„კლინიკა გადავსებულია, უკვე რესურსი არ გვაქვს, პაციენტი მივიღოთ“ – ლევან რატიანი

  •  

კლინიკები პაციენტებს ვერ იღებენ. გადავსებული ადგილების გარდა, დაინფიცირებულთა ათასობით ახალ შემთხვევას ვერც მედიკოსები უმკლავდებიან. როგორც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი აცხადებს, მათი რესურსი ამოწურულია.   

„ჩვენი კლინიკის მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ არანაირი რესურსი აღარ გაგვაჩნია, რომ დამატებითი პაციენტები მივიღოთ, თუნდაც, ეს იყოს ჩვენი ოჯახის წევრი. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე კლინიკას მეტის საშუალება არ გააჩნია. მედპერსონალიც დაინფიცირებულია. თუმცა, ვინც მუშაობს, ექიმები, მედდები და სანიტრები აქ 24 საათის განმავლობაში პაციენტების გადასარჩენად იბრძვიან”, – აცხადებს ლევან რატიანი.

შეგახსენებთ, რომ, „კოვიდ 19“-ს ახალი შემთხვევები 3 000 ინფიცირებულს უახლოვდება.  

მსგავსი თემები