საქართველოში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 1033 თბილისში, 411 აჭარაში და 782 იმერეთში გამოვლინდა

დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე ისაუბრა. „დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 927 ახალი დადასტურებული შემთხვევა. მოგეხსენებათ, იზრდება ტესტების რაოდენობა, მათ შორის ანტიგენზე დაფუძნებული ტესტების ჩატარება, შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევები გამოვლენილია, როგორც PCR, ისე ანტიგენ ტესტების მეშვეობით. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 60 680-ს შეადგენს.…

მეტი...

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში დღეიდან კერძო და საჯარო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება

დღეიდან საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში საბავშვო ბაღების ფუნქციონირება შეჩერდება. შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო, ისე საჯარო ბაღებს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, აღნიშნულ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. „დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება“, – აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში. საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში დღესვე ამოქმედდება შეზღუდვა ღამის საათებში გადაადგილებასთან დაკავშირებით. კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდული იქნება 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

მეტი...

თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება

დღეიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22:00 საათიდან დილის 5:00 საათამდე გადაადგილება შეიზღუდება. შესაბამისი გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ მიიღო. „ეს შეზღუდვა გავრცელდება როგორც ქვეითად მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტით გადაადგილებაზე. შეზღუდვა არ იმოქმედებს საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებზე და იმ პირებზე და მათ საავტომობილო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან სტრატეგიული ობიექტების ფუნქციონირებისთვის, ასევე სამედიცინო დაწესებულებების, ფარმაცევტული დაწესებულებების, მედია დაწესებულებების და მიტანის სერვისის უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ცქიტიშვილმა 7 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მეტი...

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება. ოპოზიციონერი ლიდერები მხარდამჭერებს პარლამენტთან შეკრებისა და ჩატარებული არჩევნების შედეგების გაპროტესტებისკენ 18:00 საათზე მოუწოდებენ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებული საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გუშინაც გაიმართა. თავდაპირველად ოპოზიციონერმა ლიდერებმა ხელისუფლებას 3 მოთხოვნის შესასრულებლად ვადა 20:00 საათამდე მისცეს, რა ვადის ამოწურვის შემდეგაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან გადაინაცვლეს. ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები იყო და ამ დრომდე ძალაში რჩება შემდეგი: 1. ხელახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება; 2. ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და კომისიების სამართლიანი პრინციპით დაკომპლექტება; 3. პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

მეტი...

“ხვალ შევიკრიბებით ისევ რუსთაველის გამზირზე” – ალეკო ელისაშვილი

ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, ცესკოსთან შეკრებულ მოქალაქეებს დღეს დაშლისკენ მოუწოდებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ხვალ, 9 ნოემბერს, 18:00 საათზე, საზოგადოება რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბება. „იმისთვის, რომ არ დაიწყოს აქციის მონაწილეების დაკავება და ცემა, მოვუწოდებთ, რომ დღეს დატოვონ ცესკოს ტერიტორია. ხვალ შევიკრიბებით ისევ რუსთაველის გამზირზე“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.  ნიკა მელიას თქმით კი, ბრძოლა გრძელდება და ის არც ერთი წამით არ შეწყდება. ალეკო ელისშვილმა კი აქციის მონაწილეებს პერიმეტრის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. „ისინი რომ დაუნდობლები და უღმერთოები არიან და ყველაფერს იზამენ, რომ დაიცვან თამარ ჟვანია – ხმების ქურდი, რომ დაიცვან ნაქურდალი ხმები,…

მეტი...

“შტურმის მოთავეები არიან ნიკა მელია და მისი ზონდერჯგუფები” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, შტურმის მოთავეები ნიკა მელია და მისი ზონდერჯგუფები არიან, რომლებიც მისივე თქმით, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.  “შტურმის მოთავეები არიან ნიკა მელია და მისი ზონდერ ჯგუფები. ვაფრთხილებთ მათ, რომ თითოეული მათგანი პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით აგებს. საქართველოში ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც პოლიტიკაში იქნებიან პოლიტიკოსები, ხოლო კრიმინალები იქნებიან ციხეში. მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან. შსს-ს პროპორციული ძალის გამოყენებისკენ მოვუწოდებთ,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მეტი...

სამართალდამცავებმა ცესკოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა განაახლეს

ცესკოსთან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცავებმა კვლავ წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაპირისპირება ცესკოს შენობასთან ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეებმა ცესკოს დამცავი ჯებირის გარღვევა სცადეს, მათ ნაწილი უკვე გაარღვიეს, თუმცა ნაწილის გარღვევის საშუალებას სპეცალური დანიშნულების რაზი არ აძლევს. აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისვრიან.

მეტი...