“ზოგიერთები უაკდრებელს კადრულობთ” – ეკა გულუა

  •  

„მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი და დირექტორი ეკა გულუა სოციალურ გვერდზე „პოსტს“ აქვეყნებს და წერს, რომ სამართალდამცველებიც ადამიანები არიან, მათაც ჰყავთ ოჯახი და არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტები ასე დააკნინო, დაამცირო, ფასი და ღირსება დაუკარგო.

მისივე თქმით, ზოგიერთები უაკდრებელს კადრულობს.

“პოლიციელიც ადამიანია;

პოლიციელსაც ჰყავს ოჯახი, შვილები;

პოლიციელიც არის შვილი, მამა, მეუღლე;

პოლიციელსაც აქვს გამძლეობა, მოთმინების უნარი, შეურაცხყოფის ატანის ზღვარი;

პოლიციელიც ასრულებს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას – იცავს უსაფრთხოებას და გვიცავს ჩვენ – ადამიანებს

;როცა შეურაცხყოფაზე გადადიხარ, შუბლს-შუბლზე მიადებ და ყველაფერზე მიდიხარ, მდგომარეობიდან გამოიყვანო, რომ იქნებ რამე წამოსცდეს და ამით შენ „იხეირო“, პოლიტიკოსი კი არა, არაადამიანი ხარ, პროვოკატორი და ყველაფერზე წამსვლელი!

არ შეიძლება სახელმწიფო ინსტიტუტები ასე დააკნინო, დაამცირო, ფასი და ღირსება დაუკარგო;

ის ეძახო და ის აკადრო, რაც ენაზე მოგადგება!

ეს ყველზე მსუბუქი და ზომიერი შეფასებაა, ზოგიერთები უაკდრებელს კადრულობთ!” – წერს ეკა გულია, თავის სოციალურ გვერდზე.

მსგავსი თემები