„ცალსახად ნუ ვიტყვით, რომ რუსეთი ელექტროენერგიის ერთადერთი მომწოდებელია“ – დავით ნარმანია „მედიაცენტრ მთავარში“

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველო ელექტროენერგიის იმპორტის მხრივ რუსეთზე დამოკიდებული არ არის და ქვეყანაში ელექტროენერგია იქიდან შემოვა, სადაც ყველაზე იაფი ტარიფი იქნება. აღნიშნულ საკითხზე დავით ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. „ელექტროენერგიის გარკვეული რაოდენობის იმპორტი ხდება მეზობელი ქვეყნებიდან. არიან კომპანიები, რომლებიც ახორციელებენ იმპორტს და პერიოდულად, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ აუქციონში იღებენ მონაწილეობას, რომ დეფიციტის პირობებში, ელექტროენერგია შემოიტანონ მეზობელი ქვეყნებიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემას დეფიციტის შესავსებად რა ენერგიაც დასჭირდება, შესაბამისი იმპორტი განხორციელდება“ -აღნიშნა ნარმანიამ „მედიაცენტრ მთავარში“.   მისივე შეფასებით, საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის შესაძლებლობა სამი ქვეყნიდან…

მეტი...

უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე კედელი შენდება

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, უკრაინა უფრო მეტად ფრთხილობს და ემზადება. ამჯერად, უკრაინა ბელარუსთან საზღვარზე კედელს აშენებს. ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებს. ტიმოშენკოს თქმით, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვარზე კედელი შენდება, ხოლო რუსეთთან მოსაზღვრე ოლქებში კი ფორტიფიკაციებითაც ამაგრებენ. “ჩრდილოეთით მუშაობა დუღს – აქ ბელარუსთან საზღვარზე კედელს აშენებენ… თხრილი, ბორცვი, რკინაბეტონის ღობე მავთულხლართებით – ესაა საინჟინრო ბარიერები, რომლებსაც ვოლინის ოლქში აშენებენ. ასე უკვე მოწყობილია საზღვრის დაახლოებით 3 კილომეტრი, მუშაობა გრძელდება. ეს ყველაფერი არაა, მაგრამ ყველა დეტალს არ გავამხელთ. მუშაობა მიმდინარეობს ასევე რივნესა და ჟიტომირის ოლქებში”, – წერს ტიმოშენკო.  

მეტი...

ვინ ითვლება ოლიგარქად?! – იურიდიულმა კომიტეტმა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე, არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს და მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. კანონპროექტში გაწერილია რა იგულისხმება პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის კრიტერიუმებად და…

მეტი...

მიკოლაევის დაბომბვის შედეგად, მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

უკრაინული მხარის განცხადებით, ოკუპანტების მხრიდან საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა მზარდია. როგორც  უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, დაბომბილი საცხოვრებელი კორპუსის წმენდა ამ დრომდე გრძელდება. „რუსეთის ძალების მიერ მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე გრძელდება“ – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

მეტი...

ქარელის მუნიციპალიტეტში, ოკუპანტებმა ინსტალაციები დაამონტაჟეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების მონიშვნა და ოკუპაცია გრძელდება. ამჯერად, უკანონო ინსტალაციები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარედ აღმართეს. ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული უკანონო აქტივობები, მათ შორის, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში აღმართული ინსტალაციები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას და აზიანებს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფარგლებში განხორციელებული ინსტალაციის საკითხი მკაცრად განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) მომდევნო შეხვედრაზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შემდეგ რაუნდზე”,- აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.  

მეტი...

,,ხერსონი უკრაინის კონტროლ ქვეშ ბრუნდება, ქალაქში შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიან”- უკრაინის თავდაცვის სამინისტრო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომლითაც რუს სამხედროებს მიმართავს. უწყების ცნობით, ხერსონი უკრაინის კონტროლ ქვეშ ბრუნდება და რუსი დამპყრობლების უკან დახევის მარშრუტები უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშაა. ,,როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინული ხერსონიდან რუსული არმიის ჯარების ძირითადი დაჯგუფების გაყვანის შემდეგ, თქვენმა სარდლობამ მიგატოვათ. თქვენი მეთაურები მოგიწოდებენ, ჩაიცვათ სამოქალაქო ტანსაცმელი და სცადოთ ხერსონიდან თავის დაღწევა. ცხადია, წარმატებას ვერ მიაღწევთ. ხერსონი უკრაინის კონტროლ ქვეშ უბრუნდება, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიან. რუსი დამპყრობლების უკან დახევის მარშრუტები უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშაა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა აღიკვეთება. ყველა რუსი სამხედრო, რომელიც წინააღმდეგობას გაგვიწევს,…

მეტი...

