე დაშავებულია მეორე ადამიანი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაყვანილი. პერიმეტრზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

„არ შემიძლია უბრალოდ გავქრე იმის გამო, რომ თავს არ ვგრძნობ კარგად, ეს არ არის საბაბი“ – ნელი დოროყაშვილის მორიგი მიმართვა

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი სოციალური ქსელით მორიგ მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ თავს არ გრძნობს კარგად. მისივე თქმით ამის მიუხედავად, გაქრობას არ აპირებს. „ბოლო რამდენიმე კვირა იყო განსაკუთრებულად რთული. მოვახერხე დაბრუნება და ჩემი სოციალური ქსელი ისევ აქტიური გავხადე. მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობები საერთაშორისო ბრენდებთან, სააგენტოებთან და პარტნიორებთან. მე მაქვს პასუხისმგებლობა თქვენთან, ჩემს თითქმის 400 ათას გამომწერთან, მე არ შემიძლია უბრალოდ გავქრე იმის გამო, რომ თავს არ ვგრძნობ კარგად, ეს არ არის საბაბი… მანამდეც ვცდილობდი დამეპოსტა ნაკლები სიხშირით, იმისათვის, რომ ამას არ ჰქონოდა რაიმე გავლენა მიმდინარე სასამართლო…

მეტი...

„ის ეტლი დასჭირდეს მას… ფორთხვით იაროს მიწაზე“ – მანანა არჩვაძე-გამსახურდიას წყევლა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია კოლხურ კოშკში ისევ ვერ ბრუნდება. აღნიშნულის მიზეზი კი მისი დედა, მანანა გამსახურდიაა, რომელმაც შვილის ავადმყოფობის პერიოდში კოშკის ჭიშკრის საკეტი შეცვალა და მის მეტი კოშკში ვერავინ შედის. რაც შეეხება ცოტნე გამსახურდია, რომელიც მძიმედ დაჭრეს, რეაბილიტაციას ამჟამად წეროვანში, სარეაბილიტაციო ცენტრში გადის. მის მკურნალობა-რეაბილიტაციას სახელმწიფო აფინანსებს. უფრო მეტიც, თავდაცვის სამინისტროს თითქმის 12 თვიანი მოლაპარაკება დასჭირდა გერმანულ მხარესთან, რომ ცეტნესთვის სპეციალური ეტლი დაემზადებინათ, რომელიც მას რეაბილიტაციასა და მოძრაობის ხელახლა სწავლაში ეხმარება. მადლობის სანაცვლოდ კი, მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მტავრობის სხვა წევრები, მანანა არჩვაძე-გამსახურდიასგან წყევლა-კრულვას ყოველდღიურ…

მეტი...

თვითმფრინავი “ვიქტორიას ტბაში” ჩავარდა

ტანზანიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ვიქტორიას ტბაში ჩავარდა. თვითმფრინავი სამგზავრო იყო შესაბამისად, სავსე იყო მგზავრებით. ჩამოვარდნა კი მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ქალაქ ბუკობას აეროპორტში დაშვებას ცდილობდა. ჩამოვარდნის მიზეზი კი წინასწარი მონაცემებით, ქარიშხალი გახდა. მხოლოდ 15 მგზავრის გადარჩენა მოხერხდა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი მგზავრი იმყოფებოდა თვითმფრინავში. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.  

მეტი...

საქართველოს და სომხეთის პრემიერებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. კოლეგებმა საუბრისას საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხი განიხილეს. გარდა ამისა, სომხეთის პრემიერმა ქართველ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია 31 ოქტომბერს, სოჭში გამართული სამმხრივი შეხვედრის შედეგების შესახებ, რომელსაც სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერები ესწრებოდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ დროისათვის მიმდინარე საკითხების შესახებ.

მეტი...

ვერტმფრენი ჩამოვარდა, ყველა მგზავრი დაიღუპა  

იტალიაში, კერძოდ კი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ვერტმფრენი ჩამოვარდა.  ვერტმფრენში მყოფი შვიდივე ადამიანი დაიღუპა. დაღუპულთა შორის  ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი  სლოვენიელები იყვნენ,  ტურისტების ოჯახი,  ცოლ-ქმარი და შვილები. ასევე, დაღუპულია სლოვენიის კომერციული ტელევიზიის დირექტორი 54 წლის ბოშტიან რიგლერი. რიგლერების ოჯახი დასასვენებლად იტალიაში იმყოფებოდა.  

