პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდს სამშობიაროდ ამზადებენ

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდს სამშობიაროდ ამზადებენ. არასრულწლოვანი თბილისში რუსთავიდან კატასტროფის ბრიგადამ გადმოიყვანა. ასაკის გათვალისწინებით, მკურნალმა ექიმმა ფეხმძიმე გოგოს ოჯახს პაციენტის დედაქალაქში სასწრაფოდ გადაყვანა ურჩია. არასრულწლოვანი მშობიარე ამ წუთებში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშაა. მას კლინიკაში შესაბამისი კვლევები უტარდება, რის შემდეგაც მოზარდს სავარაუდოდ საკეისრო კვეთას ჩაუტარებენ. არსებული ინფორმაციით 12 წლის გოგონა ბავშვს მისივე მეგობრისგან ელოდება, რომელიც ასევე არასრულწლოვანია. ის პოლიციამ უკვე გამოჰკითხა. დაკითხეს თავად ფეხმძიმე მოზარდიც. ფაქტზე გამოძიება სქესობრივი დანაშაულის კვალიფიკაციით მიმდინარეობს. პოლიციაში საქმის ირგვლივ დაკითხვები გრძელდება.

მეტი...

ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყოს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტს დაავალა, უკრაინას 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყოს – ამის შესახებ ინფორმაცია, თეთრი სახლის ოფიციალურ ვეგბგერდზეა განთავსებული. „უფლებამოსილებას ვაძლევ სახელმწიფო მდივანს გამოიყოს 400 მილიონამდე აშშ დოლარი, რათა უზრუნველყოფილი იყოს უკრაინისთვის დახმარება და საჭირო გადაწყვეტილებები“- ნათქვამია მემორანდუმში. ახალი პაკეტის დეტალური შინაარსი ჯერ არ არის ცნობილი.

მეტი...

,,”ნაციონალური მოძრაობა“ 2003 წელშია დარჩენილი” – შალვა პაპუაშვილი

,,”ნაციონალური მოძრაობა“ ჩამორჩენილია დროს, დარჩენილია 2003 წელში – დრო არის, რომ რეალობას შეხედონ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ და ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აბსოლუტური ძალაუფლება დაიბრუნოს და ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმი აღადგინოს. „ეტყობათ, რომ ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობა“ ჩამორჩენილია დროს. დარჩენილია 2003 წელში. მათ შევახსენებ, რომ 2012 წელს ქართველმა ხალხმა უკვე გაიმარჯვა. გაიმარჯვა მათ მიერ შექმნილ ავტორიტარიზმზე. რა თქმა უნდა, ეს რევანშისტული განწყობები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, რომ აბსოლუტური ძალაუფლება დაიბრუნონ და ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმი აღადგინონ, რა თქმა უნდა, ამას ქართველი ხალხი…

მეტი...

,,კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შედეგებმა კარგი საფუძველი შექმნა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მომავალი კომპრომისებისთვის”- პუტინი

,,კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტის შედეგებმა კარგი საფუძველი შექმნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომავალი კომპრომისებისთვის” – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ერევანში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაზე განაცხადა. პუტინის შეფასებით, დელიმიტაციის, ტრანსპორტის განბლოკვისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების შესახებ შეთანხმებების თანმიმდევრული განხორციელებით, შესაძლებელია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების სტაბილური ნორმალიზაცია. რუსეთის პრეზიდენტის განმარტებით, იმედი აქვს, ამით ერევანსა და ბაქოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების დადება შესაძლებელი გახდება.  

მეტი...

,,დამთრგუნველია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის გაწევრიანებამ აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები ვერ შეაჩერა”- ნიკოლ ფაშინიანი

,,დამთრგუნველია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის ​გაწევრიანებამ აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები ვერ შეაჩერა, მით უმეტეს, რომ დღემდე ჩვენ რეალურად ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება ორგანიზაციის რეაქციაზე სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიაზე” – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. ფაშინიანის შეფასებით, ეს ფაქტები დიდ ზიანს აყენებს როგორც სომხეთს, ასევე მის ფარგლებს გარეთ ტერიტორიას და ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის თავმჯდომარეობის მთავარი წარუმატებლობა. ,,ბოლო ორი წლის განმავლობაში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა სომხეთი, აზერბაიჯანის მხრიდან სულ მცირე სამჯერ გახდა აგრესიის მსხვერპლი”- აღნიშნა ფაშინიანმა.

მეტი...

”გაიმარჯვებ კი არა, დარჩები სანაგვეზე” – საბა ბუაძე ვანო მერაბიშვილს

”გაიმარჯვებ კი არა, დარჩები სანაგვეზე” – ასე ეხმაურება პარტია ,,ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე ვანო მერაბიშვილის განცხადებას. “გაიმარჯვებ კი არა, აუცილებლად დარჩები იმ სანაგვეზე, რომელზეც სამართლიანად დაიმკვიდრე ადგილი”. – წერს საბა ბუაძე. „23 ნოემბერი, 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“, –ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს.

მეტი...

EuroNews – ევროპარლამენტის ვებგვერდი მას შემდეგ გაითიშა, რაც უწყებამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა

ევროპარლამენტის ვებგვერდი „გარე თავდასხმის“ გამო მას შემდეგ გაითიშა, რაც ევროპარლამენტარებმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადეს, – ინფორმაციას EuroNews ავრცელებს. ევროპარლამენტის პრესსპიკერმა, ჯაუმე დუკმა განაცხადა, რომ ვებგვერდის ხელმისაწვდომობაზე გავლენა მოახდინა გარე ტრაფიკმა. „ეს ტრაფიკი დაკავშირებულია კიბერთავდასხმასთან. ევროპარლამენტის გუნდები მუშაობენ ამ საკითხის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად“, – აღნიშნა ევროპარლამენტის პრესსპიკერმა.

მეტი...

„ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტთან აქცია გაიმართა

„ვარდების რევოლუციის“ მე-19 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე შეკრებილებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. აქციაზე არ გამოჩენილან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები. აქციაზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე, ასევე რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა ნაწილის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება არ იყო მათი მხრიდან დაგეგმილი და მათთვის ეს ფორმატი უცნობია. აქციაზე მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის გიორგი მუმლაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ქართველი ერის პიროვნული და ეროვნული ღირსების საკითხია.

მეტი...

თურქეთში სამომხმარებლო ფასები 73.5%-ით გაიზარდა

თურქეთის სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების მიხედვით, სამომხმარებლო ფასები, გასულ წელთან შედარებით, 73.5%-ით გაიზარდა. ხოლო თვიურმა ინფლაციამ თითქმის 3%-ს მიაღწია. თურქეთში ინფლაციის დონე სწრაფი ტემპით იზრდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით ინფლაციის ამხელა მაჩვენებელი 1998 წლიდან მოყოლებული არ დაფიქსირებულა. ენერგოკრიზისისა და საკვებზე ფასების მატების ფონზე, თურქეული ლირაც გაუფასურდა. ამას ხელი ქვეყნის შერბილებულმა მონეტარულმა პოლიტიკამაც შეუწყო. თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ინფლაციასთან დაკავშირებით მტკიცე პოზიცია უკავია. იგი მხარს უჭერს თეორიას, რომ ინფლაციას მაღალი საპროცენტო განაკვეთი განაპირობებს და არა – პირიქით. ამიტომ, ლირის გაუფასურებისა და ფასების გაზრდის რისკების მიუხედავად, თურქეთის ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ ზრდის. ამ…

მეტი...

,,რუსეთი უნდა დამარცხდეს, ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ტერორისტებთან”-ანა ფოტიგა

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას განცხადებით,  დასავლეთმა არ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ან ბიზნესი ტერორისტულ სახელმწიფოსთან. “წარსულმა და აწმყომ აჩვენა, რომ რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, ჩვენ ამას მკაფიოდ ვამბობთ ამ რეზოლუციაში და ამას უნდა ჰქონდეს შედეგები. ტერორისტული სახელმწიფო – რუსეთი, უნდა დამარცხდეს, ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ტერორისტებთან ან ვაკეთოთ მათთან ბიზნესი” – აღნიშნა ფოტიგამ. ცნობისთვის, დღეს, 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო.

მეტი...

,,მერაბიშვილს თუ ექნება ამბიცია, წინა პლანზე იდგეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვფიქრობ, ჩვენი პარტიისთვის ეს მუდმივად ოპოზიციაში ყოფნის წინაპირობაა”- ბაჩო დოლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით,  იმ შემთხვევაში, თუ მთავარ ოპოზიციურ ძალაში წინა პლანზე იქნება ვანო მერაბიშვილი, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან გაუჭირდება ხელისუფლების ცვლილება. დოლიძეს შეფასებით, ”ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ოპოზიციაში ყოფნას თუ აპირებს, არა მარტო ხატია დეკანოიძე, არამედ ბევრი მხარდამჭერი არ იქნება ამ პარტიაში. „ჩემგან საუბარი იყო ვანო მერაბიშვილზე, თუ გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი უნდა იყოს მენეჯმენტში, პარტიის წინა ხაზზე, ვფქირობ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან პრობლემური იქნება ხელისუფლების ცვლილება. ბევრი მიზეზის გამო, მე ასე ვუყურებ, ძალიან გაგვიჭირდება ამ კონფიგურაციით არსებული რეჟიმის დამარცხება. სწორება უნდა გვქონდეს მომავალზე და იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, შესაბამისად,…

მეტი...

,,რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა” – მაია სანდუ

“რუსეთმა მოლდოვა სიბნელეში დატოვა”, – ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი, მაია სანდუ ავრცელებს. სანდუს განცხადებით, მოლდოვის ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ სარაკეტო დარტყმებს მოჰყვა. ელექტროენერგიის შეზღუდვაზე წერს მოლდოვის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ანდრეი სპინუც. მინისტრის ინფორმაციით, ქვეყნის 50%-ზე მეტს ახლა შუქი არ აქვს. “მასიური გათიშვა მოლდოვაში, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შემდეგ. მოლდელექტრიკა მუშაობს, რომ აღადგინოს ქვეყნის ელექტროენერგიის 50%-ზე მეტი”, – წერს მინისტრი ,,ტვიტერზე”.

მეტი...

,,მე გთავაზობთ, ევროპარლამენტი იდიოტიზმის სპონსორად ვაღიაროთ”- ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, ცინიზმით ეხმაურება. ,,ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს „ტერორიზმის სპონსორად“ ცნობს. მე გთავაზობთ, ევროპარლამენტი იდიოტიზმის სპონსორად ვაღიაროთ” – წერს ზახაროვა Telegram-ზე. 494 მომხრე, 58 მოწინააღმდეგე – დღეს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო

მეტი...

ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ერევანში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტზე. პუტინს აეროპორტში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი  დახვდა. სამიტში სომხეთისა და რუსეთის ლიდერების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ: ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი.

მეტი...

,,უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოსაც ევროპაში მომავლის პერსპექტივა მივეცით”- ოლაფ შოლცი

,,ჩვენ მივეცით უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოსაც ევროპაში მომავლის პერსპექტივა,” – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გერმანიის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით,  გეოპოლიტიკური ევროპა ბევრად უფრო ქმედუნარიანია. „ჩვენ მივეცით უკრაინას, მოლდოვას და პერსპექტივაში საქართველოსაც ევროპაში მომავლის პერსპექტივა. წლების განმავლობაში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან გაწევრიანების პროცესი გაჭიანურდა. ახლა, სულ რამდენიმე თვეში ახალ იმპულსს გავცემთ. სხვათა შორის, ევროპაზეა საუბარი: სწორედ ამ მთავრობამ ჩამოაყალიბა ხედვა ევროპის მომავლის შესახებ, რასაც საფრანგეთის პრეზიდენტი და სხვები წლების განმავლობაში ელოდნენ. მე ვიზიარებ მიზანს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გეოპოლიტიკური ევროპისა, რომელიც ბევრად უფრო ქმედუნარიანია. არაფრის კეთება ძალიან ძვირი დაჯდება. სწორედ…

მეტი...

კიევის დაბომბვას მინიმუმ ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე მიტანილ სარაკეტო თავდასხმას მინიმუმ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. შეტაკების შედეგად დაზიანდა ორსართულიანი შენობა და დაშავდა მინიმუმ ერთი ადამიანი. “რეგიონში გვაქვს დარტყმები საცხოვრებელ სექტორსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე”, – განაცხადა კულებამ. საჰაერო თავდასხმა  ამ დროისთვისაც გრძელდება.

მეტი...

ბათუმში მამამ 14 წლის გოგონას მას შემდეგ სცემა, რაც მოზარდმა ოჯახს გაუპატიურების შესახებ უამბო

გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმში, 23 წლის ბიჭმა 14 წლის გოგო გააუპატიურა. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. მას შემდეგ კი რაც მოზარდმა მომხდარზე ოჯახს უამბო, ის მამამ სცემა. შედეგად, გოგონა მიღებული დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, გოგონას მამა ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.  

მეტი...

ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ, ოჯახის წევრის მიმართ  ძალადობის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტზე, ბიზნესმენს ბრალდება წარუდგინა. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული  მასთან თანაცხოვრებაში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ძალადობას ახორციელებდა და აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. სამართალდამაცველებმა ბრალდებული 21 ნოემბერს დააკავეს, მას  ბრალდება ოჯახის წევრის მიმართ სქესობრივი კავშირის იძულების, ძალადობის და ფსიქოლოგიური იძულების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა,”- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. სექსუალური ხასიათის დანაშაულისა…

მეტი...

რუსეთმა კიევი დაბომბა – ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს

ცოტა ხნის წინ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ადასტურებს. მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. ,,დაარტყეს დედაქალაქის ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს. დარჩით თავშესაფრებში! კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მედიკოსები.”, – წერს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.   

მეტი...

ბათუმში 15 წლის გოგოს ტუჩის ფილერი მშობლის ნებართვის გარეშე გაუკეთეს

ბათუმში 15 წლის მოზარდს ტუჩის ფილერი მშობლების ნებართვის გარეშე გაუკეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ბებიაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც კლინიკას უჩივლა. ,,ჩემი შვილიშვილი 15 წლისაა. შემთხვევით გავიგეთ, რომ კოსმეტიკური პროცედურა ჩაუტარებია და ფილერი გაუკეთებია ტუჩებზე. ინსტაგრამის გვერდზე ვნახეთ შემთხვევით ფოტოები და ასე გავიგეთ ამის შესახებ”, – ამბობს მოზარდის ბებია “ბათუმელებთან”. “ბათუმელებთან” ბავშვის დედაც ადასტურებს, რომ კოსმეტიკური პროცედურები გოგოს მისი თანმხობის გარეშე გაუკეთეს.

მეტი...

,,ამ მომენტიდან ევროპაში რუსული ფული სისხლიანი და ბინძურია”- დავით არახამია

“ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია ევროპარლამენტის მიერ, რუსეთის ტერორიზმის სპონსორად და ტერორიზმის საშუალებების მოსარგებლე სახელმწიფოდ გამოცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ამ მომენტიდან ევროპაში რუსული ფული სისხლიანი და ბინძურია. ,,რუსეთის ფედერაცია სახელმწიფოდან, რომელიც აფინანსებდა საფეხბურთო კლუბებსა და ჩემპიონატებს, ოფიციალურად გახდა ტერორიზმის სპონსორი. ამ მომენტიდან ევროპაში რუსული ფული სისხლიანი და ბინძურია. მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს პრინციპული გადაწყვეტილების მიღებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს კენჭისყრა წაახალისებს ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებს მსგავსი ნაბიჯების გადადგმაში,”- წერს დავით არახამია.

მეტი...

,,რუსეთი ყველა დონეზე იზოლირებული უნდა იყოს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის მიერ, რუსეთის ტერორიზმის სპონსორად და ტერორიზმის საშუალებების მოსარგებლე სახელმწიფოდ გამოცხადებას ეხმიანება. ზელენსკის  თქმით, რუსეთი ყველა დონეზე იზოლირებული უნდა იყოს. ,,მივესალმები ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას რუსეთის ტერორიზმის სპონსორად და ტერორიზმის საშუალებების მოსარგებლე სახელმწიფოდ აღიარების შესახებ.  რუსეთი ყველა დონეზე იზოლირებული უნდა იყოს და პასუხისგებაში მიცემული, რათა შეწყვიტოს თავისი მრავალწლიანი ტერორიზმის პოლიტიკა უკრაინასა და მთელ მსოფლიოში”,- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ევროპარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა

მეტი...

ევროპარლამენტმა რუსეთი „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ გამოაცხადა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ტერორიზმის სპონსორად აღიარებს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა  494-მა , წინააღმდეგ წავიდა 58, ხოლო 44-მა თავი შეიკავა. ევროდეპუტატების განცხადებით, მოსკოვის სამხედრო დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, საავადმყოფოები, სკოლები და თავშესაფრები არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას.