საბერძნეთში 40 საფლავი გაძარცვეს – წაღებულია მიცვალებულების ძვლები

უცნობი პირები სასაფლაოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ და საფლავები გაძარცვეს. ბერძნული მედიის ინფორმაციით, გაძარცვულია 40 საფლავი და წაღებულია მიცვალებულების ძვლები. მედიის ცნობით,  პოლიცია, რომელიც ცდილობს ამ შემზარავი საქმის გახსნას, ორ სცენარს განიხილავს. ერთ-ერთი ვერსიით, ძარცვის მიღმა ”სატანისტები” დგანან, რომლებიც  ეშმაკის თაყვანისცემის რიტუალებს აწყობენ. მეორე ვერსიით კი, საფლავები ოქროს და  ძვირფასი ნივთების ”მაძიებელმა” მესაფლავეებმა გაძარცვეს.

მეტი...

,,80 კილოა, ჩამომხმარია, არც კუნთები აქვს, დედის საფლავს გეფიცებით, სიმართლეს გეუბნებით”- ვაშაძე სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესებულია. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი 80 კილოა დარჩენილი, აქვს კუნთების ატროფია და ”ბავში რომ ძალიან ავად არის, ისე არის მიგდებული”. ,,პრეზიდენტმა მითხრა, რომ რაღაც გამოკვლევაზე იყო, მაგრამ ზუსტად რაზე იყო და სად არ ვიცი. უარესად არის პრეზიდეტი, ვიდრე ჩემს წინა შესვლაზე. კვირანახევრის თუ 2 კვირის წინ შევედი. ბავშვი რომ ძალიან ავად არის ისე არის მიგდებული. 80 კილოა, ჩამომხმარია, არც კუნთები აქვს და არც არაფერი. დედის საფლავს გეფიცებით, სიმართლეს გეუბნებით. ყველაფერი ტკივა. კუნთების ატროფიისთვის მასაჟისტი უნდა მოეყვანათ, მასაჟისტი ევრ ეკარება იმიტომ,…

მეტი...

უკრაინამ რუსეთისგან შეიარაღებული ძალების 45 ჯარისკაცი გაათავისუფლა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკი ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთისგან შეიარაღებული ძალების 45 ჯარისკაცი გაათავისუფლა. მისივე ცნობით, უკრაინამ ასევე ორი დაღუპული ჯარისკაცის ცხედარიც დაიბრუნა.

მეტი...

ვლადიმერ პუტინი ”დიდი ოცეულის” სამიტზე ონლაინ ფორმატითაც არ მიიღებს მონაწილეობას

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ”დიდი ოცეულის” სამიტზე ონალინ ფორმატითაც არ მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, არ იგიგმება პუტინის ონლაინ დასწრება ”დიდი ოცეულის”  და APEC-ის სამიტებზე ან მისი ვიდეოს გაგზავნა მონაწილეებისთვის. პესკოვის თქმით, ამას პუტინის განრიგი და რუსეთში ყოფნის აუცილებლობა განაპირობებს. რუსეთის დელეგაციას ”დიდი ოცეულის” სამიტზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.  

მეტი...

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ – მედია

უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონში შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სხვადასხვა უკრაინული ტელეგრამ არხებით ვრცელდება. გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ხერსონის მცხოვრებლებმა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის დროშები აღმართეს. აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა. ცნობისთვის რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი  შოიგუმ ხერსონიდან გასვლის ბრძანება 9 ნოემბერს გასცა.

მეტი...

