„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა/არშესვლას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს” – მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის ან არშესვლის დადებით და უარყოფით მხარეებზე ისაუბრა. ამ თემაზე განცხადება მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, უარყოფითია ის, რომ „ნაცმოძრაობა“ საქმეს კი არ აკეთებს, არამედ დაკავებულია იმით, თუ როგორ შეუშალოს ხელი განვითარების დინამიკას.

„უარყოფითია ის, რომ „ნაცმოძრაობა“ საქმეს კი არ აკეთებს, არამედ დაკავებულია იმით, თუ როგორ შეუშალოს ხელი განვითარების დინამიკას და მათგან საგნობრივი კამათი ჩვენ არ გვინახავს. მხოლოდ რაღაც რადიკალური ზომები არის მიღებული პარლამენტში მათი მხრიდან და ყოველთვის რაღაც არეულობის სცენარს გვთავაზობენ-ხოლმე. რაც შეეხება დადებით მხარეს, ეს არის ის, რომ გამოვჩნდეთ ცუდად ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. დემოკრატიისთვის, რა თქმა უნდა, რაც უფრო პლურალური იქნება პარლამენტი, მით უკეთესი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები