„არ მინდოდა, ჩემი სამარცხვინო დიაგნოზის შესახებ ვინმეს გაეგო“ – რა დაავადებებით იტანჯებიან მსოფლიო ვარსკვლავები

„დიახ, მე ვარ ბოპოლარი და მტანჯავს ეს დაავადება“ – ეს მსოფლიო ვარსკვლავის, ცნობილი მსახიობის – კეტრინ ზეტა ჯონსის სიტყვებია. მსახიობს თავიდან უჭირდა აღიარება, რომ დაავადება მისი მეგზური აღმოჩნდა, თუმცა, მოუწია შეგუებოდა და ებძოლა. ბიპოლარული აშლილობა გულისხმობს ადამიანის განწყობის ცვლილებას პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ და პირიქით. გუნება-განწყობის ცვალებადობა ერთმანეთისგან განსხვავებული ემოციებით (სევდის, დანაღვლიანების, სიხარულის, აღტაცების) ხდება. ასევე, ახასიათებს, ჩაციკვლა, ამოჩემება. ხშირად, ემოციები მეტისმეტად მკვეთრია, მოულოდნელი, მიზეზების გარეშე და შეუძლებელია ქცევის მართვა. მსახიობს დაავადება მძიმე სტრესის შემდეგ განუვითარდა. მას შემდეგ, რაც მისი მეუღლის, მაიკლ დუგლასის მძიმე სენის შესახებ შეიტყო. „მაშინ, როცა მაიკლს ყელის კიბოს დიაგნოზი…

მეტი...

„ვეხმარებით უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას“ – ჯოზეფ ბორელი

„ევროკავშირმა უნდა შექმნას კიბერ თავდაცვის საკოორდინაციო ცენტრი“ – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. მისივე შეფასებით, ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უფრო გამძაფრდა. აღნიშნულ თემაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც  ევროკავშირის სამხედრო მობილობისა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის წარდგენას ეხებოდა. „კიბერგარემო ახალი სტრატეგიული სივრცეა. ეს არის გეო-სტრატეგიული კონკურენციის ადგილი, რომელიც ბრძოლის ველად იქცევა და საზღვრებს არ ცნობს. კიბერ ომი და კიბერშეტევები თანამედროვე ომის განუყოფელი ნაწილი ხდება. სამხედრო შეჭრის დაწყებამდეც კი, რუსეთმა განახორციელა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა, უშუალოდ კიევის დაბომბვით“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე. არსებული…

მეტი...

„რუსეთი ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი ხერსონიდან რუსეთის ჯარის გასვლასთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ რუსეთის უკან დახევა უკრაინის კიდევ ერთი გამარჯვება იქნება. „ნათელია, რომ რუსეთი ახლა დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება  და თუ ისინი ხერსონს დატოვებენ, ეს უკრაინის კიდევ ერთი გამარჯვება იქნება”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რომში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მხოლოდ განაცხადი საკმარისი არ არის და ნატო დააკვირდება  ტოვებენ თუ არა რუსი სამხედროები დნეპრის მარჯვენა სანაპიროს. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მსოფლიომ უნდა მოადუნოს დახმარება უკრაინის მიმართ. „ნატოს მოკავშირეების, მათ შორის იტალიის,…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იან ლიპავსკის შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ჩეხეთის მიერ საქართველოს პრიორიტეტების  მტკიცე მხარდაჭერას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ირაკლი ღარიბაშვილმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დინამიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირის მიერ ინიციირებული ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველ სამიტს, რომელიც პრაღაში გაიმართა. აღინიშნა, რომ სამიტის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი და…

მეტი...