,,ქალიშვილი მყავს დაფიცებული სიტყვას არ ვამბობ”- გრიგოლ ვაშაძე

ოპოზიციონერი დეპუტატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, წარმოდგენა არ აქვს  და არ აინტერესებს რა ხდება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. „წარმოდგენა არ მაქვს რას მელაპარაკებით, შენს ოჯახში რა ხდება ვიცი? აი, ისე არ ვიცი იქ რა ხდება. არ ვიცი, არ მაინტერესებს. ქალიშვილი მყავს დაფიცებული სიტყვას არ ვამბობ საქართველოს შიდა პოლიტიკაზე“, – განაცხადა ვაშაძემ “ტვ პირველთან”.

მეტი...

,,ივანიშვილმა საკუთარი ოჯახის რისკის ფასად ქვეყანას მოუტანა დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა”- ალუდა ღუდუშაური

,,ივანიშვილმა საკუთარი და საკუთარი ოჯახის რისკის ფასად ქვეყანას მოუტანა დემოკრატიული განვითარების შესაძლებლობა,”- ასე ეხმიანება საქართველოს შესახებ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური. ღუდუშაურის თქმით, ”ამ ბატონების თუ ქალბატონების მთავარი ამოცანა არის პირდაპირი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილთან და მის ოჯახთან”. „საქმე იმაშია, რომ როგორც ჩანს, ამ ბატონების თუ ქალბატონების მთავარი ამოცანა არის პირდაპირი ბრძოლა ბიძინა ივანიშვილთან და მის ოჯახთან. მათთვის მხოლოდ ერთადერთია მისაღები, სადაც კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი ჩაიწერება და ახლა ვსვამ კითხვას, ეს არის დემოკრატია? დემოკრატიული ღირებულებები ყოფილა, რომ მედიის მტარვალი თურმე მედიის შუქურაა, მწამებელი და ამ რეჟიმის მთავარი არქიტექტორი ყოფილა თურმე დემოკრატიის…

მეტი...

,,ყველა ამბობს, რომ ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ საჭიროა ამ კარამდე მიღწევა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ყველა ამბობს, რომ ნატო-ს კარი ღიაა, მაგრამ საჭიროა ამ კარამდე მიღწევა,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები. მსოფლიოს სჭირდება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები, რადგან ამაზეა დამოკიდებული სტაბილურობა. „გამარჯვების შემდეგ, მშვიდობის დამყარების შემდეგ, არ გვსურს ისევ დავუბრუნდეთ იგივე სიტუაციას და ეს შეიძლება მოხდეს. როგორც გითხარით, რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას უნდა პაუზა ამა თუ იმ ფორმით, მინსკის შეთანხმების მსგავსი, ან სხვა შეთანხმებით, მათ სურთ პაუზა. ისინი მოიკრებენ ძალებს, ფულს, იარაღს, დაიწყებენ მზადებას და როდესაც ყველაფერ ამას მოამზადებენ, ისინი დაიწყებენ თავდასხმას, რადგან მათ ერთადერთი მიზანი…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი კვლევებისთვის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სამედიცინო კვლევებისთვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სააკაშვილს რამდენიმე კვლევა ჩაუტარდა და ისევ უკან, „ვივამედში“ დააბრუნეს. კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე არ აკონკრეტებს იყო თუ რომელ კლინიკაში გადაიყვანეს სააკაშვილი.

მეტი...

“თა­ლი­ბან­მა” ქალებს გა­სარ­თობ პარ­კებ­ში შესვლა აუკ­რძა­ლა

“თა­ლი­ბან­მა” ქა­ლებს ისეთ გა­სარ­თობ პარ­კებ­ში შესვლა აუკ­რძა­ლა სა­დაც ატ­რაქ­ცი­ო­ნე­ბია. ავ­ღა­ნე­თის სათ­ნო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბი­სა და მან­კი­ე­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სპი­კერ­ის განცხადებით,  ხალ­ხი შა­რი­ა­თის კა­ნო­ნებს პა­ტივს არ სცემს, ამი­ტო­მაც ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა გახ­და სა­ჭი­რო. ,,ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმი­ტომ მი­ვი­ღეთ, რომ ბოლო 15 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი მცდე­ლო­ბი­სა, ხალ­ხი შა­რი­ა­თის კა­ნო­ნებს პა­ტივს არ სცემ­და და მა­ინც და­დი­ო­და პარკში”, – განაცხადა  მო­ჰა­მედ აკიფ­მა. აღნიშნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე ქა­ლებს უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ გა­სარ­თობ პარკში კვი­რა­ში სამ­ჯერ წა­სუ­ლიყ­ვნენ. ა ჯერ­ჯე­რო­ბით, ეს აკ­რძალ­ვა მხო­ლოდ დე­და­ქა­ლაქ­ზე ვრცელ­დე­ბა, მაგ­რამ მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ის მთელ ავ­ღა­ნეთში გავრცელდეს.

მეტი...

,,შიგნით ერთმანეთს ჭამენ და ჩვენ ამ დროს ქვეყნის საქმეს ვაკეთებთ”- მდინარაძე ”ნაციონალურ მოძრაობაზე”

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთს ებრძვიან ფულის, გავლენისთვის და ოცნებობენ იმავეზე, რაც თავის დროზე აკეთეს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიაში ”შიგნით ერთმანეთს ჭამენ”. „ისინი ერთმანეთს ებრძვიან ფულისა და გავლენისთვის პარტიის შიგნით. რეალურად, მათ ერთი ოცნება აქვთ, იბრძვიან გავლენებისთვის, როგორც პარტიის შიგნით, ასევე ქვეყანაში და ოცნებობენ იმავეზე, რაც აკეთეს თავის დროზე – ადამიანების წამებასა და ფულის შოვნაზე, საკუთარ მომავალზე და არა საქართველოს მომავალზე. ამიტომ, ჯერ შიგნით ჭამენ ერთმანეთს, რომ შემდეგ ქვეყანა შეჭამონ. ჩვენ საქმეს ვაკეთებთ, რათა ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი, ეკონომიურად ძლიერი, ხალხმა შვება იგრძნოს,…

მეტი...

მიკოლაევის დაბომბვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

რუსი ოკუპანტების მიერ, მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. დაშავდა  1 ადამიანი. დღეს,  11 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, რუსეთის არმიამ მიკოლაევის ორ საცხოვრებელ უბანს რაკეტა ესროლა. დაბომბვის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი შესასვლელი მთლიანად განადგურდა. მომხდარზე გამოძიება უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო.  

მეტი...

,,დეოლიგარქიზაციის კანონის მომხრე არ ვართ, საერთოდ არ გვჭირდება”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მომხრე არ არის, რადგან საერთოდ არ არის საჭირო. მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის ჩანაწერი არ შეიძლება, გამოყენებული იყოს სიტუაციის მეტად ესკალაციისთვის და დაპირისპირების გასაზრდელად. „ვაპირებ, ამ კანონპროექტის ინიციატორებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კითხვა დავუსვა, ვის აქვს საქართველოში მომეტებული პოლიტიკური გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე და ვის წინააღმდეგ ვიღებთ კანონს. კონკრეტული სახელი და გვარი რომ ითქვას, რადგან პოლიტიკური სექტორი ერთმანეთს აბრალებს, ვის წინააღმდეგ იღებენ ამ კანონს. ჩვენ არ ვართ ამ კანონის მომხრე და მიგვაჩნია, რომ საერთოდ არ გვჭირდება. დეოლიგარქიზაცია საერთოდ არ გვჭირდება, ჩვენ დეპოლარიზაცია გვჭირდება, რომ ერთმანეთთან საუბარი შევძლოთ.…

მეტი...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, მინი ფეხბურთში აგვისტოს ომის გმირის სახელობის ტურნირი ჩატარდა

მიმდინარე წლის 10 ნოემბერს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ჩატარდა 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომში დაღუპული მეომრის, ალექსი ნატროშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში. ასპარეზობაში მონაწილეობას გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6, თელავის 1 და თავდაცვის სამინისტროს მეოთხე ქვეითი ბრიგადის გუნდები იღებდნენ. ფინალური ორთაბრძოლა სოფელ კალაურისა და მეოთხე ბრიგადის ნაკრებ გუნდებს შორის გაიმართა და ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. ტურნირის მონაწილეებსა და გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასები, მედლები და სიგელები სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსმა, თამაზ კალატოზიშვილმა გადასცა, ტურნირის გარდამავალი…

მეტი...