მეტი...

ბალენსიაგას ბავშვების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ

Balenciaga-ს  ბავშვების სექსუალიზებაში ადანაშაულებენ. კრიტიკა ბრენდის ახალმა კამპანიამ დაიმსახურა, რომელშიც  ბავშვები სათამაშო დათვის ჩანთებთან ერთად მონაწილეობენ. დათვებს ბადიანი მაისურები და ტყავის აღჭურვილობა აცვიათ, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის სექსთან და სექსუალურ ფანტაზიებთან ასოცირდება. „ბალენსიაგამ თავისი ახალი პროდუქციისთვის ახლახან…საინტერესო…ფოტოსესია მოაწყო, რომელიც გამიზნულად ცუდად დამალულ სასამართლო დოკუმენტებს შეიცავს ‘ბავშვთა ვირტუალური პორნოგრაფიის’ შესახებ”, – წერს მომხმარებელი. ბავშვების ფოტოსესიისა და სასამართლო დოკუმენტების გამოყენების გამო ბალენსიაგამ  ბოდიში მოიხადა. „გულწრფელად გიხდით ბოდიშს ნებისმიერი შეურაცხყოფისთვის, რომელიც ჩვენმა სადღესასწაულო კამპანიამ გამოიწვია. ჩვენი სათამაშო დათვების ჩანთები კამპანიაში ბავშვებთან ერთად არ უნდა გამოჩენილიყო. კამპანია ყველა პლატფორმიდან დაუყოვნებლივ წავშალეთ”, – ნათქვამია ბრენდის…

მეტი...

,,თურქეთის საჰაერო ოპერაცია მხოლოდ დასაწყისია”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის საჰაერო ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყსა და სირიაში რეგიონების ტერორისტებისგან გაწმენდის მიზნით, მხოლოდ დასაწყისია. „ჩვენი ოპერაციები თვითმფრინავებით, არტილერიით და უპილოტო საბრძოლო საჰაერო ხომალდებით, მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ტერორისტებს სახმელეთო ოპერაციით ყველაზე ხელსაყრელ დროს დავამარცხებთ. თურქეთი სირიის საზღვრებთან დაკავშირებით დაპირებების ერთგული დარჩა. ჩვენი თანამოსაუბრეები თუ ვერ შეასრულებენ ხელშეკრულების მოთხოვნებს, ჩვენ გვაქვს უფლება, ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. ძალებმა, რომლებიც იძლეოდნენ გარანტიას, რომ სირიაში მათი კონტროლის ქვეშ მყოფი რეგიონებიდან ჩვენს ქვეყანას საფრთხე არ ემუქრებოდა, ვერ შეასრულეს დანაპირები. ჩვენი გზავნილი მათთვის, ვინც კვლავ ცდილობს თურქეთის დაჩოქებას მზაკვრული მეთოდებით, ნათელია: ეს არ…

მეტი...

,,მატების მოლოდინი გვაქვს, კორონავირუსის მიმართაც”- ივანე ჩხაიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპისი მსგავსად, მატების მოლოდინი არსებობს კორონავირუსის და სხვა ტიპის ვირუსის მიმართაც. მისი თქმით, მხოლოდ კლინიკური მიმდინარეობით ძალიან რთული იქნება განსხვავება თუ რა ტიპის ვირუსია  – გრიპი თუ კორონავირუსი. „ის, რაც გრიპისთვის დამახასიათებელია – ტემპერატურის მკვეთრი მატება 38 და უფრო მეტი გრადუსი, ძლიერი სისუსტე კუნთების, სახსრების, ძვლების, ყელის, თავის ტკივილი ეს ზოგადად ასახავს გრიპის ვირუსის სიმძიმეს. ამ თვალსაზრისით შედარებით განსხვავდება კორონავირუსის იმ მუტაციისგან, რაც ახლა ქვეყანაში ცირკულირებს – ომიკრონისგან. მას არ ახასიათებს ასეთი მძიმე მიმდინარეობა, თუმცა გარკვეულ შემთხვევებშიც შესაძლებელია…

მეტი...

