„ვირუსმა მოკლა მილიონ 200 000 ადამიანი, სამედიცინო პერსონალის ინფიცირება მაღალია“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები ყოველ დღე იზრდება. შესაბამისად, გასაფრთხილებელია, როგორც მედპერსონალი, ისე საწოლ ფონდი და რეანიმაციული აპარატები.   

„სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები მაღალია. ექიმის მომზადება მარტივი არ არის, მას სერიოზული მომზადება სჭირდება. სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მარალი მაჩვენებელი გვაქვს საყოფაცხოვრებო პირობებიდან. გარედან უფრო ინფიცირდებიან, ვიდრე შიგნიდან. უფრო მეტი კოორდინაცია სჭირდება სამედიცინო პერსონალის სხვადასხვა რგოლს. არსებობს ეს კორონავირუსი ვირუსმა მოკლა მილიონ მილიონ 200 000 ადამიანი და უნდა დავიჯეროთ, რომ ის არსებობს. ის არა რის ჩვეულებრივი გრიპი, ის გრიპზე უფრო რთულია. ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ სამედიცინო პერსონალს. ჩვენ ბევრი არ გვყავს გამოცდილი რეანიმატოლოგი, არ გვყავს გამოცდილი ინტენსიური თერაპიის სპეციალისტები, რომლებზედაც არის კრიტიკული შემთხვევების მართვის ხელოვნება და მათზე გადადის მთელი პასუხისმგებლობა’ – აცხადებს ამირან გამყრელიძე.    

მსგავსი თემები