“ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა” – ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის განცხადებაზე

  •  

ნიკა მელია გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, არსებული ვითარებიდან გამომდინარე ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას დიდი სიფრთხილე და ყურადღებაა საჭირო, პარტიის თავმჯდომარის სიტყვებმა კი მას „ადამიანურად გული დაწყვიტა“.

„თავისთავად, როდესაც განცხადება კეთდება და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ან უბრალოდ სხვადასხვანაირად კითხულობს მკითხველი ან ისმენს ამას მსმენელი, ის უკვე არ არის საუკეთესო განცხადება. მთავარი, რაც აქვს ფართო საზოგადოებას გაცხადებული ეს არის ის მოთხოვნები, რომელიც გაცხადდა რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც უნიკალური ერთობა არის სახეზე. ძალიან სამწუხაროა და გაუგებარი, მით უფრო, როდესაც არსებობს პარტიაში პრესსამსახური და არასოდეს ბატონ გრიგოლს არც ერთი განცხადება არ გაუვრცელებია პრესსამსახურის გვერდის ავლით. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მან ეს გააკეთა. ძალიან სამწუხაროა, ადამიანურადაც გული დამწყვიტა. ეტყობა ყველას ვერ გაგვიგია, რა გამოწვევაა ქვეყანაში“, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ.

მსგავსი თემები