ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარუდგინეს

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, საიდუმლო შეხვედრას, რომელიც ერთ – ერთ სახლში გაიმართა, ესწრებოდა თედო გობეჯიშვილის ორი მეგობარი. ორივე ახლა დაკავებულია და დანაშაულს არც ერთი აღიარებს. მათ ბრალი უკვე წარედგინათ.

აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ბრალი 3 მუხლით (ქრთამის შეთავაზება, ჯგუფური ძალადობა და მუქარა) აქვთ წარდგენილი. მათი ადვოკატები აცხადებენ, რომ ბრალს არ აქვს სამართლებრივი საფუძველი. ადვოკატები ფიქრობენ, რომ სასამართლო პროცესზე მათი დაცვისქვეშ მყოფების უდანაშაულობა დამტკიცდება.

ადვოკატების თქმით, კობალაძე და ხუსკივაძე ე.წ. პოლიტპატიმრები არიან.

“აქ არის სამი ფალსიფიცირებული ჩვენება, რომელზეც დგას ეს უბინძურესი საქმე – თანანაშვილის, ზაალიშვილის და ჯავახიშვილის ჩვენებები. ეს ადამიანები აცხადებენ გარდაცვლილი გობეჯიშვილისგან იცოდნენ, თითქოსდა ჩემმა დაცვისქვეშ მყოფებმა მასზე განახორციელეს ზეწოლა. უკაცრავად, სად იყვნენ, ეძინათ?! რატომ არ მიმართეს პროკურატურას, პოლიციას. მხოლოდ და მხოლოდ გობეჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ, მას შემდეგ, რაც დაიბარეს პოლიციაში რატომ მოყვნენ ამ ფაქტების შესახებ, თუ ეს ფაქტები იყო რეალური. ეს არის შეთითხნილი საქმე,” – განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

“კობალაძეს აქვს მეოთხე მუხლიც დამატებული – საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვა და ეს მასალები ნამდვილად მას არ ეკუთვნოდა და არის ფალსიფიცირებული ეს დოკუმენტაცია, რომ მას აღმოაჩნდა ვითომდა სახლის ჩხრეკისას, რომელსაც არ დაასწრეს არცერთი ოჯახის წევრი აღმოაჩინეს საბრძოლო მასალები ტყვიების სახით. არც დანარჩენ ნაწილში არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ეს არის მართლაცდა პოლიტიკურად მოტივირებული. არათუ თეთრი ძაფით, წითელი ძაფით არის თეთრ მასალაზე ნაკრეფი. აქედან გამომდინარე ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს ორი პირი ნამდვილად გამართლდება,” – აღნიშნა

მსგავსი თემები