„ევროპული საქართველოს“ პოზიცია მყარია” – გიგა ბოკერია

  •  

„ევროპული საქართველოს“ პოზიცია მყარია და არანაირ დაზუსტებას არ საჭიროებს”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

რაც შეეხება იმ მთავარ პრინციპებს, რაზეც ოთხი პარტია შეთანხმდა, ბოკერია ამბობს, რომ აუცილებელია, ყველა ამ საკითხში ერთიანი, მყარი პოზიცია არსებობდეს.

„მე ვამბობდი, დააზუსტოს-მეთქი, ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა და სამოქალაქო კომენტატორმა იხუმრა, მომეწონა. მან თქვა, მიმითითეთ, თუ შეიძლება, სად არის ბატონი ვაშაძის მეორე განცხადების დაზუსტების ოქმიო, ამით ნათქვამია ყველაფერი. თავისთავად, თუ პოზიცია მყარია, ძალიან კარგია, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია მყარია და არანაირ დაზუსტებას არ საჭიროებს.

თუ მისი და მისი გუნდის პოზიცია მყარია, ძალიან კარგია, რადგან ეს პრინციპული საკითხია „ევროპული საქართველოსთვის“ და იმ პოლიტიკური პარტიებისთვის, ვინც აქ იყვნენ. აუცილებელია, რომ ამ საკითხში, ისე როგორც დანარჩენ ორ საკითხში, გვქონდეს მყარი პოზიცია, არანაირ რყევებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი არა ჩვენი პარტიული ინტერესის გამო, არამედ იმის გამო, რომ ყველაფერი დანარჩენი სხვა ჩვენ ქვეყანას უქმნის საფრთხეს“, – განაცხადა ბოკერიამ.

ბოკერიას განმარტებით, მშვიდობიანი პროტესტი გაგრძელდება.

„სანამ გონს არ მოვა ივანიშვილი, მანამდე გაგრძელდება სამოქალაქო, მშვიდობიანი პროტესტი, როცა გონს მოვა, მაშინ, დიახ, დიალოგის მეშვეობით უნდა მოხდეს ახალი არჩევნების ნორმალურ ვითარებაში ჩატარებაზე შეთანხმება“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ.

მსგავსი თემები