“მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია, მარსზე გაფრინდება” – ირაკლი კობახიძე

მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ განცხადებას, მის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით გამოთქმულ მზაობაზე, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმი მდივანი გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ყველაფერზეა წამსვლელია, თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაც შესაბამისად იმოქმედებს.

“მიხეილ სააკაშვილი ყველაფერზე, რომ არის წამსვლელი, ეს მან დაამტკიცა, როდესაც ცხრა წელი იყო მმართველობაში და ამტკიცებს დღემდე, როდესაც არის ოპოზიციაში და ოპოზიციის ლიდერი. რა თქმა უნდა, ის არის ყველაფერზე წამსვლელი, მაგრამ ხელისუფლება აქ არის იმისთვის, რომ ასეთი ადამიანები ყველაფერზე ვერ წავიდნენ. შესაბამისად, მას ამისთვის ვერავითარი რესურსი ვერ ექნება,” – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები