აშშ-ის საელჩო ამერიკის მოქალაქეებისთვის დემონსტრაციასთან დაკავშირებით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს

  •  

აშშ-ის საელჩო დემონსტრაციასთან დაკავშირებით ამერიკის მოქალაქეებისთვის გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.

“დემონსტრაცია აშშ-ს საელჩოდან სამხრეთით, 5 წუთის სავალ მანძილზე აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარეობს. პოლიცია ხალხმრავალი აქციის მონაწილეების მიმართ საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების ზომებს იყენებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

საელჩოს ინფორმაციით, სპორადული პროტესტი შესაძლოა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდეს.

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპორადული, მოკლე ვადაში გამოცხადებულ ან გამოუცხადებელ აქციებს ან პროტესტებს შესაძლოა, ადგილი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰქონდეს.

აშშ-ს სამთავრობო შემადგენლობას მიეცა რეკომენდაცია, რომ მოერიდონ აღნიშნულ ლოკაციას ან ნებისმიერ ადგილს პოლიციელთა მომრავლებული რაოდენობით, რომელიც ხალხმრავალი შეკრებისა და პოტენციური ძალადობის მანიშნებელია. რეკომენდირებულია ყურადღების გამოჩენა სადემონსტრაციო არეალის მიმდებარედ. ისინი, ვინც იმყოფებიან პროტესტის მიმდებარე არეალში – სასტუმროებში, რესტორნებში ან სხვა დაწესებულებებში ხალხის დაშლამდე შენობებში უნდა დარჩნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები