„ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, მზად ვართ ნებისმიერთან ვისაუბროთ“ – არჩილ თალაკვაძე

  •  

„ჩვენ ვართ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტია და ძალიან კარგად გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა. საზოგადოების გაერთიანების და ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებისთვის, მზად ვართ ნებისმიერთან ვისაუბროთ “,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა ისიც, რომ საზოგადოების მხარდაჭერით, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული დემოკრატიული რეფორმების შემდეგ, პარლამენტში დამოუკიდებლად 8 ოპოზიციური პარტია შევიდა და მათ ახლა, უფრო ძლიერი ბერკეტები და მექანიზმები აქვთ ოპონირებისთვის.

მსგავსი თემები