,,არსებობს ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება”- მეუფე ნიკოლოზი

,,არსებობს საეკლესიო წესები, ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება,” – ამის შესახებ მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. მეუფემ საქართველოს პატრიარქის მიერ რუსეთის პატრიარქისთვის დაბადების დღის მილოცვასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა. „საეკლესიო წესები არსებობს. ეკლესიაში არის ე.წ. ევქარისტული კავშირი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ, გარკვეული რაოდენობის მართლმადიდებლური ეკლესია ვეზიარებით ერთად, თუ მოვხვდებით წირვაზე. თუ არ მოვხვდებით, მაინც ერთმანეთს ვიხსენიებთ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები. ამ ეკლესიებს შორის არსებობს ურთიერთობა, რომლის გაწყვეტასაც სერიოზული არგუმენტები სჭირდება. როდის გახდა ის [კირილე] ოკუპანტი ქვეყნის სულიერი მამა – ჩვენთანაც იყო ეს ყველაფერი, ამიტომ პარალელს…

მეტი...

მარნეულში, ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგონა ემსხვერპლა

მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგონა ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოხდა. არსებული  ინფორმაციით, მოზარდი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა. გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაღუპული დახვდა.

მეტი...

,,რუსეთის ფედერაციის დანაშაულები სიგიჟეა…არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ”- ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი,  ოლენა ზელენსკა  რუსეთის მიერ სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმას ეხმიანება, რომელსაც ახალშობილი ემსხვერპლა. ზელენსკა გარდაცვლილი ბავშვის ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ,,რუსეთის ფედერაციის დანაშაულები სიგიჟეა. ამ ღამით სამიზნე ზაპოროჟიეს რეგიონის სამშობიარო საავადმყოფო გახდა. 2 დღის ბიჭი გარდაიცვალა… საშინელი ტკივილია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბავშვის ახლობლებს. საჭიროა დაშავებულების სწრაფი დახმარება. ჩვენი გული შენთანაა” – წერს ოლენა ზელენსკა.

მეტი...

,,გერმანია თავდაპირველად, უკრაინის სწრაფ სამხედრო დამარცხებას ემხრობოდა”- ბორის ჯონსონი

,,გერმანიის შეხედულება იყო, რომ თუ შეჭრა მოხდებოდა, ეს იქნებოდა კატასტროფა და აჯობებდა, ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო,”– ამის შესახებ ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, ომის საწყის ეტაპზე იტალიის მთავრობა აცხადებდა, რომ ვერ შეძლებდნენ ბრიტანეთის პოზიციის მხარდაჭერას, რადგან  დიდწილად დამოკიდებული არიან რუსულ ნახშირწყალბადებზე. „ეს იყო დიდი შოკი. ჩვენ ვხედავდით რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების შეკრებას, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული პერსპექტივები ჰქონდა. პირველ ეტაპზე, გერმანიის შეხედულება იყო, რომ თუ შეჭრა მოხდებოდა, ეს იქნებოდა კატასტროფა და აჯობებდა, ყველაფერი სწრაფად დამთავრებულიყო, უკრაინა სწრაფად დამარცხებულიყო. მე ამას მხარს ვერ დავუჭერდი. ვფიქრობდი, რომ ეს…

მეტი...

,,ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“- ვანო მერაბიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ვარდების რევოლუციის“ 19 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „23 ნოემბერი, 2003. ახლაც ზუსტად ისევე გავიმარჯვებთ, როგორც მაშინ“, – წერს მერაბიშვილი. შეგახსენებთ, „ვარდების რევოლუციიდან“ 19 წელი გავიდა. დღეს მე-19 წლისთავთან დაკავშირებით თბილისსა და ბათუმში აქციებია დაანონსებული.

მეტი...