ევროკავშირმა უკრაინასთან საგზაო ტრანსპორტის გამარტივების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს შეთანხმება, რომელიც ევროკავშირს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ტვირთების გადაზიდვის გამარტივებას გულისხმობს. აღნიშნული შეთანხმება შესაძლებელს გახდის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად შეფერხებული სატვირთო ტრანსპორტის კავშირის აღდგენას. ,,მას შემდეგ, რაც უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია სამოქალაქო მოძრაობისთვის და საზღვაო ექსპორტი მკაცრად შეზღუდულია, უკრაინას უწევს მოძებნა ალტერნატიული საგზაო სატრანსპორტო მარშრუტების მარცვლეულის, საწვავის, სურსათისა და სხვა საქონლის მარაგების ექსპორტისთვის. მოლდოვასაც სჭირდება ალტერნატიული ტრანზიტი.“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,რუსული ჯარების ნაწილები მანევრირებას ახდენენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე”- რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო დანაყოფებმა უკრაინის ხერსონის რეგიონში მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადასვლა დაიწყეს. უწყების ცნობით,  ნიკოლაევ-კრივოი როგის მიმართულებით მიმდინარეობს რუსული ჯარების ქვედანაყოფების ”მანევრი” მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. “რუსული ჯარების ჯგუფის ნაწილები მანევრირებას ახდენენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მომზადებულ პოზიციებზე, დამტკიცებული გეგმის მკაცრად დაცვით”, – განაცხადა დეპარტამენტის სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა.  

მეტი...

,,მთავარი არხის” ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე პატიმრობაში რჩება

სასამართლომ ,,მთავარი არხის” ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე პატიმრობაში დატოვა.   თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო. არ გაუქმებულა გაუპატიურების მუხლი, რასაც ბრალდებულის ადვოკატი ითხოვდა და აცხადებდა, რომ ნაკაიძეს აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია. ცნობისთვის, პროკურატურამ ნაკაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://mcm.ge/166344/

მეტი...

,,ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის”- მიხეილ სააკაშვილი

უკრაინაში, ხერსონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთისთვის ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება. ,,ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ და უდიდესი გამარჯვება უკრაინისა და თავისუფალი სამყაროსთვის. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში გადახდილია უძვირფასესი ფასი – ასეულობით ჩვენი დაღუპული მებრძოლის, მათ შორის ქართველების სიცოცხლე. რუსეთის ყველა პროპაგანდისტს ცხვირპირი ჩამოსტირის. ეს არის ასევე პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფა. ძალიან ვამაყობ ჩვენებით!”,-  წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

,,ხელჩართული ბრძოლა და მუშტი-კრივიც კი გამართულა ოლიგარქ კეზერაშვილის დაფინანსების მოპოვებისთვის”- დავით მათიკაშვილი

,,რადიკალური დაჯგუფების ოფისში ხელჩართული ბრძოლა და მუშტი-კრივიც კი გამართულა პირველობის თუ ოლიგარქ კეზერაშვილის დაფინანსების მოპოვებისთვის,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ცისკარიშვილის და ხაბეიშვილის მცდელობა საზოგადოების ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს, ფიასკოსთვის არის განწირული. „იმდენად აშკარაა “ნაციონალური მოძრაობის” რღვევის შედეგად წამოსული იმპულსი, იმდენად კარგად იცის საზოგადოებამ, რომ ამ რადიკალური დაჯგუფების ოფისში ხელჩართული ბრძოლა და მუშტი-კრივიც კი გამართულა პირველობის თუ ოლიგარქ კეზერაშვილის დაფინანსების მოპოვებისთვის, რომ არანაირ „ბნელ ოთახში შავი კატის ძებნა“ არ არის საჭირო, საზოგადოებისთვის ეს კარგად არის ცნობილი. რღვევა, რომელიც “ნაციონალურ მოძრაობაშია” დაწყებული მიდის ცალკეულ ოდიოზურ პიროვნებებს…

მეტი...

,,რუსეთმა 10-ჯერ მეტი ზარალი განიცადა, ვიდრე უკრაინამ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთს სამხედრო პერსონალის 10-ჯერ მეტი ზარალი აქვს, ვიდრე უკრაინას. მისი თქმით, ზუსტ ციფრებს ვერ ასახელებს, თუმცა ორი ქვეყნის დანაკარგებს შორის „ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა“. ,,როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვთხოვთ საარტილერიო ან ჯავშანტექნიკას, ეს არის არა მხოლოდ იარაღი, არამედ უპირველეს ყოვლისა ჩვენი სამხედროების დაცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ. როგორც უკრინის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-სა და ევროპის მიერ უკრაინისთვის მიწოდებულმა შეიარაღებამ შეძლო რუსული ჯარების შეტევის „გადატეხვა“.  

მეტი...