,,ხერსონი რუსეთის სუბიექტია” – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული ჯარების გაყვანა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე არ შეცვლის რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის რეგიონის სტატუსს. ,,ეს არის რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, ეს სტატუსი არის იურიდიულად განსაზღვრული და დაცული. აქ არანაირი ცვლილება არ არის და არ შეიძლება იყოს”, – განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, კრემლი ხერსონიდან უკან დახევას  დამამცირებლად არ მიიჩნევს.

მეტი...

,,მოწინააღმდეგე მხარემ დესტრუქციის ნიშნად დატოვა ყრილობა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე”- ლევან ჩხეიძე ”მედიაცენტრ მთავარში”

,,ყრილობაზე, რომელიც საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ზაფხულში გამართა, მოხდა განხეთქილება და დესტრუქციის ნიშნად დატოვა მოწინააღმდეგე მხარემ ყრილობა და უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე,”- ამის შესახებ ადვოკატმა  ლევან ჩხეიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებაში აქვს მიღებული ალტერნატიული ფედერაციის ათი დამფუძნებლის წინააღმდეგ სარჩელი, რომლითაც კარატეს ეროვნული ფედერაცია ითხოვს აღნიშნული შეთანხმების ბათილად და კანონსაწინააღმდეგოდ ცნობას. „შეიქმნა ალტერნატიული, ე.წ. კარატეს ეროვნული ფედერაცია. კანონი სპორტის შესახებ პირდაპირ ითვალისწინებს, რომ სპორტის ყველა ინდივიდუალურ სახეობაში ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი ფედერაცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ სპორტის სახეობის განვითარებაზე და იქნება ერთადერთი ხელმძღვანელი მოცემულ დარგში.…

მეტი...

,,ვაჟა მელაძე გარედან უფრო მეტს იტყვის, ვიდრე პენიტენციური დაწესებულებიდან”- ადვოკატი ”მედიაცენტრ მთავარში”

მიმალვაში მყოფი ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ვაჟა მელაძე ფიქრობს, რომ  გარედან უფრო მეტს იტყვის, ვიდრე პენიტენციური დაწესებულებიდან. ადვოკატის თქმით, ფინანსური საკითხები ვაჟა მელაძის  პრეროგატივა არ იყო და არ განკარგავდა. „ის აღნიშნავს, რომ გარედან უფრო მეტს იტყვის, ვიდრე პენიტენციურ სამსახურში მოხვედრის შემთხვევაში. ასე გადაწყვიტა ამ ადამიანმა, ურჩევნია, გარედან ესაუბროს საზოგადოებას. ფინანსური საკითხები მისი პრეროგატივა არ იყო, არც ერთი ტრანზაქცია არ არსებობს, რომ მას ან დირექტორმა ჩაურიცხა ან სხვამ. ყველაფერი მიმართული იყო შპს-კენ, მხოლოდ შპს „მელაძეს“ ჰქონდა ურთიერთობები დაზარალებულებთან. მელაძის მიერ ხდებოდა აღნიშნული კომპანიის გაპიარება, პროდუქციას ის…

მეტი...

კიევის საჯარო სკოლებსა და ბაღებში, რუსულ ენას სასწავლო პროგრამიდან ამოიღებენ

კიევის საკრებულოს II სესიის პლენარულ სხდომაზე 64-მა დეპუტატმა მიიღო გადაწყვეტილება რუსული ენის სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებიდან ამოღების შესახებ. კიევის საკრებულოს დეპუტატის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის ხელმძღვანელის, ვადიმ ვასილუჩკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასთან ომის პირობებში ბაღებსა და საჯარო სკოლებში რუსული ენის შესწავლა არ არის მართებული. ,,რუსეთის ფედერაციის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „რუსეთი აღწევს იქამდე, სადამდეც გავრცელებულია რუსული ენა“. აქედან გამომდინარე კიევის საკრებულოს დეპუტატთა კორპუსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობის ესკალაციისა და კიევის საგანმანათლებლო სივრცის დაცვის საშუალებას მისცემს აგრესორი სახელმწიფოს ჰიბრიდული გავლენებისგან. ენა მნიშვნელოვანია და ომის დროს ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია”…

მეტი...

