„მონაზონს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს“ – პროკურატურის განცხადება

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩედენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს, პროკურატურამ ბრალდება წარედგინა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში სამების ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფულადი თანხა და ძვირფასეულობა.  უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს.  ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს…

მეტი...

მონაზვნის ცემისა და გაუპატიურებისთვის დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩედენილი ყაჩაღობის ფაქტზე, გენერალურმა პროკურატურამ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში ამ წუთებში საგანგებო განცხადება კეთდება. საქმე ეხება ხაშურში მომხდარ შემზარავ ფაქტს, როცა ორმა ახალგაზრდა მამაკაცმა, 70 წელს გადაცილებული დედაო სცემეს და გააუპატიურეს.

მეტი...

“ისრების გადატანა ჟურნალისტებზე არასწორია, ეს არ იყო საპატრიარქოს პოზიცია”- მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამტკიცებს, რომ ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადება, საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ იყო. მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, ანდრია ჯაღმაიძემ სოციალურ ქსელში თავისი პოზიცია გამოხატა. “შეიძლება მან გადაამლაშა და ისრების გადმოტანა ჟურნალისტებზე, რომ თქვენი ბრალია ყველაფერი, ნამდვილად არასწორია. მე ვერ გეტყვით, ეს მისი პირადი ინიციატივაა, მან თავის პოსტზე დადო ეს თუ ეს იყო საპატრიარქოს განცხადება, მგონი, ეს არ იყო საპატრიარქოს განცხადება. ანდრია ჯაღმაიძეს, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო, ახლა შეუძლია, თავის თავს მისცეს უფლება, რომ თავისი აზრი გამოთქვას. ყოველთვის, ნებისმიერი…

მეტი...

“მაშინებს მამაჩემის მდგომარეობა” – ედუარდ სააკაშვილი

“მაშინებს მამაჩემის მდგომარეობა”  – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა განაცხადა. ყოფილი პრეზიდენტის უფროსი შვილის განცხადებით, რაც უფრო მეტად დააყოვნებს ხელისუფლება მიხეილ სააკაშილის საზღვარგარეთ გადაყვანის პროცესს, მით უფრო შეუქცევადი შეიძლება გახდეს მგომარეობა. “ბევრად უკეთესი იქნებოდა,თავიდან ბოლომდე ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდანაც მხარდაჭერილი, მაგრამ ისევ იმას ვუბრუნდები, რომ ენდობიან თუ არა „ემპათიას“, სხვა საკითხია, მათ იციან რეალობა და მგონი, ეს დასკვნა და შემდეგ მისი სასამართლოში წარდგენა არის შანსი, ხელისუფლებამ გადადგას სწორი ნაბიჯი. იმედი მაქვს, ამ შანსს გამოიყენებენ. მათ ადგილას მე გამოვიყენებდი. რაღაც მომენტში ისინი ამას გააკეთებენ, მაგრამ უკეთესი იქნება ეს მოხდეს უფრო…

მეტი...

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ META ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ ამერიკული კორპორაცია Meta Platforms Inc. (ფეისბუქის, ინსტაგრამის, WhatsApp-ის მფლობელი) იმ ორგანიზაციების რეესტრში შეიყვანა, რომელთა საქმიანობასაც რუსეთის ხელისუფლება “ექსტრემისტულად” მიიჩნევს. ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთში Meta-ს საქმიანობის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ Meta-ს პროდუქტების (ფეისბუქი, ინსტაგრამი) გამოყენება “არაექსტრემისტული მიზნებით არ უნდა ჩაითვალოს ექსტრემისტული ორგანიზაციის მხარდაჭერად”.

მეტი...

“ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესმა შეიძლება კომიკური სახე მიიღოს”- ბაჩო დოლიძე ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაზე

,,ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესმა შეიძლება კომიკური სახე მიიღოს – დაველოდოთ ვინ იქნება შემდეგი” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა. ბაჩო დოლიძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფერს გაუძლებს და საბოლოო ჯამში, ძლიერი გუნდით წარდგება. „შესაძლოა, მალე უკვე პოლიტიკური კლოუნადა ვიხილოთ „ძალიან ჭკვიანი ხალხის“ დაკვეთით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პროცესმა შეიძლება კომიკური სახე მიიღოს – დაველოდოთ ვინ იქნება შემდეგი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი როგორც კი დასრულდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია გაუძლებს ამ ვითარებებს, ამ მოქმედებებს და საბოლოო ჯამში პროცესის დასრულების შემდეგ ჩვენ ძალიან ძლიერი…

მეტი...