რუსეთში დედამ ერთი წლის შვილი მე-11 სარ­თუ­ლი­დან გადააგდო

ორ­შა­ბათს, 9 ნო­ემ­ბერს მოს­კოვ­ში, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა შვი­ლი მე-11 სარ­თუ­ლი­დან გადააგდო.  1 წლის გო­გო­ნა მძიმე დაზიანებებით,  სა­ა­ვად­მყო­ფო­ში  გარ­და­იც­ვა­ლა. კლინიკაშია გა­დაყ­ვა­ნი­ლი ბავ­შვის 26 წლის დე­დაც. მოს­კო­ვის პრო­კუ­რა­ტუ­რის ინფორმაციით, ქალი გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ დეპ­რე­სი­ა­ში იყო. საქ­მე მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლი­თაა აღ­ძრუ­ლი, თუმ­ცა შესაძლოა გა­დაკ­ვა­ლი­ფიც­ირდეს.      

მეტი...

უკრაინამ ხერსონის მახლობლად 12 დასახლება გაათავისუფლა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის ინფრომაციით,  9 ნოემბერს ორი მიმართულებით 7 კილომეტრით დაწინაურდნენ და 12 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს. მისი თქმით, 1 ოქტომბრიდან, ხერსონის მიმართულებით, უკრაინული ჯარების წინსვლა მტრის თავდაცვის სიღრმეში 36,5 კმ-მდეა. ამ დროის განმავლობაში უკრაინამ შეძლო კონტროლის აღდგენა 41 დასახლებაზე. ზალუჟნის განცხადებით, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოჯისტიკური მარშრუტები და მომარაგების სისტემა, დაარღვიეს მტრის სამეთაურო-კონტროლის სისტემა ამიტომ რუსებს გაქცევის გარდა სხვა გზა არ ჰქონდათ.    

მეტი...

,,მზად არიან ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი და „ეშმაკსაც კი შეეკრან“- თალაკვაძე ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიაზე

,,ჯაფარიძე, ვაშაძე და ხოშტარია და სხვები მზად არიან პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი, ნებისმიერთან დადონ ხელშეკრულება, „ეშმაკსაც კი შეეკრან“,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძის თქმით, მათ აქვთ ერთადერთი მიზანი,  როგორმე, ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლებაში ბერკეტის მიღება და ძალაუფლების დაბრუნება. „ის ფაქტი და განცხადება, რომ ჯაფარიძე, ვაშაძე და ხოშტარია და სხვები მზად არიან პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი, ნებისმიერთან დადონ ხელშეკრულება, „ეშმაკსაც კი შეეკრან“, ეს თავისთავად მიუთითებს, რომ მათთვის არაფერი სუფთა, ღირებული არ არსებობს. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, ეს არის პოლიტიკური შურისძიება. ეს არის როგორმე, ნებისმიერი მეთოდით…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ჩემი კანდიდატურა არ განმიხილავს და არც განვიხილავ”- ხატია დეკანოიძე

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მისი კანდიდატურა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე განიხილება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად მისი საზრუნავი. „არა, არ განვიხილავ ამ საკითხს, მე არ ვარ ადამიანი, ვის ნაცვლადაც შეიძლება სხვებმა მიიღონ გადაწყვეტილება. ახლა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ეს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი ტრანსფერი არის უპირველესად ჩემი და ჩემი ბევრი მეგობრის საზრუნავი. არჩევნები არის დემოკრატიული პროცესი, არავინ არჩევნების წინააღმდეგი არ ყოფილა. მე ჩემი კანდიდატურა არც განმიხილავს და არც განვიხილავ, იმიტომ, რომ რეალურად ვთვლი…

მეტი...

რუსულმა ძალებმა დონეცკის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დაბომბეს – არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა  ზაპოროჟიეს რეგიონი ბოლო დღე-ღამეში 70-ჯერ დაბომბეს. რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიშები „ცე 300“-ის ტიპის სისტემებიდან განახორციელეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 16 დასახლებულ პუნქტში თავდასხმის სამიზნე 35 ინფრასტრუქტურული ობიექტი გახდა, მათგან 11 მთლიანად განადგურდა. ამასთან, დონეცკის ოლქში რუსეთის საოკუპაციო ძალების დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. დონეცკის რეგიონში ოკუპანტებმა  12 დასახლებული პუნქტი დაბომბეს, დაზიანებულია 27 ობიექტი.  

მეტი...

