„მთავრობამ დაასუბსიდირა ზამთრის მთელი პერიოდი“ – ენერგოომბუდსმენი „მედიაცენტრ მთავარში“

  •  

„თავიდან საუბარი იყო მხოლოდ მოწყვლადი ჯგუფების დასუბსიდირებაზე, თუმცა ეს შეეხო საშუალო რგოლსაც,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“, ენერგოომბუდსმენმა,  სალომე ვარდიაშვილმა განაცხადა.

ვარდიაშვილი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში ფარავს სახელმწიფო ელექტოენერგიის და ბუნებრივი აირის მომარაგების ხარჯებს. ენერგოომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სუბსიდირება ზამთრის თითქმის მთელ სეზონს მოიცავს:

„მთავრობამ დაასუბსიდირა დიდი ნაწილი მოქალაქეების, როგორც მაშინ ახლაც ეს გადაწყვეტილება ემსახურება სოციალურ ხელშეწყობას, ეს არის დროულად გადადგმული ნაბიჯი.

უკვე ოთხი თვე ითვლება სუბსიდიებულად, იწყება ნოემბრიდან და სრულდება თებერვლის ჩათვლით, იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც თვის განმავლობაში მოიხმარენ 200 კილოვატ ენერგიას და 200 კუბ გაზს.

პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ და მხოლოდ 200 და მასზე ნაკლები, როგორც კუბური გაზის , ასევე ელექტროენერგიის საფასურის დაფარვას. პირველად საუბარი იყო რომ ეს იქნებოდა მოწყვლადი ჯგუფისთვის, მაგრამ აქ მოჰყვა ის რგოლიც, რომლებიც ჩვეულებრივ პირობებში არ საჭიროებდნენ დახმარებას,“ – განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა „მედიცანეტრ მთავარში.“

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები