ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის

ოპოზიცია მოლაპარაკებებისთვის მზად არის. თუმცა პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ ეს არ უნდა მოხდეს შანტაჟის ფონზე და განსახილველი საკითხებიც აუცილებლად კონკრეტული უნდა იყოს. მოთხოვნები უცვლელია – თამარ ჟვანიას გადადგომა და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის ფონზე ხელახალი არჩევნების ჩატარება. მანამდე კი ოპოზიცია მხარდამჭერებს მორიგ აქციაზე შაბათს, 14 ნოემბერს ელოდება. “მოლაპარაკების საგანი შეიძლება იყოს ხელახალი და თავისუფალი არჩევნები, ასევე მოთხოვნაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ხალხს აპატიმრებენ და მერე დიალოგზე გიწვევენ, ეგეთი დიალოგი არ არსებობს,”- განაცხადა “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ.  “სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარის გიორგი ვაშაძის განმარტებით, ოპოზიციის წევრებისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი ამ სიტუაციაში ადეკვატური…

მეტი...

ცოტნე დადიანის ქუჩაზე სუნამოებისა და ტანსაცმლის საწყობი დაიწვა

ხანძარი იყო თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე. ცეცხლი მე-10 საჯარო სკოლის მიმდებარედ, ოთხსართულიანი ყოფილი სპორტკომპლექსის შენობის პირველ სართულზე მდებარე საწყობს გაუჩნდა. დაიწვა დასაწყობებული ტანსაცმელი და სუნამოები, ასევე გარე პერიმეტრზე მდებარე ხის კონსტრუქციები. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია ზარალის ოდენობა. ადგილზე მობილიზებული იყო 7 სახანძრო-სამაშველო მანქანა.

მეტი...

“სომხეთში ვარ და ვაგრძელებ მუშაობას, როგორც პრემიერ-მინისტრი” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მორიგ განცხადებას ავრცელებს. ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ის სომხეთშია და პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შესრულებას აგრძელებს. „რა თქმა უნდა, სომხეთში ვარ და ვაგრძელებ მუშაობას, როგორც პრემიერ-მინისტრი“, – წერს ფაშინიანი „ფეისბუქზე“. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით განაცხადა, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტას ითვალისწინებს. სომხეთის პრემიერის განცხადებას ერევანში პროტესტი მოჰყვა. ასობით ადამიანი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილი მთავრობის სახლში შეიჭრა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს. სომხეთის პრემიერმა მოგვიანებით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნა, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. შეთანხმებას ზეიმი მოჰყვა ბაქოს ქუჩებში. განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც, რომლის თქმით, „ყარაბაღის…

მეტი...