გრიგოლ ვაშაძე მის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს

  •  

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  გრიგოლ ვაშაძე, მის მიერვე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას ავრცელებს.

„დამატებით განვმარტავ:

  1. მოქალაქეთა პროტესტი უნდა გაგრძელდეს;
  2. ამ პროტესტს სასწრაფოდ უნდა დაემატოს პოლიტიკური კომპონენტი – სამართლიანი არჩევნების პრინციპების განხორციელების თაობაზე მოლაპარაკებების სახით სტრატეგიული მოკავშირეების მედიაციით;
  3. სანამ/თუ მოლაპარაკებები წარმატებით არ დასრულდება არც მეორე ტურში მონაწილეობას არ ვღებულობთ და არც პარლამენტში არ შევდივართ;
  4. ერთხელ და სამუდამოდ ყველა უნდა დავიძაბოთ, რომ მომავალში ქუჩის პროტესტმა ნორმალური პროცესი არ ჩაანაცვლოს არჩევნების გაყალბების გამო“, – ნათქვამია ვაშაძის განცხადებაში, რომელსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

შეგახსნებთ, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადებას პარტიის ერთ – ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა, სადაც აღნიშნა, რომ თავმჯდომარის პოზიცია პარტიასთან შეუთანხმებელი იყო.

მსგავსი თემები