გიორგი ვაშაძე აქციაზე არ დარჩება

  •  

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით ის, კომენდანტის საათის შემდეგ აქციაზე არ იქნება და არც საკუთარ ამომრჩევლებს სთხოვს დარჩენას.

„ოპოზიცია შეჯერდა სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც აქციაზე გამოვაცხადებთ, იქნება დღეები, როცა იქნება ფართომასშტაბიანი აქციები. პირადად მე, ჩემი პარტიის წევრებს არ მოვუწოდებ, დარჩნენ აქ. ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის ლიდერები, ამ წუთებში აქციაზე მიემართებიან, სადაც განცხადებებს გააკეთებენ.

მსგავსი თემები