“დარწმუნებული ვარ, ყველა დარჩებით, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხიც არის” – ნიკა მელია

“განა არ შემიძლია გთხოვოთ, რომ დარჩეთ? დარწმუნებული ვარ, ყველა დარჩებით, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხიც არის” – ასე მიმართა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს.

“რთული ასახსნელია, მაგრამ მოცემულობა, რომელიც შექმნა ამ რეჟიმმა, მას ჭკუით უნდა ვებრძოლოთ და პრაგმატულები უნდა ვიყოთ. განა არ შემიძლია გთხოვოთ, რომ დარჩეთ? დარწმუნებული ვარ, ყველა დარჩებით, მაგრამ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხიც არის. პოლიტიკოსებთან ერთად ახალგაზრდებიც რჩებიან და ვნახოთ, რას მოიმომქედებს რეჟიმი, რომელიც ისეთ სპირალშია შემძვრალი, საიდანაც გამარჯვებული ვეღარ გამოვა. ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, ეს უკვე დროის საკითხია”, – მიმართა ნიკა მელიამ აქციის მონაწილეებს.

მსგავსი თემები