“არ ენდოთ პირებს, რომლებიც მერიის სახელით კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ” – თბილისის მერია

თბილისის მერიის ინფორმაციით, უცნობი პირები თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ.

როგორც მერიაში აცხადებენ, სადარბაზოების დეზინფექცია თბილისის მერიის კომპეტენციაში არ შედის.

„დედაქალაქში კვლავ გააქტიურდნენ უცნობი პირები, რომლებიც თბილისის მერიის სახელით, სხვადასხვა უბანში, კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სადარბაზოების დეზინფიცირებას სთავაზობენ.

გაცნობებთ, რომ არც თბილისის მერიის და არც მის დაქვემდებარებაში მყოფი არც ერთი უწყების კომპეტენციაში არ შედის სადარბაზოების დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია.

შესაბამისად, მოვუწოდებთ მოსახლეობას არ ენდონ პირებს, რომლებიც თბილისის მერიის სახელით მომსახურებას სთავაზობენ“,- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

მსგავსი თემები