,,ვაჟა მელაძის მთავარი მიზანია საერთო ენა გამონახოს დაზარალებულებთან”- ადვოკატი ”მედიაცენტრ მთავარში”

„ვაჟა მელაძის ერთადერთი ინტერესია, თუ რამე ფორმით აქვს დავალიანება კომპანიას, ეს ვალები გაისტუმროს, მაგრამ მთავარი მიზანია ამ ურთიერთობაში საერთო ენა გამონახოს დაზარალებულებთან,”- ამის შესახებ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის,  ვაჟა მელაძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. ადვოკატის თქმით, ვაჟა მელაძის ინტერესია,  საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ,,ვაჟა მელაძის ერთადერთი ინტერესია, თუ რამე ფორმით აქვს დავალიანება კომპანიას, ეს ვალები გაისტუმროს, მაგრამ მთავარი მიზანია, ვაჟა მელაძემ ამ ურთიერთობაში საერთო ენა გამონახოს დაზარალებულებთან, რადგან დაზარალებული როგორც თქვენ, ასევე თავად ვაჟა მელაძეაცაა. ის აპირებს აქტიურად ჩაერთოს სასამართლო განხილვებში, მედიასთანაც ღიაა…

მეტი...

,,ზამთრის სეზონისთვის ყველა დანადგარი და სისტემა უნდა შემოწმდეს”- გაფრთხილება მოსახლეობას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მოსახლეობას აფრთხილებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სეზონისთვის ყველა დანადგარი და სისტემა იქნას შემოწმებული. როგორც დავით ნარმანია აღნიშნავს, თუ რაიმე სახის სუნს იგრძნობს მომხმარებელი ან გაზთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ უწესრიგობაა, აუცილებლად უნდა დარეკონ შესაბამისი გამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე. „თბილისი ენერჯი“, „სოკარ ჯორჯია“ და სხვა კომპანიები ახდენენ მომხმარებელთა შემოწმებას. მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სეზონისთვის ყველა დანადგარი და სისტემა იქნას შემოწმებული და თუ რაიმე სახის სუნს იგრძნობს მომხმარებელი ან გაზთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ უწესრიგობაა, მათ აუცილებლად უნდა დარეკონ შესაბამისი გამანაწილებელი კომპანიის ცხელ…

მეტი...

,,მარეგულირებელი კომისია დეკემბერში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, თუმცა ზრდა მოსალოდნელი არ არის”- დავით ნარმანია ”მედიაცენტრ მთავარში”

,,ელექტროენერგიის სექტორში აგვისტოში დავადგინეთ ტარიფები და ამ შემოდგომა -ზამთარში იქნება უცვლელი,”- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მისივე თქმით, მარეგულირებელი კომისია დეკემბერი ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, თუმცა ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის. „ზამთრის სეზონი ახლოვდება, შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარება იმატებს. აქედან გამომდინარე, ხშირად ჩნდება ხოლმე კითხვები მომხმარებლებისგან, თუ რატომ მოსდით მათ გაზრდილი გადასახადები. ეს როგორც წესი, მოხმარების ზრდასთან არის დაკავშირებული. მარეგულირებელი კომისია აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას და მინდა გითხრათ, რომ ელექტროენერგიის სექტორში ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონში 15-16%-ით მეტია,…

მეტი...

გიორგი ჩალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას აყენებს

გიორგი ჩალაძე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატურას წარადგენს. ამის შესახებ ჩალაძე სოციალურ ქსელში წერს. ,,პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს! დრო არ ითმენს. საჭიროა ეფექტური მოქმედება შედეგით – მიშას თავისუფლება. ფაქტია დღემდე ეს ვერ მოხერხდა. ისიც ფაქტია, რომ შესაძლებელის კეთება არ არის საკმარისი. სასიცოცხლოდ აუცილებელია  მოკლე დროში შედეგის დადება –  მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება! არ ვაპირებ დროის კარგვას წარსულზე , მას ვერ შევცვლი.   მაგრამ შეგვიძლია მომავალი შევქმნათ ერთად! ამისთვის კი თავდადებასთან ერთად  უმძიმესი შრომა, უდიდესი  პასუხისმგებლობა,  თანმიმდევრული, ორგანიზებული  და სისტემური მოქმედებაა  საჭირო. პარტია არის ის ინსტრუმენტი, რომელიც შეუცვლელია ამ ბრძოლაში.…

მეტი...