“ჩრდილოეთ კორეა მიზნად ისახავს, ჰქონდეს ყველაზე ძლიერი ბირთვული შეიარაღება”- კიმ ჩენ ინი

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გეგმავს, ჰქონდეს ყველაზე ძლიერი ბირთვული შეიარაღება. ამასთანავე, სახელმწიფო მედიის ცნობით, კიმ ჩენ ინმა დააწინაურა ის ათობით სამხედრო ოფიცერი, რომლებიც ბოლო ბალისტიკური რაკეტის გაშვებაში მონაწილეობდა. ”ჩრდილოეთ კორეის საბოლოო მიზანია, ფლობდეს მსოფლიოში ყველაზე მძლავრ სტრატეგიულ ძალას”. – აღნიშნა კიმმა ბრძანებაში, რომელიც ოფიცრების დაწინაურებას ითვალისწინებს და დამატებით განაცხადა, რომ ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერებით ქვეყნის ღირსებასა და სუვერენიტეტს დაიცავს

მეტი...

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი გარდაიცვალა

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ მაკეი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, პოლიტიკოსის ავადმყოფობის ან ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. მაკეის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია თუ რა გახდა პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო შეხვედრა მაკეიმ, 25 ნოემბერს წმინდა საყდრის წარმომადგენელთან გამართა.

მეტი...

“ის, რაც მოხდა სამების დედათა მონასტერში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის იმ სიძულვილის ენის შედეგი”- მეუფე სვიმეონი

“ის, რაც მოხდა სამების დედათა მონასტერში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის იმ სიძულვილის ენის შედეგი, რა სიძულვილიც საზოგადოებაში ითესება ყოველდღე. და ყველამ გაიგოს ეს. არაფერი დასამალი არ მაქვს”- აცხადებს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი, მეუფე სვიმეონი. ეპისკოპოსის განცხადებით, არასწორი ინტერპრეტაციით ხდება საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ”მოგეხსენებათ ყველას, აი ტელევიზიები არიან აქ და მოგეხსენებათ ყველას, რომ მე არასოდეს არ გამოვირჩეოდი ინტერვიუებით იმიტომ, რომ ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტაცია, არასწორად მიტანა საზოგადოებასთან იმ აზრის, რასაც ვამბობთ ჩვენ, სამწუხარო არის, კიდე ერთხელ ვიტყვი არა მარტო ტელევიზიების, არამედ ძალიან ბევრი არასწორად მოაზროვნე ადამიანის შედეგია, ის რაც მოხდა…

მეტი...

,,შემდეგი კვირა შესაძლოა, ძალიან მძიმე იყოს, ჩვენ ვემზადებით, სამხედროები ემზადებიან”- დავით არახამია

უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებს, რომ მომავალი კვირა შესაძლოა, ძალიან მძიმე იყო. არახამიამ თითოეულ უკრაინელს მოუწოდა, იზრუნონ საკუთარ თავსა და ოჯახებზე, კერძოდ, მოიმარაგონ წყალი, საკვები, დატენონონ ტელეფონები, ასევე გაიგონ, სად არის მათგან ე.წ. უძლეველობის უახლოესი პუნქტი – სპეციალურად მოწყობილი პუნქტი, სადაც მოქალაქეებს გათბობა, ტელეფონის დატენვა და ინტერნეტით სარგებლობა შეუძლიათ. „შემდეგი კვირა შესაძლოა, ძალიან მძიმე იყოს. რუსები ენერგეტიკის ობიექტების წინააღმდეგ ახალ ტერაქტებს ამზადებენ. საგანგებო სამსახურები და ხელისუფლების ორგანოები მუშაობენ სხვადასხვა სცენარზე. ჩატარებულია მრავალი სწავლება, შემუშავებულია ენერგეტიკოსებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოქმედებები, ყველამ იცის, რა უნდა გააკეთონ. ჩვენ…

მეტი...

