მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის მთავრობის მომხრე და მოწინააღმდეგე გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩის დაწყებამდე ირანის მთავრობის მომხრე ფანები მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილ გულშემატკივრებს სტადიონის გარეთ დაუპირისპირდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press ავრცელებს.

Associated Press-ის ინფორმაციით, ხელისუფლების მომხრე ზოგიერთმა ირანელმა გულშემატკივარმა, მთავრობის მოწინააღმდეგეებს რევოლუციამდელი ირანის სახელმწიფო დროშები წაართვეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს იმ ქომაგებს, რომლებსაც ანტისამთავრობო წარწერებიანი მაისურები ეცვათ.

“ბევრი ქალი გულშემატკივარი ტიროდა, როცა ირანის მთავრობის მხარდამჭერებმა მათ ნაციონალური დროშებით წრე შემოარტყეს და ტელეფონებით გადაიღეს”, – წერს Associated Press.

მსგავსი თემები