“თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!” – ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე

თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის! – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ნანუკა ჟორჟოლიანი გრიგოლ ვასაძის სახელით გავრცელებული განცხადების საპასუხოდ წერს.

“რა ძალზედ სახიფათო? ახლა გაიგეთ რომ კორონაა? ანუ ბიძინას შედეგები სწორია? თუ არსებობენ ადამიანები, რომელთა მოტივაციაც მხოლოდ თბილი სავარძელია?! თურმე არიან! თუ ეს განცხადება მართალი აღმოჩნდება და ეს ადამიანი პარტიის თავმჯდომარედ დარჩება, მიმიფურთხებია ამ პარტიისთვის!“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი “ფეისბუქის“ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სახელით მიმართვა გავრცელდა, რომლის მიხედვით, ვაშაძე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომასა და ქუჩის საკონონმდებლო ორგანოს ტრიბუნით ჩანაცვლებაზე საუბრობს. ამასთან, პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მათ აღნიშნული განცხადების შესახებ არ იციან და მის ავთენტურობას ვერც დაადასტურობენ და ვერც უარყოფენ.

მსგავსი თემები