 ,,ბიძინა ივანიშვილი უღირს ბრალდებებს არც კი პასუხობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავტოვებთ უპასუხოდ ამ უსაფუძვლო თავდასხმებს”- არჩილ თალაკვაძე

,,რეზოლუციაში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც გახდა და გახდება კიდევ სპეკულაციების საგანი, ვერ შეცვლის იმ რეალურ ისტორიას, რაც დგას ბიძინა ივანიშვილის უკან,” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს ევროპულ პერსპექტივას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. „პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ საერთო ჯამში, ამ ანგარიშში არის გამოხატული ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ეს არის ის, რაც ჩვენ ორმხრივ შეხვედრებზე მოვისმინეთ ევროპაში ვიზიტების დროს. რაც შეეხება პოლიტიკური რეზოლუციების თუ ჩვენი ოპონენტების შეფასებებსა და მათ განცხადებებს, პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს, საქართველოს…

მეტი...

,,მოვიდნენ, გაძარცვეს, ზეიმობდნენ, დახოცეს”- პოდოლიაკი ხერსონზე

,,ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდნენ, გაძარცვეს, ზეიმობდნენ, დახოცეს „მოწმეები“, დატოვეს ნანგრევები, წავიდნენ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. ,,რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი “სიკვდილის ქალაქად” აქციოს. რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას. მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას გეგმავს. ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდნენ, გაძარცვეს, ზეიმობდნენ, დახოცეს „მოწმეები“, დატოვეს ნანგრევები, წავიდნენ,”- წერს პოდოლიაკი.

მეტი...

,,განტევების ვაცად აირჩიეს ნიკა მელია და უნდათ, ყველა წარუმატებლობა მას დაბრალდეს”- იაგო ხვიჩია

,,ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია, აქვს წარუმატებლობა, კასკადური შეცდომები და ეს ვიღაცას უნდა დაბრალდეს. შესაბამისად, მათ განტევების ვაცად აირჩიეს ნიკა მელია და უნდათ, ყველა წარუმატებლობა, რომელიც შეუძლებელია, ნიკა მელიას ბრალი ყოფილიყო, ახლა ნიკა მელიას დაბრალდეს,”- ამის შესახებ ”გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა“ გახდა პარტია, რომელთანაც რამეზე შეთანხმება, მოლაპარაკება და კონსენსუსი შეუძლებელია. „ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ამ პროცესს ვგულშემატკივრობთ, რათა გავიგოთ, ვინ არის უფროსი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათთან ელემენტარული კომუნიკაცია რომ შევძლოთ. ახლა არავინ არავის უფროსი არ არის, ყველა ყველას უფროსია და ვერასდროს ვერაფერს ვათანხმებთ. შეიძლება, ვიღაცას ერთ საკითხზე მოელაპარაკო,…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა თავმჯდომარეს და ვინ იქნება კანდიდატი, თუმცა ნათელია, რომ პარტიაში დაპირისპირება მიმდინარეობს. „მათი გადასაწყვეტია, გადააყენებენ თუ არა მელიას. თავად უნდა გადაწყვიტონ, ვინ იქნება კანდიდატი, თუმცა ცხადია, რომ აქვთ დაპირისპირება. ეს თვალნათელია და გუშინ არ დაწყებულა. დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს დაპირისპირება და ვნახოთ, რა, როგორ იქნება“, – განაცხად კახა კალაძემ.

მეტი...

„ჩნდება კითხვა: ”ქოლცენტრებში“ კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ქართული ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად“- კახა ოქრიაშვილი

„ჩნდება კითხვა: „ქოლცენტრებში“ კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ქართული ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად“?!,- ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დიდი ალბათობით, „ქოლცენტრები“ ეკუთვნით დღევანდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს. ,,10 წელია, რაც „ოცნება“ ხელისუფლებაშია. თბილისის ცენტრში უკვე წლებია, მუშაობს „ქოლცენტრები“, სადაც დასაქმებულია ასობით ადამიანი. თურმე, მფლობელი ბატონი კეზერაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეა და მისი „ქოლცენტრები“ დედაქალაქის ცენტრში წლებია, მუშაობს? და სად არიან ამ წლების განმავლობაში ჩვენი სამართალდამცავები? ამას იდიოტსაც ვერ დააჯერებენ – თუმცა „ოცნებას“ ჰგონია, რომ ქართველ ხალხს დააჯერებს. ვერცერთი უკანონო „ქოლცენტრი“,…

მეტი...