კანადა ქვეყანაში 1,5 მილიონ შრომით მიგრანტს იწვევს

კანადა დიდ ფსონს დებს იმიგრაციაზე. ვიზიტორთა უპრეცედენტო ტალღით, კანადის მთავრობა იმედოვნებს, რომ კანადის ეკონომიკაში მუშახელის ნაკლებობის კომპენსირებას მოახდენს. ამ პრობლემის გამწვავება მოსახლეობის დაბერებამ და ბეიბი–ბუმერების თაობის მასობრივად პენსიაზე გასვლამ გამოიწვია. თუმცა, ყველა კანადელი არ არის მზად, ხელგაშლილი მიესალმოს უცხოელების ასეთ დიდ რაოდენობას. ნოემბრის დასაწყისში კანადის ფედერალურმა ხელისუფლებამ გამოაცხადა გრანდიოზული გეგმების შესახებ: მომავალი წლის იანვრიდან და 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის მთავრობა ყოველწლიურად 500 000 ემიგრანტის მიღებას გეგმავს. ანუ მომდევნო სამი წლის განმავლობაში კანადის მოსახლეობა სულ 1,5 მილიონი ადამიანით უნდა გაიზარდოს. ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ეს დაახლოებით რვაჯერ აღემატება იმას, რასაც გაერთიანებული…

მეტი...

ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

რუსეთის მიერ ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი დაშავდა, დაშავებულთაგან ერთი ბავშვია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, იაროსლავ იანუშევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს. იანუშევიჩის განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ხერსონის ოლქის მისამართით 54-ჯერ გახსნეს ცეცხლი. „რაშისტები განაგრძობენ ტერორის ტაქტიკის გამოყენებას, მიზანმიმართულად ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ოლქის მშვიდობიან მოსახლეობაზე“, – განაცხადა იანუშევიჩმა. ოკუპანტებმა დაბომბეს ხერსონი, ჩერნობაევკა, ანტონოვკა და სხვა დასახლებები.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში ახალი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და გინესის სარეკორდო შედეგი კიდევ ერთხელ დააფიქსირა. უწყების ინფორმაციით, 60 სმ პლათფორმიდან 1 წუთის განმავლობაში შეასრულა აზიდვების 124 მოძრაობა. “მისი ახალი რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა და უახლოეს დღეებში აღნიშნული შედეგი გინესის მსოფლიო რეკორდების ფედერაციის ოფისში გაიგზავნება. ირაკლი როსტომაშვილისთვის სხვადასხვა სტილით აზიდვებში დამყარებული რიგით მეოთხე მსოფლიო რეკორდია და შესულია გინესის რეკორდების წიგნში. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის სარეკორდო გამოსვლა ტექნიკურ-მატერიალური ბაზით უზრუნველყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ”- ვკითხულობთ განცხადებაში.

მეტი...

ზურაბ ჭიაბერაშვილს “ენმ”-ს თავმჯდომარეობა უნდა

ზურაბ ჭიაბერაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე ფიქრობს. ჭიაბერაშვილის განცხადებით, არსებულ სამ კანდიდატში ვერ ხედავს მაკონსოლიდირებელ ეფექტს. “მე, რაც მაწუხებს – არსებული კანდიდატები შეძლებენ, თუ არა სწორედ მეორე თუ მესამე მხარისთვის ხელის გაწვდენას და მაკონსოლიდირებელი ფუნქციის შესრულებას. ძალიან ბევრ ადამიანს, ვისთანაც მე მისაუბრია, აწუხებთ ერთი რამ – ისინიც კი, ვინც შეიძლება სხვა პროდასავლური პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, ამბობენ, რომ თუ ჩვენ გვინდა შევკრათ საერთო ერთობა, ასეთი კონფრონტაცია ენმ-ში მხოლოდ ამ პარტიას კი არ ასუსტებს, არამედ ოპოზიციურ ერთობას. ზოგადად, მაკონსოლიდირებელი ეფექტი არის ზუსტად ის, რაც ჩემი ფიქრის მთავარი [მოტივია]”. – თქვა ჭიაბერაშვილმა. ჭიაბერაშვილმა ევროპული…

მეტი...

,,რუსეთი ფარული მობილიზაციის ახალ ტალღას ამზადებს” – უკრაინის გენ.შტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთმა ფარული მობილიზაციის მორიგი ტალღისთვის მზადება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, მობილიზაცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც იგეგმება. „რუსი ოკუპანტები ახორციელებენ მოსამზადებელ ზომებს ფარული მობილიზაციის მორიგი ტალღისთვის. არსებული ინფორმაციით, ე.წ. მობილიზაცია იგეგმება რუსეთის და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ფარული მობილიზაციის მორიგი ტალღის დაწყება მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან არის მოსალოდნელი“ – აღნიშნულია უკრაინული მხარის განცხადებაში.

მეტი...

ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა

ლაგოდეხში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, “მერსედესის” მარკის ავტომობილით გადადგილდებოდნენ, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და ხეს შეეჯახა. მიღებული დაზიანებებით ორივე ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანიდან არიან.

მეტი...

იტალიის კუნძულ ისკიაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ათზე მეტი ადამიანია დაკარგული

იტალიის ცნობილ კურორტზე, კუნძულ ისკიაზე ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ათზე მეტი ადამიანია დაკარგული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველებმა იპოვეს ქალის ცხედარი. 26 ნოემბერს, გამთენიისას კუნძულზე დაწყებულმა ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. ჩამოწოლილმა მეწყერმა საცხოვრებელი სახლები მოიყოლა. ტალახისა და წაქცეული ხეების ნიაღვარმა მანქანები წაიღო. უამინდობის გამო ათობით საცხოვრებელ სახლამდე მაშველები მისვლას ვერ ახერხებენ. შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოსი სიტუაციას ძალიან რთულს უწოდებს.

მეტი...

პრემიერ-მინისტრი ნონა გაფრინდაშვილს ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდას, ნონა გაფრინდაშვილს იტალიაში მიმდინარე ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას ულოცავს. “მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის, გასაოცარი სპორტული ბიოგრაფია კიდევ ერთი დიდი გამარჯვებით გაგრძელდა – ქალბატონმა ნონამ იტალიაში მიმდინარე ვეტერან მოჭადრაკეთა ჩემპიონატზე მერვედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. მადლობას ვუხდი ქალბატონ ნონას იმ სიხარულისთვის, რასაც ახლა თითოეული ქართველი განიცდის და კვლავაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ”-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

რუსთავში სამი დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ

რუსთავში მესამე დღეა ვასილ ბაკურაძეს ეძებენ  – ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. მათი ინფორმაციით, კაცი სახლიდან  23 ნოემბერს, დილის 5 საათზე  გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ბოლო ინფორმაციით, ის ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ეცვა ქურთუკი წითელ და შავ ფერებში, ჯინსის შარვალი, შავი ფეხსაცმელი და შავი ქუდი. დაკარგულ კაცს არ აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, თან აქვს პირადობის მოწმობა. ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით ოჯახს ნომერზე – 577528990.

მეტი...

“ზოგიერთმა არამეგობრულმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების რაოდენობა მინიმუმამდე შეამცირა“ – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ “არამეგობრულმა” ქვეყნებმა რუსი დიპლომატების დიდი ნაწილი ქვეყნებიდან გააძევეს. ზახაროვა აღნიშნავს, რომ ზოგიერთ დასავლურ ქვეყანაში ორ რუს დიპლომატზე მეტი აღარ დარჩა. “არამეგობრულმა ქვეყნებმა ჩვენი დიპლომატების რიცხვი შეამცირეს. ზოგიერთ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ან ორი დიპლომატი გვყავს. რუსეთი ამ ქვეყნებთან დიპლომატიურ ურთიერთობებს ისევ ინარჩუნებს, რადგან იქ ჩვენი მოქალაქეებიც ცხოვრობენ. გარდა ამისა, იქ არიან ადამიანები, რომლებიც ამყარებენ ჩვენთან ეკონომიკურ კავშირებს. ასეთი ხალხის რაოდენობა ძალიან დიდია. ისინი ჩვენს ქვეყანასთან ბიზნესსაქმიანობით არიან დაკავებული, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლოა. ეს ხალხი ნამდვილად განიცდის, თუ რაც ხდება რუსეთთან მიმართებით” –…

მეტი...

,,მონასტერში მომხდარის მედიისთვის გადაბრალდება უკიდურესად საშიში და არასწორია”- ნინო ლომჯარია

,,მთელი ქვეყანა შეძრულია ცხრამუხის მონასტერში მომხდარი ტრაგედიის გამო, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია” – ამის შესახებ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „ფეისბუქში“ წერს. მისი განცხადებით, “სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და უდანაშაულო ადამიანებისგან მტრის ხატის შექმნა“. „თერჯოლის ტრაგედიიდან ძალიან მალე უმძიმესი, უსასტიკესი დანაშაული მოხდა ცხრამუხის მონასტერში, მთელი ქვეყანა შეძრულია, მაგრამ ამ დანაშაულის მიზეზების გადაბრალება კონკრეტული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის უკიდურესად საშიში და არასწორია. ხვალ შეიძლება ამ განცხადებით წაქეზებული მოქალაქე რომელიმე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდეს, იძალადოს, რაც გვინახავს უკვე არაერთგზის. არ შეიძლება, სახიფათოა ასეთი თემებით სპეკულირება და…

მეტი...

ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

ბათუმი-გონიოს დამაკავშირებელ გზაზე, მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული  ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადას ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე ორი კაცი გარდაცვლილი დახვდა, ერთი დაშავებული კი, ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.

მეტი...