,,ჩვენი შემდეგი პრობლემა შეიძლება იყოს ყაზახეთი”- ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში ყაზახეთზე ისაუბრეს

,,ჩვენი შემდეგი პრობლემა შეიძლება იყოს ყაზახეთი”- ამის შესახებ Россия 1-ის ეთერში, კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში ისაუბრეს. გადაცემის სტუმარმა განაცხადა, რომ  ”შესაძლებელია, ყაზახეთში იგივე ნაცისტური პროცესები განვითარდეს, რაც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს“. რასაც  გადაცემის წამყვანი, ვლადიმირ სოლოვიოვიც დაეთანხმა და აღნიშნა,  რომ ყაზახეთში ბევრი რუსი ცხოვრობს და რუსეთს ამ ქვეყანასთან ყველაზე დიდი საზღვარი აქვს. აღნიშნულ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. რომან ვასილენკოს თქმით,  გადაცემის მონაწილეები რუსეთისა და ყაზახეთის ურთიერთობებს აზიანებენ. „პირველ რიგში, მიგვაჩნია რომ ისინი არ ასახავენ რუსეთის ფედერაციის ოფიციალურ პოზიციას, მეორე, ისინი აზიანებენ რუსეთისა და ყაზახეთის ტრადიციულ ურთიერთობებს, მესამე…

მეტი...

„ნაციონალურ მოძრაობას“ დესტრუქციული ქმედებები ჩაუფლავდა”- რატი იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ევროინტეგრაციის გზის დაზიანების გარდა, არაფერს აკეთებს. მისივე თქმით, ”ეს ნათლად ჩანს იმ პარტიული, კლანური დაპირისპირებებიდან გამომდინარე, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაშია“. „ევროკავშირის გაფართოებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი და რეზონანსული განცხადება სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა გერმანიის კანცლერმა, რომელმაც ფაქტობრივად თავიდან გახაზა ევროკავშირის საზღვრები, სადაც კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის დედაქალაქი იყო აღნიშნული. ეს მოხდა ზუსტად იმ კონგრესზე, სადაც ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლობა იყო და უმაღლესი დონის შეხვედრები გაიმართა ევროკავშირის გაფართოების მიზნით და საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებიდან გამომდინარე. რაც შეეხება ვალდებულებების შესრულებას, ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, პერსპექტივის…

მეტი...

,,შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორია ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას”- მეუფე შიო

,,საქართველოში განსაკუთრებული თაყვანისცემა და სიყვარულია წმინდა გიორგის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორია ჰგავს წმინდა გიორგის ცხოვრებას,”- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ისაუბრა. როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ,,საქართველოც ეწამა ქრისტესთვის, ჯვარს ეცვა ქრისტესთვის და საქართველოც, მიუხედავად მრავალი შეცდომისა, დადიოდა ყოველთვის ამ ჭეშმარიტების გზით, ქრისტეს ეკლესიის ერთგულების გზით, რამაც მოგვიყვანა და გადაგვარჩინა დღემდე”. „გილოცავთ გიორგობის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ ილია მეორის ლოცვა-კურთევას, შეგვეწიოს მისი დალოცვა. მოწამე არის ადამიანი, რომელიც წამებისა და სიკვდილის წინაშე მდგომიც კი, მზად არის,…

მეტი...

,,სულ უფრო ცუდად არის, ყოველ მისვლაზე უფრო გამხდარი მხვდება, უფრო დაუძლურებული”- მეუფე ნიკოლოზი

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება, სულ უფრო ცუდად არის, ყოველ მისვლაზე უფრო გამხდარი მხვდება, უფრო დაუძლურებული,”- ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ უნდა წავიდეს. „არ მაქვს არანაირი პოლიტიკური განათლება და ვერიდები ამგვარ განცხადებებს, თუმცა მაინც გამომდის. ერთი რამ ნამდვილად ვიცი – რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი, მისი ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება, სულ უფრო ცუდად არის, ყოველ მისვლაზე უფრო გამხდარი მხვდება, უფრო დაუძლურებული. ბოლო რამდენიმე მისვლაზე უკვე საწოლიდან ვეღარ ადგა. იწვა, როცა შევედი – ადრე ასე არ იყო. მე ვფიქრობ, რომ არ არის…

მეტი...

სროლა სუპერმარკეტში – დაიღუპა ათი ადამიანი

აშშ-ში, ვირჯინიის შტატში, „ვოლმარტის“ სუპერმარკეტში სროლას ათი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელი სუპერმარკეტის მენეჯერი იყო. თავდამსხმელმა ცეცხლი მომხმარებლებს გაუხსნა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინციდენტი ვირჯინიის შტატის ქალაქ ჩესაპიკში მოხდა. სროლის შედეგად არიან დაჭრილებიც. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. თავდასხმის მოტივი უცნობია. ადგილზე მობილიზებული არიან პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

მეტი...