,,რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს – არ სურთ, ქვეყნის სათავეში იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის პატრიოტია”- კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. მისი თქმით,   გარკვეული ადამიანებს, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები არიან, არ სურთ, სათავეში იყოს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის პატრიოტია. „ამ რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს. ცხადია, გარკვეული ადამიანების დაჯგუფება, რომლებიც საუბრობენ, თითქოს ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან, სინამდვილეში, არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მეგობრები. მათ არ სურთ, ქვეყნის სათავეში იყოს ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის პატრიოტია, ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებსა და ქვეყნის განვითარებაზე. ზრუნავს, რომ იყოს მშვიდობა და შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

უკრაინულმა ძალებმა მიკოლაევის ოლქში ქალაქი სნიჰურივკა გაათავისუფლეს

უკრაინამ მიკოლაევის ოლქში ქალაქი სნიჰურივკა გაათავისუფა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის 131-ე ცალკეულმა სადაზვერვო ბატალიონის მიერ ტელეგრამზე გამოაქვეყნებული ვიდეო. ,,დღეს, 2022 წლის 10 ნოემბერს, 131 ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის ძალებმა გაათავისუფლეს დასახლება სნიჰურივკა. დიდება უკრაინას!”,- ნათქვამია ვიდეოს თანმხლებ შეტყობინებაში.

მეტი...

,,გვსურს, უკრაინის მიმართ აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა არჩევნების შემდეგაც გაგრძელდეს”- ზელენსკი

,,გვსურს, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა არჩევნების შემდეგაც გაგრძელდეს,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს, გადასახადების გადამხდელ ამერიკელებს მილიარდობით დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებისთვის. „ჩვენ მადლობელი ვართ ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ნამდვილად გვსურს, რომ ეს ორპარტიული მხარდაჭერა გაგრძელდეს არჩევნების შემდეგაც. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დონის მხარდაჭერის შენარჩუნება, რადგან აშშ-ის მხარდაჭერა აგზავნის ძალიან მნიშვნელოვან, მძლავრ სიგნალს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის ბოლომდე რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას”- დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრებმა რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან, ქვემო ქართლის გუბერნატორთან გიორგი დოხტურიშვილთან და რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების შესახებ შპს „რუსთავის წყლის“ პრეზენტაცია მოისმინეს და ადგილზე გაეცნენ მიმდინარე სამუშაოებს. „მოვისმინეთ კომპანიის გეგმა და ადგილზე გავეცანით მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც ტარდება იმისთვის, რომ ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში მინიმუმამდე შემცირდეს გათიშვების რაოდენობა და გაუმჯობესდეს სასმელი წყლის მიწოდების ხარისხი. მოგეხსენებათ, სემეკის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2023 წლის ბოლომდე ქ. რუსთავში რეაბილიტაცია ჩაუტარდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას, სათავე ნაგებობას, გამოიცვლება მილსადენის ამორტიზებული…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 78 690 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაახლოებით 78 690 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 78 690; ​ტანკი – 2 804; ჯავშანტექნიკა – ​5 682; საარტილერიო სისტემა – 1 805; სარაკეტო სისტემა – 393; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 205; თვითმფრინავები – 278; ვერტმფრენი – 260; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 499; საკრუიზო რაკეტები – 399; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 242; გემი/ნავი/კატარღა – 16; სპეციალური აღჭურვილობა – 159.

მეტი...

ტელეწამყვანი ლია მიქაძე გარდაიცვალა

გარდაიცვალა საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი ტელეწამყვანი ლია მიქაძე. ლია მიქაძე ტელევიზიაში მისი გახსნის დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან მუშაობდა. მან საქართველოს ტელევიზიაში თითქმის ნახევარი საუკუნე გაატარა.  

მეტი...

,,სამწუხაროა, როცა ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ”- შალვა პაპუაშვილი

,,სამწუხაროა, როცა ხედავ ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსული პროპაგანდისტული მეთოდებით მუშაობენ,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ”რეზოლუცია არის ორუელისეული „ნიუსპიკი“, როცა გვთავაზობენ, მეცენატს ვუწოდოთ ოლიგარქი, ჯარის გაქურდვით გაოლიგარქებულს მედიამენეჯერი, ჩაგვრის სისტემის შემქმნელ სააკაშვილს დემოკრატიის შუქურა”. „როგორც აღინიშნა, შემდეგ საჭირო გახდა კომპრომისები, რათა გარკვეული ტექსტი საბოლოო ჯამში შედგენილიყო. სამწუხაროდ, ეს არის არაჯანსაღი კომპრომისი, რაც ჩვენ ვიხილეთ პროექტის იმ საბოლოო ვერსიაში, რომელიც კომიტეტზე იქნა დამტკიცებული. ამ ტექსტს და იმ ნაწილებს თუ ჩავხედავთ, რაც საბოლოო ჯამში შესწორების სახით აღმოჩნდა ტექსტში, ეს არის ჯორჯ ორუელისეული ტიპური „ნიუსპიკი“,…

მეტი...

„პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს”- იან ლიპავსკი

„პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს და ასევე იმ ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა პუტინის აგრესიამ,”- ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს და ასევე იმ ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა პუტინის აგრესიამ, საქართველოსა და უკრაინას, რომლებიც მიისწრაფიან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში – სეპარატისტულ რეგიონებში, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ საქართველოს განუყოფელ ნაწილად. მინდა, კიდევ ერთხელ…

მეტი...

,,საოცარი ამბები ხდება საქმეში, ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა”- „მთავარი არხის” ყოფილი წამყვანის ადვოკატი

,,სიურპრიზს გეტყვით, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, შუამდგომლობა მაქვს, გაუპატიურების მუხლით დაწყებული გამოძიება შეწყდეს,”-  „მთავარი არხის” ყოფილი წამყვანის, ლაშა ნაკაიძის ადვოკატმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა და საზოგადოება მიხვდება, რომ ლაშა ნაკაიძე მოძალადე არ არის. ,,დღეს არის წინასასამართლო სხდომა. ვიმსჯელებთ აღკვეთის ღონისძიებაზე და სიურპრიზს გეტყვით, მექნება შუამდგომლობა 137-ე მუხლით მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის შესახებ, რაც გაუპატიურებას გულისხმობს. მივიღეთ სასამართლო- სამედიცინო დასკვნა, რაც მაძლევს საფუძველს დავაყენო აღნიშნული შუამდგომლობა. ადვოკატი ვარ და როგორ შეიძლება დავარღვიო კანონი და ვთქვა, რა წერია დასკვნაში. მე მგონი, გასაგებია. მეძლევა საშუალება იმისა, რომ აღნიშნული შუამდგომლობა…

მეტი...

,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ თავს დამართა ის, რაც ქვეყნისთვის უნდოდა”- შალვა პაპუაშვილი

,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ თავს დამართა ის, რაც ქვეყნისთვის უნდოდა, ქვეყნისთვის რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ და რიგგარეშე არჩევნები პარტიაში მიიღეს,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა პარტიაში ღირებულებების არარსებობაა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არის არა მისი ხელმძღვანელობა, არამედ პარტიაში ღირებულებების არარსებობა. პარტია, რომელიც საქართველოში არის ავტორიტარული რეჟიმის ჩამომყალიბებელი, ოპოზიციიდან ზუსტად იგივე გონორით და მისწრაფებებით მოქმედებს. ვიდრე ეს პარტია არ შეიცვლის ამ მიდგომებს, ამ პრინციპებს და არ აღიარებს დემოკრატიას, მანამდე „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკაში მომავალი არ აქვს. იქნება იმ მხარდაჭერის ამარა, რაც აქამდეც ჰქონდა და ყოველთვის იქნება…

მეტი...

,,რუსებმა ხერსონიდან უკან დახევისას სავარაუდოდ, ტერიტორიები დანაღმეს”- დიდი ბრიტანეთი

რუსეთის ჯარებმა ოკუპირებული ხერსონიდან უკან დახევისას, უკრაინული ძალების წინსვლის შეფერხების მიზნით, ბევრი ხიდი დაანგრიეს და სავარაუდოდ, ტერიტორიები დანაღმეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია ნათქვამი. უწყების შეფასებით, საოკუპაციო ძალების გაყვანის პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. „რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან რუსული ძალების გაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის უნარი, შეენარჩუნებინა თავისი ძალები მდინარე დნიპროს დასავლეთ ნაპირზე, ზეწოლის ქვეშ მოექცა რუსეთის მიწოდების მარშრუტებზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო. უკან დახევისას, რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს მრავალი ხიდი და, სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორიები უკრაინული ძალების წინსვლის შეფერხების მიზნით. ხერსონის დასავლეთ…

მეტი...

