“გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია” – ხატია დეკანოიძე

  •  

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრი ხატია დეკანოიძე, სოციალურ ქსელში პარტიის თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის სპეციალურ განცხადებას გამოეხმაურა. ხატია დეკანოიძე წერს, რომ გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია.

“გრიგოლ ვაშაძის განცხადება არ იყო პარტიის ლიდერებთან და პოლიტსაბჭოსთან შეთანხმებული პოზიცია.

სამწუხაროა, რომ პარტიის თავჯდომარე განხილვის გარეშე მსგავს განცხადებას აკეთებს..

ჩვენ მოლაპარაკების წინააღმდეგი არ ვართ, მხოლოდ პირობებით, რომელიც არის გაზიარებული სრულიად ოპოზიციური სპექტრის მიერ,”- აცხადებს ხატია დეკანოიძე.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ, რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც ოპოზიციას მოპალარაკებების, მაგიდასთან გადატანისკენ მოუწოდებს, ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ “ნაციოლნალურმა მოძრაობამ” სასურველია მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოს.

მსგავსი თემები