“სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს, ეს არის ჩემი პასუხი” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ნებისმიერი თავყრილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს.

„სამწუხაროდ, ნებისმიერი თავყრილობა, ჩემთვის არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, რას დაარქმევთ, ნებისმიერი თავყრილობა ძალიან ცუდად მოქმედებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე, მით უმეტს, თუ არ არის დაცული ელემენტარული წესები, ნიღაბი და დისტანცია“, – განაცხადა იმნაძემ.

კითხვაზე, „უნდა განიმარტოს თუ არა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მხრიდან საპოლიციო ღონისძიებების საფრთხეები, რადგან რამდენიმე სპეციალისტი საუბრობს, რომ მათ უკავშირდებოდნენ და ეუბნებოდნენ, არის თუ არა საშიში წყლის ჭავლი. როგორ ფიქრობთ, მაშინ, როცა კორონავირუსის პერიოდი გვაქვს, ასევე ჩართული არიან ექიმები ამ ბრძოლაში, უნდა გააკეთონ თუ არა ექსპერტებმა ასეთი განმარტებები“, იმნაძე პასუხობს, რომ კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს.

„ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ კანონის წინაშე, სამწუხაროდ, კანონი სეზონურ თავისებურებებს არ ითვალისწინებს, ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა იმნაძემ.

მსგავსი თემები