მეტი...

რატომ ჩავიდა გერმანიის კანცლერი ჩინეთში?!

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი განმარტებას აკეთებს ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით და აღნისნავს, რომ ეს უკრაინის თემას უკავშირდებოდა. მისი შეფასებით, კატეგორიულად მიუღებელია, ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღი იქნას გამოყენებული. გერმანიის კანცლერის განცხადებით, სწორედ ეს გზავნილი გადასცა ჩინეთის ხელმძღვანელობას. როგორც ოლაფ შოლცმა აღნიშნა, ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ასევე ეთანხმება ბირთვული იარაღის გამოყენების დაუშვებლობას. „ეს იქნება ზღვარი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია“, – აღნიშნა შოლცმა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. უკრაინის თემაზე „მედიაცენტრ მთავართან“ საქართველოში ჩინეთის ელჩმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩინეთი მშვიდობის მხარდამჭერია და არა პირიქით. „ისევ ვხედავთ ცივი ომის მენტალიტეტს, ბანაკებად დაყოფას“ – ჩინეთის ელჩი „მედიაცენტრ…

მეტი...

„თუ პუტინმა გაიმარჯვა, ეს მთელ მსოფლიოს მიაყენებს ზიანს“ – იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა დაბალია. თუმცა, ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, ეს არ ნიშნავს ყურადღების მოდუნებას და დაკვირვების პროცესის შეჩერებას. „რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მაღალი არ არის, მაგრამ შედეგები უზარმაზარი იქნება, ამიტომ ჩვენ ამას ძალზე სერიოზულად ვეკიდებით,“ – აცხადება სტოლტენბერგი თურქულ ტელეარხთან. მისივე შეფასებით, ბირთვული იარაღი კონფლიქტის ბუნებას რადიკალურად შეცვლის. „პუტინმა არასათანადოდ შეაფასა უკრაინის მიმართ ნატოს მხრიდან მხარდაჭერა და სტრატეგიული შეცდომები დაუშვა. თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინის კატასტროფა, ეს მთელს მსოფლიოს მიაყენებს ზიანს. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს უკრაინამ და…

მეტი...

„უკრაინას კარგი ამბები ელის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მთავარ პრიორიტეტად ისევ ცის დაცვას აყენებს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით კარგ ამბებს ელოდება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში მთავარსარდლებთან ჩატარებულ სხდომაზეც ისაუბრა. „უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა ჩავატარე. ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ვითარება წინა ხაზზე, ყველა მიმართულებით. ვიცით მტერი რისთვის ემზადება. ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ასევე ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც თავდაცვის ძალებისადმი მიწოდებას ეხება: ტექნიკა, საბრძოლო მასალა, კავშირი, ზამთრის ნივთები.  განვიხილეთ სარაკეტო და დრონების ტერორისადმი წინააღმდეგობა – უკვე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები, ჩამოგდების პროცენტი გაიზარდა, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ რჩება”, – აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. მისივე შეფასებით,…

მეტი...

„ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გასაცემად, გამოცხადდა 20 აუქციონი, შემოსულმა თანხამ 166 993.10 ლარი შეადგინა“ – სატყეო სააგენტოს განცხადება

ეროვნული სატყეო სააგენტო, „აგრო ქართუ“-სთვის  49 წლიანი ვადით ტყის სარგებლობით გადაცემასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სწორედ კანონმდებლობა ითვალისწინებს ტყით სპეციალური სარგებლობის იჯარას. „მედიაცენტი მთავარი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. „კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს ტყეში შეიძლება განხორციელდეს ტყით სპეციალური სარგებლობის (იჯარა) შემდეგი სახეები: პლანტაციური მეურნეობის მოწყობა; სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა (სათიბად, საძოვრად, ან ფუტკრის დროებითი სადგომების მოსაწყობად); საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა; თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა; ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პრაქტიკა; ევროპის რიგი ქვეყნები სწორედ აღნიშნული მოდელით ახორციელებენ ტყითსარგებლობის უფლების გაცემას. რაც…

მეტი...