,,იან ლიპავსკის ვიზიტი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს”- ილია დარჩიაშვილი

,,განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია ის ფაქტი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის, იან ლიპავკის ვიზიტი ჩეხეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში ხორციელდება, რაც ერთი მხრივ, ჩვენი გამორჩეული ურთიერთობების ნათელი დასტურია, მეორე მხრივ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისადმი ჩეხეთის მტკიცე მხარდაჭერას უსვამს ხაზს,’ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჩეხ კოლეგათან, იან ლიპავკისთან შეხვედრის შემდგომ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ილია დარჩიაშვილის თქმით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე განიხილეს ჩეხეთსა და საქართველოს  შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობას, ასევე, ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ვაჭრობის,…

მეტი...

სპეცოპერაცია თბილისში – დაკავებულია ერთი მამაკაცი

სპეცოპერაცია თბილისში – დიდუბეში, გორის ქუჩაზე ერთი კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ამოღებულია ნივთმტკიცებაც. ამ დროისთვის, უცნობია რა დანაშაულის ჩადენას ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს. უწყებას აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. სპეცოპერაცია ადგილზე გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.  

მეტი...

,,პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ”- ლევან ხაბეიშვილი

,,არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს”,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიესალმება ინიციატივას რომელიც განახლებას, მეტ ღიაობას, თავმჯდომრის არჩევას უკავშირდება. ,,ამ პარტიას სჭირდება გადახალისება. ამ პარტიის თავმჯდომარეს, ვინც იქნება, სჭირდება ლეგიტიმაცია. ყველას მოგიწოდებთ, ვისაც რაიმე პრეტენზია გაგაჩნიათ, რომ ენმ უნდა იყოს ძლიერი, წამოაყენეთ კანდიდატურები და შედით გადამწყვეტ ბრძოლაში, მათ შორის პარტიის გაძლიერების მიზნით. არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს”, – განაცხადა ლევან ხაბეიშილმა.

მეტი...

კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ოჯახს მიუსამძიმრა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული ქართველი მეომრის, ლევან სახელაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. აფხაზეთში, გალში დაბადებული 38 წლის ლევან სახელაშვილი, ნიკოლაევის ოლქში, 2 ნოემბერს, საარტილერიო შეტევას ემსხვერპლა. ის პროფესიონალი სამხედრო გახლდათ ; 2007-2010 წლებში მსახურობდა საქართველოს თავდაცვის ძალებში_ თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში. იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე. ლევან სახელაშვილი, უკრაინაში, რუსული სამხედრო აგრესიის დაწყებისთანავე ჩავიდა. იგი, სამშობლოში, 7 ნოემბერს ჩამოასვენეს. ლევან სახელაშვილს, 10 ნოემბერს, ვეძისის სასაფლაოზე, სამხედრო…

მეტი...

,,დამაკნინეს, თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს, ჩემი ყველა უფლება „დაიკიდეს“- კომპანია „მელაძის“ მფლობელი

,,დამაკნინეს, თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს, ჩემი ყველა უფლება „დაიკიდეს“, ჩემს შვილთან ბედნიერი წუთებიც წამართვეს, „რიჟიკაც“ შემარქვეს ზოგ ეთერში, მაგრამ არაუშავს,”- ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ძებნილი, ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელი, ვაჟა მელაძე წერს. მისი თქმით, ყველა დაისჯება ვინც მის ”ანტი-კამპანიაშია გარეული და ყალბი ბრალდების შედგენაშია მონაწილე”. „ძებნაში ვარ ოფიციალურად, მგონი, ბევრი დაბნეულია ამ ფაქტით, ცოტა მეც დაბნეული ვარ, მაგრამ ვეგუები. დამაკნინეს, თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს, ჩემი ყველა უფლება „დაიკიდეს“, ჩემს შვილთან ბედნიერი წუთებიც წამართვეს, „რიჟიკაც“ შემარქვეს ზოგ ეთერში, მაგრამ არაუშავს. გპირდებით, ყველას სათანადო პასუხს გაგცემთ, გჯეროდეთ თითეული პირი,…

მეტი...