,,ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა”- ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევის განცხადებით, მიღებულ ერთობლივ განცხადებებში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოფიციალურად აღიარეს ერთმანეთის სუვერენიტეტი, რაც აჩვენებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა. „ოქტომბერში პრაღასა და სოჭში მიღებულ ერთობლივ განცხადებებში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოფიციალურად აღიარეს ერთმანეთის სუვერენიტეტი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა. ყარაბაღის მეორე ომის შედეგები რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. აზერბაიჯანი აქტიურად მუშაობს ზანგეზურის დერეფნის შექმნაზე და თავის ტერიტორიაზე დერეფანთან დაკავშირებულ ფართომასშტაბურ საქმიანობას ეწევა. ზანგეზურის დერეფნის გახსნა სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას“, – განაცხადა ალიევმა.

მეტი...

ლეონარდო დიკაბრიო გარემოს დაცვის მიზნით კვირაში მხოლოდ 2-ჯერ ბანაობს

მსახიობი ლეონარდო დიკაბრიო გარემოს დაცვის მიზნით კვირაში მხოლოდ 2-ჯერ ბანაობს. მისი თქმით, ამ გზით ნაკლები წყალი იხარჯება, რაც მისი მხრიდან მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა. ამასთან, აღნიშნული მოტივით მსახიობი უარ ამბობს ჰიგიენური საშუალება  დეოდორანტის გამოყენებაზე, რომელიც ალუმინს შეიცავს. ასევე, ოსკაროსანი მსახიობი  გადამუშავების მიზნით დღეების განმავლობაში ნაგავსაც აგროვებს. ცნობისთვის, მსახიობი გარემოს აქტიური დამცველია. ის  ერთ-ერთია იმ ვარსკვლავთაგან, რომლებიც კლიმატისა და გარემოს დაცვის საკითხებს დიდ ყურადღებას აქცევენ და პრობლემების მოსაგვარებლად არც საკუთარ გავლენასა და ფინანსებს იშურებენ.  

მეტი...

,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა”- ერდოღანი

,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა,” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამარყანდში, თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ანკარა მზად არის თურქულენოვან სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით. „ანკარა დიდი ხანია, ახორციელებს თურქეთის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა“, – განაცხადა ერდოღანმა.  

მეტი...

,,ევროპელებმა გაგვიღეს კარი, მაგრამ ამ კარში ჩაწვნენ კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი”- პაატა მანჯგალაძე

,,ევროპელებმა გაგვიღეს კარი, მაგრამ ამ კარში ჩაწვნენ კობახიძე, ღარიბაშვილი და ივანიშვილი,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით,  “ქართული ოცნება” არც ევროპის სოციალისტური ოჯახის წევრი არ არის და “ედინაია რასიას” ოჯახის წევრია. ,,ქართული ოცნება” ანგარიშვალდებულია არა ხალხის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაზე, ვერ ნახავთ “ქართული ოცნების” ვერც ერთ ლიდერს, რომელიც ჯერ მანტრას არ აღავლენს ივანიშვილის წინაშე და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს საუბარს სხვა საკითხებზე. ხომ ხედავთ, ყოველ დღე კობახიძე, თალაკვაძე და სხვები ივანიშვილის სადიდებელს ამბობენ, როგორც უფლის სადიდებელი უნდა თქვან დილით და შემდეგ იწყებენ საუბარს. მათ საქართველოსა და ივანიშვილს შორის…

მეტი...

79 400 ჯარისკაცი, 2 814 ტანკი, ​5 696 ჯავშანტექნიკა – რუსეთის სამხედრო დანაკარგი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით,  რუსმა ოკუპანტებმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 79 400 ჯარისკაცი დაკარგეს. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:ჯარისკაცი – დაახლოებით 79 400; ​ტანკი – 2 814; ჯავშანტექნიკა – ​5 696; საარტილერიო სისტემა – 1 817; სარაკეტო სისტემა – 393; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 205; თვითმფრინავები – 278; ვერტმფრენი – 261; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 505; საკრუიზო რაკეტები – 399; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 4 259; გემი/ნავი/კატარღა – 16; ​ სპეციალური აღჭურვილობა – 159.

მეტი...