“გიგი უგულავას მიმართვა „იმედის“ ჟურნალისტისადმი არ იყო ეთიკური” – ნინო ლომჯარია

  •  

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიმართვა „იმედის“ ჟურნალისტის, რუსა შელიასადმი არ იყო ეთიკური, თუმცა უგულავას კომენტარი არ გაცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს.

„რამდენიმე მედიასაშუალება აქტიურად გვიკავშირდება, სურთ სახალხო დამცველის კომენტარი ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე გიგი უგულავას მიერ „იმედის“ ჟურნალისტის მიმართ გამოხატულ შეფასებებზე. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, ძალიან დაძაბულ ვითარებაში უწყვეტ რეჟიმში აშუქებდნენ მოვლენებს. ბევრი მათგანი დაშავდა და დაუზიანდათ აპარატურა, რაც აუცილებლად უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი! სამწუხაროდ, ხშირია პოლიტიკოსების, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვები, რაც ჩემთვის მიუღებელია და სცდება პოლიტიკური ეთიკისა და კულტურის ფარგლებს. სწორედ ისინი უნდა აძლევდნენ საზოგადოებას ჟურნალისტებთან ურთიერთობის მაგალითს.

რაც შეეხება ამ კონკრეტული ინციდენტის სამართლებრივ შეფასებას, გიგი უგულავას მიმართვაც არ იყო ეთიკური, თუმცა, კომენტარი არ გასცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს, რა შემთხვევაშიც, ჩვენ აუცილებლად გვექნებოდა და გვექნება მომავალშიც რეაგირება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მიუხედავად დაძაბულობისა, პატივი სცენ მედიის წარმომადგენლებს და ხელი შეუწყონ მათ უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში მუშობას!“ – აცხადებს ლომჯარია.

მსგავსი თემები